დეპრესია
„შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ
თქვენ“
იოანე 8:12
„მე ვარ ნათელი სოფლისა,ვინც წამომყვება ბნელში აღარ
ივლის არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“
როდესაც უფალმა თქვა რომ წეშმარიტება გაანთავისუფლებს
ადამიანს,ეს მიგვანიშნებს რომ ჭეშმარიტების შემეცნების ანუ ქრისტეს შემეცნების გარეშე
ადამიანი იმყოფება მონობაში. რადგან მხოლოდ ტყვე შეიძლება რომ იქნას განტავისუფლებული.
რა არის ის საპყრობილე,რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს
ადამიანი?–სევდა,უპატიებლობა,შური,სიძულვილი,ტკივილი, არასრულფასოვნება,სიკვდილისკენ
სწრაფვა,უიმედობა,ნარკომანია,სიძვა,ალკოჰოლიზმი, ჰომოსექსუალიზმი,ტყულები,ფიზიკური ავადმყოფობა
ჭორაობის სენი და მრავალი სხვა.
ამ თემაში უფალმა ჩემი გული განაწყო,რომ ვისაუბრო
21–ე საუკუნის ყველაზე პოპულარულ საპყრობილეზე,რომელშიც სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ადამიანები იმყოფებიან, ავადმყოფობაზე,რომელიც კლავს ადამიანში
ყველანაირ ხალისს სიცოცხლისას,ამ საპყრობილის სახელი არის დეპრესია. სამწუხაროდ
დეპრესიისკენ მიდრეკილია ადამიანთა 80%. სანამ ამ სენს ბიბლიურად განვიხილავ,მოდით
განვმარტოთ რა არის დეპრესია.
დეპრესია (ლათ. depressio დათრგუნული) — ადამიანის ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. ხშირ შემთხვევაში დეპრესია
იწყება მოზარდობის პერიოდიდან.დპრესიაში მყოფი ადამიანი მიილტვის მარტოობისკენ,ახასიათებს
გუნება–განწყობის და თვითშეფასების გაუარესება,ცხოვრების ინტერესის დაკარგა,და თუ ეს
გადაიზარდა მძიმე სახის დეპრესიაში ადამიანი მიდრეკილი ხდება სუიციდისკენ და ზოგჯერ
სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს. დეპრესია არ არის ხასიათი,დეპრესია რომ იყოს
ადამიანის ბუნება ან ხასიათი,ექიმები დეპრესიაში მყოფ ადამიანს აღარ უწოდებდნენ „დეპრესიით
შეპყრობილს“
მოდით გავიხსენოთ თემის მოტივი–იესო
ქრისტე ანთვაისუფლებს დეპრესიისგან.!
როგორც ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაში
ვხედავთ,დეპრესიაში შედის ყველა ის საშინელი განცდა რაც ანადგურებს ადამიანის ფსიკასა
და ნერვულ სისტემას. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს თემა. დეპრესია არ ნიშნავს სერიოზულობას
ან დროებით მოწყენას.დეპრესია არის ხანგრძლივი და დროის მანძილზე ის უფრო და უფრო მტკიცდება
ადამიანის გულსა და გონებაში. დეპრესია არის კრებული ყველა იმ ტკივილის რასაც,მარტოსული
ადამიანი განიცდის.მარტოსულში არ იგულისხმება მეორე ნახევრის გარეშე მყოფი,მარტოსული
ნიშნავს,აბსოლიტურად იზოლირებულს,რომლის გულშიც საშინელი სევდა და სიმარტოვეა,სიცარიელე. დეპრესია ეს სიკვდილისაკენ სწრაფვაა,ეს იმ შეშლილი
გულის მდგომარეობა რომელმაც ბევრი ტკივილი მიიღო და სიცოხლის აზრს ვეღარ ხედავს. დეპრესიაში
მყოფი ადამიანი ყველაფერში ხედავს უაზრობას და სიბნელეს.ის განიცდის შინაგანი სამყაროს
სიცარიელეს,რის გამოც ეუფლება ბრალეულობისა და საკუთარი თავისადმი სიძულვილი,რაც წარმოსობს
სიძულვილს სხების მიმართ. ასეთი ადამიანისათვის ახლობელიც და შორეულიც აღიქმება როგორც
მტერი,ან როგორც ადამიანი,რომლისვისაც სულიერთია მისი ბედ–იღბალი. სწორედ ამიტომ დეპრესიაში
მყოფნი იზოლირებისაკენ ისწრაფვიან. ხშირად კარგავენ ჭამის მადას,რის გამოც წონაში უცებ
იკლებენ,ან პირიქით უაზროდ ბევრს ჭამენ და სუქდებიან,რაც წარმოშობეს უამრავ კომპლექსს.
მათ ახასიათებს ნებისმიერი ქმედებისადმი ინტერესის არქონა,თვით იმ საქმის მიმართაც,რაც
ადრე სიამოვნებას ანიჭებდათ,მაგ: ხატვა,ქსოვა,სიმღერა და ა.შ
დეპრესიაში მყოფ ადამიანიას,რომელსაც უჭირს გრძნობების
გამოხატვა,შეიძლება განუვითარდეს დეპრესიის ფარული ფორმა,რომელიც გამოიხატება მაღალი
წნევებით,ხშირი თავის ტკივილებითა და კუჭ–ნაწლავთან არსებული პრობლემებით. ერთი შეხედვით
ხშირად დეპრესია,ეს სიტყვა ზოგიერთ ადამიანში ირონიას იწვევს,მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით
მივხვდებით,რომ საკმაოდ სერიოზულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. დეპრესია ეს ის გზაა,რომელიც
ღუპავს და ანადგურებს ადამიანს,განსაკუთრებით კი ახალგაზრდას. ხშირად დეპრესიას ბევრი
სტრესის გამო,თან ახლავს მახსოვრობის დაქვეითება. დეპრესიაში მყოფი ადამიანი,გადის
ნამდვილ ჯოჯოხეთს,მის შინაგანს ტანჯავს ენით აღუწერელი სიმარტოვის განცდა,რომელიც არ
ასვენებს არც დღისით და არც ღამით. თუმცა ეს ყოველივე არის მხოლოდ მცირედი ნაწილი ამ ტკივილის.ეს არის ტუპიკი რომლიდან გამოსვლაც,ადამიანს თავისი ძალებით არ ძალუძს. დეპრესია ატყვევებს ადამიანს თავის გამოგონილ სამყაროში,სადაც საშინლად ბნელა
და ამით აშორებს მას ახლობლებს,ადამიანი უმეგობრდება წარმოსახულ ქმნილებებს,რომლებიც მისთვის იდეალს შეადგენენ მის სამყაროში. დეპრესიაში მყოფი ადამიანი გაურბის ურთიერთობებს,რადგან
უკვე ნაიარევი გულის ხელხლა დაგლეჯვის ეშინია,და ეს ბუნებრივიცაა. მის წარმოსახვაში
ყველა მტერია,მისი არავის ესმის,ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს მისი მეამიტობით და
სასიკვდილოდ გაწიროს. სამწუხაროდ ეს განცდა ყველაზე ადვილად ახალგაზრდებში იკიდებს
ფეხს. მათ არ იციან რისთვის ცხოვრობენ ამ ქვეყნად.ამას ერთვის პრობლემები ოჯახში,გაუგებრობები,პრობლემები
გარემო სამყაროსთან,აუხდენელი ოცნებები,მარცხები და წარუმატებლობა,რის გამოც,მათი შინაგანი
ივსება ტკვილით. დეპრესიაში მყოფი ადამიანის გაგება ყველაზე რთულია. სამწუხაროდ მათ
ხშირად ბევრი ცინიზმითა და ირონიით ეპყრობა,რაც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. ასეთი
მოპყრობა კიდევ უფრო მეტად უბიძგებს მათ იზოლაციისაკენ. დეპრესიაში მყოფი ადამიანი
მიმართულია სინანულისკენ,ის გამუდმებით ნანობს,ახასიათებს საკუთარი თავისადმი სიბრალული,რის
გამოც იწყებს თავისი თავსი სიძულვილს. ხშირად ასეთი ადამიანები ადანაშაულებენ მშობლებს,ან გარშემომყოფებს,ცდილობენ თავიანთი ტკივილი გამოხატონ პროტესტის სახით და ეს პროტესტი
გამოიხატება სუიციდით ანუ სხეულის დამახინჯებით,სტილით და ორიენტაციის შეცვლითაც კი. დეპრესიაში მყოფნი ხშირად ასრულებენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით, თუმცა
არსებობს მეორე კატეგორიაც,რომელნიც იმდენად რეალურად აღიქვამენ სულიერ სამყაროს,რომ
სიფრთხილისაგან თავის მოკვლას ვერ ბედავენ სასიხარულოდ,ამ კატეგორიას მივეკუთვნებოდი
მეც. თუ ზმოთხსენებულს ყურადღებით ვკითხულობდით,აღმოვაჩენთ,რომ დეპრესიის დამახასიათებელი
თვისებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია,რაც რაღაცისგან იღებს საწყისს,ანუ გამომდინარეობს
რაღაციდან ან ვიღაციდან. მედიცინა ამას სხვადასხვანაირად ხსნის და ცდილობს მედიკამენტების
და ფსიქოლოგ–ნერვეპათოლოგის ჩარევით უმკურნალოს,რაც მეტი წილი წარუმატებლობით სრულდება.დეპრესიისგან
ადამიანის გამოყვანა შეიძლება,მაგრამ დეპრესიისკენ მიდრეკილების აღმოფხვრა ადამიანში
შეუძლებელია. მე მინდა თქვნი ყურადღება მივმართო ბიბლიისკენ და დეპრესიის პირადად ჩემეული
აღქმისკენ. გამომდინარე იქიდან,რომ მეც მრავალი წელი დეპრესიაში დავყავი,ეს საკითხი
არა მხოლოდ გამოვიკვლიე,არამედ საკუთარ თავზე გავაპრაქტიკე.
თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას,საითკენაც
არ უნდა გავიხედოთ ვხედავთ ნგრევასა და უბედურებას,ანუ სატანის გამოვლინებას,რომელიც
მიმართულია ადამიანების დაღუპვისკენ. პავლე მოციქული წერს,რომ ქრისტიანების ბრძოლა
არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ,არამედ ჰაერში გაბატონებულ ძალთა წინააღმდეგ.სწორედ
იმიტომ,რომ ადამიანი მოწინააღმდეგედ მხოლოდ ხილულს აღიქვამს,ის ხშირად დამარცხებულია
უხილავი მტის მიერ. ჩემი თემის მიზანი თქვენი შეშინება არ არის,არამედ თვალის ახელა.
ბიბლია გარკვევით აღწერს სატანას როგრც კაცობრიობის მტერს,რომელსაც ერთი მიზანი აქვს,რაც
უფალმა იოანეს სახარების 10:10–ე მუხლში თქვა:“ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის,რომ მოიპაროს,მოკლას
და მოსპოს.“ ალბათ გაინტერესებთ ეს რა შუაშია დეპრესიასთან,ახლავე გიპასუხებთ ამ კითხვაზე.
შევეცდები განვმარტო დეპრესიის შედეგი ადამიანის ცხოვრებაში და დაგანახოთ მსგავსება
დეპრესიასა და სატანას მიზნებს შორის.
დეპრესია იპარავს,ისევე როგორც სატანა.
ის იპარავს– სიხარულს,სრულფასოვნებას,სიცოცხლის აზრს,ღმერთისადმი რწმენას და სიყვარულს.
ის იპარავს ოცნებებს,იპარავს ხედვას.იპარავს ნიჭს,რადგან დეპრესიაში მყოფი ადამიანი
გულს ვეღარ უდებს საყვარელი საქმის კეთებას. იპარავს სიცოცხლის ფასეულობის აღქმას.იპარავს
რეალობას,და ამახინჯებს ფაქტებს,მაგალიტად,თუკი ვინმემ რაღაც ისეთი გითხრა,რაც მაინც
და მაინც არ გეამა,დეპრესია გიბიძგებს იფიქო,რომ ამ ადამიანს სძულხარ,შენი მტეია. შეიძლება
ეს ასეც იყოს,მაგრამ შეიძლება არც იყოს.
დეპრესია კლავს,სატანაც კლავს.– ბიბლია
სანამ ფიზიკურ სიკვდილს შეეხება,მანამდე საბრობს სულიერ სიკვდილზე,რაც ღმერთთან სიშორეს,ღვთისგან
ჩამოშორებას ნიშნავს. სიცოცხლე არის ღმერთი,ამიტომ თუ სატანამ,ან დეპრესიამ შეძლო და
ადამიანს დაუკარგა ღვთისადმი რწმენა,ის მოკლავს ნელ–ნელა ადამიანში ყოვეგვარ სიცოცხლეს,რაც
აისახება იზოლირებაში,სძულვილში,გარიყულობაში,როდესაც ადამიანი თვითონ ხდება გარიყული,მიუხედავად
იმისა რომ არავინ უბიძგებს გარიყვისკენ. სულიერი
სიკვდილი აღვივებს სწრაფვას ფიზიკური სიკვდილისაკენ,რადგან ნელ–ნელა ცხოვრების,არსებობის
ხალისი და აზრი კვდება.
დეპრესია სპობს ადამიანს,სატანაც სპობს–ჯოჯოხეთი.ეს
ის ადგილია, საიდანაც აღარ არსებობს ხსნა,აღარ არის კარი,რომელიც გამოგიყვანს იქიდან.
ეს მარადისობაა. როგორც ვხედავთ დეპრესია, არის სატანის ერთ–ერთი უძლიერესი და ყველაზე
აქტიური იარაღი ადამიანის დასაღუპავად მომართული. დეპრესია ყოველი იწყება პატარა ტკივილით,რომელიც
დროის მანძილზე სულ უფრო და უფრო ღრმავდება და აუცილებლად ითხოვს ფიზიკურ ტკივილს.
სწორედ ამის გამო მოზარდები იჭრიან ვენებს,მიდრეკილნი არის ტირილისკენ,მარტოსულობისკენ. დეპრესიის ბოლო ფრაზა ასე ჟღერს:“ აღარ ღირს სიცოცხლე,მე
ვეღარავინ დამეხმარება“ ეს არის მესამე,მოსპობა,განადგურება.
ძალიან ხშირად სატანა იყენებს ადამიანებს,რათა
თავისი სამიზნე ადვილად გაანდაგუროს. ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული,მოსმენილი
და დამეგობრებული ვიღაცის მიერ.სწორედ აქ უტევს სატანა ყველაზე ხშირად,რადგან ურთიერთობების
გარეშე ადამიანი სუსტია,მისი მოტყუება ძალზედ ადვილია. ეს ყველაფერი ვიცი,რადგან თავად
გამოვიარე. არის ხსნა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან?–კი
არის. იესო ქრისტე ანთავისუფლებს დეპრესიისგან. იოანეს სახარებაში ნათქვამი უფლის სიტყვები,რომ
მთავრდებოდეს მტერზე საუბრით,ხსნა აღარ იქნებოდა,მაგრამ უფალი აგრძელებს და სწორედ
მჟღავნდება მისი სიყვარული ჩვენდამი,მისი გეგმა ჩვენი ხსნის შესახებ. ის ამბობს:“მე
კი მოვედი,რათა ციცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.“ რა მშვენიერია,თუკი სატანა კლავს,უფალი
კიდევ აცოცხლებს. რას ნიშნავს უხვი სიცოცხლე?
როდესაც იოანე თავსისი სახარების წერას იწყებდა პირველ თავში ასეთი სიტყვები დაწერა:“მასში
იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.“
დეპრესია სიბნელეა,მაგრამ როდესაც
ადამიანი გულის კარს უღებს იესო ქრისტეს და ის მკვიდრდება მის გულში,მისი ნათელი აპობს
ბნელს,ნათდება ყველა კუთხე–კუნჭული და იწყება კურნება. იესო ქრისტე დაჭრილი გულების
მკურნალია. ის იწყებს ადამიანის კურნებას,თავისი სიტყვით. ადამიანი იგებს,რომ ის თვაის
შემოქმედს უყვარს,ის აღარ არის მოძულებული,აღარ არის მარტოსული,შეუმჩნეველი და მიუღებელი.
სახარების კითხვისას უფალი ესაურება ადამიანის სულს და ნელნელა ათავისუფლებს მას. მან
ტქვა“მე ვარ ნათელი სოფლისა,ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის,არამედ სიცოცხლის ნათელი
ექნება მას.“ (იოანე 8:12) რა საოცარია. ფსიქიკური
აშლილობა,მშვიდობით ნაცვლდება,ქრება შიშები და უიმედობა. წარსული ნაპატიებია. ძალიან
ხშირად დეპრესიის მიზეზი სწორედ წარსული ხდება. ფსიქოლოგები ამბობენ რომ დღეს ადამიანებს
ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ამ სიტყვის:“გეპატია“–ს მოსმენა. იესო კი პატიობს და სიხარულით ავსებს. შემდეგ უფალი ამბობს,:“შეიცნობთ ჭეშმარიტებას და
ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ.“ (იოანე 8:32) იოანეს 14:6–ში უფალი ამბობს,რომ
ის არის ჭეშმარიტება. ეს სიტყვები ჩვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს,შეგვიძლია ასე გადმოვთარგმნოთ“შემიცნობთ
მე,და მე გაგანთავისუფლებთ თქვენ.“ ეს შეცნობა
არ გულისხმობს რაიმე რიტუალში მონაწილეობის მიღებას,არამედ პირად ურთიერთობას,საუბარს,სიწრფელეს
და სიახლოვეს. ეს ზუსტად ის არის,რისთვისაც ღმერთმა ადამიანი შექმნა,მასთან საურთიერთოდ. სახარების კითხვა და უფალთან საუბარი,ანუ ლოცვა
ცვლის ადამიანს და მის შეხედულებებს. მათეს სახარების 11:28 მუხლში უფალი მიმართავს
გატანჯულ და დაღლილ ხალხს
„მოდით ჩემტან ყოველნო მაშვრალნო და
ტვირთმძიმენო,და მე მოგასვენებთ თქვენ.“
რა საოცარი სიტყვებია. განა შეიძლება
ამ სიტყვებზე თბილი სიტყვები მოისმინოს ადამიანმა. ეს სიტყვები საბუთია იმისა,რომ ღმერთი
ზრუნავს ჩვენზე,მას არ სურს ჩვენი ტანჯვა,ის არის მზრუნველი და მოსიყვარულე. უფალი
აგრძელებს:
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ
ჩემგან,რადგან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ
და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.“
კიდევ ერთი დაპირება:–სულის სიმშვიდე.
ეს ის არის,რისკენაც ისწრაფვის ადამიანთა 100%,მაგრამ მას მხოლოდ უფალი აძლევს ადამიანს.
მასთან ურთიერთობაში,მის სიახლოვეს მშვიდდება ჩვენი სული,რატომ? იმიტომ რომ ეს ჩვენი
დანიშნულებაა,მასთან ახლოს ყოფნა. ამაშია ჩვენი სიხარული. ის მშვიდი და თავმდაბალია.
მხოლოდ მას ძალუძს უყვარდეს ადამიანი სრულყოფილად და მან ეს ჯვარზე დაამტკიცა.
მას ესმის ყველა მიტოვებულის,რადგან
თავად იყო მიტოვებული,მას ესმის ყველა უარყოფილის,რადგან თავად იყო უარყოფილი. წერილი
ამბობს,რომ მას ძალუძს თანაგვიგრძნოს,განა ეს მშვენიერი არაა. ის არასოდეს ყვირის და
არასოდეს ითხოვს ფანატიზმს. მან თქვა:“ჩემი
უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი–მსუბუქი.“ მათე 11:28–30
ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის,დანაშაულის
გრძნობისგან განთავისუფლებაა,უფალი კი ანთავისუფლებს,რადგან მან იტვირთა ყველა ჩვენი
დანაშაული. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა
მისთვის. შეიძლება ადამიანმა დაგვაღალატოს,ვერ გვიპოვოს,არ დაგვეხმაროს,ვერ მოისმინოს
ჩვენი ხმა,მაგრამ ის ღმერთია,რადგან ყველგან ძალუძს ჩვენი პოვნა,ძალუძს გააღოს ყველა
დახურული კარი,რათა სიბნელიდან გაგვიყვანოს და ესმის ჩვენი არა მხოლოდ სიტყვიერამარამედ
ესმის ცრემლის ენაც,ის წარმოუთქმელი სიტყვები,რაც გულში რჩება.
თუ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ,მიტოვებული
ყველასგან და ფიქრობ რომ შენთვის აღარ არის ხსნა,მე მსურს გითხრა შენ,რომ უფალს უყვარხარ
და მას ძალუძს შეცვალოს ყოველივე და შეგცვალოს შენ. შენ შეგიძლია დაიწყო ყველაფერი
ახლიდან,გახდე ახალი ადამიანი,რომელიც თავისუფალია სიბნელისგან. თუკი გაუღებ გულის
კარს იესო ქრისტეს და სთხოვ მას დამკვიდრდეს შენს გულში და გაპატიოს ცოდვები,იყოს შენი
უფალი,ის უპასუხოდ არ დაგტოვებს. თქვენ მისთვის
იმდენად მნიშვნელოვანი ხართ,რომ მან დაიკავა თქვენი ადგილი ჯვარზე. ახლა კი გელით,ნუ
იტყვით უარს იმ ერერთზე,რომელიც სიცოცხლის უკანასკენ წუთამდე ერთგული იყო თქვენი და
ახლა იც ცოცხალია რათა მიხიდეთ მასთან და აგავსოთ თავისი სიცოცხლითა და ბედნიერებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий