ბიბლიის კითხვა საჭიროა.!
მას შემდეგ,რაც ქრისტიანობა ცალკეულმა ერებმა ნაციონალურ სარწმუნოებად აქციეს და ეკლესიის სადავეებს ე.წ წმინდა ღვთისმსახურები ჩაუდგნენ, რომელნიც ხაზს უსვამდნენ საკუთარ „ზე_დანიშნულებას“ ეკლესიასა და დედამიწაზე ,დაიწყო ქრისტიანთა ბიბლიისგან ჩამოცილება. ხშირად,იმის გამო,რომ ბიბლიის კითხვის დროს რიგით მორწმუნეს ღვთისმსახური ცოდვაში ან წერილიდან გადახვევაში არ ემხილა,ეკლესიის წინამძღოლნი ურჩევდნენ ხალხს,რომ ბიბლიის კითხვისგან (თუ სულიერი ლიდერი არ მისცემდა ამის ნებას)თავი შეეკავათ,რათა რაიმე მუხლი დამახინჯებით არ გაეგოთ. სინამდვილეში კი ეს შესანიშნავი მცდელობა იყო მათი სწავლების შესანიღბად,რომელიც ბიბლიის სწავლებას აცდენილიყო.
საუკუნეთა განმავლობაში წერა–კითხვა ძვირ და ხშირად მიუწვდომელ სიამოვნებას წარმოადგენდა. ათასობით ადამიანს არ შეეძლო საკუთარი სახელის დაწერა და რაიმეს ამოკითხვა. ასეთი ეპოქა შესანიშნავი იყო ეკლესიაში ცრუმოძღვრების დასანერგად,რადგან უცოდინარი მრევლი ვერც კი მიხვდებოდა ,რომ მის რწმენაში უზენაესის მიმართ ნელ–ნელა იპარებოდა წარმართული ელემენტები. ძალიან ადვილია მთელი არსებით გჯეროდეს სიცრუის ჭეშმარიტების,როცა არც კი იცი ჭეშმარიტება. ამგვარი დიქტატურის შედეგად ვიღებთ დაბეჩავებულ და ზომბირებულ საზოგადოებას,რომლისთვისაც „ხმა ღმერთისაა და ხმა ბერისა“ ერთია. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს,ასეთი მოძღვრება ქრისტიანობაში საკმაოდ დიდხანს ზეობდა,რის შედეგადაც მრევლში პაპებისა და გარდმოცემებისადმი რწმენა გათანაბრდა ღვთისადმი დაკავშირებულ რწმენასთან და წმინდა მამათა ნაშრომების ავტორიტეტი,ბიბლიის ავტორიტეტს გაუთანაბრდა.თუმცა რა თქმა უნდა ,ეს ყოველივე იმდენად ჰარმონიულად ხდებოდა,რომ მრევლს ეჭვის ნაპერწკალიც კი არ შეუშვია გონებაში.
მარტინ ლუთერი გერმანელი ბერი იყო, რომელსაც მსგავსი სწავლებებით კათოლიკური ეკლესია ზრდიდა,როგორც რომაული ეკლესიის დამცველს, მაგრამ შემდგომ მოხდა რაღაც,რამაც კაცობრიობის ისტორიას დიდი კვალი დაამჩნია.მარტინი,იქიდან გამომდინარე,რომ შეეძლო წერა–კითხვა,რაც იმ დროს მხოლოდ საზოგადოების ზოგიერთი ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი,გახდა ბერი,ზედმიწევნით შეისწავლა ყველა გარდმოცემა, ეკლესიაში არსებული კანონი და წმინდა წერილი.
