იესო და კეთროვანი
იესოს გარშემო ხალხია შეჯგუფებული,ის ესაუბრება მათ.
უცებ უკანა რიგებში რაღაც ალიაქოთი ატყდა. ლაპარაკი,შეშფოთება... იესო წყვეტს საუბარს:"რა მოხდა?" მოხდა კი რაღაც საშინელება: მოვიდა ერთი კეთროვანი და იცით თქვენ რა არის კეთრი?ადამიანი ცოცხლივ იხრწნება. ეს შემზარავია: დაჩირქებული ყურები,ცხვირი,ტუჩები. კეთრი ისეთი გადამდებია,რომ შეიძლება ჰაერითაც გადაედოს ადამიანს. ამის გამო,კეთრით დაავადებულებს უდაბნოში უნდა ეცხოვრათ. მათ ეკრძალებოდათ ხალხში გამოსვლა. უცებ კი,კეთროვანი საზოგადოებაში აღმოჩნდა. მას ესმის იესოს შესახებ და სურვილი უბიძგებს მისკენ,მას სურს დაინახოს იესო. და აი,ის მოდის. ხალხი გზას უთმობს მას,ზოგიც თავს არიდებს და გაჰკივის:"ეი შენ წადი აქედან,თუ თავი არ მოგბეზრებია,მოშორდი" მაგრამ იგი არ ტყდება.. მე თითქმის ვხედავ,როგორ მიიწ–მოიწია აღშფოთებული ხალხი, და როგორ უახლოვდება კეთროვანი იესოს. არა,ის არ დგას იესოს წინ,ის მტვერშია გართხმული მის ფეხებთან და თვალცრემლიანი უმხელს მაცხოვარს თავის უბედურებას.
"უფალო,თუ გსურს,შეგიძლია ჩემი განწმედა"
იცით,ადამიანი თავისი გაუბედურებული ცხოვრებით და მაცხოვარი,ძე ღმერთისა,უცილოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
შეიძლებოდა გვეფიქრა,რომ იესო ერთი ნაბიჯით უკან გადგებოდა ამ დანგრეული ადამიანისგან და იტყოდა:"ჰო კარგი,ადექი,განიწმიდე.!"მაგრა,არა იესო სხვანაირად იქცევა. იესო მიეახლა მას და ხელები მოავლო დასახიჩრებულ თავზე. ხალხმა შიშით ალბათ ყვირილი მორთო :"კეთროვანს რომ მიეკარო არ შეიძლება."
და იესომ უთხრა მას:"მინდა,განიწმიდე."
და მყესეულად გაიწმიდა კეთრისგან.
არავითარი სისაძაგლე არ ეზიზღება იესოს. არავითარი უბედურება არ არის მისთვის ძლიერ დიდი. ის თავისი ხელებით ეხება კეთროვანს. მე რომ მხატვარი ვიყო,ასე დავხატავდი ამას: ხელებს კეთროვნის დაშლილ,ნახევრად გახრწნილ სახეზე."
ადამიანს,რომელსაც ყველა გაურბის,იესო ხელით ეხება მას და ბძანებს:"მე შეგინანე შენ,შენ ჩემი ხარ/"
ვილჰელმ ბუში
Комментариев нет:
Отправить комментарий