понедельник, 23 июня 2014 г.

ყოველი ღვთისგან შობილი,სძლევს სოფელს

ყოველი ღვთისგან შობილი,სძლევს სოფელს
იოანე მოციქული თავის პირველ წერილში ამბობს,რომ მხოლოდ ზეციდან შობილ,ანუ ღვთისგან შობილ ადამიანს შეუძლია სძლიოს ქვეყნიერებას.მხოლოდ მას,ვისაც სწამს რომ იესო არის ძე ღმერთისა,აქვს ძალა გაიმარჯვოს ქვეყნიერებაზე. 
საქმე იმაშია,რომ მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარია ადამიანი თუ ღარიბი,ცნობილი,გათამამებული თუ შეუმჩნეველი და უიღბლო,თუ ადამიანის გულში არ არის რწმენა ქრისტესადმი,მასთან ურთიერთობის წყურვილი და სიყვარული,თუ ადამიანის გულში ღვთის სიტყვა არ მკვიდრობს,ასეთი ადამიანი ვერ შეძლებს შეეჭიდოს ქვეყნიერებას.
ვერ აღუდგები წინ სულიერ სიმარტოვეს,როდესაც ცდილობ ყველა ღონე იხმარო,რომ სულის ძახილი ჩაახშო შენში. სულიერი სიცარიელე,უსასრულო გარდერობივით არის,რამდნი ლამაზი და ახალი სამოსიც არ უნდა ჩადო მასში,ყოველთვის რჩება ცარიელი ადგილი,რომელიც ითხოვს შევსებას.
ვერ შეძლებ გატეხილი გულით სიარულს მუდამ. დაგტანჯავს და გძლევს დაჩირქებული იარები,რომლებიც უხმობენ მკურნალს.
ვერ შეძლებ შეეგუო ტკივილს,რომელიც ოჯახისგნ არის გამოწვეული,ადრე თუ გვიან მოგსპობს ეს ტკივილი.
ვერ შეძლებ იარო გაღიმებულმა,როდესაც იმ ერთადერთმა,ვის გამოც სიცოცხლეს არ დაიშურებდი,ხელი გკრა და უცებ მოგიძებნა შემცვლელი.
ვერ შეძლებ იმხიარულო,მაშინ,როდესაც დარჩები მის გარეშე,ვისშიც ყოველივე ჩადევი რაც გაგაჩნდა,მან კი გაგძარცვა.
ვერ შეძლებ უბრალოდ იარო რწმენით,იმ რწმენით რომელსაც გასწავლიდნენ და პირადად არაფერს გრძნობ.
შენი რწმენა რომელიც გადმოცემით გაქვს,უმალ დაიმსხვრევა როდესაც დაინახავ ახლობელთა სნეულებას და ტანჯვას.
ვერ შეძლებ მადლობელი იყო ყოველთვის,ყოველი დღის და ყოველივე იმისათვის რაც გაგაჩნია,თუკი შენს ირგვლივ მეგობრები ახალ სამოსს იცმევენ,შენ კი წლებია ერთი და იგივე გაცვია.
ვერ შეძლებ აპატიო,თუკი ყოველ შესაძლებლობაზე გაყუჩებული ტკივილი ასპარეზზე გამოდის და გონებაში გაბატონებული შეკითხვა "რატომ" მოსვენებას გიკარგავს.
ვერ შეძლებ სიძულვილის გარეშე შენი ძალებით ცხოვრებას,არადა სწორედ ეს სიძულვილი ჩაგიშხამებს ბედნიერ წამებს.
ჩვენი ცხოვრება დიდი არ არის. ის სავსეა მოულოდნელობებით. ზოგიერთი ადამიანი გეგმავს მთელს ცხოვრებას,მაგრამ ახალგაზრდა კვდება. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის ასაკს,მაშინ როდესაც მისი წასვლა ხდება ამ ქვეყნიდან.
იოანე მოციქული ამბობს,რომ ვერ ვძლევთ სოფელს ჩვენით. ვერ მოვერევით ჩვენი ძალებით ამდენ ტკივილს,იმ საშინელ მოგონებებს,რომლებიც არ გვაძინებენ ღამით,კოშმრად მოდიან და ფიქრებს გვირევენ,ვერ შევძლებთ წინ აღვუდგეთ გაბატონებულ სულიერ სიბინძურეს,რადგან ქრისტეს გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიხსნის ამ სიბინძურისგან,ცოცხლივ ხრწნილებისგან,რადგან სწორედ ამისკენ არის ჩვენი ბუნება მიდრეკილი. ქრისტეს გარეშე ყველანი ცოდვილები ვართ და არ მოიძებნმება დედამიწაზე ერთი ადამიანიც კი,რომელიც ნაკლებად ცოდვილია. ქრისტეს გარეშე ჩვენ ყველანი ცოდვის მონები ვართ და ჯოჯოხეთის ძენი. ჩვენ რომ ვძლიოთ საკუთარ თავს,ჩვენ გაუკუღმართებულ გზებს ზურგი ვაქციოთ და ვძლიოთ ყოველგვარ სიბნელს,საჭიროა,რომ ვიღაც ჩვენზე ძლიერმა და სარწმუნომ,მოგვცეს ძალა და გონება,რომ გავარჩიოთ ნათელი ბნელისგან. ეს პიროვნება ქრისტეა. მისი რწმენა თავის თავში მოიცავს ძალას,ომელიც იცავს ჩვენს გულებს,გვეხმარება ვიფხიზლოთ,მივმართოთ ჩვენი ყურადღება შედეგზე და არა მოქმდებაზე. ქრისტეს რწმენა მოდის მისი პიროვნების თანდასწებისგან. მისი სიტყვა ანთავისუფლებს ჩვნს ბორკილდადებულ სულს და ხელახლა შობს მას.ჩვენს გულში იღვრება სიყვარული მისდამი და ეს სიყვარლი დევნის ყოველგვარ შიშს ჩვენგან.
იოანე ამბობს,რომ სიყვარულში არ არის შიში და ეს სიმართლეა. ქრისტე ანთავისუფლებს შიშისგან. მის გარეშე შეუძლებელია გამარჯვება,რადგან ის ერთადერთია ვინც სძლია სოფელს. და იმარჯვებს მხოლოდ ის,ვინც იცნობს მას. გწამდეს მისი,ნიშნავს ენდობოდე მას,იცოდე რას ამბობს მისი სიტყვა და რაც არ უნდა მოხდეს ენდო მას და დარწმუნებული იყო,რომ რაც მან თქვა,დედამიწაც რომ დაიქცეს აუცილებლად აღსრულდება. გწამდეს ნიშნავს იცოდე,როგორი არის იგი,რადგან თუ არ გეცოდინება მისი ხასიათი,როგორ შეძლებ მიენდო მას? მისი ცოდნა მის ძიებაშია,ვინც ილტვის მისკენ,მასთან სიახლოვისკენ,ის უცხადებს ასეთებს თავს. რაც უფრო მეტად გაიცნობ და დაუახლოვდები მა,სმით უფრო მეტად ამაღლდები ქვეყნიერებაზე და ქვეყნიერების წესებზე.
 ქრისტეს მორწმუნეს დამარცხება შეუძლებელია. თუ შენი ძალა და სიხარული მასშია,შენ ვეღარ იგრძნობ სულიერ სიმარტოვეს,რადგან მისი სული დაივანებს შენში.არასოდეს იგრძნობ თავს ღარიბად და მიგდებულად,რადგან გეცოდინება,რომ მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი შენი მამაა და მთელი მარადისობა მის დიდებაში იქნები.ამიტომ როდესაც ძვირფასი ადამიანები და თუნდაც მეორე ნახევარი გატკენს გულს,ამ ტკივილს აღარ ექნება უნარი და ძალაუფლბა მოგსპოს და გაგანადგუროს,რადგან მიუხედავად სევდისა და გულისტკივილისა,შენ შეძლებ აპატიო,დაივიწყო და კარი მიუჯახუნო წარსულს.
არ არის ძლევა ქრისტეს გარეშე. ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ ანტი დეპრესანტებსა და ფსიქოლოგებში,პლასტიკურ ოპერაციებსა და მოგზაურობებში,რათა როგორმე რაღაც გარღვევას მიაღწიონ,თუმცა ამაოდ,ეს ყოველიოვე უბრალო ტკივილგამაყუჩებელია,ქრისტე კი ამ ტკივილის ფესვს ამოძირკვავს გულიდან.
რათქმაუნდა ქვეყნიერების დაძლევაში,მისი საბოლოო ძლევაც იგულისხმება,მასზე გამარჯვება,ანუ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. ძალაუფლება სატანაზე მხოლოდ მას აქვს და ადამიანის სატანის ძალაუფლბსგან გამოხსნაც მხოლოდ მას ძალუძს.
ის ერთადერთი ვინც დაამარცხა სიკვდილი აღდგომით და მოიპოვა სიკდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. ყოველი მისი მორწმუნე თავისუფალია სიკვდილის და ჯოჯოხეთის ხუნდებისგან.
მე ბევრი ადამიანი მინახავს ბედნიერებისა და სრულყოფილების ძიებაში,ისინი ყოველ დღე ეძებდნენ და იგონებდნენ რაღაც ახალს და ილტოვდნენ ამ ახლის შემეცნებისკენ,რომ როგორმე ასულიყვნენ ერთი საფეხურით მაღლა,თავიანთ ყოფიერებაზე და ეს ადამიანები ამ "ზე"-ს ძებნაში დაიხოცნენ,ისე რომ ვერაფერს მიაღწიეს. მოკვდნენ უბედურები და მარტოსულები.
არ არსებობს ბედნიერება ქრისტეს გარეშე,არაფერი არ არსებობს მის გარეშე,არ არის ძლევა მის გარეშე. ამიტომ,თუ ჩვენს გულში ისო ქრისტესადმი ცოცხალი რწმენა არ ცოცხლობს,ჩვენ ვერ გავუძლებთ ამ ცოვრების ტალღებსა და ქარიშხლებს. თუ საძირკველი,რომელზეც ვშენდებით ქრისტეს სიტყვა არ არის,ვერავინ და ვერაფერი დაგვიცავს დაცემისგან.

четверг, 19 июня 2014 г.

რატომ ეცემიან ქრისტიანები?

