понедельник, 8 декабря 2014 г.

Don't give up


Don't  give  up..!
there  many  skills that  people  should  learn  to  be  successful.  I  think  that  the  most  needed  skill,  that  we  must  learn  is  to  not  give  up.
Every day  we  make  a  lot  of  mistakes,  we  can  fall  and  rise  again  many  times.  but  if  in the    time  of  our  falling,  we  will give  up  trying  to  do  something  better  than  usual,  and  we  will think  that  we  are  looser,  it  will destroy  our  strong  sides,  and  it  will  bring  into  our  heart  sadness and  sorrow.  we  must  say  to  ourselves  every  day:  "don't  give  up,  you can...!"  life  is  like  fighting,  sometimes  we win and  sometimes  we  learn.  Sometimes  through  such  unfortunately  situations  God  teaches  us.  When  I  make  some  mistakes,  I  always  say  to  myself:  " don't  give  up."  and  it  helps  me to  forget  about  trouble  and go on.  Life  contains  with  experiences,  so  if  we  will learn  to  not  give  up,  we  will learn  to  live  successfully.  Every  businessmen  have  falls  in  their  work,  but  they  have not given  up  and  today  they  have  big  companies  and  all  world  knows them.  we  can  not  be  part  of  healing  process if  we  run  at  the  first  sight  of  blood..  remember :  "don't  give  up.!"

вторник, 25 ноября 2014 г.

არასოდეს დანებდეთ


არასოდეს დანებდე
  ადამიანი თავის ხანმოკლე ცხოვრებაში ბევრ საფეხურს გადის. ზოგჯერ უნებურად ეცემა ძირს,ზოგჯერ კი სხვა ადამიანები ცდილობენ დასცენ.  როგორც არ უნდა იყოს,  სვლის  დროს,  მთავარი   წაქცევა კი  არა  სვლის  გაგრძელებაა.  არის  ერთი  წესი,  რომელიც  ყოველ  დილით  საკუთარ  თავს  უნდა  უთხრა :  "არ  დანებდე".  არავის  და  არაფერს  მისცე  უფლება  რომ  გაგანადგუროს.  ადამიანები  ხშირად  ვარდებიან  დეპრესიასა  და  სტრესში,  როდესაც  მათთვის  ძვირფასი  ადამიანები  იგნორირებას  უკეთებენ  მათ,  ასეთი  ქცევით  მხოლოდ  საკუთარ  თავს  თუ  ვავნებთ.  თუ  ჩვენ  ვცდილობთ  შურისძიებას,  ვკარგავთ  დროს  რომ  ბედნიერები  ვიყოთ,  ამით  კი  მხოლოდ  საკუთარ  თავს  ვვნებთ.  არასოდეს  შეწყვიტოთ  სვლა,  მაშინაც  კი,  თუკი  ყველაზე  ძვირფასი  პიროვნება  გკრავთ  ხელს  რომ  დავარდეთ,  წამოდექით  და  დაუმტკიცეთ  ირგვლივ  ყველას,  რომ  გაცილებით  უფრო  ძლიერი  ხართ,  ვიდრე  ისინი ფიქრობდნენ.  არ  მისცეთ  გულს  სიძულვილის  უფლება,  უბრალოდ  გაიღიმეთ,  ღმერთს  უყვარხართ  თქვენ,  ამ  სიყვარულის  განცდა  ყველა  ტკივილსა  და  დამცირებას  ფარავს,  იმ  ადამიანებს  კი,  ვინც  დაგამცირათ  და  გული  გატკინათ  თავის  დროზე  მოუწევთ  პასუხის  გაცემა.  გიყვარდეთ  საკუთარი  თავი  და  ნუ  დახარჯავთ  დროს  იმ  ადამიანებთან  საუბარსა  და  ურთიერთობაში,  რომლებიც  მზად  არიან  უკეთესი  ალტერნატივის  შემთხვევაში  ზურგი  გაქციონ  და  არც  კი  მოგისმინონ

четверг, 6 ноября 2014 г.

thanks.....

I  am  going  through  the  blackness  steppe
But  still  my  heart  is  gentle
and  covered  with  strength
Voices  of  demons  tries  to  destroy  my  faith
 But  your  endless  love  is  defending  my  heart
From the  eternal  death
Your  holy  hands  are  catching  my  hands 
To  not  fall  into  the  abyss's  haze
King  of  glory  and  Lord  of  universe 
Please  guide  me  in  this  battle  field 
My  dear  Savior  and  Nearest  Friend 
Thank You  for Your  love  and
For  Your  care.

вторник, 4 ноября 2014 г.

ეთნიკურ უმცირესობებთან დამოკიდებულება


ეთნიკური ჯგუფები  ისტორიულად  ჩამოყალიბებული  ადამიანთა ერთობაა,  რომელიც  არსებობს  სხვა  ქვეყნის  ტერიტორიაზე  და  დანარჩენი მოსახლეობისგან  განსხვავდება  ადათ-წესებით,  ენით,  კულტურითა  და  რელიგიით.  საქართველო  ოდითგანვე  ცნობილია  სტუმართმოყვარეობით,  ეთნიკური  მრავალფეროვნება  ჩვენი  ქვეყნის  სიმდიდრეა,  თუმცა  საზოგადოების  ნაწილი  თვლის,  რომ  ეთნიკური  უმცირესობების  უფლებები   ქვეყანაში  დაცული  არ  უნდა  იყოს  და  უპირატესობა  მკვიდრ მოსახლეობას  უნდა  მიენიჭოს.  რა  თქმა  უნდა,   არ  ვისურვებდით  უცხო  ქვყანაში  ჩასვლის  დროს,  იქაურ  მოალაქეთა  აგრესიის ეპიცენტრი  თუ  აღმოვჩნდებოდით,  ამიტომ  საზოგადოების  ამ  თვალსაზრის  თუ კარგად  დავუკვირდებით,  აღმოვაჩენთ,  რომ  საქმე  გვაქვს  ეგოიზმთან.   სამწუხაოდ,  ჩვენს  ქვეყანაში  მცხოვრები  ეთნოსები  ხშირად  ყოფილან  დაცინვისა  და  აგრესიის ობიექტნი.  მახსოვს,  საზოგადოებრივ  ტრანსპორტში  ჩინელი  ბიჭი  ამოვიდა,  ქართველმა  ახალგაზრდებმა  დასცინეს  მას  და  სიტყვიერი  შეურაცხყოფა  მიაყენეს.  ალბათ  ხშირად  მოგვიკრავს  თვალი რასიზმის  მაგალითებისთვის.  ქართველი  მოსახლეობის  ნაწილი  აბუჩად  იგდებს  მათ  კანის  განსხვავებული  ფერის  გამო,  ბევრი  მათ  გვერდით  დაჯდომასაც  უკადრისობს.  ამგვარი  დამოკიდებულების  მიზეზი პირადი  ანტიპატია,  ზოგჯერ  შური,  ეროვნული  სხეულის  მთლიანობის  დაკარგვის  შიში  და  ამპარტავნებაა.
      პირველ  ყოვლისა,  ჩვენ  ყველანი  ღვთის  ხატად  შექმნილი  ადამიანები  ვართ,  ღმერთთან  კი  მიკერძოება არ არის. ყოველ  პიროვნებას ინდივიდუალური  დნმ-ი აქვს,  რაც  ხაზს  უსვამს  ჩვენს  ორიგინალურობას.   ურიგო  არ  იქნებოდა,  თუ  ისტორიას  გადავხედავდით,  რადგან  აღმოვაჩენდით,  რომ  საქართველოს  წინსვლასა  და  განვითარებაში  დიდი  როლი  ითამაშეს  აქ  მცხვრებმა  ეთნიკური  უმცირესობების  წარმომადგენლებმა. დავით  აღმაშენებელმა  თავად  ჩამოასახლა  ყივჩაღები,  რომ  მტერთან  ბრძოლაში  დახმარებოდნენ.  ებრაელებმა,  რომლებიც  დაახლოებით 26  საუკუნის  უკან  შემოვიდნენ  საქართველოში,  დიდი  როლი  ითამაშეს    ვაჭრობის  განვითარებაში  საქართველოსა  და    სხვა  ქვეყნებს  შორის.  ქვეყნის  ეკონომიკურ  წინსვლაში  დიდ  როლს  ასრულებენ  აქ  მცხოვრები  ჩინელებიც.
       ყველაფერს  რომ  თავი  დავანებოთ,  მსოფლიოს  მრავალ  ქვეყანაში  შეგვიძლია  აღმოვაჩინოთ  სამუშაოდ  ჩასული  ქართველები,  რა  თქმა  უნდა,  არ  ვისურვებდით  რომ  ისინი  იქაური  მოსახლეობის  ზეწოლისა  და  აგრესიის  მსხვერპლნი  აღმოჩენილიყვნენ,  ამიტომ  მათი  ინტერესებიდან  გამომდინარე,  ყოვლად  მიუღებელია  აქ  მცხოვრები  უცხოელი  ხალხის  ჩაგვრა  და  მათი  უფლებების  უგულებელყოფა.  ეთნიკური  უმცირესობების  მიმართ  გამოვლენილი  აგრესიით,  საფრთხეში  ჩავაგდებთ  საზღვარგარეთ  მყოფ  ქართველებს.  ესეც  რომ არა,  ცხოვრება  ზედმეტად  ხანმოკლეა,  საიმისოდ  რომ იგი  სიძულვილსა  და  დავაში  განვვლოდ.  ჩვენ  ყველანი  ინდივიდები  ვართ  და  ერთმანეთში  უნდა  ვხედავდეთ  არა  კანის  ფერსა  და  წარმომავლობას,   არამედ  პიროვნებას,  რომელიც  ფლობს  უამრავ  უნარსა  და ნიჭს  და რომელსაც  ისევე   შეუძლია  უყვარდეს  და ტკიოდეს  გული,  როგორც  ჩვენ.

