пятница, 18 апреля 2014 г.

ქრისტეს სიყვარული

ჩვენ ყველას,განსაკუთრებით კი გოგონებს,ძალიან გვიყვარს სასიყვარულო ისტორიული წიგნების კითხვა..ცრემლი გვდის ხოლმე თვალებიდან,როდესაც წიგნში რაინდი გოგოს სიყვარულის გამო უდიდეს დაბრკოლებებს ლახავს და მაინც არ ნებდება..მაგრამ გაოცება და შინაგანი აღბრთოვანება მაშინ აღწევს პიკს,როდესაც რაინდი კვდება მიჯნურისთვის ან მის გადასარჩენად თავს წირავს.. ალბათ რამდენ გოგონას უნატრია ასეთი მეორე ნახევარი,რომელსაც ის ეყვარებოდა ისევე ძლიერ,და არ დაიშურებდა ძალ–ღონეს მასთან მისასვლელად. პავლე მოციქული ქრისტესა და ეკლესიის ისტორიას,ნეფესა და სასძლოს,ქმრისა და ცოლის ურთიერთობას ადრის და დასძენს,რომ ქრისტემ იქამდე შეიყვარა ეკლესია,რომ მოკვდა მისი გულისთვის.. როდესაც ბიბლიის კითხვა დავიწყე,აღმოვაჩინე,რომ ხელში მეკავა წიგნი,რომელშიც ყველაზე აღმატებული სიყვარული იყო აღწერილი..სიყვარული რომლის მთავარი გმირიც,მოღალატე საცოლის ნაცვლად სიკვდილით ისჯება,და შემდეგ აღსდგება რათა განწმიდოს თავისი საცოლე და იქორწინოს მასზე.. ეს არის სიყვარული,რომელიც აღემატება ადამიანურ ლოგიკას,რომელიც არ ჯდება იმ საზღვრებში,რითიც ჩვენ ვზომავთ ყველაფერს,განსაკუთრებით კი გრძნობებს. ქრისტეს სიყვარული,ეს არის ძალა და ერთგულება,რომელმაც ის აიყვანა ჯვარზე,მიუხედავად იმისა რომ ეს იყო უმძიმესი და საშინლად მტკივნეული.. ქრისტეს სიყვარული ეს აგაპეა,ღვთაებრივი სიყვარული. და საწყისს იღებს ღმერთში,რადგან ღმერთი არის სიყვარული. სწორედ ამ სიყვარულის დემონსტრირება მოხდა დაახლოებით 2000 წლის წინათ გოლგოთის ჯვარზე,როდესაც ქრისტე როგორც დასაკლავად გამზადებული კრავი,მსხვერპლად შეეწირა შენი და ჩემი გადარჩენისათვის. გოლგოთის ჯვარი ეს ჩვენი ხსნის ადგილია და არა ღმერთის დამარცხების,ეს ღმერთის ტრიუფია და წერილი ამბობს "განჩინებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი,რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო,აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი,სააშკარაოზე შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა გამარჯვება" კოლასელთა 2:14–15 აი ასეთია ჩემი უფალი,მოსიყვარულე,ერთგული და უანგარო.. განა ამაზე აღმატებული სიყვარული სმენია ვინმეს? განა ასე შენთვის უთქვამთ ოდესმე –მიყვარხარ?განა ოდესმე გაუგონია ადამიანს,რომ შემოქმედი შეეწირა ქმნილებას? რომ სამყაროს გამჩენი,შემქმნელი ცისა და მიწისა,ადამიანი გახდა რათა ადამიანი ეხსნა?–არა! ეს მხოლოდ ჩემმა უფალმა გააკეთა..ცოცხალმა ღმერთმა,რომელმაც ჯვარცმის მეშვეობით უთხრა ადამიანს–მე შენ მიყვარხარ..!

Комментариев нет:

Отправить комментарий