რატომ ეცემიან ქრისტიანები? მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნიერებაზე მცხოვრებ ადამიანთა 70% ალბათ ქრისტიანებს კეთილ მეზღაპრეებად მიიჩნევს,ისინი მაინც დიდი ინტერესითა და ულმოდგინებით აკვირდებიან მათ თითოეულ ნაბიჯს. ეს ერთგვარი მოწმობაა იმის შესახებ,რომ ქვეყნიერება თვითონ მოწმობს ქრისტიანთა განსაკუთრებულობას. ძალიან ხშირად სწორედ რომ ურწმუნო ხდება ხოლმე,სამწუხაროდ ქრისტიანის მამხილებელი და ასეთ დროს ყველა ცოდვილი და უბედური ეშმაკთან ერთად ხარობს ქრისტიანის მარცხს.
რატომ ხდება დაცემა ქრისტიანის ცხოვრებაში,რატომ რჩებიან ქრისტიანები შერცხვენილნი და რატომ მიდიან ისინი სატანისკენ?
ამ კითხვაზე მრავალი სახის პასუხი შეგვიძლია გავცეთ,თუმცა ყველა ამ პასუხის ფუძე იქნება ერთი: –მათ აღარ აქვთ ურთიერთობა ღმერთთან. მათ შეწყვიტეს ცოცხალი წყაროდან სიცოცხლის წყლის სმა.
ერთხელ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს:" არაფერია დაფარული,რომ არ გაცხადდეს"
დედამიწაზე უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს,ამ უამრავი ქრისტიანიდან ბევრი ღვთის მსახურია,და ამ ბევრი ღვთის მსახურიდან,გარკვეული ნაწილი ეცემა და ცოდვაში ვარდება.
სამწუხაროა ის ფაქტი,რომ,თავად ქრისტიანები იმედგაცუებულნი რჩებიან,როდესაც სხვა ქრისტიანის მარცხს უცქერენ და მათი რწმენაც ირყევა. ბევრი ადამიანი ამის შემყურვალე ამბობს,რომ ქრისტიანობა ილუზიაა,ამას ამბობს ბევრი მორწმუნე სამწუხაროდ,რადგან ქვეყნიერებას თუ შევხედავთ ის თავისი არსებობის დღიდან აჟღერებს
რატომ ეცემიან ქრისტიანები? ისინი იმიტომ ეცემიან რომ არ ათვითცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას რაც მათზეა. ისინი გარბიან,ამისგან. ასე ემართება მრავალ მქადაგებელს,მომღერალს და რიგით მორწმუნეს. და ეს ბუნებრივია. ქრისტიანობა იოლი არაა,და არც ღიმილის რელიგიაა.
ერთხელ უფალმა იგავი მოუყვა მოწაფეებს,რათა მათ დაენახათ რამხელა გონიერებას და წინდახედვას ითხოვს ქრისტიანად გახდომა. უფალმა თქვა,რომ როდესაც მეფე საომრად მიდის,ჯერ უნდა გათვალოს ლაშქრის რაოდენობა,შეხედოს მტრის ძალას და შემდეგ თავისას,რომ ბრძოლის ველზე დამარცხებული სხვისი დაცინვის ობიექტი არ გახდეს. უფალი ბრძენია და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მან იცოდა რა სიტუაციის გავლა მოუწევდა მრავალ ვითომ ქრისტიანს ამიტომაც გააფრთხილა ასეთები,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ჩვენ შევუდგებოდის ქრისტიანობას,მაგრამ წინდაუხედაობის გამო ბრძოლის ველზე დავეცემოდით,ხალხი დაგვცინებდა და იტყოდა :"დაიწყო და ვერ დაამთავრა."
სამწუხაროდ დღეს ისე როგორც არასდროს,უამრავი ქრისტიანი ხდება ამ სასაცილო მდგომარეობის ობიექტი. რახდება? ქრისტეშია პრობლემა? არა.
ჯერ კიდევ 21 საუკუნის წინათ მან გააფრთხილა ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ,ამიტომ თუ ადამიანები მაინც ყურთმძიმენი არიან,ეს მისი ბრალი სულაც არ არის.
ძალიან ხშირად ქრისტიანები ეცემიან იმიტომ,რომ ქრისტიანობა უბრალო რელიგია ჰგონიათ,მაგრამ როდესაც უღრმავდებიან ხვდებიან რომ ეს სიცოცხლეა და არა რელიგია,ამიტომ ისინი მიდიან. მოციქულები წერენ ასეთებზე რომ ისინი თავიდანვე არ ყოფილან ჩვენიანები და ამიტომ წავიდნენ.
სხვა მიზეზი,რის გამოც ქრისტიანები სასაცილონი ხდებაინ,სამკალში ძილია.
მათ სამკალში ძინავთ.
უფალი ქრისტიანს ადარებს მონას,რომელიც ელის თავისი ბატონის დაბუნებას. თუ მონა მღვიძარე იქნება,ბატონი მოსვლის დროს თავად მოემსახურება მას,მაგრამ თუ მონა ზარმაცია და მძინარეს ჰპოვებს მას ბატონი,ვერ გადაურჩება სასჯელს. ქრისტიანები ხშირად ვივიწყებთ ხოლმე,რა საშიში და მოქმედია უფალი. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ,სიყვარულის სახარებას,რომ ღვთის მოშიშება გაქრა ჩვენს გულებში. გვგონია ყველაფერი გვეპატიება,მაგრამ არა,ეს სიცრუეა. მძინარე ადამიანს,ძალიან კარგად აფხიზლებს ცივი წყალი. სწორედ ამიტომ ქრისტიანის ცხოვრებაში ღმერთი ააშკარავებს მის დაფარულს "მე–ს" და საქმეებს,სააშკარაოზე გამოაქვს ისინი,რომ მძინარე გამოაფხიზლოს. ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან კარგად მოქმედებს.
ჩემი გულის ტკივილი ტიმ ლამბესისია. ის ჩემი საყვარელი ჯგუფის სოლისტი გახლდათ. თავიდან ეს ადამიანი სამაგალითო იყო. მაგრამ რაღაც მოხდა და მისი რწმენის ხომალდი დაიმსხვრა. მსოფლიოში ცნობილი ქრისტიანი მეტალისტი ტიმ ლამბესისი,2013წლის მაისში ციხეში ჩასვეს ყოფილი მეუღლის მკვლელობის დაკვეთის გამო. მას ფაქზე წაუსწრეს,როდესაც მკვლელს ფულს აძლევდა,ამიტომ თავის მართლება უშედეგო აღმოჩნდა. ტიმიმ აღიარა რომ ბოდი ბილდინგით იმდენად დაკავდა,რომ ნელ–ნელა იწყო ჩამოშორება ოჯახისგან,მეუღლისგან.დაიწყო ღალატი, და პოპულარულობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ასევე განაცხადა,რომ ჯგუფის წევრები დიდი ხანია,რაც ქრისიანები აღარ არიან,უბრალოდ ხალხის თვალში რჩებიან ქრისტიანებად,რათა მეტი ფანი ყავდეთ. მარაზმია ხომ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა,როდესაც ტიმი დააპატიმრეს. ბევრი ადამიანი ამაზე აბათ იცინის და ამბობს,სად იყო მისი ღმერთი? რატომ არ დაისაჯა,აი ქრისტე რომ რეალური იყოს ბოლოს მოუღებდა უცებ,ასეთ თვითმარქვიას." ასეთ ადამიანებს მინდა მივმართო,თუ თქვენ გგონიათ რომ ასეთი კრიტიკის შემდეგ ტიმისგან რაიმეთი განსხვავდებით,ძალიან ცდებით. ისევე როგორც ტიმი,თქვენ ჯოჯოხეთისკენ მიდიხართ,და სწორედ რომ უფლის მოწყალე ხელია,რომელიც გაკავებთ ტქვენც და ტიმისაც. უფალი მოწყალეა,რადგან მადლის პერიოდია. ამიტომ ტიმის რეალური "მე–ს" ამ გამოაშკარავებაში,უფლის არ არსებობა კი არა სწორედ რომ უფლის არსებობა უნდა ჩავთვალოთ. ღმერთმა გამოიტანა სააშკარაოზე მისი ქმედება,რათა გამოაფხიზლოს იგი და ასევე ჩვენს,ვისაც გვგონია რომ ვდგავართ.
ქრისტე რომ მითოლოგიური გმირი იყოს,ასეთი ამბები არ გამოაშკარავდებოდა,დარჩებოდა ბნელში და as i lay dying დღესაც იქნებოდა მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული მეტალ ჯგუფი,მაგრამ უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები პირველ საუკუნეში დღესაც მოქმედია და ყოველივე დაფარული ღმერთს სააშკარაოზე გამოაქვს,რათა დაანახოს ურწმუნოებს რომ ის ცოცხალია და წმედს თავის ეკლესიას ყოველი ცრუსგან. ხშირად უშვებს სასჯელს ღმერთი დაცემულ ქრისტიანებზე,რათა მიხვდნენ ისინი და მოინანიონ და ასეთი მაგალითები ბევრია.
მე დიდი იმედი მაქვს,რომ ტიმ ლამბესისი ისწავლის ამ გაკვეთილისგან და მიხვდება უფლის შეტყობინებას,და მოინანიებს. ერთი რამ ვიცი,ღმერთს უყვარს იგი და სურს რომ ის გადარჩეს,ამიტომ ემ უფლება არ მაქვს დავცინო მას,ან განვიკითხო იგი. დაცემული ქრისტიანი სასაცილო კი არა,სატირალია,მაგრამ სამწუხაროა დღეს ასეთებზე აღარ ტირიან უფლის შვილები,არამედ დასცინიან და ხარობენ,თითქოს მეტოქე მოიშორეს,თუმცა ეს ყველა ქრისტიანს არ ეხება.
იმ ქრისტიანებზე,ვინც უყურებს სხვის დაცემას,სულიწმიდა ამბობს:"ვინც დგას იფრთხილოს რომ არ დაეცეს."

суббота, 14 июня 2014 г.

ქრისტიანი მუსიკოსები


 ძალიან ხშირად მომისმენია,როგორ დასცინიან ქრისტიანები სხვა ქრისტიანებს,რომლებიც მძიმე მუსიკით ადიდებენ უფალს და მღერიან მასზე. ეს ძალიან დიდი შეცდომაა,რაც სიამაყიდან გამომდინარეობს.  ესაიას 55ე თავში,უფალი ამბობს რომ მისი გზები მაღალია ჩვენ გზებზე,და მისი ფიქრები ჩვენს ფიქრებზე. 
გრძელთმიანობა ცოდვა არ არის,და არც მძიმე მუსიკა. მუსიკა ეს ნიჭია,ნიჭის ავტორი უფალია. ჩვენ უბრალო ადამიანებს,რომლებმაც ისიც კი არ ვიცით ხვალ ისევ გავიღვიძებთ თუ არა,არ გვაქვს უფლება ვთქვათ,რომ ვიღაც მოწონს ღმერთს და ვიღაც არ მოწონს გარეგნობის გამო. ღმერთს ამის უფლება ჩვენთვის არ მოუცია. ის შემოქმედია და მას არ აქვს ჩარჩოები. ის ცოცხლაია. როგორ ვფიქრობთ,იმას,რომელმაც შექმა ჭექა–ქუხილი და ელვა,რომლის ბაგისგან წამოსულ ქარზეც ირხევა დედამიწა,ეშინია ხმაურიანი მუსიკის?–არა. დედამიწაზე არის ბევრი ქრისტიანი მუსიკოსი,რომელიც მღერის უფალზე და სიმღერის სახით ყვება თავის ისტორიას და ღმერთის წყალობას მასზე. მე ასეთი ბევრი ადამიანი ვიცი,მათ უყვართ უფალი და შეიძლება ჩვენზე მეტსაც შრომობენ მისთვის. ჩვენ ყველანი,ვინც ვიშვით ზეციდან იესო ქრისტეს რწმენით უფლის შვილები ვართ. ესაია ამბობს,რომ უფლის სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდება,ამიტომ თუ უფალი უარს არ ამბობს ადამიანზე,ჩვენ მითუმეტეს,ნაკლოვანებსა და არასრულფასოვან ხალხს,უფლება არ გვაქვს არ მივიღოთ ჩვენი და ან ძმა,მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული გემოვნება აქვს. ქრისტიანი მუსიკოსები გადიან დიდ ზეწოლას და ბრძოლას ქვეყნიერებაზე. მათ უწევთ სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა,რომ ხალხს როგორმე უფლის სიყვარული აცნობონ. ჩვენ გვიჭირს ხოლმე ერთ ადამიანთან მისვლა და მასთან იესოზე საუბარი,ისინი კი ასობით და ათასობით ხალხს უყვებიან უფალზე,ამიტომ მოდით მათი კრიტიკის ნაცვლად,შევიყვაროთ ისინი,ჩვენი ძვირფასი ძმები და დები და გავამხნევოთ ისი ჩვენი ლოცვებით. ვიშრომოთ უფლის სამკალში მათთან ერთად. ნუ დავხარჯავთ დროს მათ განკითვაში,ეს არ არის უფლისგან. გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არ გვეყვარება ჩვენი და–ძმები,როგორ ვიტყვით რომ უფალი გვიყვარს? დაე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ისინი,დაიცვას ყოველგვარი საფრთხისა და ზეწოლისგან,მისცეს ძალა ერთგულებისა და მის სიყვარულში დარჩენისა.