ვისაც უფლის სიტყვა წყურია





ბიბლია  საუკეთესო  წიგნია, რაც  კი  ოდესმე  დაწერილა. ის  გვიამბობს  ჩვენი  წარმომავლობისა  და   წინაპრების შესახებ.  აგრეთვე  ის  გვამცნობს  ჩვენი  შემოქმედსა  და  მის  უსაზღვრო  სიყვარულზე.
ბიბლია  უფლის  სიტყვაა  და  ამავე  დროს,  ის  არის  მოწმობა  ღმერთის  სიდიადეზე,  რომელმაც  ჩვენი  დასასჯელი  მეთოდები  კი  არ  შეიმუშავა,  არამედ  თავისი  მხოლოდშობილი  ძე   გაიღო  ჩვენს  გადასარჩენად,  რომ   ვინც   ირწმუნებს  მას,  ჰქონდეს  საუკუნო  სიცოცხლე.  ეს  ჩემი  საყვარელი  მუხლია  წმიდა  წერილიდან:
"..მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა  უსასყიდლოდ  აიღოს  სიცოცხლის  წყალი."
გამოცხადება 22:17SLAV SIMANIC

YOU,WHO ARE THIRSTY

The Bible is the best book that has ever been written. It tells us about our origins and where we come from. It also tells us about our Creator and His unlimited love.
The Bible is God's word. At the same time the Bible is a testimony of how great our God is. He doesn't demand any sacrifices from us but He gave His Son for our salvation so that whoever believes in Him can have eternal life. This is of my favorite Bible verses:
"whoever is thirsty, let him come and 
whoever  wishes, let him take the free gift of the
water of life.
God bless you
SLAV SIMANIC

TRUST IN JESUS TODAY

Trust in Jesus today my friend
You have to make a choice my friend, just like i did-Trust in Jesus and follow Him to heaven,or do nothing and face eternity in hell. No matter what your sin, if He can save a teenager devil worshiper like me, He can save you too.
Trust in Jesus today
CHARLES EVANS 

trust in God

life  without  Jesus  is  empty  and  horror.  It  is  hard  to  be without  Him, because  live  without  His  holy  presence  is  hurtful.  Every person  need  love  and  peace,  but  without  God  we  can  not  have peace, because  without  His  word  our  heart  is  empty  and  unlovely.  All  that  human  being  need  is  to  feel how  His  creator  loves  him.  God  had  said  to  us  "I LOVE YOU"  when  He  was  dying  for  us  on  the  Cross.  So the only thing  that  we  must  to  do,is to open our hearts to Him and ask Him  to  come  into  our  live  and  fill  us  with  His  Holy  Spirit.   Life  with  Him  is  amazing  and  beautiful. Only  with  Him  we can  feel  true  Peace  and  Love. God  loves  us  and  it  is  beautiful, we  don't  deserve  His  love, but  He  is  great, He  don't  hate  us  because  of  our  sins, He  want  to  help  us  and  encourage  us, he  want  to  give  power  to us, that  we  could  win  this  live.  He  prepared  a  eternal  live  for  us, so  we  must  be  joyful  because  of  this.  God  is  great  and  we  must  trust  Him.



понедельник, 3 ноября 2014 г.

Isaiah 41:10


Fear not, for I am with you; be not dismayed, for I am your God; I will strengthen you, I will help you, I will uphold you with my righteous right hand.

суббота, 1 ноября 2014 г.

