ქრისტიანობა–ეს არაა ადვილად სავალი გზა. ამ გზაზე ყველა ქრისტიანს მოუწევს დათმოს ის რაც ძალიან ძვირფასია მისთვის.. ამ გზაზე სიარულისას ჩვენ მოგვიწევს განმტკიცება ღმერთის სიყვარულში–რაც მისდამი სრულ მორჩილებასა და ერთგულებას გულისხმობს,მაშინაც კი თუ ჩვენთვის რაიმე გაუგებარი ან ბუნდოვანია. ჩვენ ვისწავლით ვიყოთ ქქრისტეს მიერ წარგზავნილები ბნელ ქვეყნიერებაზე,ღმერთის სინათლის მისატანად..ხშირ შემთხვევაში ჩვენი მტრები ჩვენთვის უახლოესი და ძვირფასი ადამიანები იქნებიან.მაგრამ უფალი მოგვცემს ძალას არ დავიჩოქოთ ტკივილის წინაშე,ხოლო უფლისადმი სიყვარული მიგვაწებებს უფალს და პატივად ჩავთვლით მის გამო თუნდაც სიკვდილს.უფლისადმი სიყვარული შეგვარიგებს მტრებს და შეგვაყვარებს უარყოფილებს,სხვაგვარად შეუძლებელია.ქრისტიანობა არჩევანია,რომელსაც ბოლომდე უნდა უერთგულო,ცხოვრების ყველა სფეროში.. ქრისტიანობა ქრისტეს მოწაფეობაა,მის გამო სიცოცხლის გაღება,პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით. იყო ქრისტიანი ნიშნავს მოკვდე შენი ამბივიებისა და მიზნებისათვის და ახდე ქრისტეს სხეულის ნაწილი,მისი მეომარი,ნათელი ბნელში და ცხვარი მგლებში,... ქრისტიანობა ადვილი არაა,მაგრამ ღმერთი არასოდეს გაგვატარებს ისეთ განსაცდელში რომლის გადალახვაც არ შეგვძლია..სწორედ ჩვენს უძლურებებში თავს იჩენს მისი მადლი და ძლიერება. ქრისტიანობა დეპრესია არაა–იმის გამო რომ უარგყვეს და მიგატოვეს უფლის გამო.. ქრისტიანობა სიცოცხლეა,ხოლო ქრისტეს გამო ტანჯვა ნეტარებაა ქრისტიანის.რადგან ქრისტეს ჭრილობებს ვეზიარებით.ქრისტიანობა სიწმიდეა,რამეთუ ცოდვილი ბუნების დამარხვით,სულით გაცოცხლებულნი წმიდები ვართ, გამოყოფილნი ქვეყნიერებისაგან ღვთისათვის.თუ ქრისტიანობა გსურს,მზად უნდა იყო უერთგულო უფალს..ეს საქორწილო ფიცს ჰგავს ცოლსა და ქმარს შორის,სადაც მეუღლეები ერთმანეთს საუკუნო სიყვარულის ფიცს აძლევენ.. უერთგულე უფალს,ის კი არასოდეს დაგტოვებს,მაშინაც შენს გვერდით იქნება, როდესაც გეგონება რომ მარტო დარჩი,მაშინაც კი ძვირფასი იქნები მის თვალში,როდესაც საკუთარი თავის თვალში ბინძური იქნები,და მისი სისხლი ყოველთვის გაწმედს შენს ცოდვებს,ოღონდ გიყვარდეს და იყავი ერთგული..
Комментариев нет:
Отправить комментарий