"უცოდინარობის გამო იღუპება ერი ჩემი"
ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი გვაფრთხილებს ქრისტიანებს :"მტკიცედ მივყვეთ სასოების აღსარებას,ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია."
ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ სასოებას ანუ იმედის აღსარებას,ეს შეიძლება გავიგოთ ასე:"მტკიცედ ვიდგეთ ღმერთის სიტყვასა და მის აღთქმებზე". შემთხვევით როდია,რომ ბიბლიაში სულიწმიდა ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ერთგულ მნეზე.რომელიც ფხიზლობს და ელის თავისი ბატონის დაბრუნებას. რადგან მხოლოდ ერთგული შეძლებს დაიმკვიდროს ღვთისგან მისთვის აღთქმული. პირველ რიგში ქრისტიანობა და ჩვენი უფლისადმი რწმენა გამოიხატება ქრისტესადმი,ანუ ღმერთის სიტყვისადმი ერთგულებაში. სიტყვა არის ის,რითიც ღმერთმა განგვიცხადა თავისი ნება და რაშიც ღმერთმა განგვიცხადა თავისი თავი. სიტყვა რომელიც მორმწუნემ უნდა დაიცვას არის ბიბლია.სამწუხაროდ სატანამ მრავალსაუკუნოვანი ცდის შედეგად მოახერხა და შეძლო,რომ ადამიანებს ბიბლიისადმი ინტერესი დაუკარგა..მან თავისი მსახურების შედეგად დაარწმუნა ადამიანები რომ თუ განსაკუთრებულ კურთხევას ან განსაკუთრებულ მადლს არ ფლობ ბიბლიას ვერ გაიგებ სწორად. ეს მეთოდი დღესაც შესანიშნავად მოქმედებს.თუ ადრე ადამიანებს ბიბლიის კითხვის გამო კოცონზე წვავდნენ,ახლა ბიბლია ყველას აქვს სახლში მაგრამ მხოლოდ მტვერს წმიდავენ მას.. და ზუსტად იმის გამო,რომ მრავალი ქრისტიანის ბიბლია გადაუშლელია,მათ არ აქვთ ურთიერთობა სულიწმიდასთან,რომელიც გვიცხადებს ჭეშმარიტებას და ამის გამო ადამიანები ემონებიან კაცთაგან დადგენილ წესებს,ხოლო ღვთისაგან დადგენილ სიტყვას ზურგს აქცევენ..ასეა თუ ისე ღმერთმა თქვა რომ უცოდინარობა ცოდვაა..რადგან სწორედ ღმერთის სიტყვის უცოდინარობის გამო იღუპება ხალხი.საქმე იმაშია რომ რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ ჩვენი ღმერთისადმი სიყვარული,ეს სიყვარული მხოლოდ მაშინ არის დასაჯერებელი და შესამჩნევი როდესაც მოზიარეობა გვაქვს მის სიტყვასთან.რამდენადაც გვიყვარს უფლის სიტყვა,იმდენად გვიყვარს ღმერთი,რადგან სიტყვა ზუსტად იმ ავტორიტეტს ფლობს,რასაც ღმერთი.ყოველ ქრისტიანს მკაცრად და სიყვარულით აფრთხილებს სულიწმიდა,რომ იყოს ფხიზელი და არ გადაუხვიოს ჭეშმარიტებიდან,იდგეს უფლის სიტყვაზე–ქრისტეზე.რომ არ ავყვეთ უცხო მოძღვრებას,რომელიც გვაშორებს ქრისტეს და მის ეკლესიას,რომ არ მივატოვოთ ჩვენი შესაკრებელი,არამედ განვამტკიცთ ერთმანეთი. სამწუხაროდ,დღეს ბევრმა რელიგიამ დაირქვა სახელწოდება "ჭეშმარიტი" და ამ თემის კითხვისას კათოლიკემ,მართლმადიდებელმა,ბაპტისტსმა შეიძლევბა იფიქროს,რომ არ გადაუხვიონ იმას რასაც მათ შთააგონებენ და ასწავლიან. მაგრამ იცოდეთ,ყოველი ის ეკლესია,რომელიც ბიბლიას უმატებს კიდევ გარდამოცემებს,მამათა სწავლებებს და წინაპართა წეს–ჩვეულებებს უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ქრისტეს,გადაუხვია ჭეშმარიტებისგან და თვითმარქვიაა.ასეთი ეკლესიიდან სჯობს დროზე გაიქცე,რადგან იმ ადამიანებისათვის ვინც არ ფხიზლობს,უფლის დღე მოვა როგორც მპარავი და მეხის დაცემასავით იქნება მათთვის.გადახედეთ და გამოიკვლიეთ თქვენი ეკლესიის სწავლება,გაცხრილეთ იგი ბიბლიის ჭეშმარიტებით და დასვით კითხვები,თუ ამ კითხვების გამო თქვენ დაგემუქრებიან და განგდევნიან ეს იქნება პასუხი თქვენთვის უფლისგან რომ გამოეცალოთ ასეთ ცრუმარქვია ეკლესიას და მიხვიდეთ ცოცხალ ღმერთთან,მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან,რომელსაც ძალუძს თქვენი გადარჩენა და განწმედა.სწორედ ამიტომ იმყოფება სულიწმიდა დედამიწაზე,რომ გაგვიცხადოს ბიბლია,გვასწავლოს უფლის მიერ ნათქვამი და მოგვცეს ძალა რომ ვიდგეთ უფლის სიტყვაზე და იმედზე. ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველთვის დევნილია ქვეყნიერებისაგან,რადგან ქვეყნიერებას სძულს ქრისტე და ასევე მისი მწაფეებიც. თუკი ჩვენი უფალი ქვეყნიერებამ ჯვარზე გააკრა,როგორ გგონიათ ის დაგვინდობს ჩვენ? უფალმა გვითხრა,არ არის მონა აღმატებული თავის ბატონზე,ამიტომ თუ ქრისტე განდევნეს ჩვენს განგვდევნიან.სულიწმიდა მოგვიწოდებს არ ვიყოთ მეამიტნი,რომელთაც იტაცებს ყოველგვარი მოძღვრება,არამედ ვიდგედ მტკიცეთ იმაზე რაც სახარებიდან გვისწავლია,რასაც მოციქულები ქადაგებდნენ.სიბრძნის მომცემი კი თავად ღმერთია და წერილი ამბობს,რომ მას სურს გაგვეცნოს,გამოგვიცხადოს დაფარული რაც აქამდე არ ვიცოდით,ამისათვის კი მასთან სიახლოვე,მისი ძიებაა საჭირო.(იერემია33:3) (იაკობის 1:5) უფალი დაუყვერდებლად იძლევა სიბრძნეს,მაგრამ ამ სიბრძნეს ჩვენ ვღებულობთ მხოლოდ მაშინ,როდესაც მტკიცედ გვწამს,რადგან ეჭვიანი ვერაფერს ვერ მიიღებს,ის ზღვის ტალღასავითაა,რომელსაც ქარი სადაც უნდა იქით ათამაშებს. არ შეიძლება ვიყოთ მერყვენი,ამის დრო ამოიწურა. დავითი 118:105 მუხლში ამბობს:" სანთელია ჩემს ფერხთათვის სიტყვა შენი და
სინათლე ჩემი ბილიკისათვის"
უფლის სიტყვა ანათებს ჩვენს ირგვლივ გამეფებულ წყვდიადს და გვინათებს სავალ გზას,რომელსაც გამოვყავართ ყოველგვარი მონობისა და ცოდვის ტყვეობისაგან.
ებრაელთა მიმართ წერილში,ავტორი მოგვიწოდებს მტკიცედ ჩავეჭიდოთ ამ იმედს,რატომ? იმიტომ,რომ "ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა,რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას" (მათე 7:14)
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით ფხიზელნი როდესაც ვიდგებით მის სიტყვაზე.როდესაც დავდგებით ჩვენი გულის სადარაჯოზე და არ მივცემთ სატანას ანუ მტერს მასში თავისი მწარე ფესვების აღმოცენების უფელებას..სწორედ ამიტომ უფალი მოგვიწოდებს რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე,მივაქციოთ ერთმანეთს ყურადღება და ვიყოთ ერთმანეთის დარაჯები.
"გაფრთხილდით,რომ რომელიმე თქვენგანმა არ დაკარგოს ღმერთის მადლი,რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს" (ებრ 12:15)
იმიტომ რომ ადამიანს, რომლის გულშიც არის ის რაც არის მტრისგან, თავადაც ცდუნებაში იმყოფება და ძალუძს აცდუნოს სხვებიც და დაღუპოს.ასეთმა ადამიანმა ბოლოს შეიძლება ბევრი ინანოს მაგრამ ვეღარ მოინანიოს,ესავივით. (ებრ 12:16–17) ამიტომ თუ ჩვენშ გულში არის ბრაზი,ბოღმა,არასწორი სურვილები და ფიქრები,არასწორი მოძღვრება რაც წინააღმდეგობაში მოდის ქრისტესთან,სანამ კიდევ არის დრო მოდით მოვინანიოთ,რადგან გადადებული მონანიება ეს დაკარგული შანსია.სულის გადარჩენის საკითხი–არამგონია რაიმე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ამაზე.უფალმა თქვა რომ ცდუნებები მოვა,მაგრამ ვაი იმ ადამიანს,რომლის მიერაც მოვა ცდუნებები.ასეთ ადამიანს ერჩივნა ლოდი დაეკიდებინა კისერზე და წყალში გადამხტარიყო,რადგან ბევრად უფრო საშინელ სასჯელს მიიღებს უფლისგან.სწორედ ამის გამო უნდა ვიყოთ ფხიზლად,დავუკვირდეთ ჩვენს საქციელს და გავცხრილოთ ჩვენი გულები და ცხოვრება სახარების სინათლეზე. თუკი არ ვიფხიზლებთ ძვირფასებო,ჩვენი აღსასრული იქნება სავალალო,რის გამოც დავწყევლით გაჩენის დღეს. მთავარი ის კი არა რის როგორ დავიწყეთ,არამედ თუ როგორ დავასრულებთ.პავლე მოციქული წერს ახალგაზრდა ტიმოტეს,რომ მან განვლო ასპარეზი და რწმენა შეინარჩუნა,რის გამოც მოელის ზეცაში უჭკნობი ციხოხლის გვირგვინი,რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულებს.. ამ სიტყვებით პავლე ცხადჰყოფს,რომ ქრისტიანს მოუწევს რწმენის შენარჩუნება,სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბრძოლა რწმენის შესანარჩუნებლად. პირველ რიგში კი ჩვენ ჩვენი გულების სადარაჯოზე ყოფნა გვამრთებს.რადგან ყოველივე გულიდან მოდის. და ბოლოს უფალი გვაფრთხილებს "ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს,როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ,არამედ შევაგონებდეთ ერთმანეთშ,რაც უფრო ატყობთ იმ დღის მოახლოებას" ...ებრაელთა10:25
უფალი გფარავდეთ...!
Комментариев нет:
Отправить комментарий