среда, 4 марта 2015 г.

ამონარიდი წიგნიდან:"დავიღალე,შენთან მინდა.!"


დრო

"მეფობენ დრონი და არა მეფენი"
ამონარიდი წიგნიდან–
"დავიღალე,შენთან მინდა"
–"შენ ალბათ გიკვირს ალის,რამ შეცვალა ისეთი მეამბოხე,როგორიც მე ვიყავი,ალბათ ძალიან გაბრაზდი,როდესაც გაიგე,რომ ჯგფიდან წავედი და ბიჭები მივატოვე,უარი ვთქვი ჩხუბზე და ჩვეულ გართობაზე. მაგრამ რატომ ერთხელაც არ შემეკითხე რაც მიბიძგა ამისკენ? განა მყავდა ვინმე შენზე უფრო ახლობელი? შენ ხომ ყველაზე უკეთ მიცნობდი მე,რატომ არ მოირბინე ჩემთან და არ მკითხე რახდებოდა? შენ დაიჯერე,რომ მე წავედი,მხოლოდ იმის გამო რომ ასე გითხრეს,განა ეს იყო ჩვენი ნდობა? მაგრამ ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ მახარებს მაგ შენი აცრემლებული თვალების ცქერა და კითხვის ნიშნები მასში. ახლა მე ვუპასუხებ ყველა შენს კითხვას,რადგან შენ მოხვედი ჩემთვან,მოხვედი იმიტომ რომ ძველმა ნდობამ იფეთქა შენში.
–მაიკ, რატომ? რატომ გააკეტე ეგ არჩევანი? განა შენ არ იყავი,ვინც ქრისტიანობას დასცინოდა? ვინც იძახდა,რომ ეს მხოლოდ კანონებისგან შედგენილი ნუსხაა,მისი მიმდევრები და ილუზიაში დაიარებიან,ახლა კი თავად ქრისტეზე საუბრობ...ამაზე ვფიქრობ და პასუხი არ მაქვს. კი მოვედი,მოვედი, იმიტომ რომ შენ სხვა არასოდეს ყოფილხარ ჩემთვის.
–ლონდონში რომ წავედი ხომ გახსოვს,ერთი თვე არაფერს გწერდი.გგონია არ ვიცოდი როგორ ელოდი ჩემს ზარს ან წერილს მაილზე? ვიცოდი,მაგრამ ისიც ვიცოდი,რომ ცვალებადია ზოგჯერ გრძნობები,მე ვერაფერს შემოგთავაზებდი, გამუდმებული ნერვიულობის გარდა და ვერ გიმეტებდი. იქ ყველაფერი იყო,რაზეც მუსიკოსი იოცნებებდა,იყო სასმელი,წამალი,იყვნენ გოგოები,რომლებიც ტკიპებივით გვეკროდნენ და იყო ბევრი მიზეზი ჩხუბისთვის,რაც ასე ძლიერ მიზიდავდა მე. ვცემდი და მცემდნენ,ის შეტყობინება საავადმყოფოდან მოგწერე. რომ გამომწერეს, ისევ კლუბში წავედით,ჩემი ჯგუფის გამოსვლა იყო,მაგრამ სტეფანი ვერ ვნახეთ. უცებ გარეთ გასროლის ხმა გაისმა და ყველანი გავცვივდით,რომ გავედი ლამპიონთან დაგდებული სტეფანი ვნახე,ხალხმა მილიციასა და სასწრაფოში დარეკა. ის ბიჭი იარაღით ხელში იქვე იდგა და კანკალებდა. სტეფანს მივვარდი,ვღრიალებდი,მაგრამ უშედეგოდ,სამოსი მეჟღინთებოდა მისი სისხლით,ის კი უკვე შორს იყო. მერე იმ ბიჭს მივვარდი და ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. შეშლილივით ვყვიროდი,თან ცრემლები მდიოდა. დასაფლავებისას მის სურათს დიდხანს ვუმზერდი,რამდენიმე დღის წინ ის დებიუტისთვის ემზადებოდა,მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა,ახლა კი  მიწაში იწვა. რომ დაასაფლავეს,არ წავედი,სასაფლაოზე დავბოდიალობდი ლუდის ქილით ხელში. რომ დაბნელდა,იქვე სკამზე ჩამოვჯექი და უეცრად ჩემს გონებაში ფიქრთა ჭიდილი ატყდა. ფიქრები ერთმანეთს აწყდებოდნენ,როგორც ქარები სხვადასხვა კუთხიდან მოვარდნილი,თითოეული მათგანი შმაგივით მესხმოდა თავს და მიწიოკებდა ისედაც დაქსაქსულ გრძნობეს. კითხვის ნიშნები ისე ირეოდნენ,რომ მათი ტრიალი თავბრუს მახვევდა. ბოლოს ეს ყველა კითხვა,ერთ მთლიანობად იქცა და ნელ–ნელა დალაგდა. ნუთუ სულ ეს არის ჩვენი ცხოვრება? ვიბადებით,ვსწავლობთ,ან საერთოდ არ გვაინტერესებს სწავლა (ჩემს შემთხვევაში),ვცდილობთ მიზნების განხორციელებას,ვიძენთ მეგობრებს,გვიყვარდება–ვუყვარდებით,ვიბრძვით გიჟებივით,მხოლოდ იმიტომ რომ ერთ წამში ეს ყველაფერი გაქრეს? ეს ლოგიკას სცილდება... რატომ ვიბდაები,თუ მხლოდ ამისგან შედგენა ჩემი ცხოვრება და მისითაც ვერ დავტკბები ბოლომდე? სად წავიდა სტეფანი? მიწაშია,თუ სადმე სხვაგან? რეინკარნაციას განიცდის და მოვა ლოკოკინის ან თუნდაც ადამიანის სახით? ასეთი მტკიცებულება რომ არ არსებობს? სხვა ადამიანში ჩასახლდება? კი მაგრამ ის სხვა ხომ სხვაა,ის სადღა წავა? გაქრა? იმისთვის არსებობდა,რომ გამქრალიყო? ქათამი რომ ყოფილიყო,კიდევ ხო,მაგრამ პიროვნება იყო,გრძნობებითა და მიზნებით. ღმერთის წინაშე წარსდგა? იქნებ ეს მართლაც შესაძლებელია. ამ ყოველივეზე ფიქრის შემდგომ ემანუელ კანტის სიტყვები გამახსენდა:"ორი რამ ავსებს საკვირველებით ჩემს სულს–ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში." ავიხედე ზემოთ და მართლაც ვარსკვლავთა მეჯლისი იყო ცაზე. ცის უკიდეგანობაში ჩავიკარგე და თითქოს ჩემმა გონებამ იყვირა–" ეს ყოველივე თავისით ხომ ვერ შეიქმნებოდა." და დავფიქრდი,მართლაც.... მე არასოდეს მწამდა რომ ქრისტიანები მართლები იყვნენ,ვეძახდი მათ მეზღააპრეებსა და უვიცებს,მაგრამ ვიცოდი რომ არსებობდა სამყაროს პირველსაწყისი,ის, ან რაც,ვისგანაც, ან რომლისგანაც ეს ყოველივე წარმოიშვა,მაგრამ რა იქნებოდა თუ ის იქნებოდა "ვიღაც?" და დავიწყე მასზე ფიქრი. ამქვეყნად ყველაფერი თავისი დანიშნულება აქვს, არსებობს ფიზიკის კანონები,გრძნობები ჩვენში,არსებობს წესრიგი,რომლის მიხედვიტან სამყარო მოზრაობს, განა ეს ყოველივე თავისთავად ხდება?  მერე გამახსენდა როგორ ამბობდა დუკი სკოლაში:"შენ დამცინი მე იმიტომ რომ მწამს,მაგრამ ვლოცულობ შენზე,იმიტომ რომ თვალი აგეხილოსო." მაშინ მასზე ვიცინოდი,ვუწოდებდი ბრმას,რომელიც ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო,მაგრამ იქნებდა,მართლაც მე ვიყავი ბრმა? და ამან შემაშინა. თუ მართლა არსებობს ღმერთი,რომლის არსებობასაც მაშინ ვგრძნობდი,მე მინდა ვიცნობდე ამ ღმერთს,რადგან მხოლოდ მას ძალუზს მითხრას,რისთვის ვცხოვრობ,ვინ ვარ და ვინ უნდა ვიყო. ეს კითხვები ქაოსს ჰქმნიდნენ ჩემში. მომდევნო დილით, ბიბლიოთეკაში წავედი. მე ალბათ პირველი პანკი ვიყავი,რომელიც 27წიგნს ერთდროულად კითხულობდა. ვკითხულობდი რელიგიების შესახებ;"ბუდიზმი,ისლამი,მისი განხრები–სუფისტები,სუნიტები და სხვები, მორმონები,რასელისტები, მასონთა მოსაზრებები,ილუმინატები,ინდუიზმი თავისი მრავალფეროვანი ღვთაებებით,ძველი ბერძნული ღმერთების ისტორიები,ეგვიპტური მრწამსი და ა.შ  "ნიუ ეიჯის" (new age) ჩათვლით, მაგრამ ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ამბობდა,განსხვავება მხოლოდ იმაში იყო,რომ ისლამი მეტად მკაცრი იყო,ვიდრე დანარჩენი. ბუდიზმი,ინდუიზმი,ნიუ ეიჯი,ილუმინატებისა და მასონების რწმენის დოქტრინები,იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს,რომ ერთი რელიგია მეგონა." იპოვე ღმერთი საკუთარ თავში,შეიხედე სულიერ ფანჯარაში და ამაღლდი საკუთარ მეზე,რს შედეგადაც გადახვალ ახალ ეტაპზე,მიაღწევ გასხივოსნებას და იქცევი ერთი მთლიანობა ღვთაებასთან,ღმერთთან". მაგრამ ეს არ იყო ის,რაც მე მაინტერესებდა. მათი მსგავსება ერთმანეთთან იმდენად დიდი იყო,რომ ისიც კი ვიქირე,იქნებ ამ ყოველივეს ერთი ავტორი ჰყავს და უბრალოდ ხალხი დააბოლათქო. ისლამი? იმიტაცია იყო სხვადასხვა რელიგიებისა. სუფიზმი გაცილებით სერიოზულად ჩანდა,მაგრამ არც ისეთი არიფი ვარ, რომ დავიჯერო, თვითგვემის მეშვეობით უზენაესთან მიახლოება. თანაც ამ რელიგიების მიმდევართა ცხოვრება არაფრით გამოირჩევა,თუ არ ჩავთვლით მათ გამოვლინებებს,როდესაც ვითომდა ვიღაც ეუფლება მათ. ეს ყველაფერი ერთი აზელილი ცომივით იყო,რომელსაც სხვადასხვა ფერის პიგმენტები შეაზილეს,თუმცა ერთი ფქვილით მოზილეს. და უცებ გადავშალე ბიბლია. დიდი,შავი წიგნი,ყრდაზე ოქროსფერი ჯვრით. კითხვის დროს ვერც კი ვამჩნევდი როგორ მიქროდნენ საათები და დღეები. ყოველდღე ბიბლიოთეკაში მივიდიოდი გაღვიძებისთანავე. ხალხი გაკვირვებული მიყურებდა,ეუცხოვათ პანკი ბიბლიასთან. მე კი საკუთარი თავი არ მახსოვდა,მე ვეძებდი მას,ვინც სიცოცხლე მაჩუქა. ბიბლია რომ დავასრულე,გამიკვირდა,ის არ ჰგავდა არ ყურანს,არც ბჰაგავატგიტას,ზანავესტას,არაფერს,ის სხვა იყო,გამორჩეული, პიროვნებასავით იყო,ცოცხალი. მისი ისტორიის კვლევისას გაოცებული დავრჩი. ყველა რელიგიური წიგნი მაქსიმუმ 25კაცი დაწერილი იყოს,ძირითადად თითოეული მათგანს ერთი ავტორი ჰყავს,და მიუხედავად ამისა,მათში იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორია. ბიბლია კი 1500–1600წლის განმავლობაში იწერებოდა,სხვადასხვა ავტორებისგან,40ზე მეტი იყო მათი რაოდენობა,უმეტესი მათანი არც კი იცნობდა ერთმანეთს,დაშორებულნი იყვნენ ერთმანეთისგან არა მხოლოდ  ასეული კილომეტრებით,არამედ საუკუნეებითაც და დაბადების წიგნიდან,გამოცხადებამდე ბიბლიის თემა ერთი იყო და რაამაც ყველაზე მეტად გააოცა,ეს ადამიანები საუბრობდნენ ერთსა და იმავე ღმერთზე და აღთქმულ მხსნელზე.ამან გამაოგნა და აღმაბრთოვანა. თუ მართლა არსებობდა ღმერთი,მაშინ ეს ბიბლიის ღმერთი უნდა ყოფილიყო. შემდეგ მოვძებნე ადგილობრივი ეკლესია. კათოლიკური ეკლესიისგან ბევრი ვერაფერი გავიგე,თანაც თუ ჩავთვლით იმ ფაქტს,რომ ის ტამპლიერთა შთამომავლებითა და მასონთა ლოჟის წარმომადენელთაგან იმართება მეტწილად,ვერც ვერაფერს გავიგებდი ახლას. დავდოდი და ვამბობდი:"თუ მართლა არსებობ,ხომ მხედავ,მე მინდა გავიგო შენზე მეტი,მინდა გიცნობდე,თუ ეს შესაძლებელია." უცებ გალობის ხმა შემომესმა,და პატარა შენობას მივუახლოვდი,ებრაულ დროშაზე გამოსახული,დავითის ვარსკვლავის სიმბოლო იყო კართან. კარი ოდნავ ღია იყო და შევედი. ხანშიშესული კაცი გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ჩამოვჯექი და ვუსმენი,ეს სიმღერა ულამაზესი იყო,თუმცა სიტყვები არ მესმოდა. ვესაუბრე, ქრისტიანი ებრაელი იყო. დაწვრილებით მოვუყევი ყვლეფაერი კი თუკი რაიმე შეკითხვა მქონდა პაუზის გარეშე მივახალე. შუაღამემდე ვსაუბროდით,ის მესაუბრებოდა შემოქმედის შესახებ,რომელმაც მისცა ადამიანს თავისუფალი ნება,მაგრამ იმის გამო რომ ადამიანმა ზუგი აქცია მას, წყევლა მოიწია,თუმცა ღმერთმა აღუთქვა მათ მესია,ანუ ცხებული მხსნელი,რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა მათ ცოდვასა და დანაშაულს და მოკვდებოდა მათ ნაცვლად. ბოლოს მკითხა,გინდა თუ არა იცნობდე მასო,მე ვფიქრობდი. ჩემში ჭიდილი იყო,ერთი მხარე ჩამძახოდა–"გაბოლებსო" მეორე კი ამბობდა:"თუ არჩევანს არ გააკეთებ,ვერასოდეს მიხვდები,სიმართლეს გეუბნება,თუ სიცრუესო" ხოდა გადავწყვიტე გადამედგა მისკენ ნაბიჯი. თუ ის არსებობს,მიპასუხებდა,თუ არადა,მე არაფერს ვკარგავდი. ვილოცე და ვთხოვე რომ ეპატიებინა ჩემი ცოდვები,გამხდარიყო ჩემი ღმერთი და ვეტარებინე თავისი გზით.  ვიცი რომ ეს შენთვის გაუგებრად ჟღერს ალის,მაგრამ იმ დღის შემდეგ ჩემში რაღაც მოხდა,მე ვიპოვე ჩემი თავი,ვნახე უამრავი ადამიანი,რომელიც განთავისუფლდა წამლისგან,სნეულებებისგან და სრულასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი ურთიერთობა ყველაზე საოცარი რამ იყო,რაც კი ოდესმე მინახავს. იმ დღიდან მოყოლებული მე სურვილიც არ გამჩენია რომ ვინმე მეცემა,ჩემში ეს ბუნტი დაცხრა,თან ისე რომ არავის არ გამოურეცხავს ჩემთვსი ტვინი, აი ამის გამო წავედი ჯგუფიდან. ვწუხვარ რომ მეთმა და ფოლკემ ეს ვერ დაიჯერეს და გიჟად ჩამთვალეს,რომელმაც უბრალოდ ზურგი აქცია მათ. მაგრამ მე ისევ ძველებურად მიყვარს ისინი,უბრალოდ აღარ მსურს ვინესთან მათი წაკიდების ინიციატორი ვიყო,ჩხუბი ყოველთვის ჩემს გამო მოსდიოდათ,მე ვიყავი მათი ლიდერი და ამის გამო დალურჯებული სხეულით ბევრჯერ უვლიათ. ადრე არასოდეს ვფიქრობდი,რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო მათი სიცოცხლე,მაგრამ მას შემდგომ,რაც სტეფანი ხელებში ჩამაკვდა და მივხვდი,რომ ჩვენ მხოლოდ ჩხუბისა და თავაშვებული ცხოვრებისთვის არ გავჩნდით,ჩემი შეხედულებები შეიცვალა. 
–მაიკ,ეს შენ ხარ?
–ვერ მცნობ ხომ? კი ეს მე ვარ ალის,მე,ნამდვილი მე და ახალი მე. მე მახსოვს როგორი წაგიყვანე პირსინგის გასაკეთებლად, როგორ წაგიყვანე სახლში,როდესაც ენის კართან მთვრალი იდექი. ალის,მე მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა ხდებოდა შენში,როგორ გტკიოდა ბავშობის იარები. მე მეგონა პირსინგს გასაპრანჭად იკეტებდი,რომ  თავისფლების გამო სვავდი ჩემთან ერთად,მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ ამ ყოველივეს ტკივილის გასაყუცებლად აკეთებდი. ამ ყოველივეს კეთება აღარ არის საჭირო. შენ შეგიძლია განთავისუფლდე. ხვალ მოგაკითხავ და ეკლესიაში წაგიყვან. 
–მაიკ,მე...
–ჩუმათ,ჯერ აზრს ნუ გამოთქვამ,ჯერ გათენდეს ხვალ..მერე დასკვნას გამოიტან.
მაიკი და ალისი მიუყვებოდნენ სასაფლაოზე პატარ–პატა ბილიკებს,საუბრობდნენ და უყურებდნენ ცას. რატომ სასაფლაო? იმიტომ რომ სასაფლაო ყველაზე მდიდარი ადგილია დედამიწაე,იქ ასობით ნიჭი მარხია. ასობით ახალგაზრდა,რომელსაც ცხოვრება თამაში ეგონა მაიკივით და უეცრად ეს თამაში დასრულდა. თუ მართლა თამაშია ყოველივე,ვიბადებით იმისთვის,რომ მოვკვდეთ,რატომ იყო ქრისტე ჯვარცმული? ღმერთი ჯვარზე არ ხუმრობდა.! ეს ისტორიული ფაქტია და მიგვანიშნებს სიცოცხლის და ჩვენი დამოკიდებულების მნიშვნელოვნებაზე. 


Комментариев нет:

Отправить комментарий