I believe in Yeshua (Jesus) and His word. He saved my life and i Love Him with all of my heart.
понедельник, 30 марта 2015 г.
რატომ უნდა მიყვარდეს ისრაელი
მშვიდობა შენ __ ისრაელ.!!!
რატომ უნდა მიყვარდეს ისრაელი
და ებრაელები
„ასე
მთელი ისრაელი გადარჩება,როგორც სწერია: მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას აარიდებს
იაკობს.“
რომაელთა
11:26
„ხოლო
თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ,ველურო ზეთისხილო,დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთის
ხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ
იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი,ფესვს უკავიხარ შენ.“
რომაელთა
11:17–18
ქრისტიანები დღეს მილიონობით დოლარს ხარჯავენ,რათა
სახარება ახარონ ადამიანებს. ისინი მიდიან მუსლიმურ ქვეყნებში და მზად არიან ერთი მუსლიმის
ქრისტეს რჯულზე მოსაქცევად სიცოცხლე გაწირონ,ეს საგმიროა უდავოდ.
ამას
წინათ მქადაგებელმა გამოაცხადა,რომ მაისში
ირანში მიდის სახარების საქადაგებლად და მოხალისეები ესაჭიროება. ჩემს გვერდით მჯდომი
გამოეხმაურა ამ განაცხადს,მე კი ურაი ვთქვი და მივუგე,რომ ისრაელში მინდა წასვლა და
არა ირანში,რადგან მიყვარს იუდეველბი. არ დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე. თვალებში
ეწერა შეკითხვა :“ისრაელში? რატომ,მათ ხომ
არ სწამთ უფალი.“
ეს
ის ფრაზაა,რომელიც უამრავჯერ მოვისმინე და რომელმაც ბევრჯერ ცრემლი მომგვარა თვალზე.
ქრისტიანები
მზად არიან უყვარდეთ მოსისხლე მტრები, დიახ ეს ასეც უნდა იყოს,მაგრამ საკმარისია ვინმემ
ისრაელზე დაიწყოს საუბარი,რომ ქრისტიანთა უმეტესობა გაკვირვებული თვალებით იყურება.
რომაელ მორწმუნეებს ეს პრობლემა პირველივე საუკუნეში ჰქონდათ,რის გამოც შაულ მოციქული
(პავლე) თავის მათდამი ეპისტოლეში რამდენიმე თავს უძღვნის ამ საკითხს,რათა მიახვედროს
ახლადმორწმუნენი,რომ ისრაელის ურწმუნოება ღვთისგან იყო დაშებული,რათა წარმართებს ხსნა
გვღირსებოდა,ხოლო როცა მოვა იუდეველთა დრო,მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს
იაკობს.
მეტწილად,როდესაც
ისრაელის გაკილვა უნდათ,მიზეზად მათ იეშუასადმი ურწმუნოებას იშველიებენ. ასეთ ქრისტიანებს
ავიწყდებათ,რომ პირველი მორწმუნეები,რომელთაც უფალი მესიად აღიარეს და მიიღეს სწორედ
რომ ებრაელები იყვნენ. მეერგასე დღეს, 120 ებრაელი (რჯულის დამცველი) სულიწმიდით აღივსო,მას
შემდგომ ისინი სახარებას ქადაგებდნენ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებაზე 3000მდე
იუდეველი იეშუას მორწმუნე გახდა.
135წლამდე,სანამ იმპერატორი ადრიანი იერუსალიმიდან
იუდეველ ქრისტიანებს გააძევებდამსხვა ორთოდოქს იუდეველბთან ერთად, ეკლესია ებრაელი,იუდეველი
მორწმუნეებისგან შედგებოდა. თორმეტი მოციქული,რომელთა სახარებებსა და წერილებსაც ვკითხულობთ
ებრაელები იყვნენ. შაულ (პავლე) მოციქული,რომელიც გაქრისტიანებულ წარმართებს ასე ძლიერ
გვიყვარს, იუდეველი რაბინი იყო,გამალიელის ფერხთით აღზრდილი,რომლემაც თავისი სიცოცხლე
სახარების ქადაგებას მიუძღვნა,რათა შენ და მე ნამდვილ უფალსა და ღმერთზე რაიმე გაგვეგო. იმის გამო,რომ ქრისტიანობა მრავალმა ქვეყანამ ნაციონალურ
რელიგიად აქცია და მასში თავისი ეროვნული სიმბოლიკები და ხედვები აურია,ჩვენ ხშირად
ვივიწყებთ,რომ მოქცეული წარმართები ვართ. ჩვენი წინაპრები,რომელთაც ქრისტიანობა მიიღეს,
კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და ისტორია ამას ცხადყოფს,მაგრამ სწორედ იმის გამო არსებობდნენ
ებრაელები,რომლებიც დადიონ ყინვასა და სიცხეში,მშიერნი და მწყურვალნი და ქადაგებდნენ
ცოცხალ ღმერთს, ჩვენ დღეს უფლება გვაქვს ვილოცოთ უფლის მიმართ და მისი წმიდა სიტყვა
– „ბიბლია“ წავიკითხოთ.
