დავდივარ ბურუსით მოცულ ქუჩაში,
ხეები მათვალიერებენ ყავისფერი თვალებით.
ლამაზად გამოვიყურები,მაგრამ
ისინი გაცილებით მშვენიერნი არიან.
ღმერთმა დიდებულად მოხატა ბუნება.
მთელს ტანზე მეხუტება თეთრი ჰაერი,
იცის,მის გარეშე ვერ შევძლებ სუნთქვას.
მისტიკურად გამოიყურება განთიადი,
იდუმალებით გარემომიცვა ბურუსმა.
მიტოვებული ქვა ვიპოივე უზარმაზარი მუხის ქვეშ.
ჩამოვჯექი და ფიქრს ვანდე თავი.
მუხამ არ დააყოვნა და მომხვია ნატიფი მკლავები,
თითქოს ჩამეხუტა–არსად გაგიშვებ ჩემი ხარო.
ვფიქრობ და ვხედავ ნაკვალებს,
რომელიც ცხოვრების გზაზე დავტოვე,
დრო მიქრის ქვიშის საათივით
ხომ შეიძლება ეს ჩემი ბოლო წუთები იყო ამ მიწაზე?
რა მშვენიერი და საინტერესო ყოფილა სიცოცხლე.
აღსავსე სიხარულითა და მოულოდნელობებით.
ნეტავ დავენანები ვინმეს? მომზებნიან?
თუმცა მე ზეცა უფრო მიზიდავს ვიდრე ეს ქვეყნიერება.
იქ მინდა–მასთან,ჩემი სიცოცხლის აზრთან.
ჩემს უფალთან,
ჩემს ძვირფას და მოსიყვარულე ღმერთთან–ქრისტესთან.
მე მას ვეკუთვნი,ამ მიწაზე მე მწირი ვარ,
მკლავებს მხვევს ძლიერად მუხა,მაგრამ მე ზეცაში მინდა,
მუხა ვერ შემიცვლის მის სიყვარულსა და სითბოს.
ვხედავ რომ ჩემი ცხოვრების გზაზე ორი პიროვნების ნაკვალევია,
ღმერთის და ჩემი.
მისი ნაკვალევი ჩემს კვალზე წინ არის–რათა გზა ეჩვენებინა ჩემთვის.