ნარკომანია



                                      ნარკომანია
21-ე  საუკუნე  ცნობილია  აღმოჩენებისა  და  ტენქნოლოგიური  წინსვლის  ფაქტებით.  ჩვენს  ეპოქაში  არის  შექმნილი  მაქსიმალური  კომფორტი  იმისათვის, რომ  ადამიანმა  თავი  კარგად  იგრძნოს  და  ჩვენ ვამაყობთ  რომ  ამ  საუკუნეში  ვცხოვრობთ.  თუმცა, ამ  ყოველივეს  მიღმა  არის  უდიდესი  პრობლემა, რომელიც  სიმსივნესავით  მოედო  სოფლიოს  და  უამრავი  ზრდასრული, თუ  ახალგაზრდა  ადამიანი  იმსხვერპლა.  როგორ  ვუმკურნალოთ ნარკომანებს, როგორ  მივუდგეთ  მათ?  ეს  კითხვები  უამრავი  ოჯახის  ტკივილსა  და  ავსატეხს  ასახავს.  დროის  სვლასთან  ერთმად  არკომანთა  რიცხვიც  მატულობს.  საზოგადოების  ნაწილი  თვლის, რომ  ნარკომანიასთან  მიმართებით  მხოლოდ  ადმინისტრაციული  მეთოდით  ვერაფერს  გავხდებით,  თუმცა  ბევრი  ადამიანი, ნარკომანთა  დასჯისა  და  მათი  გისოსებს  მიღმა  გამოკეტვის  მომხრეა,  რადგან  მათი  იზოლირებით  შეიძლება  ნარკოტიკის  გავრცელების  საფრთხე   ავირიდოთ.   
დაავადებასთან  რომ  ვიბრძლოთ,  საჭიროა  მისი   გამომწვევი  მიზეზების  მოძიება.   ყველაზე  ხშირად  ნარკომანია  ოჯახში  არსებული  პრობლემებისა  და პიროვნული  განუვითარებლობით, არასლულფასოვნების  განცდისა  და  რეალობისგან  თავის  დაღწევის  სურვილით  არის  გამოწვეული.    ზოგიერთი  ადამიანი   წამალს  თავისი  ნებით  იღებს, ზოგი  კი  უბრალოდ  მსხვერპლია.  იმისათვის, რომ   ამ  დაავადებით  დაავადებულ  ხალხს  დაეხმარნენ  და  ისინი  სრულფასოვან  ცხოვრებას  დაუბრუნონ,  უამრავ  ქვეყანაში  გაიხსნა  სარეაბილიტაციო  ცენტრები, მათ შორის  საქართველოშიც.  თუმცა  ყოფილ  ნარკომანთა  ინტერვიუებს  თუ  გადავხედავთ,  ვნახავთ  რომ  მათ  გამოჯანმრთელებაში  ყველაზე  დიდი  როლი   ახლობლების  თანადგომამ  და  რწმენამ  ითამაშა.  ერთ-ერთი  ყველასათვის  ცნობილი  მუსიკოსი  ბრიან ჰეად ველჩი, რომელიც  მსოფლიოში  მძიმე როკის  ყველაზე პოპულარული  ვარსკვლავია, დაახლოებით 10 წლის უკან ნარკოტიკზე  დამოკიდებული  იყო  იმდენად, რომ  მის გარეშე  არსებობა  არ  შეეძლო.   თავის  ინტერვიუში  ის ამოწმებს  როგორ  დაეხმარნენ  ქრისტიანი  მეგობრები  და  რა  საოცრად  განკურნა  ღმერთმა  ის  ამ  დამოკიდებულებისგან.  ნარკომანიასთან  ბრძოლაში  უდიდეს  როლს  თამაშობენ  სასულიერო  რები.  დევიდ უილკერსონი  ერთი  ღარიბი  მღვდელი  იყო, რომელიც სიკვდილისათვის  განწირული  ახალგაზრდების  სიყვარულმა  ნიუ-იორკში  ჩაიყვანა.  იქაურ  ეკლესიებში ააგროვა  შემოწირულობა  და  სენტ-ნიკოლას-არენა იქირავა  ბრუკლინში,  სადან  რეაბილიტაციური  ცენტრი გახსნა.  ის  ემსახურებოდა  ნარკომანიით  დაავადებულ ახალგაზრდებს  უანგაროთ, ქრისტეს სიყვარულით.  ამ  კლინიკაში  უამრავი  ახალგაზრდა  ადამიანი  დაუბრუნდა  სრულფასოვან  იცოცხლეს  და  ისინი თავად  აგრძელებენ  დღეს  სხვა  ადამიანების დახმარებას.  ნარკომანიასთან  ბრძოლაში  დიდ  როლს ასრულებს  ქუჩის  ევანგელიზაციები.  მარკ ალენი, ყოფილი  გიტარისტი   EX-VOTO დან   ამბობს  თავის ინტერვიუში  თუ  როგორ გადარჩა.  ის წმიდა  ანას  ქუჩაში  უსახლკაროთათვის  გამზადებულ ევანგელიზაციაზე  მივიდა  სრულიად  შემთხვევით,  როდესაც  მქადაგებელი  ბიბლიით  ხელში  მიუახლოვდა მას  და  უთხრა,  რომ  ღმერთს  სურდა  მისი  განკურნება. მარკი  დაახლოებით  29წლამდე  იყო,  თუმცა  მის  სიცოცხლეს  აღარავითარი  აზრი არ ჰქონდა,  ნარკოტიკზე  იმდენად  იყო  დამოკიდებული  რომ  თავის  წამლის  ზემოქმედების  გამო,  სოლო  დებიუტზე  ვერ  წავიდა.  მისი ცხოვრება მთლიანად იყო დანგრეული, ის  იყო ობოლი  და  მიუსაფარი,  თუმცა  იმ ღამიდან  რაც  მის  გულში  რწმენა  აღმოცენდა, ყოველივე შეიცვალა  და  მას  შემდეგ, ის  სრულფასოვანი  ადამიანი  გახდა,  რომელიც  თავისი  ისტორიით  სხვებს ამხნევებდა. 
ყველაზე  რთულ  სიტუაციებში,  ადამიანი  ოჯახში  მიდის,  რადგან  სჯერა, რომ  თუნდაც  ყველამ  ზურგი აქციოს,  ოჯახის  წევრები  არ  უარყოფენ  მას,  ამიტომ ახლობელ  ადამიანთა  თანადგომა  უდიდესი  ძალაა,  რომელიც  იმედს  აძლევს  დაზარალებულ  პირს, იმედს იმისას  რომ  შეიძლება  რაღაც  შეიცვალოს. 
არის  უამრავი,  მილიონობით  ადამიანი, რომელნიც  ნარკომანიისგან  განთავისუფლდნენ,  ამიტომ ნარომანების  განდევნის,  იზოლირების  და  გაკილვის ნაცვლად,  სჯობს   დავფიქრდეთ,  რით  შეგვიძლია  დავეხმაროთ  მათ.  ისინი  მათ  გარშემომყოფებზე  მეტად  იტანჯებიან  საკუთარი დამოკიდებულებით, ამიტომ  ჩვენ  როგორც  საზოგადოება  მზარში  უნდა  ამოვუდგეთ  დაკარგულ  ცხვრებს  და  გზის  გაკვალვაში დავეხმაროთ  მათ.