ჩვენ გვჭირდება ღმერთი


"ვინ ვარ და რისთვის ვარ შექმნილი?"–ეს კითხვა ებადება ყველა იმ ადამიანს,განურჩევლად ასაკისა,ვინც ჩაუფიქრდება თავის რაობას,მომავალს და აღსასრულს. ბავშობიდან მიყვარდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება,მიყვარდა მთვარის სინათლე,რომელიც ღამით ანათებდა ოთახს,მიყვარდა ფერადი ყვავილები,რომლებიც ადამიანებივით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაოცებდა სამყარო,ბუნება და მაინტერესებდა საიდან გაჩნდა ყოველივე ეს. არ შეიძლება უყურო მთებს,ვარსკვლავებს,ზღვებისა და ოკეანეების სიდიადეს,ცხოველთა სამყაროს და არ გაგიჩნდეს ინტერესი ამ ყველაფრის შემოქმედზე. 
თუ მართლაც არსებობს ღმერთი,რომლემაც ეს ყოველივე შექმნა,განა საოცარი არ იქნება იგი? თუ ქმნილება იმდენად მშვენიერია,რომ ადამიანი ამას სიტყვებით ვერ აღწერს,წარმოვიდგინოთ,რამდენად უფრო მშვენიერი და დიადი იქნება ამ ქმნილების ავტორი–ღმერთი.  ხშირად ადამიანებს ეცინებათ ღმერთზე საუბრის დროს და ამბობენ:–"არ არსებობს ღმერთი"
სიცრუეა. არ არსებობს მტკიცებულება,რომელიც ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს,რადგან ირგვლივ ყოველივე მოწმობს რომ ღმერთი არსებობს. 
მე ვერ ვხედავ ვერაფერ სასაცილოს ღმერთის გაცნობის სურვილში. 
მოდით წამით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ღრუბლები,ოკეანეები,მთები,ყვავილები,ცხოველები,განა შესანშნავი არ იქნება ამ ყოველივეს ავტორის გაცნობა?
თუ კი მე,უბრალოდ მოკვდავს,რომელიც, როგორც დავითი ამბობს,დღეს არის და ხვალ აღარ იქნება,შემიძლია გავიცნო ის ვინც შემქმნა,მაშ რატომ არ უნდა მინდოდეს მისი გაცნობა?
დღეს ადამიანები ბევრს კითხულობენ,ბევრს სწავლობენ. ჩვენი ახალგაზრდები მოსიარულე ენციკლოპედიებად იქცნენ,მაგრამ მათი გულები ისეთი ნაღვლიანი და ცარიელია. ვესაუბრები მათ და მესმის ერთი პასუხი:"არ ვიცი ვინ ვარ და რისთვის ვარ აქ"
ამ კითხვაზე ვერანაირი საგანმანათლებო ორგანიზაცია და ვერანაირი მეცნიერული კლევა ვერ უპასუხებს ადამიანს,თუ შემოქმედმა არ აცნობა. რატომ არის საჭირო,რომ ახალგაზრდა იცნობდეს ღმერთს? დაბადებიდან სიკვდილამდე,ადამიანი ცხოვრებაში გადის გზას,ამ გზაზე კომპასის არქონის გამო,ის ხშირად იკარგება და ხვდება იმ ადგილებში,სადაც ბნელა,ეშინია,იტანჯება,გული სტკივა,იმედი უცრუვდება და ა.შ 
ნაადრევი ასაკიდან ჩვენი მოზარდები იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას,შემდეგ კი საკუთარი თავი სძულდებათ. მე მყავდა ამხანაგები სკოლაში,ისინი დადიოდნენ მრავალ კლუბსა და ბარში,სვავდნენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,მაგრამ ამით ბედნიერნი არ იყვნენ,მათ თვალებში ყოველ დღე ვხდევადი ენით აღუწერელ სევდასა და სიმარტოვეს. თინეიჯერობის ასაკიდან ბიჭები იწყებენ ჩხუბს,ცივი იარაღის ტარებას,რის გამოც მრავალი მათგანი ნაადრებად მიდის ამ ქვეყნიდან.გოგონები იშორებენ ჩვილებს და შემდეგ მთელი ცხოვრება სიმშვიდეს ეძებენ,სინდიდის ქეჯნით იტანჯებიან. მე ხშირად მსმენია მსგავსი ისტორიები.ინგრევა ოჯახები,ბავშვენი იტანჯებიან და იზრდებიან სიძულვილში. ყველგან სადაც არ უნდა გავიხედოთ,ვხედავთ უღმერთობის შედეგს. 
ადამიანები დადიან გზააბნეულნი,რადგან არ იციან,რომელ გზაზე უნდა იარონ. რატომ მჭირდება ღმერთი?–იმიტომ მჭირდება ღმერთი,რომ ის ხედავს ჩემს ბოლოს და შეუძლია მიხსნას დაღუპვისგან. არაფერია სასირცხვილო იმაში,რომ ადამიანს ჯოჯოხეთის ეშინოდეს,ეს სწორია და მართებულია თითოეული ადამიანი დაფიქრდეს იმ საშინელებაზე,რაც უღმერთობის შედეგია. ჯოჯოხეთი რომ არ არსებობდეს,არ იარსებებდა არც ქრისტეს ჯვარი,მაგრამ ჯვრის არსებობა მოწმობს,ჯოჯოხეთის საშინელებაზე და ღმერთს სურს ამ საშინელებისგან იხსნას ადამიანები. ღმერთი მჭირდება,იმიტომ რომ მეტყვის რა არის სწორი და რა არა,რა არის სასარგებლო და რა საზიანო. არაფერი არ ტანჯავს ადამიანს ისე,როგორც დაშვებული შეცდომა,ამიტომ თუკი ადამიანს ურთიერთობა ექნება ღმერთთან,ის დაცული იქნება ამ შეცდომებისგან. ღმეღთი გვჭირდება ყოველ წამს. ღმერთი იმდენად საჭირო იყო ადამიანებისთვის,რომ ის თავად მოვიდა ჩვენთან როგორც ადამიანი. არაფერია იმაზე მშვენიერი,რომ იცნობდე შენს შემოქმედს,შენს ავტორს და იცოდე მისგან,თუ რა მიზნით შეგქმნა,ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ჩენ ვინაობას ვიგებთ ღმერთში,რადგან მისი ქმნილებანი ვართ. მისმა თითებმა გამოგვძერწა ჩვენ. მის გარეშე ცხოვრება,უაზრო და საშინელია. 

ერთ დღეს...


ერთ დღეს მამამ წაიყვანა თავისი შვილი,რომ ენახებინა მისთვის,რამდენად ღარიბულად ცხოვრობს ხალხი მათ გარშემო.
ისინი მივიდნენ მისი ერთ–ერთი დაქირავებული მუშის სახლში და მთელი დღე დაჰყვეს იქ.
წამოსვლისას მამამ ჰკითხა თავის ძეს:
"ნახე როგორი ღარიბები არიან ისინი? რა გაკვეთილი ისწავლე მათგან?"
ვაჟმა მიუგო:
" ჩვენ გვაქვს აუზი საცურაოდ,მათ კი აქვთ მდინარე
ჩვენ გვყავს მცველები მათ კი მეგობრები
ღამით ჩვენ ნათურა გვინათებს,მათ კი ვარსკვლავებით მოჭედილი  ცა,
ჩვენ ენციკლოპედიებს ვსწავლობთ,მათ კი ბიბლია აქვთ
მადლობა მამა,რომ დამანახე,რამდენად ღარიბები ვართ"

სიყვარული

სიყვარული
რა არის სიყვარული? 
ამ კითხვაზე დღეს ბევრი პასუხია,მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც განიცდის ამ გრძნობას მკვიდრობს კი სიყვარულში? სიყვარული მიძღვნაა,თავგანწრვა. ეს მსხვეპლს ჰგავს,ოღონს მსხვერპლიც შენ ხარ. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ყველა ადამიანს უყვარს,რადგან ყველა ადამიანს არ სურს ამ მსხვერპლის გაღება. სიყვარული ეს ღიმილია მაშინ,როდესაც ის ვიღაც სხვა,წესით უცხო, მაგრამ ტყუპისცალივით ახლობელი იღიმის. სიყვარული ეს სიგიჟეა,რომელიც მაშინ მჟღავნდება როდესაც ნაღვლიან სახეზე ღიმილის ჩუქება სურს იმ ვიღაც სხვისთვის. სიყვარული ეს მსახურია,რომელიც მზად არის უანგაროდ ემსახუროს. ის არ ბრაზდება,არ შურს,არც თავისას ეძებს და არც აყვედრის. და არც არასოდეს თმბოს. სიყვარული ყველაზე მძიმე და ღრმა გრძნობაა იმ გრძნობებს შორის რისი განცდაც შეუძლია ადამიანს. სიყვარული სანთელივითაა,რომელიც იწვის რათა სხვას გაუთანოს და აჩუქოს სითბო. იმისათვის რომ გავიგოთ როგორია სიყვარული,საჭიროა ვიცოდეთ საიდან იღებს იგი ფესვს. სიყვარული ადამიანისგან არ წარმოიშვა,ის იყო მანამდე და ამ სიყვარულის გამო შეიქმნა ადამიანი. სიყვარული საწყისს იღებს ღმერთში. ამიტომ იმისათვის რომ ვიცოდეთ როგორია სიყვარული,უნდა ვიცოდეთ როგორია ღმერთი,ამას კი გავიგებთ მაშინ როდესაც შევხედავთ ჯვარზე გაკრულ უფალს,რომელმაც თავი გაწირა ადამიანებისთვის. ჯვარზე ღმერთი ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდა. ქვეყნიერებას თავისებური სიყვარული აქვს,რომელსაც ეროსი ჰქვია,მაგრამ სიყვარული,რომელიც აქვს ქრისტეს და რომელიც უნდა ჰქონდეს მის მორწმუნეს,ეროსი არ გახლავთ,არამედ აგაპე.

