четверг, 5 марта 2015 г.

მევიოლინე


"პირველი თოვლი"

ზამთრის ცივი საღამო იყო,ციდან პირველი თოვლის ფანტელები ეცემოდნენ 

მიწაზე,მიწაც მონატრებული მხურვალედ იკრავდა გულში.

ფანჯარასთან გოგონა 

იჯდა,და სანთლის შუქზე ქსოვდა,თან მორიდებით გარეთ აპარებდა მზერას,თითქოს 

შიშობდა– არ შემნიშნოსო.

მოპირდაპირე შენობის შესასვლელთან ახალგაზრდა ყმაწვილიიდგა ვიოლინოთი და 

უკრავდა.გოგონა ჩუმ–ჩუმად მიაპყრობდა ხოლმე ცრემლებით ავსებულ მოსიყვარულე 

თვალებს.

ყოველ საღამოს ვაჟი საათობით უკრავდა სევდიან მელოდიებს,რათა ზამთრის სიცივით 


გაყინული ხალხი,ვიოლინოს ჰანგებით გაეთბო.

მევიოლინეს რომ ვერ ხედავდა, დღისით გადიოდა გარეთ და სერინობდა,ნატრობდა 


გოგო,ნეტავ შმთხვევით თვალიმოვკრა და მისი სახე ვიხიოვო.

მაგრამ ვაჟის ლანდიც კი არსად მოჩანდა,იგი მხოლოდ მთვარის ამოსვლის შემდეგ 

გამოდიოდა.

მას ვერ აშინებდა ზამთრის სუსხი და ვერც ირგვლივ გამეფებული სიმარტოვე..

ასე გასტანა ერთ წელს.

და აი კვლავაც,როდესაც თოვლის ფიფქებმა დატოვეს ცა და ესტუმრნენ მიწას,გოგონამ 


გამოაღო ფანჯარა,მაგრამ თავის გულის სწორს  ვეღარ ხედავდა..

ელოდა 2საათი და გულაჩქარებული ჩუსტებით გავარდა ეზოში მის საძებნელად. 

სადარბაზოშიგასულმა თავლი მოკრა კართან მდგომ ვაჟს,გოგო დაიბნა,და წინ 

გაიწია,ხელში ფურცლები ეჭირა და კანკალებდა,უცებ თვალები ცრემლებით აევსო 

გაქცევა სცადა და ქვას ფეხი წამოკრა,ბიჭის ფეხებთან დავარდა გაწითლებული..

ვაჟი დაიხარა მის წამოსაყენებლად და სახეზე მიაჩერდა,

სირცხვილს ატანილი 

გულაჩუყებული ტიროდა..მევიოლინემ მანტია მოასხა და გულთან მიიხუტა,მერე ბაგე 

ყურთან მიუტანა და ჩასჩურჩულა:

" ერთი წელი...ერთი წელია, ღმერთს შენს ხილვას ვთხოვ, ახლა კი შენი ცრემლები სახეს 

მისველებს, "

Комментариев нет:

Отправить комментарий