среда, 18 февраля 2015 г.

ცოდვა

ცოდვა 

მოგეხსენებათ,რომ ახალი აღთქმის გარკვეული ნაწილი დაიწერა ბერძნულ ენაზე,ამიტომ ქართულად ბევრი ის სიტყვა რასაც ბერძნულად ღრმა და ვრცელი განმარტება აქვს,მწირე მნიშვნელობით არის შემოფარგლული. 
ახალი აღთქმა საუბრობს ცოდვაზე,ხშირად ადამიანები ცოდვაში მოისაზრებენ მკვლელობას,მრუშობას და მსგავს,მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ყოველივე ცოდვის შედეგია და არა თავად ცოდვა. ციტყვა ცოდვა ბერძნულად წარმოითქმი ასე– ἁμάρτημα, ἁμαρτία, ეს ტერმინი ითარგმენა,როგორც მიზნიდან აცდენა,გადახვევა. ეს კი ებრაულად_חַטָּאָה იგივე მნიშვნელობის მქონე. ამიტომ როდესაც ვკითხულობთ ტერმინს "ცოდვა" იგულისხმება ღმერთის გზიდან გადახვევა და რა თქმა უნდა, ეს წარმოშობს უამრავს ქმედებას და ვლინდება მილიოონაირად,მაგ:სიძვა,სიხარბე,ანგარება,კაცის კვლა და ა.შ მაგრამ ახალი აღთმა ამით არ შემოიფარგლება,რადგან როდესაც ვამბობთ ცოდვას,რომელიც მოიცავს თავის თავში გზიდან გადახვევის მნიშვნელბას,უნდა ვიცოდეთ რომელ გზაზეა საუბარი. ადამიანები,ზოგადად ქრისტიანები,ხშირად ვუწუდებთ ხოლმე ცოდვილებს სხვა ადამიანებს,რომელთაც ქრისტესი არ სწამთ. თუმცა,ისეც ხდება ხოლმე რომ ეთიკით ამ ადამიანთა უმარავი ნაწილი გვჯაბნის,რადგან უამრავი ქრისტიანი სვავს,ჭორაობს,იკეთებს აბორტს,ბაგებილწაობს და .შ,მაშინ როდესაც არის უამრავი ათეისტი და ისინი უფრო გაწონასორებულნი და მოშურნენი არიან კეთილის კეთებში. რას ნიშნავს იყო ცოდვილი? იოანე მოციქული თავის პირველი წერილში გვამცნობს,რომ ცოდვა ურჯულოებაა. მოდით გავიგოთ რას გულისხმობს ის სიტყვა ურჯულოებაში,ასევე როდესაც მათეს მეექვსე თავში იესო საუბრობს განკიხვაზე,ის ამბობს,რომ მრავალი მივა მასთან და ეტყვის რომ მისი სახელით ეშმაკებს დევნიდა,სნეულებს კურნავდა და წინასწარმეტყველებდა,მაგრამ ის მიუგებს მათ რომ არ ცნობს. რომ დავაკონკრეტოთ ეს ასე წერია:"განმშორდით ყოველნო მოწმედნო ურჯულოებისა." თუ დაკვირვებით მივუდგებით ამ საკითხს, ერთი შეხედვით პარადოქსია,როგორ შეიძლება ადამიანი იესოს სახელით ეშმაკებს დევნიდეს და იესო არ იცნობდეს ამ ადამიანს? მაგრამ აქ არის საკვანძო სიტყვა:"ურჯულო" იგივე ტერმინი,რასაც იოანე ამბობს. მაშინ როდესაც იოანე თავის პირველ წერილს წერდა ახალი აღთმა არ არსებობდა. რადგან ეკლესიის ისტორიის მეშვეობით ვიცით,რომ ახალი აღთქმის წიგნი შეიკრა და იწოდა ახალ აღთქმათ 325წელს ნიკეის კრებაზე. მაშ რას გულისხმობდა იოანე სიტყვა რჯულში? ებრაულად რჯული არის თორა,თანახის (ებრაული ბიბლიის) ნაწილი,კერძოდ მოსეს ხუთწიგნეული. სწორედ მოსეს ხუთწიგნეულიდან ადამიანები იგებდნენ რა უნდა გაეკეთებინათ რომ მიახლოებოდნენ ღმერთს,სამწუხაროდ დღეს ქრისტიანები ამით აღარ არიან დაინტერესებულნი,რადგან ჰგონიათ რომ ღმერთმა რჯული გააუქმა,მაგრამ ასე რომ იყოს,მაშინ 10მცნება გაუქმდებოდა,10მცნება რომ გაუქმებული იყოს,მაშინ შეგვიძლია ვიმრუშოთ,ვიქურდოთ, ადამიანები დავხოცოთ და ა.შ საქმე იმაშია რომ ქრისტე რჯულის გასაუქმებლად კი არა აღსასრულებლად მოვიდა,ამ ორს შორის კი დიდი სხვაობაა,რადგან ღმერთი უცვლელია,ის დროისგან დამოუკიდებელ სამყაროში არსებობს,როგორც წერია მიუწვდომელ ნათელში სადაც არ არის ჩრდილი ცვალებადობისა,ამიტომ მისი სიტყვაც უცვლელია,ეს რომ არ იყოს ჩვენ არ გვექნებოდა მიზეზი მისი სარწმუნოდ შერაცხვის,რადგან ის ცვალებადი იქნებოდა. მაშ ასე რჯული არის თორა,ამიტომ ადამიანი რომელიც იწოდება ურჯულოდ არის ადამიანი,რომელიც არ მკვიდრობს თორაში ეი რჯულში. იოანე ამბობს,რომ ცოდვა ურჯულოებაა, ახლა კი ცხადი ხდება რომ ადამიანი რომელიც არ მკვიდრობს თორაში,ანუ არ იცავს უფლის წესებს,გადასცდა პირვანდელ მიზანს,რომ იაროს უფლისკენ ანუ გახდა ცოდვილი და ელოდება დაღუპვა,რადგან უფლის მცნებათა დამრღვევი და მისი გზიდან გადაცდენილი არის ცოდვილი,ბიბლია კი ნათლად საუბრობს რომ ცოდვილთა ხვედრი ცეცხლის ტბაშია. დღეს უამრავი ქრისტიანი,განსაკუთრებით კი ახალგაზრდები არ ინტერესდებიან თორის შესწავლით,ახალ აღთქმასაც კი არ სწავლობენ,აძლევენ თავს უფლებას მოწიონ,იჭორაონ,იყვნენ შურიანები,გააცდინონ მსახურებები ეკლესიაში,უსმინონ სიმღებეს,რომელთა ტექსტებიც აღსავსეა მრუშობისაკენ მიდრეკილებით,არ იკითხონ და არ ისწავლონ ბიბლია,არ ილოცონ და არ იყვნენ ნათელნი ბნელში,რადგან ჰგონიათ რომ უფლის მადლი ყოველ დღე საშლელივით წაშლით მათ ცოდვებს,მაგრამ ახალი აღთქმა მსგავს მიდრეკილებას ნებას არ რთავს,რადგან ისევე როგორც ძველი აღთქმა ახალიც მოუწოდებს მორწმუნეს,ახალგაზრდასაც და ხნიერსაც:"იყავით წმიდა,რადგან წმიდა ვარ მე." "გამოეყავი მათ ჩემო ხალხო და მე მიგიღებთ თქვენ,ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემი ერი." როგორც პავლე ამბობს,მადლი მოგვეცა გასამართლებლად,რომ ოდესღაც შორს მყოფნი ქრისტე იესოში ანუ მესიაში ახლობელნი გავმხდარიყავით ღმერთთან და ის რაც ახლა გვევალება ღმერთის მცენაბათა დაცვა და მის სიწმიდეში ცხოვრებაა.მადლობა უფალს ამ შესანიშნავი მოწოდებისა და საჩუქრისათვის,რომელსაც ჩვენი ძალებით ვერასოდეს მივაღწევდით

Комментариев нет:

Отправить комментарий