რატომ
არის ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენს შორის ისრაელისა და ებრაელების მიმართ? ეს ის კითხვაა,რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა
გაეცეს,რამეთუ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა.
რა მოხდება თუკი აღმოვაჩენთ,რომ ებრაელთა უმეტესობას იეშუა ხამაშია (იესო ქრისტე)
სწორედ ქრისტიანების გამო არ სწამთ?
ალბათ ბევრს გაუკვირდება,მაგრამ
ებრაელთა დევნის ინიციატორი სწორედ რომ რომაული ეკლესია გახდა. 325წელს ნიკეის კრებაზე
ებრაელებისადმი სიძულვილის გამო, კონსტანტინემ გადაწყვიტა,რომ რომისა და ალექსანდრიის
ქრისტიანობის წარმართული ხასიათი,მთელს ქრისტიანულ ეკლესიაში შეეტანა,რათა მოეგლიჯა
ეკლესია თავისი ებრაული ფესვებიდან. 321 წელს მან იუდეური საბათი,რომელსაც პირველი
ქრისტიანული და შემდგომი საუკუნეების რ ეკლესიაც იცავდა,კვირა დღით ანუ მზის დაბადების
დღესასწაულის დღის ჩაანაცვლა. ის ეკლესიები,რომელნიც
არ შეესაბამებოდნენ იმპერატორის დაწესებულ ნიმუშს მკაცრად იდევნებოდნენ. ის ეკლეიური
მამები,რომლბეიც დღეს ეტალონად გვყავს შერაცხილნი,სინამდიველში ანიტისემიტიზმის პირველი
დამთესვანი იყვნენ. ევსევიმ, რომელიც კონსტანტინეს თანამედროვე და მომხრე გახლდათ, ნიკეის საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებანი შემდეგნაირად შეაჯამა:„უღირსად გვეჩვენება ის, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვათ ებრაული წეს-ჩვეულებანი…, დაე, ნურაფერი საერთო ნუ გვექნება ამ ამაზრზენ ებრაელთა ბრბოსთან. მოდით, მათ საქმეებში ნურავითარ მონაწილეობას ნუ მივიღებთ. გამოვეყოთ მათ. გამუდმებით ილოცეთ, რომ თქვენი სულებს ლაქა არ მოეცხოს მათ ჩვეულებებთან შეხების გამოც კი… ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და თავი ავარიდოთ ებრაული ცხოვრების წესის ყოველგვარ პრაქტიკულ გამოვლინებას.“ ეს იმ ადამიანის სიტყვებია,რომელიც ქრისტესმიერ
სიყვარულს ეფუძნებოდა,თუმცა ამგვარ ანტისემიტიზმს სიყვარულის გამოხატულებას ვერ
ვუწოდებთ. ბერნარდ ლაზარე აღწერს ნიკეის კრების შემდგომ მომხდარ მოვლენებს: „ნიკეის კრებამდე ქრისტიანები დადიოდნენ სინაგოგებში და აღნიშნავდნენ ებრაულ დღესასწაულებს, ნიკეის კრების შემდეგ კი ყოველგვარი ძალისხმევა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ქრისტიანობა გათავისუფლებულიყო იმ უკანასკნელ კავშირთაგან, რომელთა მეშვეობითაც ის თავის სათავეს უკავშირდებოდა.“ისინი, რომლებიც იცავდნენ ებრაულ წეს-ჩვეულებებს, ანათემას (ეკლესიიდან განკვეთა ან შეჩვენება) გადასცეს. საბოლოოდ, ებრაული წესების დაცვა მიჩნეულ იქნა კანონსაწინააღმდეგო დანაშაულად, რომელიც სიკვდილით უნდა დასჯილიყო.ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიკეის კრებაზე მიღებული დადგენილებანი მყისიერი და საყოველთაო იყო. ასწლეულების განმავლობაში დამატებითი საეკლესიო კრებები აუცილებლობად აცხადებდნენ მესიანური ქრისტიანობის აკრძალვას და ხშირად სასტიკი სასჯელით ემუქრებოდნენ მათ, ვინც იღებდა ებრაული მემკვიდრეობას და აგრძელებდა მას.
