суббота, 1 ноября 2014 г.

შურისძიება

                        
                           შურისძიება
ადამიანები  ზოგჯერ  მთელ ცხოვრებას  შურიძიებას  უთმობენ.  ისახავენ  მიზანს  და  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  დასახული  მიზნის  განხორციელებისთვის  იბრძვიან.   შურისძიებაზე  ფიქრის  ტყვეობაში  მყოფნი,  ვეღარ  ასწრებენ  იმ  მშვენიერი  წუთების  გააზრებასა  და  შეგრძნებას, რაც  მათ  ცხოვრებაში  ხდება. შურისძიების  წყურვილი  დაფუძნებულია  ტრამვებზე, რომელიც  მიაყენეს  ადამიანს.  მიღებული  ტრამვებისგან  ზოგჯერ  ადამიანი  იმდენად  მწარდება,  რომ  მთელი ძალებით  ცდილობს  სამაგიეროს  გადახდას.  ტკივილის გრძნობა  მასში  მეტ  ადრენალინს, გაბდულებას  და  სიძულვილზე  დაფუძნებულ  ძალას  წარმოშობს.  თუმცა,  ასეთი  ადამიანი  შემდეგ  თავად  ხდება  სხვა  უდანაშაულო  ადამიანთა  გულისტკივილის  მიზეზი.  მხოლოდ  გულნატკნ  ადამიანს  შეუძლია  ატკინოს  გული  სხვას,  რადგან  მისი  გული  ტკივილით  არის  აღვსილი, ამიტომ  მისგან  მხოლოდ  ტკივილი  მოედინება.  ადამიანი, რომელიც  მიაღწევს  მიზანს  და  ისეთივე  ტკივილს  მიაყენებს  იმ  ადამიანს, ვისგანაც თავად  დაეჭრა  გული,  ბედნიერების  მაგიერ  საშინელ სიცარიელეს  განიცდის შემდგომ.  წესით   განხორციელებულ  გეგმას  მისთვის  ბედნიერება  უნდა  მოეტანა, მაგრამ  რატომღაც  კიდევ  უფრო  მეტი  სინანული  და  ტკივილი  მოაქვს.  საქმე  იმაშია  რომ, როდესაც  ადამიანი  ცდილოს  სამაგიერო  გადაუხადოს  სხვებს, ის  ამით  საკუთარ  თავს  უფრო  მეტ  ტრამვას  აყენებს  ვიდრე  სხვას.  შეიძლება  რთულია,  მაგრამ  შესაძლებელია  უარის  თქმა  შურისძიებაზე  და ცხოვრების  გაგრძელება, ისე  ვითომც  არაფერი  მომხდარა,  ასე  უკეთესია  მოქმედი  პირისთვის,  რადგან  მისი  გული  ამგვარი  ქცევით  დაცული  იქნება  ტანჯვისგან.  უნდა  მივცეთ  საკუთარ  თავს  ბედნიერების  უფლება,  არ  შეიძლება  წამიერი  სიცოცხლის  სიძულვილში  გატარება,  უნდა  მივცეთ  ქრისტეს  სიყვარულს  საშუალება  აავსოს  ჩვენი  გულები,  რომ  შევძლოთ  პატიება  და  სიყვარული.

Комментариев нет:

Отправить комментарий