ადამიანები

ადამიანები

ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია,ასე აღწერს მას ბევრი მეცნიერი. და კარგად რომ დავაკვირდეთ ეს მართლაც ასეა. განვითარებული ინტელექტი ადამიანს საშუალებას აძლევს ჩაუღრმავდეს ცხოვრებას,მის სიმძიმეს და ფერად მხარეებს. ემოციები,აძლევენ ადამიანს საშუალებას გამოხატოს სიხარული,გულისტიკვილი,და სინანული. სიყვარული ბადებს ადამიანში თავგანწირვის სურვილს.ადამიანი ერთადერთია ვინც მიდრეკილია თვაგამოჩენის წყურვილისაკენ,რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული.დაინახონ მასში სული,რომელით თვალით არ ჩანს,მაგრამ თუკი დაუახლოვდები გაიცნობ. ეს სურვილი აქვს აბსოლიტურად ყველა ადამიანს და მაშინ,როდესაც ისინი გრძნობენ თავს უგულებელყოფილად და მიუღებლად,ისინი ხშირად ბოროტდებიან. ადამიანები ინდივიდები არიან,ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რაც ყველაზე საოცარია მათი დეენემი სხვადასხვაა. ეს მიუთითებს მათ პიროვნულობაზე. თუმცა სამწუხაროდ მათი ინდივიდობა ძალიან ირონიულად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. რატომ კარგავენ ადამიანები მეგობრებს? თუკი ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული და დამეგობრებული,მაშ რაღატომ რჩებიან ისინი მარტონი? სამწუხაროდ,ძალიან ხშირად ადამიანებს უჩნდებათ შური იმ ადამიანების მიმართ,ვინც მათ დახმარების ხელი გაუწოდა ერთ დროს. ისინი იწყებენ განვითარებას მათ ხარჯზე მაგრამ ხდებიან მათი მტრები. რა არის მეგობრობა? ჩემთვის მეგობრობა ხელოვნებაა,რომელიც სამწუხაროდ დღეს უკვე აღარ არსებობს,ან არსებობს ერთეულებში. ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო. ეს არის ის ადგილი,სადაც ყოველი გამვლელი ვერ შეაღწევს. თავისი სამყაროს კარს,ინდივიდი უღებს მხოლოდ მას,ვისშიც მსგავსება ჰპოვა. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც გამუდმებით ცდილობენ შეამტვრიონ ეს კარი,და ამისათვის ბევრ მტკივნეულ ხერხს იყენებენ,რის გამოც კარგავენ მეგობრებს. ადამიანი მეგობრობას წყვეტს სხვებთან მაშინ,როდესაც ამ სხვებმა თავიანთ უფლებებს გაადაჭარბეს და დააზიანეს სხვისი სამყარო..ურთიერთპატივისცემა,ეს მეგობრობას ჰაერივით სჭირდება,რადგან ვერ იმეგობრებ ადამიანთან ვინც პატივს არ გცემს. რას ნიშნავს პატივისცემა? პატივისცემა სხვა ადამიანის ხედვის,გემოვნების,ოცნებების,ნიჭის და თავისუფლების დაფასებაა.მეგობრობა ორი სულის საუბარივითაა,რომლებიც დუმილითაც აგრძელებ საუბარს. მაგრამ დღეს მეგობრობა ხალხს არასწორად ესმის,დღეს მეგობრებად ითვლებიან ისინი,ვინც ამბობს ყველაფერს რაც პირზე მოადგება და არც კი ფიქრობს,ამით რამხელა დისკომფორტს უქმნის ძვირფას მეგობარს. ამიტომ როდესაც ადამიანები ირჩევენ მარტო დარჩენას თავიანთ სამყაროში,ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ცუდები არიან,რომ პრობლემა ყოველთვის მათშია. ეს იმას ნიშნავს რომ ბევრ ჩვენგანს თავისი ქასციელის გაჩხრეკვა სჭირდება. გულის სიღრმეში ყველა ადამიანი რაღაც დონეზე სევდიანია,და ეს საშიში სულაც არ არის,რადგან ეს ეხმარება მას თანაუგრძნოს სხვებს და მიხვდეს რომ სხვასაც შეიძლება სტკიოდეს. თუმცა არიან ინდივიდები რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან,ასეთები იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე,ნიკოლოზ ბარათაშვილი და კიდევ მრავალი სხვა. თუ ჩვენ გავათვიცნობიერებთ რამდენად ლამაზია ეს სამყარო რომლეშიც ამდენი სხვადასხვა სახის ყვავილია,სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სახელწოდების,მივხდებით რომ ადამიანებიც ასე არიან და ზუსტად ეს სიფერადე ამშვენებს მათ. ყოველი ინდივიდის ავტორი ღმერთია. მე ახლა რწმენაზე არ ვსაუბრობ. თუმცა მჯერა,რომ ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს და ღმერთი აუცილებლად მიიყვანს ადამიანს არჩევნამდე. მაგრამ რა გვევალება ჩვენ როგორც ადამიანებს? რომ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი,დავცინოთ,გშურდეს,გვძულდეს თუ გვიყვარდეს,პატივი ვცეთ,დავეხმაროთ,ვანუგეშოთ? ჩემი აზრით სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა საიმისოდ რომ გაუთავებელ კამათსა და დავაში გავატაროთ გემოვნებასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი ძვირფასია,და ყველა ადამიანი საინტერესოა. ადამიანები წიგნებს გვანან,რომელის შეფასებაც მხოლოდ გარეკანით არ შეიძლება. მე ბევრი წიგნი ამიღია წასაკითხად,რომელსაც შესანიშნავად მოხატული ყდა ჰქონდა,მაგრამ მასში დაწერილი ისტორია არც თუ ისე მომხიბვლელი იყო,მაგრამ წამიკითხავს წიგნები გაცვეთილი ყდით,შავი ყდით და ამ წიგნებს ავუტირებივარ. ასევეა ადამიანიც,მხოლოდ ის რომ ის ისე არ გამოიყურება როგორც ეს ჩვენ მოგვწონს,იმას როდი ნიშნავს რომ მისი ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ჩვენ რომ გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ,სულ სხვა თვალით დავუწყებდით ერთმანეთს ცქერას. ბიჭები დაკარგავდნენ წყურვილს ეცდუნებინათ გოგოები,გოგოები კი დაკარგავდნენ სურვილს დამსგავსებოდნენ ერთჯერადი გამოყენების საგნებს. ყოველი ადამიანი შემოქმედებითი უნარის მქონეა,ის ქმნის, პირველ რიგში კი თავის სიტორიას,ამიტომ მოდით თითოეული ჩვენგანის ისტოარია ამბობდეს ჩვენ რეალურ ვინაობას. ნუ იხედებით ერთმანეთის სამყაროში იმიტომ რომ სააშკარაოზე გამოიტანოთ ის რასაც ადამიანი სათუთად ინახავს,პატივი ეცით და იგივეს მოიმკით,გიყვარდეთ და ეყვარებით.მოუსმინეთ და მოგისმენენ,აჩუქეთ სითბო და იგივეს მიიღებთ,ნუ შეაწუხებთ და არ შეგაწუხებენ..

среда, 11 июня 2014 г.

იესო და კეთროვანი


იესო და კეთროვანი
იესოს გარშემო ხალხია შეჯგუფებული,ის ესაუბრება მათ.
უცებ უკანა რიგებში რაღაც ალიაქოთი ატყდა. ლაპარაკი,შეშფოთება... იესო წყვეტს საუბარს:"რა მოხდა?" მოხდა კი რაღაც საშინელება: მოვიდა ერთი კეთროვანი და იცით თქვენ რა არის კეთრი?ადამიანი ცოცხლივ იხრწნება. ეს შემზარავია: დაჩირქებული ყურები,ცხვირი,ტუჩები. კეთრი ისეთი გადამდებია,რომ შეიძლება ჰაერითაც გადაედოს ადამიანს. ამის გამო,კეთრით დაავადებულებს უდაბნოში უნდა ეცხოვრათ. მათ ეკრძალებოდათ ხალხში გამოსვლა. უცებ კი,კეთროვანი საზოგადოებაში აღმოჩნდა. მას ესმის იესოს შესახებ და სურვილი უბიძგებს მისკენ,მას სურს დაინახოს იესო. და აი,ის მოდის. ხალხი გზას უთმობს მას,ზოგიც თავს არიდებს და გაჰკივის:"ეი შენ წადი აქედან,თუ თავი არ მოგბეზრებია,მოშორდი"  მაგრამ იგი არ ტყდება.. მე თითქმის ვხედავ,როგორ მიიწ–მოიწია აღშფოთებული ხალხი, და როგორ უახლოვდება კეთროვანი იესოს. არა,ის არ დგას იესოს წინ,ის მტვერშია გართხმული მის ფეხებთან და თვალცრემლიანი უმხელს მაცხოვარს თავის უბედურებას.
"უფალო,თუ გსურს,შეგიძლია ჩემი განწმედა"
იცით,ადამიანი თავისი გაუბედურებული ცხოვრებით და მაცხოვარი,ძე ღმერთისა,უცილოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
შეიძლებოდა გვეფიქრა,რომ იესო ერთი ნაბიჯით უკან გადგებოდა ამ დანგრეული ადამიანისგან და იტყოდა:"ჰო კარგი,ადექი,განიწმიდე.!"მაგრა,არა იესო სხვანაირად იქცევა. იესო მიეახლა მას და ხელები მოავლო დასახიჩრებულ თავზე. ხალხმა შიშით ალბათ ყვირილი მორთო :"კეთროვანს რომ მიეკარო არ შეიძლება."
და იესომ უთხრა მას:"მინდა,განიწმიდე."
და მყესეულად გაიწმიდა კეთრისგან. 
არავითარი სისაძაგლე არ ეზიზღება იესოს. არავითარი უბედურება არ არის მისთვის ძლიერ დიდი. ის თავისი ხელებით ეხება კეთროვანს. მე რომ მხატვარი ვიყო,ასე დავხატავდი ამას: ხელებს კეთროვნის დაშლილ,ნახევრად გახრწნილ სახეზე."
ადამიანს,რომელსაც ყველა გაურბის,იესო ხელით ეხება მას და ბძანებს:"მე შეგინანე შენ,შენ ჩემი ხარ/"
ვილჰელმ ბუში

უფალზე დიდებული ვერავინ შემოაღებს შენს სამყაროში კარს


როდესაც ღმერთს ირწმუნებ და ის შემოვა შენს ცხოვრებაში,გაუღებ რა გულის კარს და დაიწყებ ურთიერთობას მასთან,მიხვდები რომ მანამდე მკვდარი იყავი. რომ,მასთან შეხვედრამდე არც გიცხოვრია.
უფლის სიყვარული აღემატება ყოველივეს,
ის მეტია ყოველგვარს ტკივილზე,იმედგაცრუებაზე,წყენასა და სიმარტოვეზე.
მის სიყვარული გულს კურნავს.
უფალზე ძვირფასი ვერავინ შემოაღებს შენს სამყაროში კარს.
მხოლოდ მასთან სიახლოვის დროს კვდება,ის სიმარტოვე და სიცარიელე,რომელიც მოსვენებას და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა შენს გულს. 
უფალზე დიდებული მეგობარი,ვერავინ გეყოლება.
მასსავით შეუპოვარი,მოსიყვარულე,თბილი,სამართლიანი,წმიდა,ერთგული,უანგარო და ძლევამოსილი. შემძლე გიპოვნოს ყველგან და დაგიცვას. 
მისებრ მშვენიერი და დიადი,არავინ არის არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
უფლის სადარს ვერავის იპოვი,არარსებობს მისი მსგავსი და იმიტომ.
ის ერთადერთია.!
–ის ერთადერთია ვისაც ესმის,
შენი სნეული 
სულის
 კვნესა

вторник, 10 июня 2014 г.

ჩემი ლექსი

ღამის სიბნელეში,მთვარის სინათლეზე
ცრემლები გაბრწყინდა მკვეთრი ელვარებით
გული აჩქარდა და მწარედ აქვითინდა
წყლის ნაკადულმა იჩქეფა მღელვარებით
ატირდა წარსულზე,მოაწვა სევდა
გლის ჭრილობებმაც იფეთქეს ერთხმად
ქვითინმა დაარღვია ირგვლივ დუმილი
სული შეხუთა მტანჯველმა სევდამ
რამდენი ტკვილი,ნატვრათა ტეხვა
ფიქრთა ჭიდილი და იმედის მტვრევა
თითქოს აჯობა ამდენმა წვიმამ და
ცისარტყელა გააქრო მისგან
მაგრამ,უფალში ის ძლიერია
მისი სისუსტე მისი ძალაა.
ღმერთი მასთანაა,ისაა მხსნელი
მთვარის სინათლეზე მუხლს იდრეკს რწმენით.
თვალებში ელავს უდრეკი სული
ხელებს აღარპყრობს და ლოცვას იწყებს,
იცის არ არის დავიწყებული.
ამ ყველა განსაცდელს ქარი გაფანტავს
უფლის ბაგიდან გამოქცეული
სიცოცხლის გვირგვინი ზეცაში ელის
ხელს არ ჩაიქნევს იდგება რწმენით
ხსნის სიხრულმა დასძლია სევდა
ღმერთის ნათელმა გააპო წყვდიადი
ბავშვური ღიმილით ადიდებს უფალს
მისი სიყვარულით გამხნევებული
:"ავკრებ დამსხვრეულ ოცნებებს
მოგირბენინებ რწმენით
მოვალ შენთან და ჩუმად ავტირდები
შენ ხომ ცრემლის ხმაც გესმის
ჩემი მეფე ხარ,ჩემი უფალი
მკურნალი დარდის და სევდის
მოგირბენინებ და ფერხთით დაგიწყობ
ყველა ტკივილს და წარსულის წამებს
ყველა ჩემს ცოდვას ვიცი მპატიობ
საოცარი ხარ,იმედით მავსებ
აღარ გავიქცევი არ წავალ შენგან
მოგეკრობი და უარვყობ სხვა გზებს
ყველა შეცდომას უმალ მპატიობ
იესო მადლობა,მწამხარ და გაქებ.


უცნობი ავტორისგან

"მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო
და სინანულის მხარეს ეწვია
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია"
უცნბი ავტორისგან

იესო ქრისტე ანთავისუფლებს დეპრესიისგან

დეპრესია


„შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ“
იოანე 8:12
„მე ვარ ნათელი სოფლისა,ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“
როდესაც უფალმა თქვა რომ წეშმარიტება გაანთავისუფლებს ადამიანს,ეს მიგვანიშნებს რომ ჭეშმარიტების შემეცნების ანუ ქრისტეს შემეცნების გარეშე ადამიანი იმყოფება მონობაში. რადგან მხოლოდ ტყვე შეიძლება რომ იქნას განტავისუფლებული.
რა არის ის საპყრობილე,რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი?–სევდა,უპატიებლობა,შური,სიძულვილი,ტკივილი, არასრულფასოვნება,სიკვდილისკენ სწრაფვა,უიმედობა,ნარკომანია,სიძვა,ალკოჰოლიზმი, ჰომოსექსუალიზმი,ტყულები,ფიზიკური ავადმყოფობა ჭორაობის სენი და მრავალი სხვა.
ამ თემაში უფალმა ჩემი გული განაწყო,რომ ვისაუბრო 21–ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ საპყრობილეზე,რომელშიც სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ადამიანები იმყოფებიან, ავადმყოფობაზე,რომელიც კლავს ადამიანში ყველანაირ ხალისს სიცოცხლისას,ამ საპყრობილის სახელი არის დეპრესია. სამწუხაროდ დეპრესიისკენ მიდრეკილია ადამიანთა 80%. სანამ ამ სენს ბიბლიურად განვიხილავ,მოდით განვმარტოთ რა არის დეპრესია.
დეპრესია (ლათ. depressio დათრგუნული) — ადამიანის ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. ხშირ შემთხვევაში დეპრესია იწყება მოზარდობის პერიოდიდან.დპრესიაში მყოფი ადამიანი მიილტვის მარტოობისკენ,ახასიათებს გუნება–განწყობის და თვითშეფასების გაუარესება,ცხოვრების ინტერესის დაკარგა,და თუ ეს გადაიზარდა მძიმე სახის დეპრესიაში ადამიანი მიდრეკილი ხდება სუიციდისკენ და ზოგჯერ სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს. დეპრესია არ არის ხასიათი,დეპრესია რომ იყოს ადამიანის ბუნება ან ხასიათი,ექიმები დეპრესიაში მყოფ ადამიანს აღარ უწოდებდნენ „დეპრესიით შეპყრობილს“
მოდით გავიხსენოთ თემის მოტივი–იესო ქრისტე ანთვაისუფლებს დეპრესიისგან.!
როგორც ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაში ვხედავთ,დეპრესიაში შედის ყველა ის საშინელი განცდა რაც ანადგურებს ადამიანის ფსიკასა და ნერვულ სისტემას. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს თემა. დეპრესია არ ნიშნავს სერიოზულობას ან დროებით მოწყენას.დეპრესია არის ხანგრძლივი და დროის მანძილზე ის უფრო და უფრო მტკიცდება ადამიანის გულსა და გონებაში. დეპრესია არის კრებული ყველა იმ ტკივილის რასაც,მარტოსული ადამიანი განიცდის.მარტოსულში არ იგულისხმება მეორე ნახევრის გარეშე მყოფი,მარტოსული ნიშნავს,აბსოლიტურად იზოლირებულს,რომლის გულშიც საშინელი სევდა და სიმარტოვეა,სიცარიელე.  დეპრესია ეს სიკვდილისაკენ სწრაფვაა,ეს იმ შეშლილი გულის მდგომარეობა რომელმაც ბევრი ტკივილი მიიღო და სიცოხლის აზრს ვეღარ ხედავს. დეპრესიაში მყოფი ადამიანი ყველაფერში ხედავს უაზრობას და სიბნელეს.ის განიცდის შინაგანი სამყაროს სიცარიელეს,რის გამოც ეუფლება ბრალეულობისა და საკუთარი თავისადმი სიძულვილი,რაც წარმოსობს სიძულვილს სხების მიმართ. ასეთი ადამიანისათვის ახლობელიც და შორეულიც აღიქმება როგორც მტერი,ან როგორც ადამიანი,რომლისვისაც სულიერთია მისი ბედ–იღბალი. სწორედ ამიტომ დეპრესიაში მყოფნი იზოლირებისაკენ ისწრაფვიან. ხშირად კარგავენ ჭამის მადას,რის გამოც წონაში უცებ იკლებენ,ან პირიქით უაზროდ ბევრს ჭამენ და სუქდებიან,რაც წარმოშობეს უამრავ კომპლექსს. მათ ახასიათებს ნებისმიერი ქმედებისადმი ინტერესის არქონა,თვით იმ საქმის მიმართაც,რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდათ,მაგ: ხატვა,ქსოვა,სიმღერა და ა.შ
 დეპრესიაში მყოფ ადამიანიას,რომელსაც უჭირს გრძნობების გამოხატვა,შეიძლება განუვითარდეს დეპრესიის ფარული ფორმა,რომელიც გამოიხატება მაღალი წნევებით,ხშირი თავის ტკივილებითა და კუჭ–ნაწლავთან არსებული პრობლემებით. ერთი შეხედვით ხშირად დეპრესია,ეს სიტყვა ზოგიერთ ადამიანში ირონიას იწვევს,მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით მივხვდებით,რომ საკმაოდ სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. დეპრესია ეს ის გზაა,რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანს,განსაკუთრებით კი ახალგაზრდას. ხშირად დეპრესიას ბევრი სტრესის გამო,თან ახლავს მახსოვრობის დაქვეითება. დეპრესიაში მყოფი ადამიანი,გადის ნამდვილ ჯოჯოხეთს,მის შინაგანს ტანჯავს ენით აღუწერელი სიმარტოვის განცდა,რომელიც არ ასვენებს არც დღისით და არც ღამით. თუმცა ეს ყოველივე არის მხოლოდ მცირედი ნაწილი ამ ტკივილის.ეს არის ტუპიკი რომლიდან გამოსვლაც,ადამიანს თავისი ძალებით არ ძალუძს. დეპრესია ატყვევებს ადამიანს თავის გამოგონილ სამყაროში,სადაც საშინლად ბნელა და ამით აშორებს მას ახლობლებს,ადამიანი უმეგობრდება წარმოსახულ ქმნილებებს,რომლებიც მისთვის იდეალს შეადგენენ მის სამყაროში. დეპრესიაში მყოფი ადამიანი გაურბის ურთიერთობებს,რადგან უკვე ნაიარევი გულის ხელხლა დაგლეჯვის ეშინია,და ეს ბუნებრივიცაა. მის წარმოსახვაში ყველა მტერია,მისი არავის ესმის,ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს მისი მეამიტობით და სასიკვდილოდ გაწიროს. სამწუხაროდ ეს განცდა ყველაზე ადვილად ახალგაზრდებში იკიდებს ფეხს. მათ არ იციან რისთვის ცხოვრობენ ამ ქვეყნად.ამას ერთვის პრობლემები ოჯახში,გაუგებრობები,პრობლემები გარემო სამყაროსთან,აუხდენელი ოცნებები,მარცხები და წარუმატებლობა,რის გამოც,მათი შინაგანი ივსება ტკვილით. დეპრესიაში მყოფი ადამიანის გაგება ყველაზე რთულია. სამწუხაროდ მათ ხშირად ბევრი ცინიზმითა და ირონიით ეპყრობა,რაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. ასეთი მოპყრობა კიდევ უფრო მეტად უბიძგებს მათ იზოლაციისაკენ. დეპრესიაში მყოფი ადამიანი მიმართულია სინანულისკენ,ის გამუდმებით ნანობს,ახასიათებს საკუთარი თავისადმი სიბრალული,რის გამოც იწყებს თავისი თავსი სიძულვილს. ხშირად ასეთი ადამიანები ადანაშაულებენ მშობლებს,ან გარშემომყოფებს,ცდილობენ თავიანთი ტკივილი გამოხატონ პროტესტის სახით და ეს პროტესტი გამოიხატება სუიციდით ანუ სხეულის დამახინჯებით,სტილით და ორიენტაციის შეცვლითაც კი. დეპრესიაში მყოფნი ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, თუმცა არსებობს მეორე კატეგორიაც,რომელნიც იმდენად რეალურად აღიქვამენ სულიერ სამყაროს,რომ სიფრთხილისაგან თავის მოკვლას ვერ ბედავენ სასიხარულოდ,ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი მეც. თუ ზმოთხსენებულს ყურადღებით ვკითხულობდით,აღმოვაჩენთ,რომ დეპრესიის დამახასიათებელი თვისებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია,რაც რაღაცისგან იღებს საწყისს,ანუ გამომდინარეობს რაღაციდან ან ვიღაციდან. მედიცინა ამას სხვადასხვანაირად ხსნის და ცდილობს მედიკამენტების და ფსიქოლოგ–ნერვეპათოლოგის ჩარევით უმკურნალოს,რაც მეტი წილი წარუმატებლობით სრულდება.დეპრესიისგან ადამიანის გამოყვანა შეიძლება,მაგრამ დეპრესიისკენ მიდრეკილების აღმოფხვრა ადამიანში შეუძლებელია. მე მინდა თქვნი ყურადღება მივმართო ბიბლიისკენ და დეპრესიის პირადად ჩემეული აღქმისკენ. გამომდინარე იქიდან,რომ მეც მრავალი წელი დეპრესიაში დავყავი,ეს საკითხი არა მხოლოდ გამოვიკვლიე,არამედ საკუთარ თავზე გავაპრაქტიკე.
თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას,საითკენაც არ უნდა გავიხედოთ ვხედავთ ნგრევასა და უბედურებას,ანუ სატანის გამოვლინებას,რომელიც მიმართულია ადამიანების დაღუპვისკენ. პავლე მოციქული წერს,რომ ქრისტიანების ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ,არამედ ჰაერში გაბატონებულ ძალთა წინააღმდეგ.სწორედ იმიტომ,რომ ადამიანი მოწინააღმდეგედ მხოლოდ ხილულს აღიქვამს,ის ხშირად დამარცხებულია უხილავი მტის მიერ. ჩემი თემის მიზანი თქვენი შეშინება არ არის,არამედ თვალის ახელა. ბიბლია გარკვევით აღწერს სატანას როგრც კაცობრიობის მტერს,რომელსაც ერთი მიზანი აქვს,რაც უფალმა იოანეს სახარების 10:10–ე მუხლში თქვა:“ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის,რომ მოიპაროს,მოკლას და მოსპოს.“ ალბათ გაინტერესებთ ეს რა შუაშია დეპრესიასთან,ახლავე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. შევეცდები განვმარტო დეპრესიის შედეგი ადამიანის ცხოვრებაში და დაგანახოთ მსგავსება დეპრესიასა და სატანას მიზნებს შორის.
დეპრესია იპარავს,ისევე როგორც სატანა. ის იპარავს– სიხარულს,სრულფასოვნებას,სიცოცხლის აზრს,ღმერთისადმი რწმენას და სიყვარულს. ის იპარავს ოცნებებს,იპარავს ხედვას.იპარავს ნიჭს,რადგან დეპრესიაში მყოფი ადამიანი გულს ვეღარ უდებს საყვარელი საქმის კეთებას. იპარავს სიცოცხლის ფასეულობის აღქმას.იპარავს რეალობას,და ამახინჯებს ფაქტებს,მაგალიტად,თუკი ვინმემ რაღაც ისეთი გითხრა,რაც მაინც და მაინც არ გეამა,დეპრესია გიბიძგებს იფიქო,რომ ამ ადამიანს სძულხარ,შენი მტეია. შეიძლება ეს ასეც იყოს,მაგრამ შეიძლება არც იყოს.
დეპრესია კლავს,სატანაც კლავს.– ბიბლია სანამ ფიზიკურ სიკვდილს შეეხება,მანამდე საბრობს სულიერ სიკვდილზე,რაც ღმერთთან სიშორეს,ღვთისგან ჩამოშორებას ნიშნავს. სიცოცხლე არის ღმერთი,ამიტომ თუ სატანამ,ან დეპრესიამ შეძლო და ადამიანს დაუკარგა ღვთისადმი რწმენა,ის მოკლავს ნელ–ნელა ადამიანში ყოვეგვარ სიცოცხლეს,რაც აისახება იზოლირებაში,სძულვილში,გარიყულობაში,როდესაც ადამიანი თვითონ ხდება გარიყული,მიუხედავად იმისა რომ არავინ უბიძგებს გარიყვისკენ.  სულიერი სიკვდილი აღვივებს სწრაფვას ფიზიკური სიკვდილისაკენ,რადგან ნელ–ნელა ცხოვრების,არსებობის ხალისი და აზრი კვდება.
დეპრესია სპობს ადამიანს,სატანაც სპობს–ჯოჯოხეთი.ეს ის ადგილია, საიდანაც აღარ არსებობს ხსნა,აღარ არის კარი,რომელიც გამოგიყვანს იქიდან. ეს მარადისობაა. როგორც ვხედავთ დეპრესია, არის სატანის ერთ–ერთი უძლიერესი და ყველაზე აქტიური იარაღი ადამიანის დასაღუპავად მომართული. დეპრესია ყოველი იწყება პატარა ტკივილით,რომელიც დროის მანძილზე სულ უფრო და უფრო ღრმავდება და აუცილებლად ითხოვს ფიზიკურ ტკივილს. სწორედ ამის გამო მოზარდები იჭრიან ვენებს,მიდრეკილნი არის ტირილისკენ,მარტოსულობისკენ.  დეპრესიის ბოლო ფრაზა ასე ჟღერს:“ აღარ ღირს სიცოცხლე,მე ვეღარავინ დამეხმარება“ ეს არის მესამე,მოსპობა,განადგურება.
ძალიან ხშირად სატანა იყენებს ადამიანებს,რათა თავისი სამიზნე ადვილად გაანდაგუროს. ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული,მოსმენილი და დამეგობრებული ვიღაცის მიერ.სწორედ აქ უტევს სატანა ყველაზე ხშირად,რადგან ურთიერთობების გარეშე ადამიანი სუსტია,მისი მოტყუება ძალზედ ადვილია. ეს ყველაფერი ვიცი,რადგან თავად გამოვიარე.  არის ხსნა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან?–კი არის. იესო ქრისტე ანთავისუფლებს დეპრესიისგან. იოანეს სახარებაში ნათქვამი უფლის სიტყვები,რომ მთავრდებოდეს მტერზე საუბრით,ხსნა აღარ იქნებოდა,მაგრამ უფალი აგრძელებს და სწორედ მჟღავნდება მისი სიყვარული ჩვენდამი,მისი გეგმა ჩვენი ხსნის შესახებ. ის ამბობს:“მე კი მოვედი,რათა ციცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“ რა მშვენიერია,თუკი სატანა კლავს,უფალი კიდევ აცოცხლებს.  რას ნიშნავს უხვი სიცოცხლე? როდესაც იოანე თავსისი სახარების წერას იწყებდა პირველ თავში ასეთი სიტყვები დაწერა:“მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.“
დეპრესია სიბნელეა,მაგრამ როდესაც ადამიანი გულის კარს უღებს იესო ქრისტეს და ის მკვიდრდება მის გულში,მისი ნათელი აპობს ბნელს,ნათდება ყველა კუთხე–კუნჭული და იწყება კურნება. იესო ქრისტე დაჭრილი გულების მკურნალია. ის იწყებს ადამიანის კურნებას,თავისი სიტყვით. ადამიანი იგებს,რომ ის თვაის შემოქმედს უყვარს,ის აღარ არის მოძულებული,აღარ არის მარტოსული,შეუმჩნეველი და მიუღებელი. სახარების კითხვისას უფალი ესაურება ადამიანის სულს და ნელნელა ათავისუფლებს მას. მან ტქვა“მე ვარ ნათელი სოფლისა,ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის,არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“ (იოანე 8:12) რა საოცარია.  ფსიქიკური აშლილობა,მშვიდობით ნაცვლდება,ქრება შიშები და უიმედობა. წარსული ნაპატიებია. ძალიან ხშირად დეპრესიის მიზეზი სწორედ წარსული ხდება. ფსიქოლოგები ამბობენ რომ დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ამ სიტყვის:“გეპატია“–ს მოსმენა.  იესო კი პატიობს და სიხარულით ავსებს.  შემდეგ უფალი ამბობს,:“შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ.“ (იოანე 8:32) იოანეს 14:6–ში უფალი ამბობს,რომ ის არის ჭეშმარიტება. ეს სიტყვები ჩვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს,შეგვიძლია ასე გადმოვთარგმნოთ“შემიცნობთ მე,და მე გაგანთავისუფლებთ თქვენ.“  ეს შეცნობა არ გულისხმობს რაიმე რიტუალში მონაწილეობის მიღებას,არამედ პირად ურთიერთობას,საუბარს,სიწრფელეს და სიახლოვეს. ეს ზუსტად ის არის,რისთვისაც ღმერთმა ადამიანი შექმნა,მასთან საურთიერთოდ.  სახარების კითხვა და უფალთან საუბარი,ანუ ლოცვა ცვლის ადამიანს და მის შეხედულებებს. მათეს სახარების 11:28 მუხლში უფალი მიმართავს გატანჯულ და დაღლილ ხალხს
„მოდით ჩემტან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო,და მე მოგასვენებთ თქვენ.“
რა საოცარი სიტყვებია. განა შეიძლება ამ სიტყვებზე თბილი სიტყვები მოისმინოს ადამიანმა. ეს სიტყვები საბუთია იმისა,რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე,მას არ სურს ჩვენი ტანჯვა,ის არის მზრუნველი და მოსიყვარულე. უფალი აგრძელებს:
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან,რადგან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ
და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.“
კიდევ ერთი დაპირება:–სულის სიმშვიდე. ეს ის არის,რისკენაც ისწრაფვის ადამიანთა 100%,მაგრამ მას მხოლოდ უფალი აძლევს ადამიანს. მასთან ურთიერთობაში,მის სიახლოვეს მშვიდდება ჩვენი სული,რატომ? იმიტომ რომ ეს ჩვენი დანიშნულებაა,მასთან ახლოს ყოფნა. ამაშია ჩვენი სიხარული. ის მშვიდი და თავმდაბალია. მხოლოდ მას ძალუძს უყვარდეს ადამიანი სრულყოფილად და მან ეს ჯვარზე დაამტკიცა.
მას ესმის ყველა მიტოვებულის,რადგან თავად იყო მიტოვებული,მას ესმის ყველა უარყოფილის,რადგან თავად იყო უარყოფილი. წერილი ამბობს,რომ მას ძალუძს თანაგვიგრძნოს,განა ეს მშვენიერი არაა. ის არასოდეს ყვირის და არასოდეს ითხოვს  ფანატიზმს. მან თქვა:“ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი–მსუბუქი.“ მათე 11:28–30 
ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის,დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლებაა,უფალი კი ანთავისუფლებს,რადგან მან იტვირთა ყველა ჩვენი დანაშაული.  არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა მისთვის. შეიძლება ადამიანმა დაგვაღალატოს,ვერ გვიპოვოს,არ დაგვეხმაროს,ვერ მოისმინოს ჩვენი ხმა,მაგრამ ის ღმერთია,რადგან ყველგან ძალუძს ჩვენი პოვნა,ძალუძს გააღოს ყველა დახურული კარი,რათა სიბნელიდან გაგვიყვანოს და ესმის ჩვენი არა მხოლოდ სიტყვიერამარამედ ესმის ცრემლის ენაც,ის წარმოუთქმელი სიტყვები,რაც გულში რჩება.
თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ,მიტოვებული ყველასგან და ფიქრობ რომ შენთვის აღარ არის ხსნა,მე მსურს გითხრა შენ,რომ უფალს უყვარხარ და მას ძალუძს შეცვალოს ყოველივე და შეგცვალოს შენ. შენ შეგიძლია დაიწყო ყველაფერი ახლიდან,გახდე ახალი ადამიანი,რომელიც თავისუფალია სიბნელისგან. თუკი გაუღებ გულის კარს იესო ქრისტეს და სთხოვ მას დამკვიდრდეს შენს გულში და გაპატიოს ცოდვები,იყოს შენი უფალი,ის უპასუხოდ არ დაგტოვებს.  თქვენ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხართ,რომ მან დაიკავა თქვენი ადგილი ჯვარზე. ახლა კი გელით,ნუ იტყვით უარს იმ ერერთზე,რომელიც სიცოცხლის უკანასკენ წუთამდე ერთგული იყო თქვენი და ახლა იც ცოცხალია რათა მიხიდეთ მასთან და აგავსოთ თავისი სიცოცხლითა და ბედნიერებით.

понедельник, 9 июня 2014 г.

ბიბლია

ბ ი ბ ლ ი ა


ბიბლია,ეს არის წიგნი,რომელმაც გადაიტანა საშინელი დევნა და დღემდე მოვიდა უვნებელი,უცვლელი და ქმედითი. დედამიწაზე არც ერთი სხვა წიგნი არ იწვევს იმდენ ინტერესსა და კრიტიკას,რასაც ბიბლია. საუკუნეების მანძილზე მეცნიერები ამტკიცებდნენ რომ ბიბლია,ადამიანის მიერ გამოგონილი იყო,თუმცა მრავალი მათგანი ბიბლიის კვლევისას თვითონ მოდიოდა რწმენაში. ბიბლია უნიკალურია ისტორიული თვალსაზრისითაც,არ არის დედამიწაზე წიგნი, რომელიც შეედრება მას სიზუსტითა და მშვენიერებით. ბევრი ადამიანი დღესაც მიიჩნევს რომ ბიბლია ზღაპარია,თუმცა მათ არ არ შეუძლიათ ამისი დაზუსტება ისტორიული ფაქტებით.ადამიანებს არ ჯერათ ბიბლიის,მხოლოდ იმიტომ რომ თავად სურთ ეს.  
წიგნში :"ტკიცებულება ლიტერატურული ნაწარმოებების ჭეშმარიტებისა" პროფესორი ბარნსი გვთავაზობს სამ მეთოდს,რომ გამოვიკვლიოთ არის თუ არა სანდო,რაიმე ისტორიული ნაწარმოები. ესენია:ბიბლიოგრაფიული კვლევა,შიდა კვლევა და გარე კვლევა. ბიბლიოლოგიური კვლევა იკვლევს მონუსკრიპტების რაოდენობას,ასლებსა და ორიგინალს,ასევე დროის შუალედს დაწერილ ორიგინალსა და ასლს შორის,თუკი ორიგინალი არ არის შემორჩენილი. შიდა კვლევა–იკვლევს დოკუმენტის შინაგან თანმიმდევრობას და არის თუ არა მასში ურთიერთსაპირიპირო ან ურთიერთგამომრიცხავი მარეები.
გარე კვლევა–განიხილავს სხვა ისტორიულ დოკუმენტებს,რომელთაც ძალუძთ დაამოწმონ ან გამორიცხონ მოცემული დოკუმენტის სანდოობა,ასევე იკვლევს არქეოლოგიურ მტკიცებულებებს. 
რაზე მეტყველებს ბიბბლიოგრაფიული კვლევები?
ცეზარი–წერდა ისტორიას გალის ომზე,რომელიც გრძელდებოდა 100დან 44წლამდე ჩვ.წ.აღ–ით. ყველაზე ადრეული ასლი მისი ნაშრომის დაიწერა 1000წლის შემდეგ ავტორის სიკვდილიდან და მოაღწია ჩვენს დროში 10მა მონუსკრიპმა.
არისტოტელე–ცხოვრობდა და წერდა 384–322 წლებში ქრისტეს შობამდე.ჩვენანმდე მოვიდა,მხოლოდ 5მონუსკრიპტი,მათ შორის ყველაზე ადრეული ასლი თარიღდება 1100 წლის შემდეგ ქრისტეს მოსვლიდან ე.ი გამოდის,რომ სხვაობა ორიგინალსა და პირველ ასლს შორის არის 1400წელი.
პლატონი–წერდა დაახლოებით 427–347წლებში ქრისტეს შობამდე,მისი ნაშრომების პირველი ასლი დაიწერა დაახლოებით 900 წლის შემდეგ ქრისტეს შობიდან. ანუ ე.ი სხვაობა ორიგინალსა და პირველ ასლს შორის 1200 წელია.ჩვენამდე დღეს მოღწეულია 7 მონუსკრიპტი.
ბიბიოგრაფიულმა კვლევებმა დაარწმუნა სწავლულები,რომ ცეზარის,პლატონის,არისტოტელეს,და ტაციტის ნაშრომები,რომლებმაც მოაღწია ჩვენამდე სანდოა. მაშ,მოდით ვნახოთ,რა აჩვენა ახალი აღთქმის წიგნების ბიბლიოგრაფიულმა კვლევებმა.
ახალი აღთქმის წიგნები დაიწერა მიახლოებით 40 დან 90 წლამდე (უფრო 70 წლამდე)
ყველაზე ადრე დაწერილი ასლი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია დაიწერა დაახლოებით 130წელს ე.ი ორიგინალსა და ასლს შორის სულ რაღაც 40–50წელია სხვაობა. ჩვენამდე მოაღწია 13.000მა მონუსკრიპტმა ახალი აღთქმის წერილებიდან.ამ ბიბლიოგრაფიულმა კვლევებმა ჩვენ უფრო მეტად უნდა დაგვაკვირვოს,სანამ გავბედავთ და ვიტყვით,რომ ბიბლია არ არის ისტორიული წიგნი. თუკი ასევე განვიხილავთ შიდა და გარე კვლევებს,ეს უფრო მეტად დაგვარწმუნებს ბიბლიის ისტორიულობასა და ღვთაებრიობაში. ძველი აღთქმა რომელიც 1000წლის მანძილზე იწერებოდა,შეიცავს 300წინასწარნეტყველებას მესიის მოსვლის შესახებ და ყველა ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეში აღსრულდა,მან თვითონაც თქვა ჯვარზე:"აღსრულდა". 
 ბიბლია ცოცხალია,ის არის ქმედითი. არის ბევრი მიზეზი,რის გამოც ის არ ჰგავს დედამიწაზე არსებულ არც–ერთ წიგნს,მაგრამ პირადად ჩემთვის ბიბლიის უნიკალურობა,მის ქმედითობაშიაამ წიგნმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და შემცვალა მეც. მე ვიცი ბევრი რელიგიური წიგნი და რამოდენიმე წაკითხულიც მაქვს,მაგრამ მათი ბიბლიასთან შედარება არც კი ღირს. ბიბლია გამოირჩევა,რადგან ყოველ მის მუხლში,ყოველ სიტყვაში იგრძნობა მისი ავტორის თანდასწრება,მისი სითბო და ყოვლისშემძლეობა. ერთ–ერთი მიზეზი,რის გამოც ადამიანები არ ღებულობენ ბიბლიას,ჩემი აზრით,არის მხილება. ბიბლია ამხელს ადამიანს უღმერთო ცხოვრებაში და უცხადებს მას ღმერთს.ასეთ დროს ადამიანის წინაშე წამოიჭრება ორი გზა,ერთი გზა მიდის ღმერთისკენ,მეორე კი სამუდამო ტანჯვისკენ.მაგრამ გამომდინარე იქიდან,რომ ადამიანებს ილუზიაში ცხოვრება უფრო ხიბლავთ,ვიდრე სიმართლეში,ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას და უბრალოდ აბმობენ რომ მათ არ შეუძლიათ ბრმად ირწმუნონ ბიბლია,რადგან ეძებენ ჭეშმარიტებას. კარგი პასუხია,თუმცა მცდარი,ისინი რომ ეძებდნენ ჭეშმარიტებას,ძალიან ადვილად მიხვდებოდნენ, რომ ჭეშმარიტების პოვნა მხოლოდ ბიბლიაში არის შესაძლებელი. რადგან არც ერთი სხვა წიგნი ოდესმე დაწერილი ღმერთსა თუ რელიგიაზე არ ფლობს იმ ცოცხალ ძალას რასაც ფლობს ბიბლია. ის მომენტალურად ცვლის მთელს ადამიანს,როდესაც იკითხება წრფელი და მაძიებელი გულით. ბიბლია უნიკაულია ისტორიული თვალსაზრისითაც. იგი იწერებოდა დაახლოებით 1500 წლის მანძილზე.  ბევრი ადამიანისგან გამიგონია :"ბიბლია ადამიანა დაწერა და არა ღმერთმა" შეიძლება ეს ზოგიერთისთვის ჭკვიანურად ჟღერს,მაგრამ სიცრუეა.ვერ დაწერდა მას ადამიანი,ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს 1500წელი. ბიბლიას ყავს 40ზე მეტი ავტორი. ეს ავტორები ერთმანეთისგან გამოირჩეოდნენ წარმოშობით და საზოგადოებრივი ფენით. თუმცა ყველაზე დიდი განსხვავება მათ შორის დროა ისინი დროის სხვადასხვა მონაკვეთში წერდნენ.
მოსე– ეგვიპტეში განსწავლული ერის პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ
დავითი–მწყემსი,პოეტი,მუსიკოსი და მეფე
იესო ნავეს ძე–მხედართმთავარი
ნეემია–წარმართი მეფის კარის წარმომადგენელი
დანიელი–პრემიერ–მინისტრი
ლუკა–ექიმი და ისტორიკოსი
პავლე–რაბინი
დავითი ომისა და არეულობის დროს წერდა,ხოლო სოლომონი მშვიდობის და კეთილდღეობის დროს. 
ბიბლიაში არის ისტორიული,პოეტური,ავტობიოგრაფიული,სატირული,ალეგორიული,წინასწარმეტყველური და სხვა სახის წიგნები.
მალაქიას წიგნი დაიწერა დაახლოებით ჩვ.წ.აღ–მდე 450–430 წლებში.ნეშტთა წიგნი ჩვ.წ.აღ–მდე 400 წლის არის. ეს წიგნები გვხვდება ებრაული წერილებიოს ბერძნულ თარგმანში,"რომელიც სეპტუაგინტად" იწოდება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ძველი აღთქმის წიგნები შეგროვდა და გადაითარგმნა არა ვატიკანის,არა რომის იმპერატორ კონსტანტინეს,თუნდაც არც პირველი საუკუნის ქრისტიანების მიერ,არამედ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე რამდენიმე ასეული წლის წინ და წარმოადგენს ებრაელი რაბინებისა და სწავლულების შედეგს.
ახალ აღთქმაში შეტანილია 4 სახარება,თუმცა არსებობს 80ზე მეტი სახარება. ერთ–ერთი მათგანია "თომას სახარება". საქმე იმაშია რომ ის 4 სახარება,რომლებიც ახალ აღთქმაში გვხდება,ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ძალიან მალევე დაიწერა. ხოლო დანარჩენი კი დაახლოებით 200–300წლის შემდეგ,ეს დაამტკიცეს მეცნიერებმა და მკვლევარებმა. არმიტომაც,ისინი არ არის სანდდო.უფრო მეტიც,მათ ვერ მივაკუთვნებთ მათ ავტორებს.მკვლევარები ამბობენ,რომ უფრო მართებული იქნება თუ ვივარაუდებთ,რომ ავტორებით სახელით ვიღაცამ ისარგებლა და ცრუ მოძღვრება დაწერა. რადგან პირველი საუკუნის ქრისტიანებზე ლუკა წერა რომ ისინი გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში იმყოფებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ. მცდელობა სახარების დამახინჯებისა,ჯერ კიდევ პირველივე საუკუნეში წარმოიშვა,და პავლე მოციქული აფრთხილებს თავის წერილებში სხვა ქრისტიანებს,რომ ანგელოზმაც რომ ახაროთ ზეციდან,არა ის რაც მათ მოციქულებიგან გაიგეს,შეჩვენებული იყოს მახარებელი ცრუ მოძღვრებისა. ამიტომ ვერ ვიტყვით,რომ თორმეტიდან ერთ–ერთი არის დანარჩენი სახრებებიდან ერთ–ერთის ავტორი,ეს სავსებით საწინააღმდეგოა ლოგიკისა და რწმენის. მათემ თავისი სახარება დაწერა მაშინ,როდესაც პავლე და პეტრე რომში ქადაგებდნენ და ეკლესიებს აფუძნებდნენ. ისტორიკოსები ვარაუდობენ,რომ ჩვ.წ.აღ–ით 60–64წლებში მათემ სავარაუდოდ დაასრულა იმ ჩანაწერების თავმყრა,რომლებიც მან იესოსთან ყოფნის დროს შეაგროვა. იგი როგორც ყოფილი მებაჟე,ზედმიწევნით იწერდა ყველაფერს და მემატიანეს ეს საქმე მისთვის ზედგამოჭრილიც კი იყო. 
მსოფლიოში ცნობილმა არქეოლოგმა,უილიამ ფოქველ ოლბრაითმა თქვა:"შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ–მყარი საფუძველი გვაქვს,რომ "ახალი აღთქმის"არც ერთი წიგნი არ დავათარიღოთ ჩვ.წ.აღ–ით 80წლის შემდეგ." მოგვიანებით კი დოქტორმა ჯონ ა.თ–მა გააოცა მკვლევართმა სამყარო და განაცხადა,რომ "ახალი აღთქმა" ჩვ.წ აღ–ით 70 წლამდე,ანუ იერუსალიმის დაცემამდე დაიწერა,რაც სავსებით ლოგიკურია,რადგან მოციქულთა წერილებში ჩვენ ვერ ვხედავთ იესრუსალიმის დაცემას.
ოთხ სახარებას–ოთხ სვეტსაც უწოდებენ.ნიკეის საეკლესიო კრება იმიტომ კი არ შეიკრიბა,რომ განეხილათ,რომელი წიგნი შეეტანათ ბიბლიაში,ან განეხილათ იყო თუ არა ქრისტე ღვთიური წარმოშობის,არამედ იმიტომ,რომ ემსჯელათ,რას ამბობდნენ ეს წიგნები ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ. იმ წიგნების უმეტესობა,რასაც ჩვენ დღეს "ახალ აღთქმას" ვეძახით,კონსტანტინე დიდამდე უკვე 100წლით ადრე იყო აღიარებული ღვთის მიერ შთაგონებულად. თუმცა მხოლოდ ჩვ.წ.აღ–ით 367წელს  ანუ კონსტანტინეს სიკვდილიდან 6წლის შემდეგ,შეადგინეს ახალი აღთქმის წიგნების პირველი ჩამონათვალი,ისეთივე სახით,როგორიც დღეს გვაქვს. ბიბლიის უნიკაულობა მდგომარეობს იმაში,რომ ის კურნავს,ცვლის. მრავალი ადამიანია დედამიწაზე ვისაც ძალუძს დაამოწმოს,როგორ ებრძოდა ავადმყოფობას და ერთ მშვენიერ დღესაც ბიბლიის კითხვის დროს ის განიკურნა. მრავალი ადამიანი მოექცა თავისი ცოდვილი ცხოვრებისგან ცოცხალი ღმერთისაკენ,ბიბლიის მეშვეობით ეს ქმედითი და ცოცხალი ძალა,მხოლოდ ღმერთის სიტყვას თუ ექნება. ადამიანის სიტყვას ეს ძალაუფლება არ გააჩნია.ბიბლია ეხება ადამიანს ყველა საჭიროებას,ის ეხება ცხოვრების აბსოლიტურად ყველა სფეროს,სულიერსა თუ მატერიალურს. მრავალი ფსიქოლოგი ხელმძღვანელობს ამ წიგნით. ყველაზე საოცარი კი ბიბლიაში თავმოყრილი წიგნების ერთობაა,დაბადებიდან აპოკალიფსამდე ბიბლია მოგვითხრობს გამოსყიდვის შესახებ. დაბადების წიგნში ის აღწერს,თუ როგორ და რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი,ხოლო გამოცხადების წიგნში ის გვიყვება,თუ როგორ გამისყიდა თავისი ქმნილება ღმერთმა. ბიბლიის მთავარი გმირი,ძველი და ახალი აღთქმისაც არის მესია_იესო ქრისტე.აღთქმული მხსნელი,რომელიც მოვიდა,იტვირთა ჩვენი ცოდვები და წყევლა,სნეულებანი და მოკვდა ჯვარზე ცოდვილი კაცობრიობის ნაცვლად და აღსდგა მკვდრეთით სამი დღის შემდეგ. ბიბლია სანდოა და სარწმუნოა.

вторник, 3 июня 2014 г.

უფლის ძიება
არის კი ადამიანი,რომელიც ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა წარმოშობაზე და არ უკითხავს,საიდან წარმოიშვა ეს ყოველივე?. როდესაც პატარა ვიყავი,დაახლოებით 10წლის დავდგებოდი ხოლმე ფანჯარასთან და ვუყურებდი მთვარეს,ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს,რომლებიც ანათებდნენ მოშავო ფერის ცას და გულში მებადებოდა უამრავი კითხვა,პირველი კითხვა რაც არ მასვენებდა იყო მარადიულობის შესახებ. მახსოვს როგორ მაშფოთებდა მარადისობის საკითხი,სულ ვფიქრობდი,თუ არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ,სად წავალ? შემდეგ ვფიქრობდი,მაინტერესებდა არსებობდა თუ არა ღმერთი,თუ ის არსეობდა უდიდესი პატივი იქნებოდა მაშინ მისი გაცნობა,გამოკვლევა იმისა,თუ როგორ შექმნა ყოველივე და მათ შორის მეც. როდესაც გავიზარდე,ეს კითხვები უფრო მეტად გაღრმავდა და ყველაზე ძლიერ,ჩემი არსებობის მიზეზი და მიზანი მაინტერესებდა. ვუყურებდი დღევანდელ ადამიანურ ყოფას და უკმაყოფილება მიღრღნიდა გულს:"ნუთუ სულ ეს არის,რისთვისაც ცხოვრობს ადამიანი:–დაიბადოს,ისწავლოს,ჭამოს,გათხოვდეს ან ცოლი მოიყვანოს,იშრომოს მთელი სიცოცხლე და მოკვდეს." ამაში ვერავითარ აზრსა და ლოგიკას ვერ ვხედავდი. ეს კითხვები:"ვინ ვარ მე,არსებობს თუ არა ღმერთი,რისთვის ვარსებობ." ყველა ადამიანის გულში ჩნდება. და მართლაც,თუ არსებობს ღმერთი და შემიძლია ვიცნობდე მას,განა ეს ყველაზე აღმატებული და საოცარი არ არის,რა შემიძლია გავკეთო ამაზე მეტად დიდებული?–არაფერი. საიდან გავიგოთ არსებობს თუ არა ღმერთი? სამყაროდან. თვითონ სამყარო მოწმობს რომ არსებობს უმაღლესი ინტელექტი,რომელმაც შექმნა ყოველივე არსებული. სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლისგან თუ იქნება წამოსული....... მრავალი მეცნიერი უარს ამბობს ღმერთის არსებობაზე და ვარაუდობენ,რომ სამყარო და ყოველივე მასში არსებული,შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. კარგით დავუშვათ რომ მართლაც ასეა და სამყარო ორი პლანეტის ან მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ეს უფრო მეტ კითხვას ბადებს ვიდრე ღმერთის არსებობა. საიდან გაჩნდა ის ორი მეტეორი თუ პლანეტა? ისინი ხომ საიდანღაციდან წარმოიშვნენ. კსმოსიც,რომელშიც მოხდა ეს შეჯახება,ხომ შეიქმნა ვიღაცის მიერ?.  არაფერი არ წარმოიშობა დამოუკიდებლად. ამ მოსაზრებასაც მივყავართ შემოქმედთან.  ღმერთი არსებობს,მაგრამ რა არის იგი,ან ვინ არის? ის პიროვნებაა. ამაზე მისივე ქმნილება მეტყველებს. სამყაროში არის გარკვეული წესრიგი,რომელიც აკავებს ჰარმონიულ მოძრაობაში ყოველივეს,ამისათვის კი საჭიროა გონება. გონება ვერ ექნება საგანს,ამ მხოლოდ და მხოლოდ ძალას. გონება აქვს მხოლოდ პიროვნებას,რომელიც აზროვნებს. ბუნება მეტყველებს მისი ავტორის გენიალურობასა და სიბრძნეზე. სიცოცხლის ციკლი ცოცხალ არსებებში,ეს ყოველივე ვერ შეიქმნებოდა დამოუკიდებლად,რადგან ყოველივე რაც არსებობს ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან. ღმერთი პიროვნებაა მაგრამ როგორ შემიძლია გავიცნო იგი? ეს ჩემი საყვარელი შეკითხვაა.ალბერტ აინშტაინი,ამბობდა რომ ყოველივე არსებულიდან ადამიანმა იცის,მხოლოდ 1%,ხოლო დანარჩენი 99% უცნობია მისთვის,და ამ 99%–ში შეიძლება ვიგულისხმოთ ღმერთიც. საქმე იმაშია, რომ ადამიანის გონება შემოსაღვრულია,ამიტომ ადამიანს თავსი გონებით არ ძალუძს ღმერთის შეცნობა,რადგან ღმერთი განუსაღვრელია.იმისათვის რომ გავიცნოთ ღმერთი და ვიცოდეთ ვინ არის იგი,საჭიროა რომ მან თვითონ გვაუწყოს თავისი თავის შესახებ. დედამიწაზე არსებობს მრავალი რელიგია და ყველა ამ რელიგიას ჰყავს თავისი ლიდერი,ანუ დამფუძნებელი. ყველა ეს ლიდერი,ამტკიცებდა რომ ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და ამბობდნენ რომ ემსახურებოდნენ ღმერთს. წარმოვიდგინოთ რომ დიდ დარბაზში მოვიწვიეთ დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიური ლიდერი,ანუ დამფუძნებელი და ვკითხეთ მათ,თუ ვინ არის ღმერთი. ამ შეკითხვაზე ჩვენ ათასობით განსხვავებულ პასუხს მივიღებდით. როგორ გავარკვიოთ რომელი მათგანი არის სანდო? ამისათვის საჭიროა განვიხილოთ თვითონ ამ ლიდერების ცხოვრება და მათი პირადი ურთიერთობა ღმერთთან. სამუწახოდ მათი საქმეები ვერ მოდის თანხმობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. ყველა ამ ლიდერს ჰქონდა 3 საერთო:
1–ისინი იყვნენ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები
2_ისევე როგორც ჩვენ ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და მის ძიებაში დაიხოცნენ
3_მათ არ ჰქონდათ ძალაუფლება ღვთისგან
გამოდის რომ ვერც ერთი მათაგნის გაყოლით ჩვენ ვერ მივაღწევთ სულის ხსნას. ამ დროს არის ერთი პიროვნება,რომელიც გამოდის და ამბობს,რომ ის ღმერთია,და მის გარეშე ვერავინ გადარცება და იგი მოვიდა დედამიწაზე ადამიანის სახით.ანუ განკაცდა. ეს პიროვნება იესო ქრისტეა. როგორ შემიძლია ვენდო მას სიტყვაზე,მას სჭირდება საქმეები,რომ დაამტკიცოს თავისი სიტყვები. ჰქონდა კი იესო ქრისტეს საქმეები,რომლებიც ამტკიცებდა, რომ ის არიყო ჩვეულებრივი მოკვდავი,როგორიც იყო მუჰამედი,კონფუცი,გაუტამა და ა.შ? ამ კითხვაზე რომ გავცეთ პასუხი,უნდა გამოვიკვლიოთ ქრისტეს ცხოვრება,მისი სიკვდილი–აღდგომა და მისი ისტორიულობა. რას აკეთებდა იესო? ის კურნავდა ბრმებს,ხეიბრებს,ათავისუფლებდა შეპყრობილებს. ეს ყველაზე საინტერესოა,რადგან დემონურ ძალებზე ძალაუფლეას,მხოლოდ ღმერთი ფლობს. მხოლოდ აბსოლიტურ სინათლეს ძალუძს გაფანტოს წყვდიადი,და იესო ქრისტე აკეთებდა ამას. ეშმაკები ცნობდნენ მას. იესო ხედავდა ადამიანის გულში ნადებს,მოტივებს და კითხულობდა აზრებს. უფრო მეტიც,მას ჰქონდა ხელმწიფება ცოდვების პატიების. ვის ძალუძს პატიება ცოდვების,გარდა ღმერთისა?–არავის. რატომ მოკლეს ქრისტე? ის მოკლეს იმის გამო,რომ თავს ღმერთს უწოდებდა. იესო ქრისტეზე ვერ ვიტყვით რომ ის უბრალოდ დიდებული მორალისტი იყო,მან თავად თქვა საკუთარ თავზე,რომ ის არ იყო მორალისტი არამედ იყო ღმერთის მხოლოდშობილი ძე. მხოლოდ ღმერთის ძე,თუ შეძლებდა აეტანა საშინელი ფიზიკური და სულიერი ტკივილი ჯვარზე და ეთქვა:"მიუტევე მათ მამაო,რადგან არ იციან რას ქმნიან."  ის აღსდგა მკვდრეთით. ყველა რელიგიური ლიდერის გვამი საფლავში განისვენებს და იხრწნება,მხოლოდ ერთი საფლავია,რომელზეც აწერია:"ის აქ არ არის,რადგან ის აღსდგა" ეს იესო ქრისტეს საფლავია. წერილი ამბობს,რომ სიკვდილმა ვერ შეაკავა იგიდა ის აღსდგა. არის თუ არა იესო ქრისტეს არსებობის,მის მიერ მოხდენილი სასწაულების ისტორიული მტკიცებულება?–დიახ,არის. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ისტორიკოსი,წერდა თავის წიგნში იესო ქრისტეზე,მის ცხოვრებაზე,მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე და მის სიკვდილზე. იესო ქრისტეს დედამიწაზე მსვლამ,სულ სხვა კურსი მისცა კაცობრიობას. ეს ისტორიული ფაქტია. მაგრამ რას ნიშნავს მისი მკვდრეთით აღდგომა? ეს იმას ნიშნავს რომ ის ახლაც ცოცხალია და მოქმედი. საიდან შემიძლია ვენდო ამას? იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე მოწმობს ადრეულ ქრისტიანული ეკლესიის ისტორია და ეს მოწმობა ცოცხალია დღესაც. იესო ქრისტე დღესაც კურნავს ავადმყოფებს,ის ადამიანები ვინც მოდიან მასთან და იწყებენ მის რწმენაში ცხოვრებას მთლიანად იცვლებიან. ჰომოსექსუალები ინკურნებიან,ასევე ნარკომანები. მკვდრები ცოცხლდებიან,ავადმყოფები ინკურნებიან.ადამიანის დაჭრილი გული მრთელდება. იესო ქრისტეზე ერთხელ აინშტაინს ჰკითხა ამერიკული გაზეთის "Saturday evening Post-ის ჟურნალისტმა:
–გწამთ თუ არა იესო ქრისტეს ისტორიულობის,რომ ის ნამდვილად არსებობდა?
–რათქმაუნდა,–მიუგო ალბერტმა,–შეუძლებელია არ გრძნობდე მის რეალურ თანდასწრებას,როდესაც კითხულობ ახალ აღთქმას, მისი სული სუფევს თითოეულ სიტყვაში რაც წერია. არც ერთი მითი არ ფლობს ასეთ სასიცოცლხო ძალას.
ის რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და დღესაც ისეთივე რეალურია როგორიც უწინ იყო,ფაქტია. მან შეცვალა ჩემი და კიდევ მილიარდობით ადამიანის ცხოვრება და გული. მის სახელს დღესაც აქვს ძალა,რომელიც აღემატება ყველა დემონურ და ადამიანურ ძალას.  იექსო ქრისტე არის ღმერთის ძე,ანუ წმიდა სამების მეორე პირი. ახლა კითხვა შემდეგშია,მე მწამს ქრისტესი,მაგრამ როგორ შემიძლია გავიცნო იგი. ეს ყველაზე საოცარია,მისი გაცნობა შეიძლება მისი სიტყვის კითხვით,მარხვითა და ლოცვით,ანუ მასთან საუბრით მხოლოდ. მისი პიროვნების გაცნობა აბსოლიტურად ცვლის ყოველივეს.
ბიბლია