სოწორედ
ებრაელებისადმი სიძულვილის გამო ეკლესიამ ნიკეის
კრებაზე შეცვალა „ფესახის“ დღესასწაულის თარიღი და სახელწოდებაც კი. ამასთან დაკავშირებით კონსტანტინე წერდა:“ დაე ნურაფერი
საერთო ნუ გვექნება ებრაელებთან, ჩვენი უფლის გამყიდველებთან და მკვლელებთან.“ აშკარაა,რომ
კონსტანტინეს არც სახარება ჰქონდა წაკითხული და არც მოციქულებს იცნობდა,რადგან მათ
უფლის მკვლელებს ვერ უწოდებდა. აქ შევჩერდები.
ხშირად
იგივე ბრალდება მეც მსმენია:“მათ ჩემი უფალი მოკლეს!“ და ძირითადად ამას ისეთი ქრისტიანები
ამბობენ ლოცვაზე ძალის დატანება რომ სჭირდებათ და წმიდა წერილსაც მოვალეობის მოხდის
მიზნით რომ კითხულობენ. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანისთვის უცნობია,რომ იეშუა სწორედ
სასიკვდილოდ მოვიდა. ის თავიდანვე ამბობდა,რომ მოვიდა მამის ნების აღსასრულებლად, ის
იყო კრავი ღვთისა,რომელმაც როგორც ახალმა ადამიანმა დაიკავა ჩვენი ადგილი ჯვარზე. ის იყო სწორედ ფესახი,
კრავი, რომლის სისხლსაც უნდა გამოესყიდა მისი მრწმუნენი. იესომ იცოდა რისთვის მოდიოდა
და მან ასევე თქვა,რომ იუდეველებს დაუბრმავა ღმერთმა თვალები რათა ენახათ,მაგრამ არ
ერწმუნათ,რადგან მათ რომ ერწმუნათ,ჩვენ აღარ გვექნებოდა გადარჩენის შესაძლებლობა. სამწუხაროა,რომ
ებრაელებს უფლის მკვლელებს ვუწოდებთ,რადგან უფალი თავისი ნებით ავიდა ჯვარზე და რომ
არა მისი ნება,ძეხორციელი ვერ გააკრავდა მას ძელზე. ამ საკითხზე საუბრის დროს, ერთი
უმნიშვნელოვანესი ფაქტი მიჩქმალულია–ხოლმე „აღდგომა“. იეშუა მკვდარი არ დარჩენილა,ის აღსდგა და ქრისტიანთა
გარკვეული რაოდენობის ლოგიკის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, სწორედ იმის დამსახურებით,რომ
ებრაელებმა იეშუა გააკრეს ჯვარზე და მოკლეს,ის აღსდგა მკვდრეთით. ამიტომ,მიზეზი ებრაელებზე
მძვინვარების ამ მხრივ არანაირად არ გვაქვს.
არის კიდევ ერთი ფაქტორი– დანაშაულია,როდესაც რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფის
გამო მთელს ერს ვადანაშაულებთ. სიცრუეა ის რომ ისრაელს იეშუა არ სწამს, ისრაელში არიან
მესიანელი იუდეველები,რომლებიც იეშუას უფლად და მხსნელად აღიარებენ და უფრო მეტიც,სწორედ
ისინი მისდევენ ზედმიწევნით მოციქულთა სწავლებებს. ყველა ებრაელს არ გაუკრავს ქრისტე
ჯვარზე. ქრისტესი სწამდათ ებრაელებს,ბოლოს და ბოლოს იეშუა რბინი იყო,იუდეველთა რაბინი,თუმცა
ამაზე დღეს ეკლესიებში ნაკლებად საუბრობენ.
ვინ
გვიბიძგა,რომ გაგვედევნა ისრაელი? ჩვენ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე ვაყენებთ,რომ მუსლიმებს
ვუქადაგოთ,მაგრამ განა ეს ის მუსლიმები არ არიან ჩვენს და–ძმებს რომ ცოცხლად წვავენ
დღესაც და ტელეფონით ვიდეოებს უღებენ? იეშუა კი მოკვდა,მაგრამ აღსდგა მკვდრეთით,ჩვენ
და–ძმებს კი სასტიკად კლავენ და ისინი გვშორდებიან. სად არის ლოგიკა?
