დედა
რა საოცარია ქალი სახელად-დედა. რამდენი სითბო და სიყვარულია მის
პატარა-დიდ გულში. როგორ ერკინება ხოლმე მარტო საწუთროსგან გამოგზავნილ მეომრებს,რამდენ ტკივილს იტანს უხმოდ დედა,ისე,რომ ერთსაც არ დაიწუწუნებს.
რა ძლიერია ქალი,სახელად-დედა,
რას არ აკეთებს ის შვილის გულისთვის. ვინ მოსთვლის მის გათენებულ ღამეებსა და მარგალიტებად დაბნეულ ცრემლებს. როგორ შეუძლია შვილს,ჩასწვდეს დედის გრძნობებს,ისინი ხომ ასე ღრმაა ჩვენთვის.შვილის გულში არსებულ სევდას მხოლოდ დედის თბილი ხმა თუ შველის.
დედა,რა საოცარია,ეს პიროვნება-ბაბშვური,თბილი,მოსიყვარულე,
გამგები და ზოგჯერ ფიცხიც. რატომ ფიცხი? იმიტომ,რომ ეძვირფასება შვილი. ის ბრძოლის ველზე მდგარ მეომარზე უფრო ძლიერია ვგონებ.
ქალი ულამაზესია,როდესაც ჰქვია დედა და დედის გულში არსებული სიყვარული მოსავს შარავანდედად. რას არ გააკეთებს დედა შვილის დასაცავად,ვის დაანებებს მის დაჩაგვრას?
დედა, როგორ მიყვარს დედა, მიყვარს მისი ნაზი ხმის სმენა და ბავშვური ელფერი მაში.მადლობა უფალს ჩემი საყვარელი დედიკოსთვის
Комментариев нет:
Отправить комментарий