სიტყვის თავისუფლება
"ათასი გენია ცხოვრობს და კვდება ისე ,რომ მის აღმოჩენას ვერ ახერხებენ ვერც თვითონ და ვერც სხვები." მარკ ტვენი
ადამიანი ინდივიდია, მას როგორც განვითარებული ინტელექტის მქონე არსებას, რომელიც თავისუფლებისთვის შეიქმნა, ჰაერივით ესაჭიროება დააფიქსიროს თავისი პირადი აზრი და თქვას თავისი სათქმელი, ამის გარეშე მისი სიცოცხლე ყოველგვარ აზრს კარგავს. ვინ იქნება ადამიანი, თუ ის სიტყვის თავისუფლებაზე უარს განაცხადებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო? ის იქნება მონა, რომელმაც თაისუფლება ბორკილებზე გაცვალა. პირადი ცხოვრების უსაფრთხოების გარანტია, შესანიშნავი შემოთავაზებაა, მაგრამ სიტყვის თავისუფლებასთან შედარებით, ის უმნიშვნელოა. აზრთა გაცვლა მუდმივი და სასიცოცხლო საჭიროებაა. ასობით ადამიანი სიცოცხლეს თმობდა თავისუფალი სიტყვის გამო. როდესაც ჩეხ რეფორმატორ იან ჰუსს 1415წელს კოცონზე წვავდნენ წარმოთქმული სიტყვების გამო, დასაწვავად გამზადებულმა წარმოსთქვა: "მე არ ვხედავ არჩევანს უარყოფასა და კოცონს შორის. ვხედავ მხოლოდ არჩევას ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. სიმართლის ერთგული ვრჩები სიკვდილამდე. განა რა უფლება მაქვს უარვყო უფლის ჭეშმარიტება რაღაც სასჯელის შიშით?"
საქართველოს საამაყო მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ი.ჭავჭავაძემ, იცოდა რა, რომ თავისი გაბედულების გამო შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა, მაინც საჯაროდ თქვა სათქმელი და სცადა ბნელში მყოფი ერი, მზის სინათლეზე გამოეყვანა. ის მოკლეს თავისუფალი სიტყვის გამო.
როდესაც ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, ეს არ გულისხმობს მხოლოდ გაკილვისა და ათასგვარი უხამსობის გავრცელებას, არამედ აზროვნებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ყველა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს გაბედულად და დააფიქსიროს პირადი აზრი. არ შეიძლება სიტყვის თავსიუფლებაზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ არავისი კრიტიკის ან იერიშის ეპიცენტრი არ აღმოვჩნდეთ. ის ადამიანები, რომლებიც სიტყვის თქმას ვერ ბედავენ შიშის გამო და მხოლოდ პირად ხელშეუხებლობაზე ფიქრობენ, იტაჯებიან არსრულფასოვნებისგან, მათი სამყარო საპყრობილეს წააგავს, სადაც აღსასრულს უცდიან. ასეთი სიცოცხლე უაზროა. ადამიანი, როგორც ინდივიდი, ისწრაფის თავისი კვალის დატოვებისკენ. თავის გენიალურ ნაწარმოებში შოთა რუსთაველი ამბობს: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი."
ასობით ადამიანი იბრძოდა სიტყვის თავისუფლებისთვის, დღეს ჩვენ მათ გმირებს ვეძახით,მაგრამ თავს დროზე ისინი უბრალო მოქალაქენი იყვნენ, რომელთაც არჩევანი გააკეთეს. სიტყვის თავისუფლება- ეს სიცოცხლის ხალისია.!