ძალიან ხშირად მომისმენია,როგორ დასცინიან ქრისტიანები სხვა ქრისტიანებს,რომლებიც მძიმე მუსიკით ადიდებენ უფალს და მღერიან მასზე. ეს ძალიან დიდი შეცდომაა,რაც სიამაყიდან გამომდინარეობს. ესაიას 55ე თავში,უფალი ამბობს რომ მისი გზები მაღალია ჩვენ გზებზე,და მისი ფიქრები ჩვენს ფიქრებზე.
გრძელთმიანობა ცოდვა არ არის,და არც მძიმე მუსიკა. მუსიკა ეს ნიჭია,ნიჭის ავტორი უფალია. ჩვენ უბრალო ადამიანებს,რომლებმაც ისიც კი არ ვიცით ხვალ ისევ გავიღვიძებთ თუ არა,არ გვაქვს უფლება ვთქვათ,რომ ვიღაც მოწონს ღმერთს და ვიღაც არ მოწონს გარეგნობის გამო. ღმერთს ამის უფლება ჩვენთვის არ მოუცია. ის შემოქმედია და მას არ აქვს ჩარჩოები. ის ცოცხლაია. როგორ ვფიქრობთ,იმას,რომელმაც შექმა ჭექა–ქუხილი და ელვა,რომლის ბაგისგან წამოსულ ქარზეც ირხევა დედამიწა,ეშინია ხმაურიანი მუსიკის?–არა. დედამიწაზე არის ბევრი ქრისტიანი მუსიკოსი,რომელიც მღერის უფალზე და სიმღერის სახით ყვება თავის ისტორიას და ღმერთის წყალობას მასზე. მე ასეთი ბევრი ადამიანი ვიცი,მათ უყვართ უფალი და შეიძლება ჩვენზე მეტსაც შრომობენ მისთვის. ჩვენ ყველანი,ვინც ვიშვით ზეციდან იესო ქრისტეს რწმენით უფლის შვილები ვართ. ესაია ამბობს,რომ უფლის სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდება,ამიტომ თუ უფალი უარს არ ამბობს ადამიანზე,ჩვენ მითუმეტეს,ნაკლოვანებსა და არასრულფასოვან ხალხს,უფლება არ გვაქვს არ მივიღოთ ჩვენი და ან ძმა,მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული გემოვნება აქვს. ქრისტიანი მუსიკოსები გადიან დიდ ზეწოლას და ბრძოლას ქვეყნიერებაზე. მათ უწევთ სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა,რომ ხალხს როგორმე უფლის სიყვარული აცნობონ. ჩვენ გვიჭირს ხოლმე ერთ ადამიანთან მისვლა და მასთან იესოზე საუბარი,ისინი კი ასობით და ათასობით ხალხს უყვებიან უფალზე,ამიტომ მოდით მათი კრიტიკის ნაცვლად,შევიყვაროთ ისინი,ჩვენი ძვირფასი ძმები და დები და გავამხნევოთ ისი ჩვენი ლოცვებით. ვიშრომოთ უფლის სამკალში მათთან ერთად. ნუ დავხარჯავთ დროს მათ განკითვაში,ეს არ არის უფლისგან. გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არ გვეყვარება ჩვენი და–ძმები,როგორ ვიტყვით რომ უფალი გვიყვარს? დაე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ისინი,დაიცვას ყოველგვარი საფრთხისა და ზეწოლისგან,მისცეს ძალა ერთგულებისა და მის სიყვარულში დარჩენისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий