четверг, 19 июня 2014 г.

რატომ ეცემიან ქრისტიანები?

რატომ ეცემიან ქრისტიანები? მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნიერებაზე მცხოვრებ ადამიანთა 70% ალბათ ქრისტიანებს კეთილ მეზღაპრეებად მიიჩნევს,ისინი მაინც დიდი ინტერესითა და ულმოდგინებით აკვირდებიან მათ თითოეულ ნაბიჯს. ეს ერთგვარი მოწმობაა იმის შესახებ,რომ ქვეყნიერება თვითონ მოწმობს ქრისტიანთა განსაკუთრებულობას. ძალიან ხშირად სწორედ რომ ურწმუნო ხდება ხოლმე,სამწუხაროდ ქრისტიანის მამხილებელი და ასეთ დროს ყველა ცოდვილი და უბედური ეშმაკთან ერთად ხარობს ქრისტიანის მარცხს.
რატომ ხდება დაცემა ქრისტიანის ცხოვრებაში,რატომ რჩებიან ქრისტიანები შერცხვენილნი და რატომ მიდიან ისინი სატანისკენ?
ამ კითხვაზე მრავალი სახის პასუხი შეგვიძლია გავცეთ,თუმცა ყველა ამ პასუხის ფუძე იქნება ერთი: –მათ აღარ აქვთ ურთიერთობა ღმერთთან. მათ შეწყვიტეს ცოცხალი წყაროდან სიცოცხლის წყლის სმა.
ერთხელ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს:" არაფერია დაფარული,რომ არ გაცხადდეს"
დედამიწაზე უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს,ამ უამრავი ქრისტიანიდან ბევრი ღვთის მსახურია,და ამ ბევრი ღვთის მსახურიდან,გარკვეული ნაწილი ეცემა და ცოდვაში ვარდება.
სამწუხაროა ის ფაქტი,რომ,თავად ქრისტიანები იმედგაცუებულნი რჩებიან,როდესაც სხვა ქრისტიანის მარცხს უცქერენ და მათი რწმენაც ირყევა. ბევრი ადამიანი ამის შემყურვალე ამბობს,რომ ქრისტიანობა ილუზიაა,ამას ამბობს ბევრი მორწმუნე სამწუხაროდ,რადგან ქვეყნიერებას თუ შევხედავთ ის თავისი არსებობის დღიდან აჟღერებს
რატომ ეცემიან ქრისტიანები? ისინი იმიტომ ეცემიან რომ არ ათვითცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას რაც მათზეა. ისინი გარბიან,ამისგან. ასე ემართება მრავალ მქადაგებელს,მომღერალს და რიგით მორწმუნეს. და ეს ბუნებრივია. ქრისტიანობა იოლი არაა,და არც ღიმილის რელიგიაა.
ერთხელ უფალმა იგავი მოუყვა მოწაფეებს,რათა მათ დაენახათ რამხელა გონიერებას და წინდახედვას ითხოვს ქრისტიანად გახდომა. უფალმა თქვა,რომ როდესაც მეფე საომრად მიდის,ჯერ უნდა გათვალოს ლაშქრის რაოდენობა,შეხედოს მტრის ძალას და შემდეგ თავისას,რომ ბრძოლის ველზე დამარცხებული სხვისი დაცინვის ობიექტი არ გახდეს. უფალი ბრძენია და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მან იცოდა რა სიტუაციის გავლა მოუწევდა მრავალ ვითომ ქრისტიანს ამიტომაც გააფრთხილა ასეთები,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ჩვენ შევუდგებოდის ქრისტიანობას,მაგრამ წინდაუხედაობის გამო ბრძოლის ველზე დავეცემოდით,ხალხი დაგვცინებდა და იტყოდა :"დაიწყო და ვერ დაამთავრა."
სამწუხაროდ დღეს ისე როგორც არასდროს,უამრავი ქრისტიანი ხდება ამ სასაცილო მდგომარეობის ობიექტი. რახდება? ქრისტეშია პრობლემა? არა.
ჯერ კიდევ 21 საუკუნის წინათ მან გააფრთხილა ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ,ამიტომ თუ ადამიანები მაინც ყურთმძიმენი არიან,ეს მისი ბრალი სულაც არ არის.
ძალიან ხშირად ქრისტიანები ეცემიან იმიტომ,რომ ქრისტიანობა უბრალო რელიგია ჰგონიათ,მაგრამ როდესაც უღრმავდებიან ხვდებიან რომ ეს სიცოცხლეა და არა რელიგია,ამიტომ ისინი მიდიან. მოციქულები წერენ ასეთებზე რომ ისინი თავიდანვე არ ყოფილან ჩვენიანები და ამიტომ წავიდნენ.
სხვა მიზეზი,რის გამოც ქრისტიანები სასაცილონი ხდებაინ,სამკალში ძილია.
მათ სამკალში ძინავთ.
უფალი ქრისტიანს ადარებს მონას,რომელიც ელის თავისი ბატონის დაბუნებას. თუ მონა მღვიძარე იქნება,ბატონი მოსვლის დროს თავად მოემსახურება მას,მაგრამ თუ მონა ზარმაცია და მძინარეს ჰპოვებს მას ბატონი,ვერ გადაურჩება სასჯელს. ქრისტიანები ხშირად ვივიწყებთ ხოლმე,რა საშიში და მოქმედია უფალი. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ,სიყვარულის სახარებას,რომ ღვთის მოშიშება გაქრა ჩვენს გულებში. გვგონია ყველაფერი გვეპატიება,მაგრამ არა,ეს სიცრუეა. მძინარე ადამიანს,ძალიან კარგად აფხიზლებს ცივი წყალი. სწორედ ამიტომ ქრისტიანის ცხოვრებაში ღმერთი ააშკარავებს მის დაფარულს "მე–ს" და საქმეებს,სააშკარაოზე გამოაქვს ისინი,რომ მძინარე გამოაფხიზლოს. ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან კარგად მოქმედებს.
ჩემი გულის ტკივილი ტიმ ლამბესისია. ის ჩემი საყვარელი ჯგუფის სოლისტი გახლდათ. თავიდან ეს ადამიანი სამაგალითო იყო. მაგრამ რაღაც მოხდა და მისი რწმენის ხომალდი დაიმსხვრა. მსოფლიოში ცნობილი ქრისტიანი მეტალისტი ტიმ ლამბესისი,2013წლის მაისში ციხეში ჩასვეს ყოფილი მეუღლის მკვლელობის დაკვეთის გამო. მას ფაქზე წაუსწრეს,როდესაც მკვლელს ფულს აძლევდა,ამიტომ თავის მართლება უშედეგო აღმოჩნდა. ტიმიმ აღიარა რომ ბოდი ბილდინგით იმდენად დაკავდა,რომ ნელ–ნელა იწყო ჩამოშორება ოჯახისგან,მეუღლისგან.დაიწყო ღალატი, და პოპულარულობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ასევე განაცხადა,რომ ჯგუფის წევრები დიდი ხანია,რაც ქრისიანები აღარ არიან,უბრალოდ ხალხის თვალში რჩებიან ქრისტიანებად,რათა მეტი ფანი ყავდეთ. მარაზმია ხომ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა,როდესაც ტიმი დააპატიმრეს. ბევრი ადამიანი ამაზე აბათ იცინის და ამბობს,სად იყო მისი ღმერთი? რატომ არ დაისაჯა,აი ქრისტე რომ რეალური იყოს ბოლოს მოუღებდა უცებ,ასეთ თვითმარქვიას." ასეთ ადამიანებს მინდა მივმართო,თუ თქვენ გგონიათ რომ ასეთი კრიტიკის შემდეგ ტიმისგან რაიმეთი განსხვავდებით,ძალიან ცდებით. ისევე როგორც ტიმი,თქვენ ჯოჯოხეთისკენ მიდიხართ,და სწორედ რომ უფლის მოწყალე ხელია,რომელიც გაკავებთ ტქვენც და ტიმისაც. უფალი მოწყალეა,რადგან მადლის პერიოდია. ამიტომ ტიმის რეალური "მე–ს" ამ გამოაშკარავებაში,უფლის არ არსებობა კი არა სწორედ რომ უფლის არსებობა უნდა ჩავთვალოთ. ღმერთმა გამოიტანა სააშკარაოზე მისი ქმედება,რათა გამოაფხიზლოს იგი და ასევე ჩვენს,ვისაც გვგონია რომ ვდგავართ.
ქრისტე რომ მითოლოგიური გმირი იყოს,ასეთი ამბები არ გამოაშკარავდებოდა,დარჩებოდა ბნელში და as i lay dying დღესაც იქნებოდა მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული მეტალ ჯგუფი,მაგრამ უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები პირველ საუკუნეში დღესაც მოქმედია და ყოველივე დაფარული ღმერთს სააშკარაოზე გამოაქვს,რათა დაანახოს ურწმუნოებს რომ ის ცოცხალია და წმედს თავის ეკლესიას ყოველი ცრუსგან. ხშირად უშვებს სასჯელს ღმერთი დაცემულ ქრისტიანებზე,რათა მიხვდნენ ისინი და მოინანიონ და ასეთი მაგალითები ბევრია.
მე დიდი იმედი მაქვს,რომ ტიმ ლამბესისი ისწავლის ამ გაკვეთილისგან და მიხვდება უფლის შეტყობინებას,და მოინანიებს. ერთი რამ ვიცი,ღმერთს უყვარს იგი და სურს რომ ის გადარჩეს,ამიტომ ემ უფლება არ მაქვს დავცინო მას,ან განვიკითხო იგი. დაცემული ქრისტიანი სასაცილო კი არა,სატირალია,მაგრამ სამწუხაროა დღეს ასეთებზე აღარ ტირიან უფლის შვილები,არამედ დასცინიან და ხარობენ,თითქოს მეტოქე მოიშორეს,თუმცა ეს ყველა ქრისტიანს არ ეხება.
იმ ქრისტიანებზე,ვინც უყურებს სხვის დაცემას,სულიწმიდა ამბობს:"ვინც დგას იფრთხილოს რომ არ დაეცეს."

Комментариев нет:

Отправить комментарий