суббота, 26 июля 2014 г.

გულდაჭრილები


გულდაჭრიელბი
ბევრი  მიზეზია, რის  გამოც  ადამიანს  გული  ეჭრება  და  ცხოვრების  გეზსს  უფსკრულისკენ  იღებს.  ერთ-ერთი  ასეთი  მიზეზი, რასაც  თან  ახლავს  ფიზიკური  და  სულიერი  ტკივილი  არის  იმედგაცრუებული სიყვარული,  გრძნობებზე  თამაში,  როდესაც  ერთი  ადამიანი  მეორე  ადამიანის  ტყუილის  მსხვერპლი ხდება. 
სამწუხაროდ  დღეს  მოდაშია  ადამიანის  გრძნობებზე  თამაში, მათით  მანიპულირება  და  რაც  ყველაზე სქაშინელია, ასე  ის  ადამიანებიც  იქცევიან  ვინც  ქრისტიანად  იწოდება.
ერთი  ასეთი  გამოთქმა  არსებობს:
"ძმაო  თუ  არ  აპირებ  ამ  გოგონას  ცოლად  მოყვანას, მაშინ  ხელი  გაუშვი  სხვის  ცოლს." 
ეს  ფრაზა  ძალიან  მომწონს,  რადგან  შესანიშნავად  ამბობს  სათქმელს.
ქრისტეს  სხეულის  თითოეული  ასო, ანუ  ეკლესიის ყოველი  წევრი,  დაკავშირებულია  ერთმანეთთან  ქრისტეს  წმიდა  სისხლით.  თიოთოეულ  მათგანზე  სულიწმიდა  შრომობს,  ის  კურნავს  მათ  დაჭრილ  მშვინვასა  და  გულს,  ანთავისუფლებს  მათ არასრულფასოვნებისგან  და  უძღვება  ქრისტეს შემეცნებისკენ.  სულიწმიდა  ანთავისუფლებს  მათ  იმ  ტკივილსგან  რაც  ცხოვრებამ  მიაყენა  მათ  და  გამოყავს  ისინი  დეპრესიისგან.  ეკლესია  ეს  ის საავადმყოფოა,  სადაც   უფალი  კურნავს   ხალხს   და მკვიდრობს   მათ  შორის.  ჩვენ  ყვლანი  მოწოდებულნი  ვართ   გვიყვარდეს   და  ვიზრუნოთ  ერთმანეთზე,  რადგან  ერთ  ოჯახს  ვეკუთვნით -ღმერთის  ოჯახს.  მაგრამ  თუ  რომელიმე  წევრი  ამ  ოჯახისა, გადაწყვეტს  ითამაშოს  მეორე  წევრის  გრძნობებზე,  მოატყუოს  მას,  ისარგებლოს  მისით  და  შემდეგ  უკანმოუხედავად  წავიდეს,  ასეთი  ადამიანი  აუცილებლად  დაისჯება  ღმერთის  ანუ  მამის მიერ.  ღმერთი  მოგვიწოდებს  ვიყოთ  ერთმანეთის  დარაჯები  და  გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს. რომ  ვალად  არაფერი  დაგვედოს,  გარდა  ერთი  მეორის  სიყვარულისა.  არ   შეიძლება   ერთი   დღე  უმტკიცო  ადამიანს,  თუ  როგორ  გიყვარს,  და  მეორე  დღეს,  იმის  გამო,  რომ  მასზე  უკეთესი  გამოჩნდა,  მიატოვო იგი  და  დატოვო  განადგურებული  მორალურად.  ძვირფასებო,  როდესაც  ვიცნობთ  ადამიანს,  სანამ  სასიყვარულო  ურთიერთობას  დავიწყებთ ,  სანამ  ვეტყვით  რომ  გვიყვარს,  ჩვენ  უკვე  ვხდებით ეს ის  არის,  თუ  არა,  შეგვეფერება  თუ  არა,  ამიტომ  თუ  ვხვდებით  რომ  კონკრეტულ  ადამიანთან  არ  გვაკავშირებს  სურვილი,  რომ  მთელი  ცხოვრება  მის  სიყვარულსა  და  მის  ერთგულებაში  განვვლოთ, ჯობს  ასეთ  ადამიანს  არც გავუმხილოთ  მისდამი  არსებული  სიმპათია.  