უღმერთოებამ კაცობრიობა მიიყვანა იმ ეტაპამდე,რასაც დღეს ჩვენი თვალები უმზერს.ჩვენ სულ ვითხოვთ ღმერთის სამართლიანობას,მაგრამ ყველას გვავიწყდება რომ არ ვართ ღმერთის წინაშე მართლები. ორი ნამცეცი სიკეთით ღმერთის სამართლიანობის წინაშე ვერ წარვსდგებით ხალხო. ჩვენ იმ ებრაელ ხალხს გვავრთ,რომლებიც ღმერთმა ეგვიპტის მონობისგან გამოიყვანა,მაგრამ ისინი უკმაყოფილონი იყვნენ და ნიორსა და პრასს მისტიროდნენ.
საქართველომ ღმერთი თავისიანად აქცია,მაგრამ ღმერთი ღმერთია დასაბამიდან,მასთან არ არის მიკერძოება.ის არ გამოარჩევს ერთს მეორისგან,მხოლოდ იმიტომ რომ ერთი განსკაუთრებით უყვარს და მეორე ნაკლებად. ქართველი ერი ვამაყობთ ჩვენი წარსულით,იმ ომებით რაც თვითგადარჩენისათვის გამოარეს ჩვენმა წინაპრებმა,მაგრამ ეს ერი ღმერთმა იმ სატანჯველისაგან იმიტომ,კი არ გამოიყვანა,რომ წარსულში დაბრუნება ენატრა,არამედ რათა დაენახა უფლის წყალობა და დიდება და შემოტრიალებულიყო ცოცხალი ღმერთისკენ,ერთგული ყოფილიყო ქრისტესი და მისი სახარების და არა ადამიანთა სწავლებების. საუკუნეების მანძილზე მტერი ატიალებდა ამ ქვეყანას და ხატებს ზემოდან აკლავდა ქართველ ხალს,ეს ნიშანი იყო უფლისგან რომ ის ხელთ ქმნილში არ მკვიდრობს,მაგრამ გონს არ მოეგო ეს ერი და არ შემოტრიალდა ცოცხალი ქრისტესეკნ.ყოველი ის გატიალება და სიბილწე,რასაც დღეს უმზერს ჩვენი თვალები უღმერთოობის შედეგია,რომელიც ტრადიციულ ეკლესიის წიაგში იმალება. თუმცა ამის გაგონება არავის სურს,რადგან კვირაში ერთხელ წირვაზე წასვლა ქრისტიანობად მიაჩნიათ. აღარ არის შიში ღმერთისა,აღარ არის სიყვარული ქრისტესი..სიწმიდე და ერთგულება რიტუალების დაცვამ ჩაანაცვლა და ფაქტიც სახეზეა,გვყავს ზომბირებული ხალხი,რომელსაც თავი მორწმუნე გონია,სინამდვილეში კი ბნელში დადიან.ისინი ზეიმობენ დღესასწაულებს,მხოლოდ იმიტომ რომ მოილხინონ,აზრი და ფესვი ამ დღესასწაულისა არავის ახსოვს.მამაკაცები ღალატობენ მეუღლეებს,ამცირებენ მათ,ქალები კლავენ ჩვილებს,ეწევიან,მრუშობენ,ჭორაობენ,დადიან მკითხავებთან..ბავშვები ტირიან, იმის გამო რომ მშობლები იტანჯებიან.ახალგარდები სიმარტოვის მორევში იძირებიან,მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი მხოლოდ გარეგნულ ღვთისმოსაობას მისჩერებია.სასაფლაოები გაივსო ახალგაზრდების გვამებით..აბორტთა რიცხვმა წარმოსახულს გადააჭარბა,და ამის მერე ამბობთ რომ ეს ქრისტიანული ქვეყანაა? ქვეყანა სადაც ქრისტეს თუ ახსენებ საცემლად მოგდევენ,მხოლოდ იმიტომ რომ სახარებიდან იტყვი რამეს? ყველას აქვს ბიბლია სახლში,მაგრამ არავინ კითხულობს,არაინ ეძებს ღმერთს.არადა რა მოწყალეა უფალი,რა მოსიყვარულეა ღმერთი.როგორ სურს მას დაეხმაროს დაჩაგრულებს,თავი განუცხადოს მათ ვისაც არასოდეს სმეია მასზე.და ის აკეთებს კიდევაც ამას.ის არის ობოლთა და დაჩაგრულთა ქომაგი,ცოდვილთა და გარიყულთა მხსნელი.
მოტრიალდით მისკენ,სანამ არის დრო,თქვენ ვინც იძახით რომ გწამთ მისი,მაგრამ არც კი გაინტერესებთ იგი..გახსენით თქვენი გულის კარები რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა,ცაბაოთ უფალი,თორემ ამოიწურება დრო და ჩაირაზება კარები.