შურისძიება

                        
                           შურისძიება
ადამიანები  ზოგჯერ  მთელ ცხოვრებას  შურიძიებას  უთმობენ.  ისახავენ  მიზანს  და  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  დასახული  მიზნის  განხორციელებისთვის  იბრძვიან.   შურისძიებაზე  ფიქრის  ტყვეობაში  მყოფნი,  ვეღარ  ასწრებენ  იმ  მშვენიერი  წუთების  გააზრებასა  და  შეგრძნებას, რაც  მათ  ცხოვრებაში  ხდება. შურისძიების  წყურვილი  დაფუძნებულია  ტრამვებზე, რომელიც  მიაყენეს  ადამიანს.  მიღებული  ტრამვებისგან  ზოგჯერ  ადამიანი  იმდენად  მწარდება,  რომ  მთელი ძალებით  ცდილობს  სამაგიეროს  გადახდას.  ტკივილის გრძნობა  მასში  მეტ  ადრენალინს, გაბდულებას  და  სიძულვილზე  დაფუძნებულ  ძალას  წარმოშობს.  თუმცა,  ასეთი  ადამიანი  შემდეგ  თავად  ხდება  სხვა  უდანაშაულო  ადამიანთა  გულისტკივილის  მიზეზი.  მხოლოდ  გულნატკნ  ადამიანს  შეუძლია  ატკინოს  გული  სხვას,  რადგან  მისი  გული  ტკივილით  არის  აღვსილი, ამიტომ  მისგან  მხოლოდ  ტკივილი  მოედინება.  ადამიანი, რომელიც  მიაღწევს  მიზანს  და  ისეთივე  ტკივილს  მიაყენებს  იმ  ადამიანს, ვისგანაც თავად  დაეჭრა  გული,  ბედნიერების  მაგიერ  საშინელ სიცარიელეს  განიცდის შემდგომ.  წესით   განხორციელებულ  გეგმას  მისთვის  ბედნიერება  უნდა  მოეტანა, მაგრამ  რატომღაც  კიდევ  უფრო  მეტი  სინანული  და  ტკივილი  მოაქვს.  საქმე  იმაშია  რომ, როდესაც  ადამიანი  ცდილოს  სამაგიერო  გადაუხადოს  სხვებს, ის  ამით  საკუთარ  თავს  უფრო  მეტ  ტრამვას  აყენებს  ვიდრე  სხვას.  შეიძლება  რთულია,  მაგრამ  შესაძლებელია  უარის  თქმა  შურისძიებაზე  და ცხოვრების  გაგრძელება, ისე  ვითომც  არაფერი  მომხდარა,  ასე  უკეთესია  მოქმედი  პირისთვის,  რადგან  მისი  გული  ამგვარი  ქცევით  დაცული  იქნება  ტანჯვისგან.  უნდა  მივცეთ  საკუთარ  თავს  ბედნიერების  უფლება,  არ  შეიძლება  წამიერი  სიცოცხლის  სიძულვილში  გატარება,  უნდა  მივცეთ  ქრისტეს  სიყვარულს  საშუალება  აავსოს  ჩვენი  გულები,  რომ  შევძლოთ  პატიება  და  სიყვარული.

Music

Music
People  listen  to  music  for  different  reasons  and  at  different  times.  Music  is  important, it  can  make  simple  moments  of  our  life  unforgettable,  helps  us  to  relax,  forget  about  our  daily problem, it  inspire  us  to  do  something. 
First  of  all,  I  think  that  music  is  unique  and  amazing  thing.  It  can  invade  at  our  feelings  and  emotions.  Music  can  make  us  cry  and  smile.  Music  helps  us  in  different  times, when we  feel sad,it encourage us to relax and forget about problem. when  I  feel boring or sad  I  always  listen to music,it makes  me  feel  better and  helps me to change mood.
Music has a magic  power to make a romantic atmosphere. For instance, if you like watching  snowing  you  can  turn  on  some classic music  and  it  will make atmosphere much beautiful  and unforgettable.  Music  is  like  a short  story.  Every  symphony  has  it's  own  story  and  it  can  inspire us  to do something.  As for  me,  I  always  listen  to  music  classical  music  when  i  am drawing,  it  gives  me  inspire  to  imagination.
Music  is  like  unsaying  words  which  comes  from  our  hearts.

понедельник, 27 октября 2014 г.

სიტყვის თავსიუფლება

სიტყვის  თავისუფლება

"ათასი  გენია  ცხოვრობს  და  კვდება ისე ,რომ  მის აღმოჩენას  ვერ  ახერხებენ  ვერც  თვითონ  და  ვერც  სხვები."  მარკ ტვენი
  ადამიანი  ინდივიდია, მას  როგორც  განვითარებული  ინტელექტის  მქონე  არსებას, რომელიც  თავისუფლებისთვის  შეიქმნა, ჰაერივით  ესაჭიროება  დააფიქსიროს  თავისი  პირადი  აზრი  და  თქვას  თავისი  სათქმელი, ამის  გარეშე  მისი  სიცოცხლე  ყოველგვარ  აზრს  კარგავს. ვინ  იქნება  ადამიანი, თუ  ის  სიტყვის  თავისუფლებაზე  უარს  განაცხადებს, პირადი  ცხოვრების  ხელშეუხებლობის   გამო?  ის  იქნება  მონა, რომელმაც  თაისუფლება  ბორკილებზე  გაცვალა. პირადი  ცხოვრების უსაფრთხოების  გარანტია, შესანიშნავი შემოთავაზებაა, მაგრამ  სიტყვის  თავისუფლებასთან  შედარებით,  ის  უმნიშვნელოა.  აზრთა  გაცვლა  მუდმივი  და  სასიცოცხლო  საჭიროებაა.  ასობით  ადამიანი  სიცოცხლეს თმობდა  თავისუფალი  სიტყვის  გამო.  როდესაც  ჩეხ რეფორმატორ  იან  ჰუსს  1415წელს  კოცონზე  წვავდნენ  წარმოთქმული  სიტყვების  გამო,  დასაწვავად  გამზადებულმა  წარმოსთქვა:  "მე  არ  ვხედავ  არჩევანს  უარყოფასა  და კოცონს  შორის.  ვხედავ  მხოლოდ  არჩევას  ჭეშმარიტებასა  და  სიცრუეს  შორის.  სიმართლის  ერთგული  ვრჩები  სიკვდილამდე.  განა  რა უფლება  მაქვს  უარვყო  უფლის  ჭეშმარიტება  რაღაც  სასჯელის  შიშით?" 
საქართველოს  საამაყო  მწერალმა  და  საზოგადო  მოღვაწემ  ი.ჭავჭავაძემ,  იცოდა  რა,  რომ  თავისი  გაბედულების  გამო  შეიძლებოდა  საფრთხე  შექმნოდა,  მაინც  საჯაროდ  თქვა  სათქმელი   და  სცადა  ბნელში  მყოფი  ერი,  მზის  სინათლეზე  გამოეყვანა.  ის  მოკლეს  თავისუფალი  სიტყვის  გამო.
 როდესაც  ვსაუბრობთ  სიტყვის  თავისუფლებაზე,  ეს  არ  გულისხმობს  მხოლოდ  გაკილვისა  და  ათასგვარი  უხამსობის  გავრცელებას,  არამედ  აზროვნებისა   და  აზრის  გამოხატვის  თავისუფლებას.  ყველა  ადამიანმა  უნდა  ილაპარაკოს  გაბედულად  და  დააფიქსიროს  პირადი  აზრი.  არ  შეიძლება  სიტყვის  თავსიუფლებაზე  უარის  თქმა,  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  არავისი  კრიტიკის  ან  იერიშის  ეპიცენტრი  არ  აღმოვჩნდეთ.  ის  ადამიანები,  რომლებიც  სიტყვის  თქმას  ვერ  ბედავენ  შიშის  გამო  და  მხოლოდ  პირად  ხელშეუხებლობაზე  ფიქრობენ,  იტაჯებიან  არსრულფასოვნებისგან,  მათი  სამყარო  საპყრობილეს  წააგავს,  სადაც  აღსასრულს უცდიან.  ასეთი სიცოცხლე  უაზროა.  ადამიანი,  როგორც  ინდივიდი,  ისწრაფის  თავისი  კვალის  დატოვებისკენ.  თავის  გენიალურ  ნაწარმოებში  შოთა  რუსთაველი  ამბობს:  "სჯობს  სიცოცხლესა  ნაზრახსა  სიკვდილი  სახელოვანი."
 ასობით  ადამიანი  იბრძოდა  სიტყვის  თავისუფლებისთვის,  დღეს  ჩვენ  მათ  გმირებს  ვეძახით,მაგრამ  თავს  დროზე  ისინი  უბრალო  მოქალაქენი  იყვნენ,  რომელთაც  არჩევანი  გააკეთეს.  სიტყვის  თავისუფლება- ეს  სიცოცხლის  ხალისია.!


суббота, 26 июля 2014 г.

გულდაჭრილები


გულდაჭრიელბი
ბევრი  მიზეზია, რის  გამოც  ადამიანს  გული  ეჭრება  და  ცხოვრების  გეზსს  უფსკრულისკენ  იღებს.  ერთ-ერთი  ასეთი  მიზეზი, რასაც  თან  ახლავს  ფიზიკური  და  სულიერი  ტკივილი  არის  იმედგაცრუებული სიყვარული,  გრძნობებზე  თამაში,  როდესაც  ერთი  ადამიანი  მეორე  ადამიანის  ტყუილის  მსხვერპლი ხდება. 
სამწუხაროდ  დღეს  მოდაშია  ადამიანის  გრძნობებზე  თამაში, მათით  მანიპულირება  და  რაც  ყველაზე სქაშინელია, ასე  ის  ადამიანებიც  იქცევიან  ვინც  ქრისტიანად  იწოდება.
ერთი  ასეთი  გამოთქმა  არსებობს:
"ძმაო  თუ  არ  აპირებ  ამ  გოგონას  ცოლად  მოყვანას, მაშინ  ხელი  გაუშვი  სხვის  ცოლს." 
ეს  ფრაზა  ძალიან  მომწონს,  რადგან  შესანიშნავად  ამბობს  სათქმელს.
ქრისტეს  სხეულის  თითოეული  ასო, ანუ  ეკლესიის ყოველი  წევრი,  დაკავშირებულია  ერთმანეთთან  ქრისტეს  წმიდა  სისხლით.  თიოთოეულ  მათგანზე  სულიწმიდა  შრომობს,  ის  კურნავს  მათ  დაჭრილ  მშვინვასა  და  გულს,  ანთავისუფლებს  მათ არასრულფასოვნებისგან  და  უძღვება  ქრისტეს შემეცნებისკენ.  სულიწმიდა  ანთავისუფლებს  მათ  იმ  ტკივილსგან  რაც  ცხოვრებამ  მიაყენა  მათ  და  გამოყავს  ისინი  დეპრესიისგან.  ეკლესია  ეს  ის საავადმყოფოა,  სადაც   უფალი  კურნავს   ხალხს   და მკვიდრობს   მათ  შორის.  ჩვენ  ყვლანი  მოწოდებულნი  ვართ   გვიყვარდეს   და  ვიზრუნოთ  ერთმანეთზე,  რადგან  ერთ  ოჯახს  ვეკუთვნით -ღმერთის  ოჯახს.  მაგრამ  თუ  რომელიმე  წევრი  ამ  ოჯახისა, გადაწყვეტს  ითამაშოს  მეორე  წევრის  გრძნობებზე,  მოატყუოს  მას,  ისარგებლოს  მისით  და  შემდეგ  უკანმოუხედავად  წავიდეს,  ასეთი  ადამიანი  აუცილებლად  დაისჯება  ღმერთის  ანუ  მამის მიერ.  ღმერთი  მოგვიწოდებს  ვიყოთ  ერთმანეთის  დარაჯები  და  გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს. რომ  ვალად  არაფერი  დაგვედოს,  გარდა  ერთი  მეორის  სიყვარულისა.  არ   შეიძლება   ერთი   დღე  უმტკიცო  ადამიანს,  თუ  როგორ  გიყვარს,  და  მეორე  დღეს,  იმის  გამო,  რომ  მასზე  უკეთესი  გამოჩნდა,  მიატოვო იგი  და  დატოვო  განადგურებული  მორალურად.  ძვირფასებო,  როდესაც  ვიცნობთ  ადამიანს,  სანამ  სასიყვარულო  ურთიერთობას  დავიწყებთ ,  სანამ  ვეტყვით  რომ  გვიყვარს,  ჩვენ  უკვე  ვხდებით ეს ის  არის,  თუ  არა,  შეგვეფერება  თუ  არა,  ამიტომ  თუ  ვხვდებით  რომ  კონკრეტულ  ადამიანთან  არ  გვაკავშირებს  სურვილი,  რომ  მთელი  ცხოვრება  მის  სიყვარულსა  და  მის  ერთგულებაში  განვვლოთ, ჯობს  ასეთ  ადამიანს  არც გავუმხილოთ  მისდამი  არსებული  სიმპათია.  რადგან  ღალატის,  ანუ  მიტოვების  შემთხევაში,  ჩვენ  ამ  ადამიანს  ვუბიძგებთ  საშინელი  დეპრესიისკენ,  რის  გამოც  ნეს  ადამიანი  შეიძლება  დაიღუპოს.  ნუ  მიაჩვევ  თავს,  იმ ადამიანს,  ვისაც  აუცილებლად  გარიყავ  შენგან. ნუ  იქნები  ასეთი  დაუნდობელი  და სასტიკი  სხვის  მიმართ,  გეშინოდეს  დაჩაგრულის  ცრემლების, რადგან  მას  ჰყავს  უფალი,  რომელიც  აუცილებლად  იძიებს  შურს  მისთვის.  დღეს  ბევრი  ადამიანი  საუბრობს  სიყვარულზე,  საუბრობენ  იმის  შესახებ,  თუ  როგორი  მეორე  ნახევარი  სურთ,  მაგრამ  არ  საუბრობენ  იმაზე,  თუ  რამდენი  ადამიანის  გრძნობებზე  ითამაშეს  თავად.   გგონიათ  ეს  თემა  უფლისთვის  ისეთივე  უმნიშვნელოა, როგორც  ჩვენთვის?- არა.  მან  თითოეული  ადამიანისათვის  თავისი წმიდა  სისხლი  დაღვარა.  თუ  ეტყვი  ადამიანს,  რომ  გიყვარს,  მაშინ  უერთგულე,  იყავი  სიტყვის  პატრონი.  თუ  ადამიანს  ვერ  ვუერთგულებთ,  როგორღა  შევძლებთ  ღმერთის  ერთგულებას? 
როდესაც  ვეუბნევით  ვიღაცას,  რომ  ჩვენ  ის  გვიყვარს,  ჩვენ  ამით  ვიღებთ  პასუხისმგებლობა  ამ  ადამიანის  და  ღმერთის  წინაშე.  ჩვენ  ვერასოდეს  დავანახებთ  ასეთ  ადამიანს  ღვთის  სიყვარულს,  თუკი  თავად  გულს ვატკენთ,  მოვატყუებთ,  დაუნდობლად  მოვექცევით,  მაშინ როდესაც  გამუდმებით  ღმერთზე  ვესაუბრებით..  ჩვენი  სიტყვები  და საქმეები  ერთი  უნდა  იყოს.  ტყუილის  და  გულის  ტკენის  დროს,  ჩვენ  ღმერთთან  კი  მიგვყავს  ადამიანი,  არამედ  ვრიყავთ  მისგან  ამ  ადამიანს, რის  გამოც  რათქმაუნდა  სასჯელი  გარდაუვალია. გულგატეხილ და  მიტოვებულ  ადამიანს  მშვინვა  საშინლად  აქვს  დაჭრილი,  ასეთი  ადამიანი  განადგურებულია  მორალურად,  რის  გამოც  მის  გულში  იხნება  კარები  ცოდვისთვის,  ამიტომ  ნუ  გავწირავთ  ნურავის  ასეთი  ტკივილისთვის.  ნუ  მოვექცევით  სხვებს  ისე,  როგორც ჩვენ  არ  გვსურს  რომ  მოგვექცნენ.  ჯობს  არასოდეს  ვთქვათ სიტყვა "მიყვარხარ "  ვიდრე  ვთქვათ  და სიტყვა  გავტეხოთ. ჩვენ  ნათლის  შვილები  ვართ,  ამიტომ  მოდით  მოვიქცეთ,  ისე  როგორც  ნათლის  შვილებს  შეშვენით,  ჩვენ  აღარ  ვეკუთვნით  ქვეყნიერებას.  ამიტომ  დაე  ვმკვიდრობდეთ  ქრისტეს  სიყვარულში,  ვუერთგულოთ  ღმერთს  და  ერთმანეთს. 