რადგან  ღალატის,  ანუ  მიტოვების  შემთხევაში,  ჩვენ  ამ  ადამიანს  ვუბიძგებთ  საშინელი  დეპრესიისკენ,  რის  გამოც  ნეს  ადამიანი  შეიძლება  დაიღუპოს.  ნუ  მიაჩვევ  თავს,  იმ ადამიანს,  ვისაც  აუცილებლად  გარიყავ  შენგან. ნუ  იქნები  ასეთი  დაუნდობელი  და სასტიკი  სხვის  მიმართ,  გეშინოდეს  დაჩაგრულის  ცრემლების, რადგან  მას  ჰყავს  უფალი,  რომელიც  აუცილებლად  იძიებს  შურს  მისთვის.  დღეს  ბევრი  ადამიანი  საუბრობს  სიყვარულზე,  საუბრობენ  იმის  შესახებ,  თუ  როგორი  მეორე  ნახევარი  სურთ,  მაგრამ  არ  საუბრობენ  იმაზე,  თუ  რამდენი  ადამიანის  გრძნობებზე  ითამაშეს  თავად.   გგონიათ  ეს  თემა  უფლისთვის  ისეთივე  უმნიშვნელოა, როგორც  ჩვენთვის?- არა.  მან  თითოეული  ადამიანისათვის  თავისი წმიდა  სისხლი  დაღვარა.  თუ  ეტყვი  ადამიანს,  რომ  გიყვარს,  მაშინ  უერთგულე,  იყავი  სიტყვის  პატრონი.  თუ  ადამიანს  ვერ  ვუერთგულებთ,  როგორღა  შევძლებთ  ღმერთის  ერთგულებას? 
როდესაც  ვეუბნევით  ვიღაცას,  რომ  ჩვენ  ის  გვიყვარს,  ჩვენ  ამით  ვიღებთ  პასუხისმგებლობა  ამ  ადამიანის  და  ღმერთის  წინაშე.  ჩვენ  ვერასოდეს  დავანახებთ  ასეთ  ადამიანს  ღვთის  სიყვარულს,  თუკი  თავად  გულს ვატკენთ,  მოვატყუებთ,  დაუნდობლად  მოვექცევით,  მაშინ როდესაც  გამუდმებით  ღმერთზე  ვესაუბრებით..  ჩვენი  სიტყვები  და საქმეები  ერთი  უნდა  იყოს.  ტყუილის  და  გულის  ტკენის  დროს,  ჩვენ  ღმერთთან  კი  მიგვყავს  ადამიანი,  არამედ  ვრიყავთ  მისგან  ამ  ადამიანს, რის  გამოც  რათქმაუნდა  სასჯელი  გარდაუვალია. გულგატეხილ და  მიტოვებულ  ადამიანს  მშვინვა  საშინლად  აქვს  დაჭრილი,  ასეთი  ადამიანი  განადგურებულია  მორალურად,  რის  გამოც  მის  გულში  იხნება  კარები  ცოდვისთვის,  ამიტომ  ნუ  გავწირავთ  ნურავის  ასეთი  ტკივილისთვის.  ნუ  მოვექცევით  სხვებს  ისე,  როგორც ჩვენ  არ  გვსურს  რომ  მოგვექცნენ.  ჯობს  არასოდეს  ვთქვათ სიტყვა "მიყვარხარ "  ვიდრე  ვთქვათ  და სიტყვა  გავტეხოთ. ჩვენ  ნათლის  შვილები  ვართ,  ამიტომ  მოდით  მოვიქცეთ,  ისე  როგორც  ნათლის  შვილებს  შეშვენით,  ჩვენ  აღარ  ვეკუთვნით  ქვეყნიერებას.  ამიტომ  დაე  ვმკვიდრობდეთ  ქრისტეს  სიყვარულში,  ვუერთგულოთ  ღმერთს  და  ერთმანეთს. 

среда, 16 июля 2014 г.

არ მოვაცილოთ მზერა ღმერთს


არ   მოვაცილოთ  მზერა   ღმერთს
როგორც  კი  ჩვენი  მზერა  სცილდება  ცოცხალ  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს,  ჩვენ  ისე,  რომ  ვერც  კი  ვხვდებით  შევაბიჯებთ  ხოლმე  წუხილისა  და  დარდის  სამეფოში, სადაც  მთელი  ჩვნი  ყურადღება კონცენტრირებული  ხდება  მატერიალურზე,  სწორედ  ამ  დროს  ჩვენი  გული  ივსება  იმედგაცრუებითა  და  ამქვეყნიური  წუხილით, სადაც  ჩვენი  სული  უღმერთოებით  იტანჯება.
ადამიანი  ისე   ხდება  მატერიალურზე  ორიენტირებული, რომ  თვითონაც  ვერ  ხვდება. მას ჰგონია, რომ  ისევ  ღმერთია  მისი  ყურადღების  ეპიცენტრი,  მაგრამ  სინამდვილეში  ასე  როდია. სწორედ  ამიტომ  სახარებაში  უფალი  ბერჯერ  იმეორებს: 
 "იფხიზლეთ"
იცით, ღმერთს  რომ  სდომოდა  მოსულიყო  ჩვენს  ცხოვრებაში  როგორც  მპარავი, მოულოდნელად, რისხვასავით, ის  არასოდეს  გვეტყოდა  რომ  გვეფხიზლა.  მოვიდოდა  და  მისი  რისხვა  უმალ  დაგვატყდებოდა  თავს,  ვინ  გაამტყუნებდა?  ვინ  ეტყოდა: "რას  ჩადიხარ?"  -ვერც  ვერავინ.!  ყველაზე  ძლიერი  ადამიანიც  კი,  ყველაზე  უშიშარი  და  შეუპოვარი,  ვინც  კი  ოდესმე  არსებობდა  დედამიწაზე, სუსტი  და  დაუცველია  მის  წინაშე.  იცით,  ღმერთს  რომ  სურდეს  ჩვენი  დაღუპვა  (როგორც ამას ბევრი ამბობს)  ის  ამას  თავისუფლად  გააკეთებდა.  ჩვენ  არც   ერთი  არ  ვაკმაყოფილებს  მის  სტანდარტებს.  ჩვენი  ხელები  გამუდმებით  ამაოებას  ეპოტინება, ჩვენი  ფიქრების  70% სიბილწე  და  ამაოა, ჩვენი  სიტყვები  და  საქმეები  ისე  შორს  არის ერთმანეთისგან, როგორც  მზე  და  დედამიწა.  მერწმუნეთ  ღმერთს  რომ  ჩვენი  მოსპობა  სურდეს, ის  ერთ  წამში,  თვალის  დახამხამებაზე  იზავდა,  ყოვეგვარი  დაბრკოლების  გარეშე  და  ჩვენ  ყველანი, ისინიც  კი,  ჩვენთან  ერთად  ვისაც  ოდსმე  უცხოვრია  მიწაზე,  ვერაფერს  გავხდებოდით  მასთან.!  მაგრამ, ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი არა,  ჩვენი  გადარჩენა  სურს.  (იოანეს სახარება 3:16)  მას  სურს, რომ  უსინათლოებს  თვალი  აგვიხილოს, უგუნურნი  სიბრძეს  გვაზიაროს  და  სიძულვილით  სავსე  გულებს  სიყვარულის  ძალა  და  სიტკბოს   გემო  აგემოს.  ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი  არა, გადარჩენა   სურს  და მთელი  ბიბლია  საუბრობს  ამის  შესახებ.  ჩვენ  ვწუწუნებთ,  ვტირით,  გული  სიბრაზით  გვევსება  ხოლმე,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ზეციდან  შობილი            ქრისტიანები  ვართ, შურისძიებისა  და  პაექრობის  სურვილი  ხშირად   გონებას  გვიმღვრევს.  ხშირად  ვხელმძღვანელობთ  ემოციებით  და  ვბრაზდებით,  როდესაც  საწადელს  ვერ  ვაღწევთ.  ეს  ყოველივე  ზუსტად დასაწყისში  ხსენებულიდან  გამმდინარე ხდება  - ჩვენი  მზერა  მოსწყდა  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს  (მის ჩვენდამი სიყვარულს.).
სწორედ  ამიტომ  ჩვენი  ცხოვრება  გლოვის  ველს  დაემსგავსა.  როდესაც  ჩვენი  ყურადღების  ეპიცენტრში  იქნება  ღმერთი  და  ყველა  ჩვენი  ფიქრი  სათავეს  აიღებს  მისგან  და  ისევ  მისკენ  იქნება  მიმართული,  როდესაც  დავიწყებთ  მთელი  გულით  მის  ძიებას,  დავიწყებთ  ლოცვას  მის  წინაშე,  არა  იმიტომ   რომ   რაიმე   გვჭირდება,  არა  იმიტომ   რომ  ვიწუწუნოთ  და   ვიგლოვოთ,  არამედ  რათა  უფრო  ახლოს  მივიდეთ  მასთნ,  ვიგრძნოთ  მისი  გული, გავიგოთ  მისი  გეგმები  ჩვენზე,  ვითხოვოთ  სიბრძნე  მისი  სიტყვის  გასაგებად  და  უნარი   ამ  სიტყვაში საცხოვრებლად,  აი  მაშინ  ჩვენი  ცხოვრება  დაიწყებს  გარდაქმნას  და  ჩვენი გული  თავისუფალი  იქნება  ყოველი  ამაოებისგან.  წყენა, სიძულვილი, იმედგაცრუება  და  მსგავსი  განცდები  წავლენ  ჩვენგან.  ერთხელ  როდესაც  იესო  ქრისტე  (ჩვენი უფალი და ღმერთი) თავის  მოწაფეებს  ესაუბრებოდა,  უთხრა  მათ, რომ  პირველ  რიგში  ეძებნათ  ზეციური  სამეფო  და   მისი  სამართალი  და  დანარჩენი  ყოველივე  რაც დაჭირდებოდათ  მათ,  შემატებდა  ღმერთი.  ეს  იგივეა  დღესაც,  რადგან  ქრისტე  უცვლელია.  დავუბრუნდეთ  ღმერთს, რადგან  მხოლოდ  მასშია  ჩვენი  სიხარული  და  ბედნიერება.  თუმცა  ღმერთი  უნდა  გვუსრდეს  არა  იმიტომ, რომ  მას  ძალა  შესწევს  ჩვენი  კურთხევის, არამედ  იმიტომ  რომ, არაფერია  მასთან  ურთიერთობაზე  უფრო  მეტად  საინტერესო, არ  არსებობს  პიროვნება  მასზე  უფრო  ბრძენი.  უნდა  გვიყვარდეს  იგი, იმიტომ  ვუყვარვართ  მას.  მას  ის  კი  არ  სურს  რომ  მოგვსპოს,  არამედ  სურს, რომ  ახლოს  ვყვადეთ  თავისთან  და  მისი  დიდება  და  ძალა ავსებდნეს  ჩვენს  ცხოვრებას.  მას  სურს  განგვიცხადოს  თავისი  თავი, გვაცოდინოს  თავისი  გრძნობები  და  ფიქრები.  თუ  ჩემი  გონების  მთავარი  სამიზნე  ის  კი არა  მატერიალური  ყოფაა, მე  ვერ  შევძლებ  მისგან  მოცემული  სიხარულით  ავსებას.  პირველი  რაც  გვჭირდება  არის  გააზრება  იმის, რომ  ყოველივე  ამქვეყნიური  დროებითია, უფალი  კი  მარადიული  მეფეა, ის  ყველაზე  მნიშვნელოვანია  და  მას  ვუყვარვართ  ჩვენ.  ამ  სიყვარულის  გააზრება  დაამსხვრევს  ყველა  ბარიერსა  და  ბორკილს, სიძულვილსა  და  სევდას  რასაც  ადამიანი  განიცდის.  ჯვრიდან  მომდინარე  სიყვარული  კურნავს  გულებს.

