среда, 16 июля 2014 г.

არ მოვაცილოთ მზერა ღმერთს


არ   მოვაცილოთ  მზერა   ღმერთს
როგორც  კი  ჩვენი  მზერა  სცილდება  ცოცხალ  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს,  ჩვენ  ისე,  რომ  ვერც  კი  ვხვდებით  შევაბიჯებთ  ხოლმე  წუხილისა  და  დარდის  სამეფოში, სადაც  მთელი  ჩვნი  ყურადღება კონცენტრირებული  ხდება  მატერიალურზე,  სწორედ  ამ  დროს  ჩვენი  გული  ივსება  იმედგაცრუებითა  და  ამქვეყნიური  წუხილით, სადაც  ჩვენი  სული  უღმერთოებით  იტანჯება.
ადამიანი  ისე   ხდება  მატერიალურზე  ორიენტირებული, რომ  თვითონაც  ვერ  ხვდება. მას ჰგონია, რომ  ისევ  ღმერთია  მისი  ყურადღების  ეპიცენტრი,  მაგრამ  სინამდვილეში  ასე  როდია. სწორედ  ამიტომ  სახარებაში  უფალი  ბერჯერ  იმეორებს: 
 "იფხიზლეთ"
იცით, ღმერთს  რომ  სდომოდა  მოსულიყო  ჩვენს  ცხოვრებაში  როგორც  მპარავი, მოულოდნელად, რისხვასავით, ის  არასოდეს  გვეტყოდა  რომ  გვეფხიზლა.  მოვიდოდა  და  მისი  რისხვა  უმალ  დაგვატყდებოდა  თავს,  ვინ  გაამტყუნებდა?  ვინ  ეტყოდა: "რას  ჩადიხარ?"  -ვერც  ვერავინ.!  ყველაზე  ძლიერი  ადამიანიც  კი,  ყველაზე  უშიშარი  და  შეუპოვარი,  ვინც  კი  ოდესმე  არსებობდა  დედამიწაზე, სუსტი  და  დაუცველია  მის  წინაშე.  იცით,  ღმერთს  რომ  სურდეს  ჩვენი  დაღუპვა  (როგორც ამას ბევრი ამბობს)  ის  ამას  თავისუფლად  გააკეთებდა.  ჩვენ  არც   ერთი  არ  ვაკმაყოფილებს  მის  სტანდარტებს.  ჩვენი  ხელები  გამუდმებით  ამაოებას  ეპოტინება, ჩვენი  ფიქრების  70% სიბილწე  და  ამაოა, ჩვენი  სიტყვები  და  საქმეები  ისე  შორს  არის ერთმანეთისგან, როგორც  მზე  და  დედამიწა.  მერწმუნეთ  ღმერთს  რომ  ჩვენი  მოსპობა  სურდეს, ის  ერთ  წამში,  თვალის  დახამხამებაზე  იზავდა,  ყოვეგვარი  დაბრკოლების  გარეშე  და  ჩვენ  ყველანი, ისინიც  კი,  ჩვენთან  ერთად  ვისაც  ოდსმე  უცხოვრია  მიწაზე,  ვერაფერს  გავხდებოდით  მასთან.!  მაგრამ, ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი არა,  ჩვენი  გადარჩენა  სურს.  (იოანეს სახარება 3:16)  მას  სურს, რომ  უსინათლოებს  თვალი  აგვიხილოს, უგუნურნი  სიბრძეს  გვაზიაროს  და  სიძულვილით  სავსე  გულებს  სიყვარულის  ძალა  და  სიტკბოს   გემო  აგემოს.  ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი  არა, გადარჩენა   სურს  და მთელი  ბიბლია  საუბრობს  ამის  შესახებ.  ჩვენ  ვწუწუნებთ,  ვტირით,  გული  სიბრაზით  გვევსება  ხოლმე,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ზეციდან  შობილი            ქრისტიანები  ვართ, შურისძიებისა  და  პაექრობის  სურვილი  ხშირად   გონებას  გვიმღვრევს.  ხშირად  ვხელმძღვანელობთ  ემოციებით  და  ვბრაზდებით,  როდესაც  საწადელს  ვერ  ვაღწევთ.  ეს  ყოველივე  ზუსტად დასაწყისში  ხსენებულიდან  გამმდინარე ხდება  - ჩვენი  მზერა  მოსწყდა  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს  (მის ჩვენდამი სიყვარულს.).
