ქრისტეს სისხლი
ქრისტეს სისხლის მსხვეპლი–ქრისტიანობის განმასხვავებელი ნიშანია. მის გარეშე არ შეგვიძლია ვიყოთ დახსნილი. სისხლი–ეს ქრისტეს სიკვდილის სიმბოლოა. ქრისტემ გამოგვისყიდა თავისი სისხლით."რაც იცით,რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისაგან გადმოცემული ამაო გზიდან.არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით,როგორც უბიწო და უმანკო კრავისა" ამინ.! ჩვენ უსასყიდლოთ ვიყავით მიყიდულნი ეშმაკზე,მაგრამ იესომ გამოგვისყიდა თავისი წმიდა სისხლით და მოგვცა გადარჩენა. სისხლმა დაგვაახლოვა ღმერთთან. "ახლა კი ოდესღაც შორს მყოფნი ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით.!" ამინ. იესო ქრისტემ დაგვაახლოვა ღმერთთან. "ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე,რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად,არამედ სულიერად." სისხლი ქმნის მშვიდობას. "რათა მისით შემოერიგებინა ყოველი,დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში." ვერასოდეს გაიგებთ ღმერთთან მშვიდობას,სინსისი მშვიდობას,გონების მშვიდობას,სულის მშვიდობას,ვიდრე ჯვართან არ მივალთ და რწმენით ქრისტეს არ მივმართავთ. სწორედ აქ არის ღმერთტან მშვიდობის საიდუმლო.. იესო ქრისტეს სისხლი განგვწმედს ყოველგვარი ცოდვისგან.ამინ.! იესო ქრისტე აღსდგა.ამინ.! ამ უდიდეს მოვლენაში მდგომარეობს ღვთიური გადარჩენის მთელი გეგმა.აღდგომის გარეშე არ იქნებოდა გამოსყიდვა. აღდგომა უპირველესად ნიშნავს,რომ ქრისტე იყო და არის ღმერთი.მან თქვა:"მე ვარ რომელიც ვარ.!" მან თქვა:"მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი.მკვდარი ვიყავი და აჰა ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე.და მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები." აღდგომა ნიშნავს რომ სიკვდილი დამარცხებულია. იგი ქრისტემ დაამარცხა. ეს არის ქრიტეს ქველმოქმედება,გაწეული კაცობრიობისათვის..
ბილი გრემი
Комментариев нет:
Отправить комментарий