понедельник, 7 июля 2014 г.

სულით ღარიბი


სულით  ღარიბნი

" ნეტარ  არიან  სულით  ღარიბნი, ვინაიდან  მათია  ცათა  სასუფეველი. "  
(მათე 5:3)
ვინ არიან ეს ადამიანები,ვისაც უფალი სულით  ღარიბებს ეძახის?  ნეტარი - ნიშნავს  ბედნიერს  და  როგორც  ვხედავთ  ამ  ბედნიერებისაკენ  მიმავალი  გზა  სულიერ  სიღარიბეზე" გადის.  როგორ  ადამიანს  უწოდებს  უფალი სულიერად  ღარიბს?  რათქმაუნდა  არა  ჩაგრულს  ან  მატერალურად  გაჭირვებულს.  რა  არის  სულის სიმდიდრე? - უფალი, მისი  თანდასწრება, მისი  სიტყვა.  სულიერად  ღარიბი  ადამიანი,  ეს  არის  ირემი, რომელიც ილტვის   წყლის  ნაკადულისკენ,  ცოცხალი   ღმერთისკენ  რომ   დალიოს   მისი   სიტყვა.   ეს   არის   ადამიანი,  ვინც  არასოდეს   კმაყოფილდება   მიღწეულით,  არამედ უფრო  მეტად   და   მეტად   სურს   ახლოს   იყოს   თავის  უფალთან,  უფრო   მეტად   ცხოვრობდეს   მის  სიტყვაში,  უფრო   მეტად   იყოს   მორჩილი.   ეს   არის  ადამიანი  ვინც  საზრდოობს  ღვთისგან,  ვისთვისაც  მთავარი  ღმერთია,  მისი  აზრი,  მისი   გრძნობები.  ასეთი   ადამიანი   ილტვის  უფლისკენ,  როგორც   უდაბნოში   მყოფი   მგზავრი   წყლის   ოაზისისკენ.   სულიერად   ღარიბია  ადამიანი,  რომელიც  არ  თვლის,  რომ  უკვე  ავიდა მწვერვალზე,  რომელიც   არასოდეს  კმაყოფილდება  საკუთარი თავით, არამედ   იცის, რომ  ღმერთის  გარეშე  ის  არავინ  არის  და  უფრო  მეტად   სურს   ახლოს   ყოფნა   ღმერთთან,  მისი   სიტყვის   უფრო   მეტად   შემეცნება,  უფრო  მეტი  დროის  გატარება   მის  თანდასწრებაში,უფრო ახლოს გაცნობა მისი,  მისი გულის ჩაწვდომა,  უფრო   მეტად  მსგავსება მასთან.  ასეთი  ხალხის  გული  ანთებულია  ღმერთთან  სიახლოვით,  ისინი  ყოველთვის  იწმიდებიან  და  ასხივებენ  ღმერთის   სიყვარულს.   ეს   ისინი  არიან,  რომელთაც  მუდამ  სწყურიათ,  ღმერთის  ცოცხალი წყალი-მისი  სიტყვა,  მისი  სულით  ავსება.   ეს  ის  ხალხია,  რომელნიც   ეძებენ   ღმერთის   ნებას   და  ასრულებენ  მას,  ძლევენ   ყველა   წინაღობას   და  დაბრკოლებას  სულიწმიდის   ძალით   და  უერთგულებენ  უფალს,  ისინი  ილტვიან  მიზნისკენ - ზეცისკენ.   ეს   ხალხი   არასოდეს  იტყვის:  "მე მდიდარი ვარ" - თვითკმაყოფილებით.   ისინი  როგორც  უქონელნი,  მუდამ  ეძებენ  უზენაესს, რათა   გამდიდრდნენ   მისით.  სწორედ  ამიტომ   ნეტარ   არიან  ისინი,  რადგან  ზეციური   სამეფო  სწორედ   რომ  მათია,  ხალხის,  რომლთათვისაც   ყველაზე ძვირფასი ღმერთია, რომელთა   ცხოვრებაც  უაზრო  და  ულამაზოა  ღმერთის გარეშე.  მათი გული უფლისთვის ცემს,  ისინი  მზად  არიან ყოველივე   გაიღონ  რათა  ქრისტე  შეიძინონ.  ძალიან მინდა მეც  და ყოველი  ჩემი და-ძმა   უფალი,  ვიყოთ ამ ხალხის  რიცხვში,  ვისაც  უფალი  ასეთი  სითბოთი  და  სიყვარულით, მტკიცედ უწოდებს  ნეტარს. მინდა  ვიყოთ  სულიერად  ღარიბნი,  რათა უფლის  სიყვარულს და მისკენ  სწრაფვას,  ვერავითარი  ცეცხლი   და  ქარიშხალი  ვერ აკრთობდეს  ჩვენში. დიდება  ჩვენს  მზრუნველ  და  მოსიყვარულე,  წმიდა  და  სამართლიან  ზეციერ  მამას.