როდესაც
ჰიტლერს ჰკითხეს,თუ რას უპირებდა იგი ებრაელებს,მან უპასუხა:“მე განსაკუთრებულს არაფერს
დავმართებს ებრაელ ერს,იმის გარდა რასაც ეკლესია აკეთებდა ამდენი საუკუნის განმავლობაში.“ საყურადღებოა,რომ ის გერმანელი ჯარისკაცები,რომლებიც
კლვადნენ ებრაელ ბავშვებს, გაზის კამერებში ამწყვდევდნენ ებრაელებს და ამას ზეიმობდნენ,ამ
ყოველივეს აკეთებდნენ ქრისტიანული ეკლესიის და მათი უფლის სახელით. როდესაც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გაიმართა და 1099წლის 7ივნისს ჯვაროსნების ლაშქარმა იერუსალიმში
შეაღწია, ისტორიკოსები წერენ,რომ იერუსალიმის ქუჩებში სისხლის მდინარეები მოედინებოდა.
მათ ყველა ებრაელი სინაგოგაში ჩაკეტეს და შემდგომ ცეცხლი წაუკიდეს. იცით რატომ? იგივე
მიზეზის გამო,რა მიზეზის გამოც დღეს ქრისტიანები მტრად მიიჩნევენ ებრაელებს. ჩვენ მზად
ვართ ფეხები ვუკოცნოთ მუსლიმებს,მაგრამ ღვთის რჩეულ ერს (რომლის ისტორიასაც უზენაესი
ქმნის და ეს მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა,როდესაც ისრაელი დაქცეული სახელმწიფო კვლავ აღარდგინა
და გაფანტული იუდეველები შეკრიბა) მტრებად მივიჩნევთ. რატომ? განა პირველი ქრისტიანები
ისინი არ იყვნენ? განა პირველად მათ არ ირწმუნეს? თუ ბერძნებმა? ბერძნები ჯერ ისევ
ზევსსა და აპოლონს ეთაყვანებოდნენ,როდესაც ებრაელები სახარებას ქადაგებდნენ.
იმის
გამო,რომ თავისი ავტორიტეტი წამოეწია და სახელწიფო მოხელეებიც კარგად ემართა, რომაულმა
ეკლესიამ ყველა დაარწმუნა,რომ ისრაელი ღმერთმა ეკლესიით ჩაანაცვლა,მაგრამ მსგავს რამეს
ვერსად წავიკთხავთ ბიბლიაში. განა ასეთი ცვალებადია ბიბლიის ღმერთი? განა ის ადამიანია,რომ
თქვას და გადათქვას? თუ ის ათასწლეულების განმავლობაში უნახავდა თავის მსახურს–აბრაამსა
და დავითს აღთქმას, ვინ დაგვარწმუნა,რომ ის ახლა გატეხდა ამ აღთქმას?
პავლე
მოციქული წერს,რომ უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება და ამას სწორედ ებრაელებზე წერს,ამ
სიტყვების მეშვეობით გვამცნობს,რომ ღმერთს ისრაელის მიმართ თავისი სიყვარული უკან არ
გადაუწევია,ისრაელი მისი პირმშოა. იეშუა სწორედ იერუსალიმში დაბრუნდება,სწორედ ზეთისხილის
მთაზე დაიდმება მისი წმიდა ფეხები. მას იერუსალიმის მეფე და ისრაელის ღმერთი ეწოდება
და ათასწლიანი მეფობის დროს სწორედ ისრაელში იდგება მისი ტახტი და ერები მივლენ თავყვანის
საცემად.
ხშირად
ამ საკითხზე საუბრისას ქრისტიანებს აბნევს, ეკლესიის და ისრაელის ხსენება. სამწუხაროდ,
ბერძნლი სიტყვა „ეკლესია“ ნათარგმნი არ არის და პირდაპირ წერია სახარებაში,რის გამოც
ქრისტიანებს ეკლესია ისრაელის კრებულისგან გაუცხოებული გუმბათიანი შენობა ჰგონიათ.
ტერმინი „ეკლესია“ ბერძნული სიტყვაა,რომელიც ხალხის კრებულს ნიშნავს. პავლე მოციქული
იგივე შაული, წერს რომ ყველა, ვინც ერწმუნა იუდეველთა მესიას–იეშუას,აბრაამის შვილია
რწმენით და ისრაელიანად ითვლება. ამიტომ უწოდებს რა თავის თავს ისრაელის ღმერთს უზენაესი,ამით
ჩვენ (მოქცეულ წარმართებს) გვერდით არ გვტოვებს,არამედ გვაერთიანებს მათთან,რადგან
მას ერთი ერი ჰყავს–ისრაელი და ისრაელს ეკუთვნის ეკლესიაც (ხალხი,რომელთაც იეშუა ირწმუნეს).