სწორედ  ამიტომ  ჩვენი  ცხოვრება  გლოვის  ველს  დაემსგავსა.  როდესაც  ჩვენი  ყურადღების  ეპიცენტრში  იქნება  ღმერთი  და  ყველა  ჩვენი  ფიქრი  სათავეს  აიღებს  მისგან  და  ისევ  მისკენ  იქნება  მიმართული,  როდესაც  დავიწყებთ  მთელი  გულით  მის  ძიებას,  დავიწყებთ  ლოცვას  მის  წინაშე,  არა  იმიტომ   რომ   რაიმე   გვჭირდება,  არა  იმიტომ   რომ  ვიწუწუნოთ  და   ვიგლოვოთ,  არამედ  რათა  უფრო  ახლოს  მივიდეთ  მასთნ,  ვიგრძნოთ  მისი  გული, გავიგოთ  მისი  გეგმები  ჩვენზე,  ვითხოვოთ  სიბრძნე  მისი  სიტყვის  გასაგებად  და  უნარი   ამ  სიტყვაში საცხოვრებლად,  აი  მაშინ  ჩვენი  ცხოვრება  დაიწყებს  გარდაქმნას  და  ჩვენი გული  თავისუფალი  იქნება  ყოველი  ამაოებისგან.  წყენა, სიძულვილი, იმედგაცრუება  და  მსგავსი  განცდები  წავლენ  ჩვენგან.  ერთხელ  როდესაც  იესო  ქრისტე  (ჩვენი უფალი და ღმერთი) თავის  მოწაფეებს  ესაუბრებოდა,  უთხრა  მათ, რომ  პირველ  რიგში  ეძებნათ  ზეციური  სამეფო  და   მისი  სამართალი  და  დანარჩენი  ყოველივე  რაც დაჭირდებოდათ  მათ,  შემატებდა  ღმერთი.  ეს  იგივეა  დღესაც,  რადგან  ქრისტე  უცვლელია.  დავუბრუნდეთ  ღმერთს, რადგან  მხოლოდ  მასშია  ჩვენი  სიხარული  და  ბედნიერება.  თუმცა  ღმერთი  უნდა  გვუსრდეს  არა  იმიტომ, რომ  მას  ძალა  შესწევს  ჩვენი  კურთხევის, არამედ  იმიტომ  რომ, არაფერია  მასთან  ურთიერთობაზე  უფრო  მეტად  საინტერესო, არ  არსებობს  პიროვნება  მასზე  უფრო  ბრძენი.  უნდა  გვიყვარდეს  იგი, იმიტომ  ვუყვარვართ  მას.  მას  ის  კი  არ  სურს  რომ  მოგვსპოს,  არამედ  სურს, რომ  ახლოს  ვყვადეთ  თავისთან  და  მისი  დიდება  და  ძალა ავსებდნეს  ჩვენს  ცხოვრებას.  მას  სურს  განგვიცხადოს  თავისი  თავი, გვაცოდინოს  თავისი  გრძნობები  და  ფიქრები.  თუ  ჩემი  გონების  მთავარი  სამიზნე  ის  კი არა  მატერიალური  ყოფაა, მე  ვერ  შევძლებ  მისგან  მოცემული  სიხარულით  ავსებას.  პირველი  რაც  გვჭირდება  არის  გააზრება  იმის, რომ  ყოველივე  ამქვეყნიური  დროებითია, უფალი  კი  მარადიული  მეფეა, ის  ყველაზე  მნიშვნელოვანია  და  მას  ვუყვარვართ  ჩვენ.  ამ  სიყვარულის  გააზრება  დაამსხვრევს  ყველა  ბარიერსა  და  ბორკილს, სიძულვილსა  და  სევდას  რასაც  ადამიანი  განიცდის.  ჯვრიდან  მომდინარე  სიყვარული  კურნავს  გულებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий