вторник, 1 апреля 2014 г.

ხელმეორედ შობა

ხელმეორედ შობა
ბიბლია საუბრობს,რომ იმისათვის,რომ ღვთის სასუფეველში შევიდეთ,ხელმეორედ უნდა ვიშვათ. როდესაც იესოსთან ღამით ნიკოდემოსი მივიდა სლაპარაოდ,იესომ უთხრა მას:
"ჭეშმარიტად,ჭეშმარიტად გეუბნები შენ:
ვინც ხელახლად არ იშვება,
ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს" იოანე 3:2
გამომდინარე იქიდან რომ რელიგიური სულის ქრისტიანობაში შემოტანას ბევრი ცრუ სწავლების დამკვიდრება მოყვა,ამ ტერმინის "ხელახლად შობის" განმარტებაც შეიცვალა და სამწუხროდ დღეს ეს ტერმინი ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
რელიგიამ ტყუილში ჩაკეტა ადამიანები და დააჯერა ისინი,რომ ქრისტიანობა მემკვიდრეობით გადადის.
რომ თუ ბავშობაში მშობლების ინიციატვით ტაძარში მოგნათლეს, ე.ი უკვე ქრისტიანი ხარ.ეს ის ტყუილია,რითიც სატანა ამახინჯებს ქრისტიანობას და სიცრუეში კეტავს უამრავ ადამიანს,უბინდავს რა მათ გონებას..თუმცა წმიდა წერილი საკმაოდ გარკვევით საუბრობს,რომ ქრისტიანებად არ იბადებიან,ქრისტიანები ხდებიან,თავისუფალი არჩევნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით.
რა არის ხელახლად შობა? ხელახლად შობა ჩვენი სულის გაცოოცხლებაა,რომელიც ქრისტესთან შეხვედრამდე და მასთან მოზიარეობამდე მკვდარი იყო.ის მხოლოდ მაშინ ცოცხლდება,როცა ჩვენ გულის კარს ვუღებთ იესო ქრისტეს და ვაღიარებთ მას ჩვენს პირად მხსნელად და უფლად,ანუ ბატონად,როდესაც გადავწყვეტთ რომ გავყვეთ მას.იოანე ამბობს 1:12–13
"ხოლო ვინც მიიღო იგი და ირმუნა მისი სახელი,მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გადომისა,ისი იშვნენ არა სისხლისაგან,არა ხორცის ნდომისაგან,არა მამაკაცის ნდომისაგან,არამედ ღვთისგან"
ქრისტეს რწმენით ადამიანი უბრუნდება ღმერთს.რადგან ქრისტე ერთადერთია ვინც შეგვარიგა ღმერთს,დაანგრია რა ჩვენს შორის მდგარი ზღუდე.. მისდამი რწმენით ჩვენ ვხვდებით აღიარებულები ღმერთის მიერ,როგორც მისი შვილები და სისხლი ქრისტესი გვწმედს ყოველგვარი ცოდვისაგან. როდესაც ნიკოდემოსმა ჰკითხრა ქრისტეს,თუ როგორ შეეძლო ადამიანს ხელმეორედ დაბადებულიყო,იესომ მიუგო: "ჭეშმარიტად,ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება ვერ იხილავს ღვთს სასუფეველს" იოანე 3:1–7
პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წრილში ამბობს:
"ამრიგად რწმენა–მოსმენისაგან,ხოლო მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან" რომაელთა 10:17
ქრისტეს სიტყვის ანუ სახარების მოსმენის შედეგად ჩვენში წარმოიშვება რწმენა,რომელიც აცოცხლებს ჩვენს სულს და აღვივებს ჩვენში სურვილს ვიცნობდეთ ღმერთს.რწმენას მივყავართ მონანიებამდე.მონანიებას მივყავართ მიძღვნამდე და ჩვენი სურვილი ხდება ვეკუთვნოდეთ მას მთელი ჩვენი სიცოცხლე,ვემსახუროთ მას და გვიყვარდეს იგი,ვაღიაროს ის ადამიანების წინაშე.ეს კი გამოიხატება ნათლობით..ანუ წყალში შთაფლვით.ნათლობის დროს ჩვენ საჯარო განაცხადს ვაკეთებთ,სულიერი და ფიზიკური სამყაროს წინაშე,რომ ჩვენ ვხდებით ქრისტეს კუთვნილებანი. ნათლობა–წყალში შთაფლვა სიმბოლოა ქრისტესთან ერთად სიკვდილისა და დამარხვის.პავლე მოციქული ასე აღწერს ამას:"ნუთუ არ იცით რომ,ყველანი ვინც მოვინათლეთ ქრისტე იეოსოში,მის სიკვდილში მოვინათლეთ?" რომ 6:3
ჩვენ ამით ვკვდებით საკუთარი ამბიციებისათვის,ჩვენი მიზნებისათვის,ოცნებებისათვის–ვკვდებით საკუთარი თავისათვის.ხოლო წყლიდან ამოსვლა სიმბოლოა იმისა,რომ როგორც ქრისტე აღსდგა მკვდრეთით და ეკუთვნის ღმერთს,ასევე ახლა ჩვენ განახლებული სიოცოცხლით ვეკუთვნით მას.ახლა მისი მიზანი ჩვენი მიზანი ხდება.ჩვენ ვკვდებით ცოდვისთვის და ამქვეყნიერების ცოდვის კანონი აღარ მოქმედებს ჩვენზე,სატანა კარგავს ჩვენზე ყოველგვარ ძალაულებას,რადგან ვხდებით ღმერთის კანონიერი შვილები. რომაელთა 6:11
"თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებათ და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში" ჩვენი ძველი კაცი,ძველი "მე" რომელიც ცოდვის მონა გახლდათ,კვდება და ჩვენ ვხდებით ახალი ქმნილება ქრისტე იესოში.
ნათლობა კეთილი სინდისის შეპირებაა ღვთისათვის,მაგრამ ეს კეთილი სინდისი ვერ გვექნება სულიწმიდის გარეშე.. მოციქულებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს ქრისტეს დავალების შესრულება რაც სულიწმიდით აღივსნენ. სულიწმიდა ერთადერთია ვინც გვაძლევს ძალას და სიბრძნეს ვიცნობდეთ ღმერთს და ვემსახუროთ მას. ის გვახსენებს ქრისტეს მიერ ნათქვამ სიტყვებს და გვიცხადებს ჭეშმარიტებას,რომელიც გვანთავისუფლებს. იესო წავიდა რათა სულიწმიდა მოსულიყო. როდესაც სულიწმიდაზე ესაუბრებოდა იესო მოციქულებს,მან უთხრა მათ,რომ ქვეყნიერებას არ შეუძლია მისი მიღება,მაგრამ მის მორწმუნეს შეუძლია. სულიწმიდით ვერ აღვივსებით თუკი ჩვენი გული არ ეუთვნის ქრისტეს,თუკი ჩვენი ცოდვები არ არის ქრისტეს წმიდა სისხლით განწმედილი,თუკი ჩვენს გულში არ არის სურვილი ვემსახუროთ მას და ვიყოთ ერთგულნი მისი. სულიწმიდა ეს არის ბეჭედი დასმული ღვთისაგან,რომ ჩვენ მისი კუთვნილება ვართ.სულიწმიდის გარდამოსვლა ორმოცდამეათე დღეს პირდაპირ კავშირშია პასექის დღესასწაულთან.ეს დღე ტყულად არ დამთხვევია პასექის დღესასწაულს.. ებრაელი ერი პასექის დღესასწაულის დროს აღნიშნავდა ეგვიპტის მონობიდან გამოსვლას,ჩვენს დროში სულიერ სამყაროში,ეს ჩვენი სატანის მონობიდან გამოსვლას სიმბოლირებს.ქრისტემ გამოგვარჩია ჩვენ ქვეყნიერებისაგან,მაგრამ მას ასე როდი დაუტოვივართ,მონობიდან გამოსვლას,მოსდევს შვილობა ღმერთისაგან–სულწმიდის გადმოსვლა ჩვენზე.სულიწმიდის გარეშე ჩვენ ვერ გავიცნობთ ღმერთს და ვერ ვემსახურებით მას,ვერ გვექნება მასთან პირადი ურთიერთობა.რადგან ღმერთი ეძებს თავისთვის ისეთ თაყვანისმცემლებს,რომელნიც თაყვანს სცემენ მას სულითა და ჭეშმარიტებით..სულიწმიდა კი ერთადერთია ვინც განადიდებს ქრისტეს და გვიცხადებს ჭეშმარიტებას.ის ცვლის ჩვენს ხრციელ ბუნებას და გვანთავისუფლებს ყოველივესგან რაც გვაბრკოლებს ქრისტეს მსახურებასა და შემეცნებაში. სულიწმიდის გარეშე ჩვენი ბუნება რჩება უცვლელი,ისევ ისე გვიზიდავს ცოდვა და ვერ ვთავისუფლდებით მისგან,გინდაც გვინდოდეს განთავისუფლება.ჩვენი ფიქრები არის ხორციელი,ანუ ჩვენი ხორციდან გამომდინარე,შეძლება ისინი სულაც არ იყოს ბინძური ფიქრები,მაგრამ რაც სულისგან არაა,არ არის მოსაწონი ღვთისათვის.პავლე ამბობს,რომაელთა 8:6–8;11–16 " რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერ ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს. " 11 ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. 12 ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13 ვინაიდან, თუ ხორციელად ვცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. 14 რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან. 15 ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“ 16 სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. " უფალმა თქვა,ის კი არასოდეს ცრუობს,თუ ხელახლა არ ვიშვბებით წყლითა და სულით ვერ შევალთ ზეციურ სამეფოში.
თუ ჩვენი ბუნება არ იქნება ქრისტეს ბუნების ნაწლი,მისი თანაზიარი,ვერ ვიქნებით მისი სხეულის ასოები,მაშასადამე ვერც მისი სამეფოს წევრები.ქვეყანა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტიანულ–მართლმადიდებლურ ქვეყანად იწოდება,მაგრამ მათ სამქეებს თუ დავაკვირდებით ქრისტიანობის არაფერი სცხიათ.. სწორედ იმიტომ რომ ხელახლად შობა და სულიწმიდა ამოღებულია მათი სწავლებიდან.ამიტომაა,რომ ქრისტიანებად იწოდებიან ადამაინები,ვისი ცხოვრებაც სავსეა სიბინძურით,სიძულვილით,მრუშიბით,სიძვით,კერპთაყვანისმცემლობით,თვალთმაქცობით,ტყულით,ამბიციებით რის გამოც ნებისმიერ ფასს გადაიხდიან.რაც სამწუხაროდ ძალიან არცხვენს ქრისტეს სახელს.ასეთი ბუნება და ცხოვრების სტილი არ არის და ვერც იქნება ქრისტეს ნაწილი,რამეთუ ქრისტე წმიდაა და მისი მორწმუნეც უნდა იყოს წმიდა,ეს ბრძანებაა მისგან.სამწუხაროდ ზემოთხსენებული ადამიანები კი იწოდებიან ქრისტიანებად მაგრამ ისი შორს არიან ქრისტესგან.. შეიძლება ბევრი მათგანი მთელი გულით ცდილობს ეკლესიური წესების დაცვით,წმიდად ცხოვრებას და აკეთებს ბევრ კეთილს საქმეს,მაგრამ წულიწმიდის გარეშე ვერავინ შეიცნობს ქრისტეს,აქედან გამომდინარე ვერავინ აღასრულებს მის ნებას,რაც მიუთითებს იმაზე,რომ ვერავინ გადარჩება.სულიწმიდას მოაქვს ღმერთის განცდა,მისი თანდასწრების განცდა.. სულიწმიდა არის ბეჭედი რომელიც ამბობს,რომ ჩვენ შვილები ვართ ღვთის.პეტრე მოციქული საუბრობს: 1პეტრე 1:23 "როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ."
ხელახლად შობა მოდის მონანიების საფუძველზე,მონანიება
ეს არის ძველი ცხოვრებიდან მოტრიალება ღმერთისაკენ.ეს არის მთელი ცხოვრების კურსის შეცვლა,რაც კარს უღებს ღმერთს ჩვენს ცხოვრებაში და ხელახლად გვშობს.ჩვენს გულში აღარ რჩება ადგილი ცოდვილი ბუნებისა,ჩვენი ბუნება ახლდება და ვხდებით ქრისტეს მსგავსნი,მისი ბუნების ნაწილნი.ჩვენს გულში იღვრება ღვთის სიყვარული,რაც მთლიანად ცვლის ჩვენს არსებასა და გულს და აისახება ეჩვენს ცხოვრებაშიც,და ყველა ხედავს ამ ცვლილებას.რამეთუ თუკი ადრე გვძულდა ვიღაც,ჩვენი იწყებს მტრების სიყვარულს.თუკი ადრე ვიღებდით ალკოჰოლს ახლა ვივსებით სულიწმიდით,თუკი ადრე ვიძახდით უწმაწურ სიტყვებს ახლა ჩვენი ბაგე განადიდებს ქრისტეს.ზეციდან შობილი,ანუ ხელახლად შობილი ადამაინი არის წმიდა და ილტვის ღმერთისკენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий