
შაბათი თუ კვირა
321წლის 7მარტს იმპერატორმა კონსტანტინემ კვირა დღე უქმ დღედ გამოაცხადა.
321 წელს, 7 მარტს, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე 7წლით ადრე, კვირა დღე უქმ დღედ გამოაცხადა, თუმცა მანამდე კვირა დღე, რომაელები მზის დღეს აღნიშნავდნენ. კონსტანტინეს აზრით ქრისტეს კვირა დღეს მკვდრეთით აღდგომამ, ეს დღე, როგორც მზის თაყვანისცემის დღე უფრო განამტკიცა. რა თქმა უნდა, ის ვარაუდს უფრო ეყრდნობოდა, ვიდრე ფაქტებს.
არის კი ახალ აღთქმაში მოხსენებული რომ ქრისტე კვირა დღეს აღსდგა მკვდრეთით? არა.! იწოდება კი ახალ აღთქმაში კვირის პირველი დღე, კვირა დღედ? არა! ის ყოველთვის მოიხსენიება, როგორც კვირის პირველი დღე. იმართებოდა კი უფლის საღამო კვირაობით? არა.! მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უფლის საღამოსთვის რაიმე კონკრეტული დღე საერთოდ არ ყოფილა გამოყოფილი. (1კორ 11:18,20,33,34)
არის თუ არა ქრისტეს კვირა დღეს აღდგომა ისტორიულ ცნობებში მოყვანილი მთავარ საფყძვლად, რომ უფლის დღედ კვირა დღე გამოცხადებულიყო? არა.! იუსტინიანე და ვარნაბა წამებული, თავიანთ ჩანაწერებში ქრისტეს კვირა დღეს მკვდრეთით აღდგომას, კვირა დღის უქმად გამოცხადების მეორე მიზეზად ასახელებენ. მოგვიანებით ეს მტავარ მიზეზად იქცა, მაგრამ ეს ინფორმაცია აბათილებს იმ მოსაზრებას, რომ მოციქულთა დროს უფლის დღედ კვირა დღე ითვლებოდა. იერუსალიმის დაქცევის შემდომ ჩვ. წ აღ–ით 70 წელს იერუსალიმიდან ქრისტიანების დიდი ნაწილი გაიქცა და გადასახლებულ იქნა, მათ უწოდებდნენ „ნაზარეველთა სექტას“,რომლებიც იცავდნენ იუდაურ დღესასწაულებსა და წესებს, ისეთებს, როგორებიცაა: წინადაცვეთა, შაბათის დაცვა და ა.შ (ამას გვამცნობს ისტორიკოსი ეპიფანე) მათ უწოდებდნენ იერუსალიმის საზოგადოების პირველ შთამომავლებს, რომელთა განმასხვავებელი შტრიხი ის იყო, რომ შაბათს იცავდნენ და ღვთისმსახურებას კვირას არ ატარებდნენ. 135 წლამდე იერუსალიმის ეკლესიაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ სწორედ ამ წელს მოხდა რაღაც. ამ დროს რომის იმპერატორმა ადრიანმა იერუსალიმი დაანგრია და იუდეველები განდევნა, მათ შორის იყვნენ იუდეველი ქრისტიანებიც, ადრიანმა აკრძალა იუდაიზმის აღმსარებლობა და იუდეური დღესასწაულების დაცვა. იმპერატორის ედიქტის თანახმად ქალაქი დასახლებულ იქნა უცხოტმელთაგან,და მხოლოდ რამდენიმე წარმართ ქრისტიანს მიეცა დარჩენის უფლება. ეს უკანასკნელნი გამოირჩეოდნენ იუდეველი ქრისტიანებისგან არა მხოლოდ წარმომამვლობით, არამედ ღვთისმეტყველებითაც და ისტორიკოსი ეპიფანე გვამცნობს, რომ მანამდე მცხოვრები ქრისტიანები წინ აღუდგნენ საკვირაო პასექის შემოღებას. ქრისტიანთა მცირე ნაწილმა უარი განაცხადა რომაული მთავრობის მიერ შემოღებულ შემოღებული კანონის დაცვაზე, რომელიც იუდაური დღესასწაულების დაცვას კრძალავდა. ეს ინფორმაცია მთლიანად აბათილებს იმ მოსაზრებას, რომ 135წლამდე იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები იცავდნენ კვირას შაბათის ნაცვლად. ეს კი იმაზე მიუთითებს რომ ისინი გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ და ერთგულნი იყვნენ იუდეურ– ებრაული ტრადიციებისა. ჩვენ არ ვფლობთ არავითან ინფორმაციას მეორე საუკუნის იერუსალიმზე, გარდა რამდენიმე ეპისკოპოსის სახელისა.