გამომდინარე იქიდან,რომ ეს თემა ბიბლიის კითხვასთან და ადამიანის ინტელექტის განვითარებასთან მაქვს დაკავშირებული,აუცილებელია ვახსენო,რომ იმ დროსითვის ,როგორც უკვრ აღვნიშნე ბიბლიის კითხვა ყველას არ შეეძლო ,მისი კითხვის ძალაუფლება მღვდლებს ჰქონდათ ,რათა სწორად (თავიანთი აზრით) გადაეცათ მრევლისთვის. თუმცა საქმე სხვა რამეში იყო,იმ დროისთვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ უკვე ილაშქრებდა როტერდამელი, ბიბლიას ქადაგებდა იან ჰუსი, ჩეხი რეფორმატორი,რომელიც ცეცხლზე დაწვეს და ამგვარი პიროვნების აღმოფხვრა იოლი იქნებოდა,თუ ბიბლია არ გასცილდებოდა ტაძრის მოჩუქურთმებულ კედლებს. ღმერთის ძიებამ მარტინ ლუთერი სწორედ ამ მოჩუქურთმებული კედლების წიაღში შეიყვანა. იმ დროისათვის პაპაის ავტორიტეტი ღვთაებრივი გახლად,ის ითვლებოდა ქრისტეს შემცვლელად დედამიწაე (ისევე,როგორც დღეს) და უფლებას აძლევდა საკუთარ თავს თავად დაეწესებინა საეკლესიო დღესასწაულები და ასევე ცოდვათა გამომსასყიდი გადასახადები,როგორი ალოგიკურიც არ უნდა ჩანდეს ეს ახლა. პაპმა გამოსცა ინდულგენციები და თითეოული მათგანი კონკრეტულ ცოდვას ეძღვნებოდა,მათი შეძენით კი ადამიანს უფლება ეძლეობა ეს ცოდვა ჩაედინა,მაგრამ გამომდინარე იქიდან,რომ პაპის მიერ იყო მოწონებული და თანაც ფული გადაიხადა მასში,ეს ცოდვათ აღარ ეთვლებოდა. თვალსაჩინო რომ იყოს,ეს ასე ჟღერდა:“ საკუთარ დასთანაც რომ დაწვეს კაცი,თუ ინდულგენციაში ფული გადაიხადა,ზეცის კარიბჭე ღიაა მისთვის.“ აი რისი სწამდათ შუა საუკუნის კათოლიკებს. კითხულობდა რა საეკლესიო კანონებსა და წმიდა წერილს,მარტინი აცნბიერებდა რომ ეკლესია ბოროტად იყენებდა თავის ავტორიტეტს. დაახლოებით 6–8წელი კითხულობდა რომაელთა მიმართ ეპისტოლეს და მიხვდა,მისი კვლევის დროს,რომ ადამიანი მართლდება ქრისტეს მიმართ რწმენით და ამ რწმენის გარეშე ვერ გამართლდება ღმერთის წინაშე,როგორი კეთილი საქმეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი და რამდენი ინდულგენციაც არ უნდა ჰქონდეს ნაყიდი. იბადება შეკითხვა: _21–ე საუკუნეში მცხოვრებ უამრავი ქრისტიანივით,მარტინს რომ ჟურნალები ეკითხა,მეგობრებთან ერთად ყოფილიყო მთელი დღე და ვალდებულების მოხდის მიზნით რომ წაეკითხა ბიბლია,მიხვდებოდა კი ოდესმე,რომ ღმერთის მოძღვრების ნაცვლად,სატანის სიცრუის სჯეროდა?–ვერასოდეს.! სწორედ წმიდა წერილის კითხვამ, და მისმა სწრაფვამ რომ სცოდნოდა სიტყვა და ჭეშმარიტება,აუხილა მას თვალი რათა ეხილა გადაჯიშებული ეკლესია,თავისი ნაყოფითურთ,რის გამოც გვიან ღამით კათოლიკურ ეკლესიას 95თეზისი ააკრა და ბნელში მყოფ ხალხის ბრბოს,საშუალება მისცა ნათლისკენ წასულიყვნენ.
ისტორია გვინახავს ცნობებს გმირების შესახებ,ქრისტიანი მქადაგებლების შესახებ,რომელნიც კელაპტრები იყვნენ ბნელში. ხშირად ჩვენ მათ განხვავებულ და განსაკუთრებულ ადამიანებად მივიჩნევთ,მაგრამ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები იყვნენ,უბრალოდ ჩვენგან განსხვავდებოდნენ ღმერთის სიტყვის შესწავლის წყურვილით და ღმერთიც ავლენდა მათი მეშვეობით თავის დიდებას და თვალებს უხელდა ასობით და ათასობით ადამიანს.
ხშირად მსმენია მოხუცი ხალხისგან:“არცოდნა–არცოდვაა.!“ მაგრამ მართლა ასეა განა? მოხუცთაგან ეს განაცხადა იმდენად არ მზარავს,რამდენადაც ახალგაზრდებისგან,რადგან თაობა,რომელიც დაშორებლია ჩემგან 20 და 50 წლით,იზრდებოდა კომუნისტურ რეჟიმში და ამან მათ აზროვნებასა და მსოფმხედველობას დიდი კვალი დაამჩნია,რაც არ მიკვირს,მაგრამ გაოგნებული ვრჩები,როდესაც მსგავს განაცხადს,ახალგაზრდებისგან ვისმენ. სამწუხაროდ ახალგაზრდებში,ქრისტიან ახალგაზრდებში განათლების სურვილი იმდენად დაბალია,რომ ბევრ მათგან საკუთარი მრწამსის დასაბუთებაც არ შეუძლია,არ აინტერესებს წერილის კითხვა და სწავლა,რომ აღარაფერი ვთქვათ თეოლოგიაზე,ეს დღევანდელ ახალგაზრდობას,ქრისტიან ახალგაზრდობას დიდი საფრთხის წინაშე აყენებს და ნიადაგს ამზადებს მათში ცრუსწავლებათა დასანერგად,რადგან როცა არ იცი რას ამბობს ღმერთი,ადვილად დაიჯერებ ვითომდა მის ნათქვამ სიტყვებს. თავად ეს მოსაზრება „არცოდნა არცოდვაა–ცოდვაა.! რადგან უფალი ამობს:“უცოდინარობის გამო იღუპება ერი ჩემი.“ იღუპებაო–ე.ი ცოდვაა. მაშინაც კი,როდესაც როდესაც ერთი პერგამენტისთვის ცხოველის მოკვლა და გატყავება იყო საჭირო,რაც საკმაოდ ძვირი გახლდათ,სოლომი წერდა,რომ ყველა მოსახვეჭელთაგან სიბრძნე უნდა მოეხვეჭა ადამიანს,რომ ცოდნა ღმერთის სიტყვისა და სიბრძნისა აახლოებდა ადამიანს ღმერთთან და იცავდა მას,რომ არ დაცემულიყო. რამდენად ხშირია ახალგაზრდათა დაცემა დღეს? ეს ყოველივე კი უფლის სიტყვის არცოდნის და გულში მისი ძიების არ ქონის ბრალია. დავითი ამბობს,რომ უფლის სიტყვა ლამპარია მისი ფეხისთვის,თუ ამ სიტყვებს ამბობდა მეფე,მაშ ჩვენ რამდენად უფრო მეტად გვმართებს უფლის სიტყვის ცოდნა? უამრავი ქრისტიანი მოხიბლულია მსმენელის ამპლუაში ყოფნით,სიამოვნებთ ის ფაქტი,რომ მათ ერთადერთ მოვალეობას ეკლესიაში ყოველკვირა სიარული და ქადაგების მოსმენა წარმოადგენს,ასევე პოზიტიური აზრების აღიარება,მაგრამ ეძინებათ და იტანჯებიან,როდესაც საქმე ერთი საათით ბიბლიის კითხვას ეხება ან რაიმე თეოლოგიურ სემინარს და ცოდნის გაღრმავებას. უამრავი ახალგაზრდა თავს ვერ ანებებს ცოდვას,ჭორაობას მეგობრებთან და ბევრ ცოდვას,მხოლოდ და მხოლოდ,იმის გამო,რომ ურთიერთობა არ აქვთ ღმერთთან,მისი სიტყვის უკითხურობის გამო და ამას ვერც კი აცნობიერებენ.
შესაძლებელია კი ღმერთის გაცნობა,თუ არ წავიკითხავთ და არ ჩავუღრმავდებით მის სიტყვას? წმიდა წერილი ერთადერთი წყაროა,რომლის მეშვეობითაც ღმერთს ვეცნობით,მის გარეშე ჩვენ არაფერი გვეცდინებოდა შემოქმედის შესახებ. შეიძლება ვთქვათ,რომ ღმერთი მამაა ჩვენი,თუ არც კი ვკითხულობთ მის სიტყვას,სადაც თავის თავს და ჩვენს მოვალეობას,ფუნქციას აღწერს?
არასოდეს დამავიწყდება ოლეგ ხუბაშვილის სიტყვები:“შენ იმდენად გიყვარს ღმერთი,რამდენადაც გიყვარს ბიბლია და იმდენად იცნობ ღმერთს,რამდენადაც კითხულობ ბიბლიას.“ –ამინ,ამინ და ამინ.!
ბიბლიის კითხვა და სწავლა ფარია ქრისტიანისთვის,რომელიც იცავს მას,იცავს მის გულსა და აზროვნებას,იცავს ცოდვისა და ცრუსწავლებისგან.იცავს გამეფებული ოკულტური მსოფმხედველობისაგან რომელის ქვეყნიერებაზეა ან თავად მასში. ახალმოქცეულისთვის ძალიან რთულია ერთბაშად დაივიწყოს ყველა უხამსი ტერმინი და ფიქრი,მაგრამ რაც უფრო დიდ დროს უთმობს ის წერილის კითხვას,წაკითხული რჩება მის გონებაში და ამიტომ გაცილებით ადვილი ხდება მშვინვის განწმედა.
როდესაც პავლე მოციქული წერდა ახალგაზრდა ტიმოთეს,ის ეუბნებოდა მას,რომ მთელი წერილი (იგლისხმება თანახი–ძველი აღთქმა,რადგან მაშინ ახალი აღთქმა არ არსებობდა,ჯერ კიდევ იწერებოდა ეპისტოლეებად.) ღვთივსულიერია და სასრგებლოა სასწავლებლად,გამოსასწორებლად და დასარიგებლათ,რათა უმანკო იყოს ღმერთის მსახური და აშენდეს ღვთის შემეცნებაში. ეშმაკის შემოთავაზებებს უდაბნოში, თავად უფალიც კი თორაში დაწერილი სიტყვებით აღუდგა წინ. და თუ მოციქულთათვის და პირველი საუკუნის ეკლესიისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო წერილების ცოდნა,რომ ისინი გამუდმებით კითხულობდნენ და იკვლევდნენ სწორ ინფორმაციას ისმენდნენ მოციქულთაგან თუ არა,მითუმეტეს ჩვენთვის,რომელნიც სიბნელისა და სიბილწის ეპოქაში ვცხოვრობთ რამდენად მნიშვნელოვანია წერილის კითხვა და სწავლა. ისრაელ ერს საუკუნეთა განმავლობაში სჯიდა ღმერთი,იმის გამო რომ არ იცავდნენ მის დღესასწაულებს და წარმართულ დღესასწაულებს მისდევდნენ,უფალს კი სძაგდა ეს,რადგან ის ეჭვიანი ღმერთია და თავის დიდებას არ უყოფს სხვას. დღეს ქრისტიანობა იმდენად მსუბუქი გახდა,უცოდნიარობის გამო ქრისტიანები იჯერებენ მრავალ ოკულტურ მიდგომას და ყველაზე საშინელი კი ისაა,რომ ლოცვა უკვე მედიტაციას დაემსგავსა და უკვე პუნქტებიც კია ჩამოწერილი,როგორ უნდა დაიწყო ლოცვდა და როგორ დაასრულო,ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ბუდიზმს,მაგრამ წერილს მოცილებული ქრისტიანები არც კი ინტერესდებიან ამ ყოველივეს ფესვით,მთავარი ნელ–ნელა ემოციები ხდება,თუ სიამოვნებას განიცდი ე.ი უფლისგანაა. ეს კი აბსოლიტურად ეწინააღმდეგება ბიბლიას. მილიონობით ადამიანი და მათ შორის ქრისტიანი ისე კარგად აღნიშნავს 25დეკემბერს ვითომდა ქრისტეს შობის დღესასწაულეს,რომ არც კი ინტერესდება,რატომ მაინცდამაინც 25დეკებერი?რატომ დაადგინა კათოლიკურმა ეკლესიამ 25დეკემბერი,მაშინ როდესაც ქრისტეს შობის დღე უცნობია მკვლევართათვის დღესაც? როგორ შეიძლება დაბადებისდღე გადავუხადოთ ღმერთს და არც კი ვიყოთ დარწმუნებულნი ამ თარიღის სიზუსტეში,მაშინ,როდესაც სახარებაში ამის შესახებ მინიშნებასაც კი ვერ ვხედავთ. საქმე იმაშია,რომ უკვე მეორე საუკუნიდან რომის ეკლესიაში დაიწყეო წარმართული ელემენტების შეტანა რის გამოც ეკლესიამ საგრძნობლად გადაუხვია თავის სახარებისეულ ფესვებს. (ზედმეტი ინფორმაციისათვის წაიკითხეთ ჯეიმს ნორტის „ეკლესიის ისტორია“) 25დეკემბერი (და საერთოს დეკემბრის თვე მზის საპატიო თვედ ითვლებოდა,ახალი წელიც იმიტომ აღინშნება დეკემბერში) რომში აღინიშნებოდა,როგორც მზის ღმერთის,ბაალის დაბადების დღე. დიახ,არ შეცდით,ეს ის ბაალია,უფალი რომ მოუწოდებს ძველ აღთქმაში ისრაელიანებს ბაალის საკერპოების დასანგრევად. ნაძვის ხე,მორთული და მოკაზმული,ამ დღესასწაულისა და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი გახლდათ და საუკუნო სიცოცხლეს სიმბოლირებდა,რომელსაც მზის ანუ ბაალის ენერგია იძლეოდა,და ამ დღეს წარმართები სტუმრობდნენ ერთმანეთს,მიჰქონდათ ერთმანეთთან ტკბილეული და ულოცავდნენ. ახლა ვიღაც იტყვის,რომ ქრისტე 7იანვარს იშვა,ეს არაფრით განსხვავდება 25დეკემბრისგან,ადრე სანამ მართლმადიდებლური ეკლესია ძალაუფლების არგაყოფის გამო,გამოეყოფოდა კათოლიკურს,ერთიანი კათოლიკური ეკლესია ერთ დღეს ზეიმოდა,მაგრამ გაყოფისთანავე კალენდრები შეიცვალა,თუმცა დანიშნულება არა. ბიბლიის მკვლევარნი ვარაუდობენ რომ ქრისტე დაიბადა ერთ–ერთ ებრაულ დღესასწაულზე და ეს დღესასწაული ემთხვევა ოქტომბრის თვეს,თუმცა დღე და რიცხვი უცნობია. იგივეა დედების დღე,არასოდეს არ დაფიქრებულხართ,რატომ მაინცადამაინც 3მარტი? დედის დღე,როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს,დასაბამს იღებს ანტიკური ეპოქიდან,კერძოდ ეგვიპტიდან,ამ დღეს პატივს მიაგებდნენ ისიდას,რადგან ღმერთების დედად იწოდებოდა, უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით ერთ–ერთმა მანდილოსანმა გადაწყვიტა,რომ ეს დღე ყოფილიყო არა მხოლოდ ისიდასთვის მისალოცი,არამედ ყველა დედასთვის და ასე დამკვიდრდა ეს დღეც,რომელსაც მრავალი ქრისტიანი სიხარულით აღნიშნავს,ბიბლია კი ამას ცოდვას უწოდებს. ასევეა 14 თებერვალი,რომელიც განაყოფიერებისა და სექსუალური ორგიების დღე იყო, ვალისადმი მიძღვნილი_ერთ–ერთ წარმართული ღვთაება. მაგრამ რაც უფრო ვშორდებით ბიბლიას,ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ უფლის მცნებებსა და სიტყვებს,მით უფრო ადვილად ინერგება ჩვენში ყოველივე წარმართული,რადგან ეს ქვეყანა სწორედ ამ წარმართული,ოკულტური კანონებით მოქმედებს და უფალმა მოუწოდა თავის ხალხს,რომ იყოს გამოყოფილი და არ გახდეს ამ ქვეყნის საქმეთა თანაზიარი,რათა არ წაიბილწოს.
უდიდესი პატივია იწოდებოდე ღმერთის შვილად და გქონდეს შესაძლებლობა წაიკითხო მისი სიტყვა. საუკუნეების წინათ ჩვენს და–ძმებს კოცონზე წვავდნენ,თვალებს სთხრიდნენ,საშინლად აწამედნენ და დევდნიდნენ ბიბლიის ქონისა და კითხვის გამო,წინა წელსაც ჩრ. კორეაში ამის გამო 80 ადამიანი საჯაროდ დახვრიტეს, მუსლიმურ ქვეყნებში ყოველდღე ხცავენ ქრისტიანებს ბიბლიის კითხვისა და თავიანთი რწმენის გამო. გოგონებს უკრძალავენ წერა–კითხვის სწავლას,ჩვენ კი ევროპელი ქრისტიანები მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით ვკითხულობ ბიბლიას ხშირად. მრავალ ქრისტიანს არ გააჩნია შიმშილი ღმერთის სიტყვის მიმართ,სიზარმაცის გამო,მაგრამ ერთ დღესაც ეს სოფელი გადაივლის და გამოჩნდება ქრისტიანთა იმედი–იესო,მაშინ სიზამრმაცე სასაცილო აღარ იქნება.
თუ არ გვექნება მოზიარეობა ბიბლიასთან,არ გამოვყოფთ დროს მის წასაკითხად,ჩვენი შინაგანი აივსება სიბინძურით და სიცრუით,რომელიც მოიტანს ჩვენში ნაღველსა და ცოდვას,ბოლოს კი სულიერ სიკვდილს. უდიდესი ცოდვაა,შეგეძლოს იცოდე ჭეშმარიტება და გვედი აუქციო მას. ჭეშმარიტებას მხოლოდ ერთი რამ ძალუძს–გაგვანთავისუფლოს. გაგვანთავისუფლოს ტკივილისგან,ცრურწმენებისგან,არასრულფასოვნებისგან და სიცრუისგან. ღმერთი აუცილებლად მოგვკითხვას პასუხს,იმის შესახებ,თუ როგორ ვუდგებოდით ბიბლიას. ჩვენში,ახალგაზრდებში დიდი ძალაა,ახალგაზრდებს შესწევთ უნარი აამოქმედონ მსოფლიო. ისინი მეომრის ხელში მომართულ ისრებს ჰგვანან და რა მშვენიერია,თუკი ეს მეომარი უფალია. მოციქულთანაგნ იოანე ყველაზე უმცროსი 15–16წლის გახლდათ,პეტრე კი,ყველაზე უფროსი 21–25 წლის,და ამ ახალგაზრდა კაცებისგან შექმნილმა 12კაციანმა გუნდმა,მსოფლიოს ისტორია შეცვალა.
სწორედ ბიბლიის კითხვის დროს სულიწმიდა გვიცხადებს სიტყვას,რომელსაც შემდგომ გვახსენებს,როცა საჭირო გახდება. ბიბლიის კითხვის დროს,ის გვიძღვება ჭეშმარიტებაში. ჩვენ 21–ე საუკუნის ქრისტიანები არ ვზივართ სერობის ტრაპეზთან იესოს გვერდით,ამიტომ ერთადერთი საშუალება ვიცნობდთ მას,ეს მისი სიტყვის ყოველდღიური სწავლა და დაფარულში მასთან ურთიერთობაა. ის,რომ დღეს ჩვენ ვფლობთ საშუალებას სკოლაში სწავლისას და ბიბლიის კითხვისას უდიდესი ბედნიერებაა,რადგან უამრავ ქვეყანაში ბავშვები უცოდინარობის გამო მონებად იბადებიან და მონებად კვდებიან. მოდით გავუფრთხილდეთ უფლის მიერ ბოძებულ ფასდაუდებელ განძს–ბიბლიას და ვისწავლოთ იგი,ის რთული როდია. ბიბლია კურნავს ჩვენი გულის დაჩირქებულ იარებს და გვაძლევს არსებობის მიზეზსა და მიზანს. განვადიდოთ უფალი ისე,როგორც ბიბლია გვასწავლის. ვიყოთ თავისუფლანი,რადგან ჩვენი თავისუფლებისთვის ფასია გადახდილი,რათა აღარ ვიყოთ ადამიანთა მონები,არამედ მონები ღმერთისა,რომელიც მონებად არ აღვიქვავს.!

Комментариев нет:
Отправить комментарий