суббота, 22 марта 2014 г.

ერთმანეთის სიყვარული


სახარების მიხედვით თუ განვსჯით,მორწმუნეს ანუ ქრისტიანს არ აქვს უფლება სძულდეს თავისი ძმა ან და–არამედ უყვარდეს იგი... იოანე მოციქული ამბობს,რომ ვისაც თავისი ძმა სძულს ის ბნელში იმყოფება "ვისაც არ უყვარს არ შეუცვნია ღმერთი,რადგან ღმერთი სიყვარულია"  1იოანეს 4:8
პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში,მეცამეტე თავში მშვენივრად აღწერს,როგორი არის სიყვარული.მაგრამ თუ ჩვენ გვირჩევნია რომ ვიხელმძღვანელოდ ჩვენი პირადი სიმპატიებითა და გრძნობებით,მაშინ ჩვენ არ ვემორჩილებით ღმერთის სიტყვას.
თუ ჩვენ მზად ვართ გავასამართლოთ ჩვენი ძმა,მხოლოდ იმიტომ რომ არ მოგვწონს,ან რაღაც შეეშალა და ზემოდან ვუყროთ მას,ვიფიქროთ მასზე თუ რამხელა შეცდომა დაუშვა და ამით ჩვენი თავი მასზე აღმატებულად წარმოვაჩინოდ–ეს უკვე დანაშაუია ღმერთის წინაშე..
ჩვენი მოვალეობა არ არის განვიკითხოთ ერთმანეთი,ამისათვის ეკლესიაში მწყემსი დააყენა უფალმა. ჩვენი მოვალეობა ერთმანეთის უთვალთმაქცო სიყვარულია.და ერთმანეთისათვის ლოცვა..ჩვენ ერთი ოჯახი ვართ,ასოები ქრისტეს სხეულისა.
პავლე მოციქულს სხეული შედარებული ჰყავს ქრისტეს ეკლესიას.. როდესაც სხეულის ერთი ნაწილი განიცდის ტკივილს,მაშინ მის ტკივილს მთელი სხეული იზიარებს..  კორინთელთა მიმართ პირველ წერილში პავლე ამაზე შესანიშნავად საუბრობს:
      "თუ ერთი ასო იტანჯება,მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება'
       ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს,მასთან ერთად ყველა
        ასო ხარობს.თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ,ხოლო
       ცალ–ცალკე მისი ასოები"  1კორ 12:26–27
თუ რომელიმე ძმა ან და დაეცა და გადის ტკივილსა და განსაცდელში,ჩვენ უნდა მხარში ამოვდგეთ მათ,დავეხმაროთ..და თუ საჭიროა ვამხილოდ,ოღონდ სიყვარულით.. სიყვარული არ უბოროტებს მოყვასს.
ჩვენ ყველანი ცოდვით გახრწნილ ქვეყნიერებაზე ვცხოვრობთ და ზუსტად ამიტომ არ გვაქვს უფლება განვიკითხოთ სხვა,რამეთუ არვიცით ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მის ადგილზე. პეტრესაც ჰქონდა პრეტენზია სიკვდილამდე ერთგულებაზე,ქრისტეს დაცვაზე,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა უარყო ქრისტე.თუმცა მისი სინდისი იტანჯებოდა ამის გამო. მაგრამ უფალს არ დაუწყევლია იგი და არ გაუსამართლებია,მან მოწაფეები გაგზავნა მასთან აღდგომის შემდეგ,რათა პეტრეს გაეგო რომ უფალი ცოცხალია და ის პატიობს მას. და როდესაც პეტრე შეხვდა უფალს,რამდენჯერაც უარყო ქრისტე იმდენჯერ მისცა უფალმა საშუალება ეთქვა ქრისტესათვის "მე შენ მიყვარხარ"..
დღეს ჩვენ გვაგზავნის უფალი,ჩვენს დაცემულ და–ძმებთან,რათა ვახაროთ მათ,რომ უფალი ცოცხალია და მას ძალა შესწევს განწმიდოს მათი ცოდვები და წამოაყენოს ისინი...!!!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий