I believe in Yeshua (Jesus) and His word. He saved my life and i Love Him with all of my heart.
суббота, 14 июня 2014 г.
ადამიანები
ადამიანები
ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია,ასე აღწერს მას ბევრი მეცნიერი. და კარგად რომ დავაკვირდეთ ეს მართლაც ასეა. განვითარებული ინტელექტი ადამიანს საშუალებას აძლევს ჩაუღრმავდეს ცხოვრებას,მის სიმძიმეს და ფერად მხარეებს. ემოციები,აძლევენ ადამიანს საშუალებას გამოხატოს სიხარული,გულისტიკვილი,და სინანული. სიყვარული ბადებს ადამიანში თავგანწირვის სურვილს.ადამიანი ერთადერთია ვინც მიდრეკილია თვაგამოჩენის წყურვილისაკენ,რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული.დაინახონ მასში სული,რომელით თვალით არ ჩანს,მაგრამ თუკი დაუახლოვდები გაიცნობ. ეს სურვილი აქვს აბსოლიტურად ყველა ადამიანს და მაშინ,როდესაც ისინი გრძნობენ თავს უგულებელყოფილად და მიუღებლად,ისინი ხშირად ბოროტდებიან. ადამიანები ინდივიდები არიან,ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რაც ყველაზე საოცარია მათი დეენემი სხვადასხვაა. ეს მიუთითებს მათ პიროვნულობაზე. თუმცა სამწუხაროდ მათი ინდივიდობა ძალიან ირონიულად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. რატომ კარგავენ ადამიანები მეგობრებს? თუკი ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული და დამეგობრებული,მაშ რაღატომ რჩებიან ისინი მარტონი? სამწუხაროდ,ძალიან ხშირად ადამიანებს უჩნდებათ შური იმ ადამიანების მიმართ,ვინც მათ დახმარების ხელი გაუწოდა ერთ დროს. ისინი იწყებენ განვითარებას მათ ხარჯზე მაგრამ ხდებიან მათი მტრები. რა არის მეგობრობა? ჩემთვის მეგობრობა ხელოვნებაა,რომელიც სამწუხაროდ დღეს უკვე აღარ არსებობს,ან არსებობს ერთეულებში. ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო. ეს არის ის ადგილი,სადაც ყოველი გამვლელი ვერ შეაღწევს. თავისი სამყაროს კარს,ინდივიდი უღებს მხოლოდ მას,ვისშიც მსგავსება ჰპოვა. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც გამუდმებით ცდილობენ შეამტვრიონ ეს კარი,და ამისათვის ბევრ მტკივნეულ ხერხს იყენებენ,რის გამოც კარგავენ მეგობრებს. ადამიანი მეგობრობას წყვეტს სხვებთან მაშინ,როდესაც ამ სხვებმა თავიანთ უფლებებს გაადაჭარბეს და დააზიანეს სხვისი სამყარო..ურთიერთპატივისცემა,ეს მეგობრობას ჰაერივით სჭირდება,რადგან ვერ იმეგობრებ ადამიანთან ვინც პატივს არ გცემს. რას ნიშნავს პატივისცემა? პატივისცემა სხვა ადამიანის ხედვის,გემოვნების,ოცნებების,ნიჭის და თავისუფლების დაფასებაა.მეგობრობა ორი სულის საუბარივითაა,რომლებიც დუმილითაც აგრძელებ საუბარს. მაგრამ დღეს მეგობრობა ხალხს არასწორად ესმის,დღეს მეგობრებად ითვლებიან ისინი,ვინც ამბობს ყველაფერს რაც პირზე მოადგება და არც კი ფიქრობს,ამით რამხელა დისკომფორტს უქმნის ძვირფას მეგობარს. ამიტომ როდესაც ადამიანები ირჩევენ მარტო დარჩენას თავიანთ სამყაროში,ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ცუდები არიან,რომ პრობლემა ყოველთვის მათშია. ეს იმას ნიშნავს რომ ბევრ ჩვენგანს თავისი ქასციელის გაჩხრეკვა სჭირდება. გულის სიღრმეში ყველა ადამიანი რაღაც დონეზე სევდიანია,და ეს საშიში სულაც არ არის,რადგან ეს ეხმარება მას თანაუგრძნოს სხვებს და მიხვდეს რომ სხვასაც შეიძლება სტკიოდეს. თუმცა არიან ინდივიდები რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან,ასეთები იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე,ნიკოლოზ ბარათაშვილი და კიდევ მრავალი სხვა. თუ ჩვენ გავათვიცნობიერებთ რამდენად ლამაზია ეს სამყარო რომლეშიც ამდენი სხვადასხვა სახის ყვავილია,სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სახელწოდების,მივხდებით რომ ადამიანებიც ასე არიან და ზუსტად ეს სიფერადე ამშვენებს მათ. ყოველი ინდივიდის ავტორი ღმერთია. მე ახლა რწმენაზე არ ვსაუბრობ. თუმცა მჯერა,რომ ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს და ღმერთი აუცილებლად მიიყვანს ადამიანს არჩევნამდე. მაგრამ რა გვევალება ჩვენ როგორც ადამიანებს? რომ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი,დავცინოთ,გშურდეს,გვძულდეს თუ გვიყვარდეს,პატივი ვცეთ,დავეხმაროთ,ვანუგეშოთ? ჩემი აზრით სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა საიმისოდ რომ გაუთავებელ კამათსა და დავაში გავატაროთ გემოვნებასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი ძვირფასია,და ყველა ადამიანი საინტერესოა. ადამიანები წიგნებს გვანან,რომელის შეფასებაც მხოლოდ გარეკანით არ შეიძლება. მე ბევრი წიგნი ამიღია წასაკითხად,რომელსაც შესანიშნავად მოხატული ყდა ჰქონდა,მაგრამ მასში დაწერილი ისტორია არც თუ ისე მომხიბვლელი იყო,მაგრამ წამიკითხავს წიგნები გაცვეთილი ყდით,შავი ყდით და ამ წიგნებს ავუტირებივარ. ასევეა ადამიანიც,მხოლოდ ის რომ ის ისე არ გამოიყურება როგორც ეს ჩვენ მოგვწონს,იმას როდი ნიშნავს რომ მისი ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ჩვენ რომ გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ,სულ სხვა თვალით დავუწყებდით ერთმანეთს ცქერას. ბიჭები დაკარგავდნენ წყურვილს ეცდუნებინათ გოგოები,გოგოები კი დაკარგავდნენ სურვილს დამსგავსებოდნენ ერთჯერადი გამოყენების საგნებს. ყოველი ადამიანი შემოქმედებითი უნარის მქონეა,ის ქმნის, პირველ რიგში კი თავის სიტორიას,ამიტომ მოდით თითოეული ჩვენგანის ისტოარია ამბობდეს ჩვენ რეალურ ვინაობას. ნუ იხედებით ერთმანეთის სამყაროში იმიტომ რომ სააშკარაოზე გამოიტანოთ ის რასაც ადამიანი სათუთად ინახავს,პატივი ეცით და იგივეს მოიმკით,გიყვარდეთ და ეყვარებით.მოუსმინეთ და მოგისმენენ,აჩუქეთ სითბო და იგივეს მიიღებთ,ნუ შეაწუხებთ და არ შეგაწუხებენ..
Комментариев нет:
Отправить комментарий