უფლის ძიება
არის კი ადამიანი,რომელიც ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა წარმოშობაზე და არ უკითხავს,საიდან წარმოიშვა ეს ყოველივე?. როდესაც პატარა ვიყავი,დაახლოებით 10წლის დავდგებოდი ხოლმე ფანჯარასთან და ვუყურებდი მთვარეს,ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს,რომლებიც ანათებდნენ მოშავო ფერის ცას და გულში მებადებოდა უამრავი კითხვა,პირველი კითხვა რაც არ მასვენებდა იყო მარადიულობის შესახებ. მახსოვს როგორ მაშფოთებდა მარადისობის საკითხი,სულ ვფიქრობდი,თუ არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგ,სად წავალ? შემდეგ ვფიქრობდი,მაინტერესებდა არსებობდა თუ არა ღმერთი,თუ ის არსეობდა უდიდესი პატივი იქნებოდა მაშინ მისი გაცნობა,გამოკვლევა იმისა,თუ როგორ შექმნა ყოველივე და მათ შორის მეც. როდესაც გავიზარდე,ეს კითხვები უფრო მეტად გაღრმავდა და ყველაზე ძლიერ,ჩემი არსებობის მიზეზი და მიზანი მაინტერესებდა. ვუყურებდი დღევანდელ ადამიანურ ყოფას და უკმაყოფილება მიღრღნიდა გულს:"ნუთუ სულ ეს არის,რისთვისაც ცხოვრობს ადამიანი:–დაიბადოს,ისწავლოს,ჭამოს,გათხოვდეს ან ცოლი მოიყვანოს,იშრომოს მთელი სიცოცხლე და მოკვდეს." ამაში ვერავითარ აზრსა და ლოგიკას ვერ ვხედავდი. ეს კითხვები:"ვინ ვარ მე,არსებობს თუ არა ღმერთი,რისთვის ვარსებობ." ყველა ადამიანის გულში ჩნდება. და მართლაც,თუ არსებობს ღმერთი და შემიძლია ვიცნობდე მას,განა ეს ყველაზე აღმატებული და საოცარი არ არის,რა შემიძლია გავკეთო ამაზე მეტად დიდებული?–არაფერი. საიდან გავიგოთ არსებობს თუ არა ღმერთი? სამყაროდან. თვითონ სამყარო მოწმობს რომ არსებობს უმაღლესი ინტელექტი,რომელმაც შექმნა ყოველივე არსებული. სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლისგან თუ იქნება წამოსული....... მრავალი მეცნიერი უარს ამბობს ღმერთის არსებობაზე და ვარაუდობენ,რომ სამყარო და ყოველივე მასში არსებული,შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. კარგით დავუშვათ რომ მართლაც ასეა და სამყარო ორი პლანეტის ან მეტეორის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ეს უფრო მეტ კითხვას ბადებს ვიდრე ღმერთის არსებობა. საიდან გაჩნდა ის ორი მეტეორი თუ პლანეტა? ისინი ხომ საიდანღაციდან წარმოიშვნენ. კსმოსიც,რომელშიც მოხდა ეს შეჯახება,ხომ შეიქმნა ვიღაცის მიერ?. არაფერი არ წარმოიშობა დამოუკიდებლად. ამ მოსაზრებასაც მივყავართ შემოქმედთან. ღმერთი არსებობს,მაგრამ რა არის იგი,ან ვინ არის? ის პიროვნებაა. ამაზე მისივე ქმნილება მეტყველებს. სამყაროში არის გარკვეული წესრიგი,რომელიც აკავებს ჰარმონიულ მოძრაობაში ყოველივეს,ამისათვის კი საჭიროა გონება. გონება ვერ ექნება საგანს,ამ მხოლოდ და მხოლოდ ძალას. გონება აქვს მხოლოდ პიროვნებას,რომელიც აზროვნებს. ბუნება მეტყველებს მისი ავტორის გენიალურობასა და სიბრძნეზე. სიცოცხლის ციკლი ცოცხალ არსებებში,ეს ყოველივე ვერ შეიქმნებოდა დამოუკიდებლად,რადგან ყოველივე რაც არსებობს ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან. ღმერთი პიროვნებაა მაგრამ როგორ შემიძლია გავიცნო იგი? ეს ჩემი საყვარელი შეკითხვაა.ალბერტ აინშტაინი,ამბობდა რომ ყოველივე არსებულიდან ადამიანმა იცის,მხოლოდ 1%,ხოლო დანარჩენი 99% უცნობია მისთვის,და ამ 99%–ში შეიძლება ვიგულისხმოთ ღმერთიც. საქმე იმაშია, რომ ადამიანის გონება შემოსაღვრულია,ამიტომ ადამიანს თავსი გონებით არ ძალუძს ღმერთის შეცნობა,რადგან ღმერთი განუსაღვრელია.იმისათვის რომ გავიცნოთ ღმერთი და ვიცოდეთ ვინ არის იგი,საჭიროა რომ მან თვითონ გვაუწყოს თავისი თავის შესახებ. დედამიწაზე არსებობს მრავალი რელიგია და ყველა ამ რელიგიას ჰყავს თავისი ლიდერი,ანუ დამფუძნებელი. ყველა ეს ლიდერი,ამტკიცებდა რომ ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და ამბობდნენ რომ ემსახურებოდნენ ღმერთს. წარმოვიდგინოთ რომ დიდ დარბაზში მოვიწვიეთ დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიური ლიდერი,ანუ დამფუძნებელი და ვკითხეთ მათ,თუ ვინ არის ღმერთი. ამ შეკითხვაზე ჩვენ ათასობით განსხვავებულ პასუხს მივიღებდით. როგორ გავარკვიოთ რომელი მათგანი არის სანდო? ამისათვის საჭიროა განვიხილოთ თვითონ ამ ლიდერების ცხოვრება და მათი პირადი ურთიერთობა ღმერთთან. სამუწახოდ მათი საქმეები ვერ მოდის თანხმობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. ყველა ამ ლიდერს ჰქონდა 3 საერთო:
1–ისინი იყვნენ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები
2_ისევე როგორც ჩვენ ისინი ეძებდნენ ჭეშმარიტებას და მის ძიებაში დაიხოცნენ
3_მათ არ ჰქონდათ ძალაუფლება ღვთისგან
გამოდის რომ ვერც ერთი მათაგნის გაყოლით ჩვენ ვერ მივაღწევთ სულის ხსნას. ამ დროს არის ერთი პიროვნება,რომელიც გამოდის და ამბობს,რომ ის ღმერთია,და მის გარეშე ვერავინ გადარცება და იგი მოვიდა დედამიწაზე ადამიანის სახით.ანუ განკაცდა. ეს პიროვნება იესო ქრისტეა. როგორ შემიძლია ვენდო მას სიტყვაზე,მას სჭირდება საქმეები,რომ დაამტკიცოს თავისი სიტყვები. ჰქონდა კი იესო ქრისტეს საქმეები,რომლებიც ამტკიცებდა, რომ ის არიყო ჩვეულებრივი მოკვდავი,როგორიც იყო მუჰამედი,კონფუცი,გაუტამა და ა.შ? ამ კითხვაზე რომ გავცეთ პასუხი,უნდა გამოვიკვლიოთ ქრისტეს ცხოვრება,მისი სიკვდილი–აღდგომა და მისი ისტორიულობა. რას აკეთებდა იესო? ის კურნავდა ბრმებს,ხეიბრებს,ათავისუფლებდა შეპყრობილებს. ეს ყველაზე საინტერესოა,რადგან დემონურ ძალებზე ძალაუფლეას,მხოლოდ ღმერთი ფლობს. მხოლოდ აბსოლიტურ სინათლეს ძალუძს გაფანტოს წყვდიადი,და იესო ქრისტე აკეთებდა ამას. ეშმაკები ცნობდნენ მას. იესო ხედავდა ადამიანის გულში ნადებს,მოტივებს და კითხულობდა აზრებს. უფრო მეტიც,მას ჰქონდა ხელმწიფება ცოდვების პატიების. ვის ძალუძს პატიება ცოდვების,გარდა ღმერთისა?–არავის. რატომ მოკლეს ქრისტე? ის მოკლეს იმის გამო,რომ თავს ღმერთს უწოდებდა. იესო ქრისტეზე ვერ ვიტყვით რომ ის უბრალოდ დიდებული მორალისტი იყო,მან თავად თქვა საკუთარ თავზე,რომ ის არ იყო მორალისტი არამედ იყო ღმერთის მხოლოდშობილი ძე. მხოლოდ ღმერთის ძე,თუ შეძლებდა აეტანა საშინელი ფიზიკური და სულიერი ტკივილი ჯვარზე და ეთქვა:"მიუტევე მათ მამაო,რადგან არ იციან რას ქმნიან." ის აღსდგა მკვდრეთით. ყველა რელიგიური ლიდერის გვამი საფლავში განისვენებს და იხრწნება,მხოლოდ ერთი საფლავია,რომელზეც აწერია:"ის აქ არ არის,რადგან ის აღსდგა" ეს იესო ქრისტეს საფლავია. წერილი ამბობს,რომ სიკვდილმა ვერ შეაკავა იგიდა ის აღსდგა. არის თუ არა იესო ქრისტეს არსებობის,მის მიერ მოხდენილი სასწაულების ისტორიული მტკიცებულება?–დიახ,არის. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველი ისტორიკოსი,წერდა თავის წიგნში იესო ქრისტეზე,მის ცხოვრებაზე,მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე და მის სიკვდილზე. იესო ქრისტეს დედამიწაზე მსვლამ,სულ სხვა კურსი მისცა კაცობრიობას. ეს ისტორიული ფაქტია. მაგრამ რას ნიშნავს მისი მკვდრეთით აღდგომა? ეს იმას ნიშნავს რომ ის ახლაც ცოცხალია და მოქმედი. საიდან შემიძლია ვენდო ამას? იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე მოწმობს ადრეულ ქრისტიანული ეკლესიის ისტორია და ეს მოწმობა ცოცხალია დღესაც. იესო ქრისტე დღესაც კურნავს ავადმყოფებს,ის ადამიანები ვინც მოდიან მასთან და იწყებენ მის რწმენაში ცხოვრებას მთლიანად იცვლებიან. ჰომოსექსუალები ინკურნებიან,ასევე ნარკომანები. მკვდრები ცოცხლდებიან,ავადმყოფები ინკურნებიან.ადამიანის დაჭრილი გული მრთელდება. იესო ქრისტეზე ერთხელ აინშტაინს ჰკითხა ამერიკული გაზეთის "Saturday evening Post-ის ჟურნალისტმა:
–გწამთ თუ არა იესო ქრისტეს ისტორიულობის,რომ ის ნამდვილად არსებობდა?
–რათქმაუნდა,–მიუგო ალბერტმა,–შეუძლებელია არ გრძნობდე მის რეალურ თანდასწრებას,როდესაც კითხულობ ახალ აღთქმას, მისი სული სუფევს თითოეულ სიტყვაში რაც წერია. არც ერთი მითი არ ფლობს ასეთ სასიცოცლხო ძალას.
ის რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და დღესაც ისეთივე რეალურია როგორიც უწინ იყო,ფაქტია. მან შეცვალა ჩემი და კიდევ მილიარდობით ადამიანის ცხოვრება და გული. მის სახელს დღესაც აქვს ძალა,რომელიც აღემატება ყველა დემონურ და ადამიანურ ძალას. იექსო ქრისტე არის ღმერთის ძე,ანუ წმიდა სამების მეორე პირი. ახლა კითხვა შემდეგშია,მე მწამს ქრისტესი,მაგრამ როგორ შემიძლია გავიცნო იგი. ეს ყველაზე საოცარია,მისი გაცნობა შეიძლება მისი სიტყვის კითხვით,მარხვითა და ლოცვით,ანუ მასთან საუბრით მხოლოდ. მისი პიროვნების გაცნობა აბსოლიტურად ცვლის ყოველივეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий