вторник, 25 ноября 2014 г.

არასოდეს დანებდეთ


არასოდეს დანებდე
  ადამიანი თავის ხანმოკლე ცხოვრებაში ბევრ საფეხურს გადის. ზოგჯერ უნებურად ეცემა ძირს,ზოგჯერ კი სხვა ადამიანები ცდილობენ დასცენ.  როგორც არ უნდა იყოს,  სვლის  დროს,  მთავარი   წაქცევა კი  არა  სვლის  გაგრძელებაა.  არის  ერთი  წესი,  რომელიც  ყოველ  დილით  საკუთარ  თავს  უნდა  უთხრა :  "არ  დანებდე".  არავის  და  არაფერს  მისცე  უფლება  რომ  გაგანადგუროს.  ადამიანები  ხშირად  ვარდებიან  დეპრესიასა  და  სტრესში,  როდესაც  მათთვის  ძვირფასი  ადამიანები  იგნორირებას  უკეთებენ  მათ,  ასეთი  ქცევით  მხოლოდ  საკუთარ  თავს  თუ  ვავნებთ.  თუ  ჩვენ  ვცდილობთ  შურისძიებას,  ვკარგავთ  დროს  რომ  ბედნიერები  ვიყოთ,  ამით  კი  მხოლოდ  საკუთარ  თავს  ვვნებთ.  არასოდეს  შეწყვიტოთ  სვლა,  მაშინაც  კი,  თუკი  ყველაზე  ძვირფასი  პიროვნება  გკრავთ  ხელს  რომ  დავარდეთ,  წამოდექით  და  დაუმტკიცეთ  ირგვლივ  ყველას,  რომ  გაცილებით  უფრო  ძლიერი  ხართ,  ვიდრე  ისინი ფიქრობდნენ.  არ  მისცეთ  გულს  სიძულვილის  უფლება,  უბრალოდ  გაიღიმეთ,  ღმერთს  უყვარხართ  თქვენ,  ამ  სიყვარულის  განცდა  ყველა  ტკივილსა  და  დამცირებას  ფარავს,  იმ  ადამიანებს  კი,  ვინც  დაგამცირათ  და  გული  გატკინათ  თავის  დროზე  მოუწევთ  პასუხის  გაცემა.  გიყვარდეთ  საკუთარი  თავი  და  ნუ  დახარჯავთ  დროს  იმ  ადამიანებთან  საუბარსა  და  ურთიერთობაში,  რომლებიც  მზად  არიან  უკეთესი  ალტერნატივის  შემთხვევაში  ზურგი  გაქციონ  და  არც  კი  მოგისმინონ

Комментариев нет:

Отправить комментарий