დღეს
ისრაელს მძიმე პერიოდი აქვს, მას ისე სჭირდება ქრისტიანთა თანადგომა,როგორც არასდროს.
ეს მშვენიერი შესაძლებლობაა ქრისტიანებისთვის გამოავლინონ მადლიერება და რწმენა იეშუასადმი.
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ისრაელის,აბრაამისა და იაკობის ღმერთი ვირწმუნეთ. სწორედ ჩვენი
წინაპრები დევნიდნენ და ტანჯავდნენ მათ უფლის სახელით. დროა გამოვასწოროთ წინაპრების
მიერ დაშვებული შეცდომები. უფალმა აღუთქვა აბრაამსა და ისრაელს,რომ მის დამლოცველეს
დალოცავდა და მის დამაწყევარს დაწყევლიდა. ფსალმუნებში დავითი არაერთხელ მოუწოდებს
სხვა ხალხებს,რომ მშვიდობა უსურვონ ისრაელს.
სამწუხაროდ
ისრაელს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ხშირად უთქვამთ „საბრალო პალესტინელები“. მაგრამ
ისრაელი არასოდეს ესხმოდა თავს უმიზეზოს პალესტინას. ომი პალესტინამ დაიწყო. ზავი პალესტინამ
დაარღვია, თუ პალესტინელები საბრალონი არიან,ისრაელში მცხოვრები ობლად დარჩენილი ბავშვები
არ არიან საბრალონი? რატომ არავინ სვამს ასეთ კითხვებს. ისრაელმა მათ თავისი მიწა გამოუყო
და არ გააძევა,თუმცა ჰქონდა ამისი უფლება,მათ კი მძინარე ისრაელს დაბომბვა დაუწყეს.
თქვენ რომ სახლში ქურდი შემოგვარდეთ და შვილები ამოგიხოცოთ,მოეფერებით და გაუმასპინძლდებით?
სიტყვა
პალესტინა წარმოდგება სიტყვა „ფილისტიმისგან“, რაც ბევრს ნიშნავს. ეს წორედ იმ ფილისტიმელების
შთამომავლები არიან, ისრაელიანებს რომ ეომებოდნენ. ახლა ვიღაც იტყვის,ისრაელის მიწა
მათი იყოვო, ვერ დაგეთანხმებით. კი ისინი ცხოვრობდნენ ამ მიწაზე,სანამ ისრაელი 400წელს
ეგვიპტეში იყო,მაგრამ მანამდე ეგ მიწა უკვე აბრაამსა და უფრო მანამდე, ნოეს შვილებს
ეკუთვნოდა,ამიტომ ისევე როგორც დღეს,მაშინაც ფილისტიმელები უსინდისოდ ცდილობდნენ სხვისი
საკუთრების მისაკუთრებას.
ამ
სტატიით არ ვამბობ,რომ ყველა ებრაელი წმიდაა. კარგ მთქმელს კარგი გამოგონი უნდაო ნათქვამია.
მე მხოლოდ იმის თქმა მსურს,რომ ქრისტიანებს ქრისტიანობა ამ ხალხის მეშვეობით გვეღირსა,
და სამწუხაროდ სწორედ ჩვენი და ჩვენი წინაპრების სიძულვილით აღვსილი ქცევების გამო
არ სწამთ მათ დღეს თავიანთი მესია,მაგრამ მოდის დროს,როდესაც უფალი იწყებს მათ მოქცევას
და უბრალოდ მინდა გამოგიწვიოთ,რომ იყოთ ის ადამიანი,ვინც ამ დიდებულ მოქცევაში თავის
ორ ლეპას შეიტანს.ვინც დაანახებს მათ,რომ იეშუა სიყვარულს ქადაგებს და არ ცვლის აღთქმებს.
თუ სხვა ვერაფრით დაეხმარებით მათ, უბრალოდ ილოცეთ ამ ერისთვის,მისი მოქალაქეებისთვის,რათა
უფალმა დაიცვას ისინი და გაიზარდოს ისრაელში მესიანელ იუდეველთა რაოდენობა,რომ ირწმუნონ
თავინთი უფლის. დიახ,იეშუა ჯერ მათი უფალია და შემდეგ ჩვენი.
უფალმა დაგლოცოთ.
ავტორი:
ია კარგარეთელი
31.03.2015წელი
Подписаться на:
Сообщения (Atom)