понедельник, 7 июля 2014 г.

სულით ღარიბი


სულით  ღარიბნი

" ნეტარ  არიან  სულით  ღარიბნი, ვინაიდან  მათია  ცათა  სასუფეველი. "  
(მათე 5:3)
ვინ არიან ეს ადამიანები,ვისაც უფალი სულით  ღარიბებს ეძახის?  ნეტარი - ნიშნავს  ბედნიერს  და  როგორც  ვხედავთ  ამ  ბედნიერებისაკენ  მიმავალი  გზა  სულიერ  სიღარიბეზე" გადის.  როგორ  ადამიანს  უწოდებს  უფალი სულიერად  ღარიბს?  რათქმაუნდა  არა  ჩაგრულს  ან  მატერალურად  გაჭირვებულს.  რა  არის  სულის სიმდიდრე? - უფალი, მისი  თანდასწრება, მისი  სიტყვა.  სულიერად  ღარიბი  ადამიანი,  ეს  არის  ირემი, რომელიც ილტვის   წყლის  ნაკადულისკენ,  ცოცხალი   ღმერთისკენ  რომ   დალიოს   მისი   სიტყვა.   ეს   არის   ადამიანი,  ვინც  არასოდეს   კმაყოფილდება   მიღწეულით,  არამედ უფრო  მეტად   და   მეტად   სურს   ახლოს   იყოს   თავის  უფალთან,  უფრო   მეტად   ცხოვრობდეს   მის  სიტყვაში,  უფრო   მეტად   იყოს   მორჩილი.   ეს   არის  ადამიანი  ვინც  საზრდოობს  ღვთისგან,  ვისთვისაც  მთავარი  ღმერთია,  მისი  აზრი,  მისი   გრძნობები.  ასეთი   ადამიანი   ილტვის  უფლისკენ,  როგორც   უდაბნოში   მყოფი   მგზავრი   წყლის   ოაზისისკენ.   სულიერად   ღარიბია  ადამიანი,  რომელიც  არ  თვლის,  რომ  უკვე  ავიდა მწვერვალზე,  რომელიც   არასოდეს  კმაყოფილდება  საკუთარი თავით, არამედ   იცის, რომ  ღმერთის  გარეშე  ის  არავინ  არის  და  უფრო  მეტად   სურს   ახლოს   ყოფნა   ღმერთთან,  მისი   სიტყვის   უფრო   მეტად   შემეცნება,  უფრო  მეტი  დროის  გატარება   მის  თანდასწრებაში,უფრო ახლოს გაცნობა მისი,  მისი გულის ჩაწვდომა,  უფრო   მეტად  მსგავსება მასთან.  ასეთი  ხალხის  გული  ანთებულია  ღმერთთან  სიახლოვით,  ისინი  ყოველთვის  იწმიდებიან  და  ასხივებენ  ღმერთის   სიყვარულს.   ეს   ისინი  არიან,  რომელთაც  მუდამ  სწყურიათ,  ღმერთის  ცოცხალი წყალი-მისი  სიტყვა,  მისი  სულით  ავსება.   ეს  ის  ხალხია,  რომელნიც   ეძებენ   ღმერთის   ნებას   და  ასრულებენ  მას,  ძლევენ   ყველა   წინაღობას   და  დაბრკოლებას  სულიწმიდის   ძალით   და  უერთგულებენ  უფალს,  ისინი  ილტვიან  მიზნისკენ - ზეცისკენ.   ეს   ხალხი   არასოდეს  იტყვის:  "მე მდიდარი ვარ" - თვითკმაყოფილებით.   ისინი  როგორც  უქონელნი,  მუდამ  ეძებენ  უზენაესს, რათა   გამდიდრდნენ   მისით.  სწორედ  ამიტომ   ნეტარ   არიან  ისინი,  რადგან  ზეციური   სამეფო  სწორედ   რომ  მათია,  ხალხის,  რომლთათვისაც   ყველაზე ძვირფასი ღმერთია, რომელთა   ცხოვრებაც  უაზრო  და  ულამაზოა  ღმერთის გარეშე.  მათი გული უფლისთვის ცემს,  ისინი  მზად  არიან ყოველივე   გაიღონ  რათა  ქრისტე  შეიძინონ.  ძალიან მინდა მეც  და ყოველი  ჩემი და-ძმა   უფალი,  ვიყოთ ამ ხალხის  რიცხვში,  ვისაც  უფალი  ასეთი  სითბოთი  და  სიყვარულით, მტკიცედ უწოდებს  ნეტარს. მინდა  ვიყოთ  სულიერად  ღარიბნი,  რათა უფლის  სიყვარულს და მისკენ  სწრაფვას,  ვერავითარი  ცეცხლი   და  ქარიშხალი  ვერ აკრთობდეს  ჩვენში. დიდება  ჩვენს  მზრუნველ  და  მოსიყვარულე,  წმიდა  და  სამართლიან  ზეციერ  მამას.

Комментариев нет:

Отправить комментарий