ნარკომანია
21-ე საუკუნე ცნობილია აღმოჩენებისა და ტენქნოლოგიური წინსვლის ფაქტებით. ჩვენს ეპოქაში არის შექმნილი მაქსიმალური კომფორტი იმისათვის, რომ ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს და ჩვენ ვამაყობთ რომ ამ საუკუნეში ვცხოვრობთ. თუმცა, ამ ყოველივეს მიღმა არის უდიდესი პრობლემა, რომელიც სიმსივნესავით მოედო სოფლიოს და უამრავი ზრდასრული, თუ ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა. როგორ ვუმკურნალოთ ნარკომანებს, როგორ მივუდგეთ მათ? ეს კითხვები უამრავი ოჯახის ტკივილსა და ავსატეხს ასახავს. დროის სვლასთან ერთმად არკომანთა რიცხვიც მატულობს. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ნარკომანიასთან მიმართებით მხოლოდ ადმინისტრაციული მეთოდით ვერაფერს გავხდებით, თუმცა ბევრი ადამიანი, ნარკომანთა დასჯისა და მათი გისოსებს მიღმა გამოკეტვის მომხრეა, რადგან მათი იზოლირებით შეიძლება ნარკოტიკის გავრცელების საფრთხე ავირიდოთ.
დაავადებასთან რომ ვიბრძლოთ, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების მოძიება. ყველაზე ხშირად ნარკომანია ოჯახში არსებული პრობლემებისა და პიროვნული განუვითარებლობით, არასლულფასოვნების განცდისა და რეალობისგან თავის დაღწევის სურვილით არის გამოწვეული. ზოგიერთი ადამიანი წამალს თავისი ნებით იღებს, ზოგი კი უბრალოდ მსხვერპლია. იმისათვის, რომ ამ დაავადებით დაავადებულ ხალხს დაეხმარნენ და ისინი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნონ, უამრავ ქვეყანაში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრები, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა ყოფილ ნარკომანთა ინტერვიუებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ მათ გამოჯანმრთელებაში ყველაზე დიდი როლი ახლობლების თანადგომამ და რწმენამ ითამაშა. ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი მუსიკოსი ბრიან ჰეად ველჩი, რომელიც მსოფლიოში მძიმე როკის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავია, დაახლოებით 10 წლის უკან ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო იმდენად, რომ მის გარეშე არსებობა არ შეეძლო. თავის ინტერვიუში ის ამოწმებს როგორ დაეხმარნენ ქრისტიანი მეგობრები და რა საოცრად განკურნა ღმერთმა ის ამ დამოკიდებულებისგან. ნარკომანიასთან ბრძოლაში უდიდეს როლს თამაშობენ სასულიერო რები. დევიდ უილკერსონი ერთი ღარიბი მღვდელი იყო, რომელიც სიკვდილისათვის განწირული ახალგაზრდების სიყვარულმა ნიუ-იორკში ჩაიყვანა. იქაურ ეკლესიებში ააგროვა შემოწირულობა და სენტ-ნიკოლას-არენა იქირავა ბრუკლინში, სადან რეაბილიტაციური ცენტრი გახსნა. ის ემსახურებოდა ნარკომანიით დაავადებულ ახალგაზრდებს უანგაროთ, ქრისტეს სიყვარულით. ამ კლინიკაში უამრავი ახალგაზრდა ადამიანი დაუბრუნდა სრულფასოვან იცოცხლეს და ისინი თავად აგრძელებენ დღეს სხვა ადამიანების დახმარებას. ნარკომანიასთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს ქუჩის ევანგელიზაციები. მარკ ალენი, ყოფილი გიტარისტი EX-VOTO დან ამბობს თავის ინტერვიუში თუ როგორ გადარჩა. ის წმიდა ანას ქუჩაში უსახლკაროთათვის გამზადებულ ევანგელიზაციაზე მივიდა სრულიად შემთხვევით, როდესაც მქადაგებელი ბიბლიით ხელში მიუახლოვდა მას და უთხრა, რომ ღმერთს სურდა მისი განკურნება. მარკი დაახლოებით 29წლამდე იყო, თუმცა მის სიცოცხლეს აღარავითარი აზრი არ ჰქონდა, ნარკოტიკზე იმდენად იყო დამოკიდებული რომ თავის წამლის ზემოქმედების გამო, სოლო დებიუტზე ვერ წავიდა. მისი ცხოვრება მთლიანად იყო დანგრეული, ის იყო ობოლი და მიუსაფარი, თუმცა იმ ღამიდან რაც მის გულში რწმენა აღმოცენდა, ყოველივე შეიცვალა და მას შემდეგ, ის სრულფასოვანი ადამიანი გახდა, რომელიც თავისი ისტორიით სხვებს ამხნევებდა.
ყველაზე რთულ სიტუაციებში, ადამიანი ოჯახში მიდის, რადგან სჯერა, რომ თუნდაც ყველამ ზურგი აქციოს, ოჯახის წევრები არ უარყოფენ მას, ამიტომ ახლობელ ადამიანთა თანადგომა უდიდესი ძალაა, რომელიც იმედს აძლევს დაზარალებულ პირს, იმედს იმისას რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
არის უამრავი, მილიონობით ადამიანი, რომელნიც ნარკომანიისგან განთავისუფლდნენ, ამიტომ ნარომანების განდევნის, იზოლირების და გაკილვის ნაცვლად, სჯობს დავფიქრდეთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. ისინი მათ გარშემომყოფებზე მეტად იტანჯებიან საკუთარი დამოკიდებულებით, ამიტომ ჩვენ როგორც საზოგადოება მზარში უნდა ამოვუდგეთ დაკარგულ ცხვრებს და გზის გაკვალვაში დავეხმაროთ მათ.
Magaria
ОтветитьУдалить:)
ОтветитьУдалитьმეც ვთვლი რომ მხარში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია,თუ მე ზურგს შევაქცევ მას ერთით მეტი მიზეზი ექნება რომ რეალობას გაექცეს ...
ОтветитьУдалить