суббота, 17 мая 2014 г.

ხედავენ კი ჩვენში ქრისტეს?



ხედავენ კი ჩვენში ქრისტეს?

როდესაც ახალ აღთქმას ვკითხულობთ და გვესმის სიტყვა,მორწმუნეებს,განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სურვილი გვიჩნდება ჩვენს მეგობრებსაც მოვუყვეთ იესოზე. და ძალიან ხშირად ჩვენ გაუჩერებლად ვსაუბრობთ მათთან,რაც ძალიან კარგია,მაგრამ რატომღაც ისინი არ ღებულობენ ჩვენგან სიტყვებს..  აქ შეიძლება ორი მომენტი იყოს :
1– მათ არ სურს უფალი
 2– ისინი ვერ ხედავენ ჩვენში ქრისტეს,მის ბუნებას.. 
        ამ მეორე საკითხზე მსურს გავამახვილო თქვენი ყურადღება.
საქმე იმაშია,რომ მოსიარულე ქადაგებადაც რომ ვიქცეთ თუ ჩვენი საქმეები,პირველ რიგში კი ჩვენი ბუნება არ გავს უფლის საქმეებს და ბუნებას,ჩვენს ცარიელ სიტყვებს მხოლოდ ერთეულები თუ დაიჯერებენ. 
დღეს მორალს ბევრი ქადაგებს,ყველა უსაქმური ჭკუის სწავლას უწყებს ადამიანს,აკონტროლებს მათ,მაგრამ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით ცოტა არის შემოსილი. ერთხელ როდესაც უფალს ხალხი არ ღებულობდა,პეტრემ და სხვა მოწაფეებმა,მიუგეს და უთხრეს მას,რომ ცეცხლს ჩამოიტანდნენ ციდან,ამ ურჩი მოდგმის გასანადგურებლად. და იესომ ჰკითხა მათ:"არ იცით ვისი სულისანი ხარ?" ეს კითხვა ხშირად უნდა დავუსვათ ქრისტიანებმა საკუთარ თავს. თუ ადამიანები ხედავენ როგორ ვბრაზდებით წვრილმანებზე,არ ვპატიობს,განვიკითხავთ გარეგნობით,თითქოს ჩვენ ყველაზე კარგები ვართ და ისევე ვიქცევით როგორც ურწმუნოობის დროს,ისინი არასოდეს დაიჯერებენ ქრისტეზე,ჩვენ კი მათ დაბრკოლებაში დამნაშავეები ვიქნებით. ამიტომ ქადაგება აუცილებელია,მაგრამ უფალმა თავის ერს უთხრა "იყავით წმიდები,რამეთუ წმიდა ვარ მე" წმიდა ებრაულად მიძღვნილს ნიშნავს. უანგარო სიყვარულის გარეშე ადამიანი ვერ იქნება წმიდა,ეს სიყვარული კი მოდის უფალთან  ურთიერთობისგან,ის არის ამ სიყვარულის წყარო,რადგან მისი ბუნებაა სიწმიდე და სიყვარული. სიწმიდე ანუ მიძღვნა,არავითარ კავშირში არაა შენი მაისურის ფერთან ან ფრჩხილის ლაქთან. სიწმიდე ნიშნავს იყო შენი აზროვნებით,შენი ცხოვრების წესით,შენი ბუნებით მიძღვნილი უფლისათვის. რომ ყოველი ქმედების წინ საკუთარ თავს ეკითხებოდე:"ასე მოიქცეოდა ქრისტე?" 
ჩვენ ქრისტიანებმა არ უნდა გავაკეთოთ ის,რასაც არ გააკეთებდა ქრისტე. არ უნდა დავცინოთ არავის,რადგან ჩვენ უფლის სული გვაქვს. არ უნდა გავაკრიტიკოთ არავინ,რადგან ხალხს კრიტიკოსები კი არა მეგობრები სჭირდებათ. უფალს ცოდვილთა და მებაჟეთა მეგობარს ეძახდნენ ფარისევლები. იცით რა განსხვავება იყო მაშინდელ ფარისევლებსა და ცოდვილებს შორის? ფარისევლები ეძებდნენ გარეგნულ ღვთისმოსაობას,იმიტომაც უწოდა მათ უფალმა შეთეთრებული სამარხები,ხლო ცოდვილები არ მალავდნენ რომ მხსნელს საჭიროებდნენ. თუ შენ ქრისტიანი ხარ,უნდა დაფიქრდე ფარისეველივით იქცევი და განიკითხავ,თუ უფალივით თბილი და მეგობრული ხარ. უფალი არავის ამცირებდა,და გულს არავის ტკენდა. ამიტომ თუ ჩვენი მეგობრები ხედავენ როგორც ვიცინივართ სხვებზე,როგორ ვჭორაობთ და ისევ ხორციელი სულისკევეთებით ვმოძრაობთ,ისინი არასოდეს მიიღებენ ჩვენგან ნაქადაგებ ქრისტეს. პავლე მოციქული რომელთა 12:1–2 მუხლებში მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შესწირნ საკუთარი თავი ღვთისათვის სასურველ მსხვრეპლად,და განიახლონ გონება ღვთის სიტყვით,რათა გაიგონ რა არის ღვთის ნება. უფლის თანდასწრება ცვლის ჩვენს ეგოიზმს. როდესაც უფალი გეხება ვერ დარჩები გულგრილი ადამიანებისადმი. რადგან ღმერთს იმდენად უყვარს თითოეული ინდივიდი რომ თავად მოკვდა მათთვის. ჩვენს გულებში უნდა იყოს თავმდაბლობა,სიყვარული და თანაგრძნობა,ამის გარეშე ქრისტეზე საუბარი ზემდმეტია. ჩვენ იმ ადამიანების მსგავსნი ვიქნებით,რომელზეც უფალმა თქვა:"ეს ხალხი ბაგით მაღიარებს,გულით კი შორს არის ჩემგანო." მოდით ვგავდეთ ქრისტეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий