вторник, 1 апреля 2014 г.

ნებით ჩადენილი ცოდვები, ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ..


ნებით ჩადენილი ცოდვები, ეს არის გზა ჯოჯოხეთისკენ..
ებრაელთა მიმართ წერილში ავტორი ამბობს 10:26–27
"ვინაიდან,თუ ჩვენ,მას აქეთ,რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა,კვლავ ნებსით ვცოდავთ,აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,არამედ სამსჯავროს რაღაც საშინელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქვისათვის გამზადებული ცეცხლი"
სამწუხაროდ ჩვენ ხშირად იმისათვის რომ სხვის თვალში "მაგრები" ვჩანდეთ,ან საკუთარი თავის თვალში ვჩანდეთ ბედნიერები და კარგები,განზრახ მივდივართ კომპრომისზე ცოდვასთან..ბევრ ქრისტიანს არ უნდა აპატიოს,არ უნდა თავი დაანებოს ბევრ იმ უხამსობას რაშიც ცხოვრობს სამწუხაროდ და თავს იმით იმართლებს,რომ ის ცოდვილი ბუნების ადამიანია,რომ მიდრეკილია ცოდვისაკენ ,რადგან ხორცში იმყოფება.ბევრიც იძახის, რომ ეტაპები აქვს გასავლელი.დიახ ეს მართალია,მაგრამ ჩვენ შეგვიძლია 40 დღიანი ეტაპი 40 წლიანად ვაქციოდ,თუკი არ შევიცვლით აზროვნებას ბიბლიის საფუძველზე.ჩვენ შეგვიძლია ისრაელივით 40 წელი უდაბნოში ვიხეტიალოთ წუწუნსა და ცრემლებში და ვერასოდეს დავიმკვიდროთ აღთქმული ქვეყანა,იმის გამო რომ არ ვუყურებთ საკუთარ თავს ისე,როგორც უფალი გვიყურებს.ბევრი ქრისტიანი წუწნებს რომ ის სუსტია,ვერ იმარჯვებს ცოდვაზე,არ შეუძლია,დეპრესიაშია,დიახ ეს გასაგებია,მაგრამ ეს სიტყვები მოტყუებული გონებიდან მოდის,რადგან ჩვენ ყოველივე შეგვიძლია ქრისტეში.ხშირად ვამბობთ რომ ბევრი სისუსტე გვაქვს,მაგრამ საქმე იმაშია რომ იმას,რასაც ჩვენ სისუსტეს ვეძახით,ბიბლია უწოდებს ცოდვას,რომლის საზღაურიც არის სიკვდილი. წმიდა ღმერთმა იმდენად შეგვიყვარა ცოდვილი ადამიანები, რომ ქრისტე გაიღო ჩვენს სანაცვლოდ და ქრისტეს სიკვდილმა და აღდგომამ,მისმა წმიდა სისხლმა,რომელიც იღვრებოდა ჩვენი ცოდვების გამო,შეგვარიგა მამასთან ყველა ის ადამიანი ვინც გული გავუღეთ მას და ხელახლა ვიშვით მისი სულითა და სიტყვით.ყოველი ზეციდან შობილი ქისტიანი ახალი ქმნილებაა ქრისტე იესოში,ამას ბიბლია ამბობს.ჩვენ თავისუფალნი ვართ ძველი კაცისაგან რომელიც მიჯაჭვული იყო ცოდვას.ჩვენ მივიღეთ ახალი ღვთაებრივი ბუნება,რომელიც არის ნაწილი ქრისტესი,მისი წმიდა სხეულის და აბსოლიტურად თავისუფანლი გავხდით ცოდვისგან.პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში ამბობს,რომ რახან ღმერთის მადლი აღემატება ჩვენს ცოდვებს განა ეს იმას ნიშვანს,რომ კვლავ უნდა გავაგრძელოთ ცოდვაში ცხოვრება? არა ძვირფასებო.მით უმეტეს,თუ ღმერთის მადლი იმდენად დიდია,რომ გვპატიობს ცოდვებს,ჩვენ უნდა ვიყოთ წმიდები..სიწმიდე თავის თავში პირველ რიგში მოიცავს ღმერთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულს,სიწმიდეს არ აქვს არავითარი კავშირი ჩვენი მაიკის ფერთან.სიწმიდე ნიშნავს სუფთა გულს,რომელიც აღვსილია უფლისდამი სიყვარულითა და მოშიშებით.
როდესაც ჩვენ ვირწმუნეთ ქრისტე და მოვინათლეთ,აღვივსეთ მისი წმიდა სულით,ჩვენ თავისუფალნი გავხდით ცოდვის მონობისაგან,ამიტომ ბიბლია აღარ გვიწოდებს ცოდვილი ბუნების მქონე ადამიანებს,არამედ ახალ ქმნილებას იესოში,ღმერთის შვილს,წილხვედრილ ერს,საღვთო სამღვდელოებას,უფლის მაცნეს და ანთებულ სანთელს,რომელიც ანათებს ბნელში რათა გაუნათოს სხვას.
მაგრამ როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ნებსით ცოდვას,ჩვენ ვცილდებით ღმერთის მადლს. მაგალითად,თუ მე ვიცი რომ ჩემი ტყუილების გამო ,ჩემს ნაცვლად ქრისტეს,ჩემს უფალს სცემდნენ..თუ მე ვიცი რომ ჩემი ცოდვილი გზების გამო ,რომლითაც მე დავდიოდი ,ჩვემს უფალს ლურსმნით გაუხვრიტეს ფეხები, იმის გამო რომ ჩემი გონება აღვსილი იყო მრუშობით,უპატიებლობით,უსიყვარულობით,ცინიზმით და ა.შ ჩემს უფალს ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე და ის დაისაჯა ჩემს ნაცვლად,და მე მაინც ვაგრძელებ ამ ყოველივეში ცხოვრებას,იმ იმედით რომ ღმერთი მაინც მაპატიებს რადგან ვუყვარვარ,ამით მე აბუჩად ვიგდებ ქრისტეს სისხლს და მივდივარ პირდაპირ ჯოჯოხეთში.. წმიდა წერილი გვაფრთხილებს ,რომ ვიყოთ ფრთხილად,რათა რომელიმე ჩვენგანის გულში არ აღმოჩნდეს მწარე ფესვი,რომელიც ჩამოგვაშორებს ღმერთის მადლს,რადგან ჩვენ დაცულები ვართ მხოლოდ ქრისტეში,მის გარეთ ჩვნ ვერავინ დაგვიცავს.ღმერთმა გამოგვიყვანა სატანის მონობისაგან იმსათვის,რომ თავისუფლები ვიყოთ ცოდვისგან და ნათლის შვილები ვიყოთ,მისი შვილები..მან ამოგვიყვანა ტალახიდან,იმიტომ რომ სუფთები ვიყოთ,და არა იმიტომ რომ უფრო კარგად ვიგორაოდ ტალახში..ახლაგაზრდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ამ საკითხში.ებრ 10:28–29
". 28 თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით, 29 როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყო მადლის სული?" თითოეულ ქრისტიანს მოეთხოება პასუხი იმაზე თუ რამდენად აფასებდა იმ წმიდა სისხლს, რომელიც იღვრებოდა მისთვის გოლგოთაზე.ეს იმას არ ნიშნავს,რომ ჩვენ აღარასოდეს შევცოდავთ,მაგრამ დიდი სხვაობაა ნებით არჩეულ ცოდვასა და უნებლიედ ჩადენილ ცოდვას შორის. როდესაც ნებით ვცოდავთ, ჩვენი გვული სასტიკდება და ვეღარ ვინანიებთ,ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა კვდება.მაგრამ თუ უნებლიედ ვცოდავთ,სინდისი გვამხელს სულიწმინდის მეშვეობით, რის შედეგადაც ვინანიებთ და სისხლი ქრისტესი გვწმენდს ყოველი ცოდვისაგან..
პავლე სწერს ტიმოთეს ,რომ არ აყვეს ახალგაზრდულ გულისთქმებს,არამედ ილტვოდეს იმისკენ,რომ ემსგავსოს ქრისტეს და წმინდათ დაიცვას თავი წუთისოფლისგან. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ წმინდები.

Комментариев нет:

Отправить комментарий