ამიტომ უაზროა განხილვა იმისა, რომ ეკლესიაში კვირა დღე უფლის დღედ მეორე საუკუნეში გამოცხადდა წარმართულ ქრისტიანულ ეკლესიაში. ქრისტიანობაში ახალი დღესასწაულების შემოღება და ძველთა შეცვლა შეეძლო მხოლოდ იმ ეკლესიას, რომელმაც გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი ებრაულ ფესვებთან და და ჰპვა აღიარება, როგორც დედაქალაქის ეკლესიამ. ამიტომ რომაული იმპერიის ეკლესია უფრო შესაფერი ჩანს, იმისათვის რომ მას შემოეღო წესად კვირა დღის დაცვა. და რამდენიმე პოლიტიკური და სოციალური პირობები, რომელთაც ფლობდნენ როგორც რომში ასევე ქრისტიანულ საზოგადოებაში იმ ქალაქში, გვაწვდიან ამ ინფორმაციის დამადასტურებელ საბუთებს.
თუმცაღა, შაბათის დაცვის ფაქტები შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ეკლესიის მამების წერილებში. სწორედ რომ რომაულმა ეკლესიამ დაუდო საფუძველი კვირა დღის დაცვას და ქრისტიანთა შაბათისგან დაშორებას. იუსტინე წამებული თავის წერილებში რომლებსაც რომში წერდა მეორე საუკუნის შუა პერიოდში, ყველაზე ნათლად განიკითხავს შაბათის დაცვას და ასევე განმარტავს ადრეულქრისტიანებს შორის ღვთისმსახურების კვირა დღეს ჩატარებას, შაბათის მაგიერ. ის შაბათს მთლიანად აშორებს ღვთისმეტყველურ მნიშვნელობებს, ბუკვალურად აცარიელებს და დაყავს მოსეს რჯულის შემადგენელ ნაწილად მხოლოდ. იუტინეს ამ შეხედულებას ირეკლავს რომაული ეკლესიის მიერ შემოღებული კანონი შაბათის გაუქმებისა, და შაბათ დღეს მარხვის შემოღებისა,მიუხედავად აღმოსავლური და რამდენიმე დასავლური ეკლესიის წინააღმდეგობისა. იმას, რომ რომის ეკლესია იყო მშობელი მარხვისა შაბათ დღეს და სურდა ეს მარხვა სხვა ქრისტიანულ საზოგადოებებზე გაევრცელებინა, კარგად ამოწმებს ისტორიული გზავნილები იპოლიტის, პაპ სილვესტრას,ასევე პაპი ინოკენტას, ავგუსტინეს და ჯონ კასიანის. მარხვა განკუთვნილი იყო არა მხოლოდ ქრისტეს სიკვდილით გამოწვეული მწუხარებისგან, არამედ, როგორც პაპი სილვესტერი ამტკიცებს „რათა გამოეხატათ ზიზღი იუდეველებისა და შაბათის დაცვის მიმართ, და ასევე შაბათის აღნიშვნის მიმართ.“ როგორ შეიძლებოდა მარხვა გამხდარიყო მიზეზი იუდეველთაგან გამიჯვნის? შაბათი სინამდვილეში არ ყოფილა განკუთვნილი მარხვისა და ტირილისათვის (იუდეურად). ყველაზე მკაცრი რაბინებიც კი იუდეველთა შორის, ეწინააღმდეგებოდნენ შაბათ დღეს მარხვას, მიუხედავად იმისა რომ რაბინები განსხვავდებოდნენ თავიანთი შეხედულებებითა და დროებთან მიმართებაში, ყველანი თანხმდებოდნენ იმ აზრს, რომ ის საკვები, რასაც მიიღებდნენ შაბათ დღეს, უნდა ყოფილიყო კარგი და უნაკლო. ის, რომ ადრეულქრისტიანული საზოგადოება იცავდა იუდეურ წესებს, აღნიშნულია ავგუსტინეს ჩანაწერებშიც, როდესაც ის შაბათთან მიმართებით ამბობს:“ხომ არ კრძალავდა უხეცესთა გადმოცემა ერთი ხელით მარხვის მიღებასა და მეორე ხელით შაბათის მშვიდობასთან შეერთებას?“ შაბათი მიჩნეული იყო, არა მხოლოდ მარხვის დღედ,არამედ დღედ,როდესაც არავითარი ევქარისტია და რელიგიური რიტუალი არ ტარდებოდა. შაბათი დღე სიხარულის, ზეიმისა და მშვიდობის დღესასწაულიდან ტირილისა და მარხვის დღეთ გადააკეთა რომაულმა ეკლესიამ,რათა იძულებული გაეხადა ქრისტიანები არ დაეცვათ შაბათი. ამ რიტაულმა გზა გაუნთავისუფლა კვირა დღეს,რომელიც შემოღებულ იქნა,ზეიმისა და სიხარულის დღეთ. სწორედ ამ ტრადიციამ, რომელმაც შაბათი დღე უნაყოფოდ წარმოაჩინა, საფუძველი დაუდო კვირა დღის უფლის დღე გამოცხადებას. რომსა და ახლოს მდებარე ეკლესიებში ეს შეიძლება საბაბი გამხდარიყო,რომ გლოვითა და შიმშილით აღსავსე შაბათი, გაელამაზებინათ ყოველკვირეული კვირა დღის აღნიშვნით. ეკლესიის მამათა მოწმობები გვამცნობს,რომ ადრეული ეკლესია იცავდა შაბათს, როგორც ღვთისმსახურებისა და მშვიდობის დღეს, და რომ ნებადართული იყო შაბათს მუხლის მოდრეკა მგლოვიარე ლოცვისათვის,მაშინ როდესაც კვირა დღეს მუხლის მოდრეკა,მარხვა და ლოცვა იკრძალებოდა.ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში რომაული ეკლესიის ეპისკოპოსი საჭიროდ მიჩნევდა ქრისტიანთათვის საკუთარი პასექის დღესასწაულის თარიღის დანიშვნას,ისე რომ ეს დღე კვირა დღეს დამთხვეოდა, ამის საჭიროება იმან წამოჭრა,რომ ებრაელები პასექს 14ნისანს აღნიშნავდნენ და ეს დღე კვირის სხვადასხვა დღეს ემთხვეოდა ყოველ წელს. მისი, ამ ეპისკოპოსის მიზანი იყო,რომ რაც შეიძლებოდა უფრო მეტად დაშორებოდა იუდეველებს და რომ ქრისტიანული დღესასწაულები გაემიჯნა ებრაული დღესასწაულებისგან. მიზანი იყო, რომ განხვავებულნი ყოფილიყვნენ ქრისტიანები იუდეველებისგან რიტუალებით.
აქ უნდა აღინიშნოს,რომ თავდაპირველად ეკლესია აღნიშნავდა პასექს 14 ნისანის თვეში,რათა გეხსენებინათ უფლის სიკვდილი და მისი დიდებული აღდგომა. პასექის სიმბოლოს გაგება და მისი დაცვის მნიშვნელობა დასავლულ და აღმოსავლურ ქრისიანებში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული. დასავლური ნაწილი საჭიროდ მიიჩნევდა მის კვირა დღეს დაცვას, ხოლო აღმოსავლური ნაწილი მიდრეკილი იყო ეხემძვანელათ აღმოსავლური ცვალებადი კალენდრით. ამ თემაზე კამათი მიმდინარეობდა ქრისტიანული ეკლესიის გაყოფამდე,რომელიც დიდი სქიზმის სახელით არის ცნობილი და მოხდა 1054 წელს. ალექსანდრიაში,ისევე როგორც რომის დედაქალაქში ბევრი ებრაელი იყო და იქ ქრისტიანები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იდგნენ, რომ პოლიტიკური რეპრესიების დროს ებრაელთა გვერდით აღმოჩენილიყვნენ. სწორედ ამიტომ, ამ ორ ქალაქში, ალექსანდრიასა და რომში, მორწმუნენი შეიძლება საგრძნობლად მიდრეკილნი ყოფილიყვნენ, ებრაელთაგან განცალკევებისკენ,რომელნიც შაბათს იცავდნენ უფლის დღეთ. შაბათის ხსენების მომეტებული ფაქტები,როგორც მის წინააღმდეგ,ასევე მის მხარდასაჭერად მიმართული,ცხადჰყოფს,რომ ბრძოლა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დიდ მასშტაბს იღებდა. შაბათის დასაცავად წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აღარ შემოიფარგლებოდა რომითა და ალექსანდრიით. იმის გამო რომ შაბათი დღის დანიშნულება კვირა დღეს შეუთავსეს,შაბათი სულ უფროდაუფრო კარგავდა თავის მნიშვნელობას. კამათი ლიტერატურაში მეოთხე–მეხუთე საუკუნეებში, ასახავს იმ კატეგორიას,ვინც ამცირებდა შაბათს და ვინც იცავდა მას. აზრთა რაოდენობა ამ საკითხთან დაკავშირებით საგრძნობლად გაიზარდა მეოთხე საუკუნეში. იყო შემთხვევები, როდესაც შაბათიც და კვირაც უქმე დღე იყო და მორწმუნენიც ორივე დღეს იცავდნენ. მეექვსე საუკუნეში, მესამე სინოდმა ორლეანში (538წ) მართალია იუდეური შაბათის დაცვა იკრძალებოდა მათგან,მაგრამ მაინც აკრძალა ამ სინოდმა მუშაობა შაბათს,რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა ეკლესიაში მისულიყვნენ. ორმოცდაათი წლის შემდგომ, მეორე მაკონის კრებამ 585წელს და ნარბონის კრებამ 589 წელს,მოითხოვა კვირა დღის მკაცრი დაცვა. ვოლტერ ჰაიდსმა თავის ნაშრომში „წარმართობიდან ქრისტიანობამდე რომის იმპერიაში“ შესანიშნავად აღწერა შაბათისა და კვირა დღის ისტორია, სრულიად კარლ დიდებულამდე:“ კონსტანტინეს შემდგომ იმპერატორებმა კვირის დაცვა უფრო მეტად გაამკაცრეს,მაგრამ მათი ეს კანონმდებლობა საერთოდ არ ყოფილა დაფუძნებული ძველ აღთქმაზე.“
მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ შაბათის ჩანაცლება კვირით ხდებოდა დროის განმავლობაში. რაღაც დროის შემდგომ ეკლესიამ უფრო გულმოდგინედ დაიწყო ახალი სწავლებით მორწმუნეთა აღზრდა. მას შემდგომ რაც მთლიანად განუდგა ეკლესია ისტორიულ რწმენას,, წარმოიშვა მტრობა ველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც ებრაელებს ეხებოდა.
321წელს გამოიცა კანონი, რომის იმპერატორ კონსტანტინეს მიერ, რომლის მიხედვითაც მზის საპატივსაცემო დღე დასახელდა დასვენების დღეთ რომის იმპერიაში. ამ პირველ კანონს ისტორიაში, რომელიც კვირა დღეს ეხებოდა, მოჰყვა რიადი მითითებები ადრეული ეკლესიური კრებებისგან.
ზემოთმოყვანილი ფაქტები უარყოფს იმ მოსაზრებას,რომ კვირა დღემ, ქრისტეს აღდგომის შემდგომვე ჩანაცვლა შაბათი დღე. ამ ნაშრომში მოყვანილია მტკიცებულებები მეექვსე საუკუნემდე კვირა დღესთან დაკავშირებით. მათგან თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შაბათი დღის კვირა დღით ჩანაცვლება საფუძველს იღებდა არა ბიბლიიდან,არამედ ადამიანური სწავლებიდან, სახელმწიფო და პოლიტიკურ–ეკლესიური გათვლებიდან. უნდა ვახსენოთ აგრეთვე,რომ მაშინდელი კვირა დღის დამცველნი არ ამტკიცებდნენ თავიანთ ქმედებას წერილიდან და არც ეძებდნენ წერილში,დღევანდელ კვირის დამცველთაგან განსხვავებით. მათი ამგვარი ქცევა ალბათ განპირობები იყო იმ ფაქტით, რომ იცოდნენ,არც ქრისტესა და არც მოციქულებს არ გააუქმებიათ შაბათი დღე,ამის გამო სხვა ტაქტიკას ირჩევდნენ კვირის წამოსაწევად. ამ დამასრულებელ ნაწილში გადავხედავთ გამოთქმებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
კათოლიციზმი ამბობს:
„კვირა დღე უქმ დღედ დაინიშნა კათოლიკური ეკლესიისგან და ის მხოლოდ კათოლიკური არგუმენტებით განმტკიცდება.. დასაწყისიდან ბოლომდე წმ. წერილში არ არის არც ერთი ადგილი რომელიც გამართლებდა კვირის ბოლო დღის, შაბათის დაცვას, კვირის დაცვით.“
The Catholic Press, სიდნეი,ავსტრალია, 1900წლის აგვისტო.
JohnGilmaryShed, AmericanCatolicQuaterlyReview, იანვარი,1983წ.
„კარგი იქნებოდა,თუკი შევბახსენებდით პრესვიტერებს, ბაპტისტებს, მეთოდისტებს და ყველა სხვა ქრისტიანებს, რომ ბიბლია არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს კვირა დღის დაცვას. კვირა დღის დაცვა რომაულ–კათოლიკური წესია და ისინი ვინც ამ წესს იცავენ, იცავენ კათოლიკური ეკლესიისგან მოცემულ მცნებას.“
Prist Brady, in an address, reported in the Elisabeth, N. J. "News", 18 მარტი ,1903წ.
„ღმერთმა მისცა კათოლიკურ ეკლესიას უფლება გამოეყო ნებისმიერი დღე, ან დღეები, რომელსაც თავად ჩათვლიდა საჭიროთ, რათა ედღესასწაულა. ეკლესიამ აირჩია კვირა დღე, კვირი პირველი დღე, და მაშ შემდგომ დროის სვლასთან ერთად კვირა დღეს მიემატა კიდევ რამდენიმე დღე,როგორც წმიდა დღე.“
Vincent J. Kelly, Forbidden Sunday and Feast-Day Occupations, გვ_.2
„ამ დედამიწაზე ჩვენ გვიკავია ყოვლისშემძლე ღმერთის ადგილი.“
Pope Leo XIII, in an Encyclical Letter, 20 ივნისი 1894 წ.
„პაპი არის არა მხოლოდ წარმომადგენელი იესო ქრისტესი, არამედ თავად იესო ქრისტე, რომელიც ხორცის საფარშია დამალული.“
TheCatolicNational, ივლისი 1895 წ.
„პროტესტანტები.. ულაპარაკოდ ღებულობენ კვირა დღეს უფლის დღედ,შაბათის მაგიერ, მას შემდგომ რაც ეს კანონი კათოლიკურმა ეკლესიამ შემოიღო.. მაგრამ პროტესტანტული გონი, არ აძლევს საკუტარ თავს განმარტებას იმს შესახებ,რომ კვირა დღის დაცვით ისინი აღიარებენ კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის ავტორიტეტს.“
OurSundayVisitor, 5 თებერვალი 1950 წ.
„არა სამყაროს შემოქმედს, დაბადების წიგნის 2:1–3 მუხლებიდან, არამედ კათოლიკური ეკლესიას შეუძლია, რომ მიანიჭოს ადამიანს შესვენება შრომისგან ყოველ შვიდ დღეში“
S. D. Moshna. StoriaDellaDomenica, 1969, გვ366 – 367
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ წმიდა მოციქულთა ტახტი (ვატიკანი) და რომის პაპი ფლობს ზალაუფლებას მთელს მსოფლიოზე.“
A DecreeoftheCouncilofTrentquotedinPhilippeLobbeandCarrelCossart, TheMostHolyCouncils, В–ტომი, მუხლი– 1167
„ჩვენ ვდღესასწაულობთ შაბათის ნაცვლად კვირას,რადგან კათოლიკურმა ეკლესიამ გადაიტანა ეს დღე და ჩაანაცვლა კვირა დღით.“
PeterGeiermann, CSSR, A DoctrinalCatechism, 1957 წ. გვ– 50
„ეკლესიამ შეცვალა შაბათის დაცვა კვირის დაცვით, იმ ღვთაებრივი ავტორიტეტის ძალით, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, ქრისტემ უბოძა. პროტესტანტები ამტკიცებენ, რომ ბიბლია არის ერთადერთი ავტორიტეტი და რწმენის ერთადერთი სახელმძღვანელო, მაშინ როდესაც ბიბლია არავითარ საფუძველს არ გვაძლევს კვირა დღის აღნიშვნისთვის. ამ საკითხში მეშვიდე დღის ადვენტისტები და მეშაბათე ორმოცდაათიანელები ერთადერთნი არიან ვინც თანხმდებიან პროტესტანტებიდან.“
TheCatolicUniverseBulletin, 14 აგვისტო 1942 წ. გვ– 4