среда, 16 июля 2014 г.

არ მოვაცილოთ მზერა ღმერთს


არ   მოვაცილოთ  მზერა   ღმერთს
როგორც  კი  ჩვენი  მზერა  სცილდება  ცოცხალ  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს,  ჩვენ  ისე,  რომ  ვერც  კი  ვხვდებით  შევაბიჯებთ  ხოლმე  წუხილისა  და  დარდის  სამეფოში, სადაც  მთელი  ჩვნი  ყურადღება კონცენტრირებული  ხდება  მატერიალურზე,  სწორედ  ამ  დროს  ჩვენი  გული  ივსება  იმედგაცრუებითა  და  ამქვეყნიური  წუხილით, სადაც  ჩვენი  სული  უღმერთოებით  იტანჯება.
ადამიანი  ისე   ხდება  მატერიალურზე  ორიენტირებული, რომ  თვითონაც  ვერ  ხვდება. მას ჰგონია, რომ  ისევ  ღმერთია  მისი  ყურადღების  ეპიცენტრი,  მაგრამ  სინამდვილეში  ასე  როდია. სწორედ  ამიტომ  სახარებაში  უფალი  ბერჯერ  იმეორებს: 
 "იფხიზლეთ"
იცით, ღმერთს  რომ  სდომოდა  მოსულიყო  ჩვენს  ცხოვრებაში  როგორც  მპარავი, მოულოდნელად, რისხვასავით, ის  არასოდეს  გვეტყოდა  რომ  გვეფხიზლა.  მოვიდოდა  და  მისი  რისხვა  უმალ  დაგვატყდებოდა  თავს,  ვინ  გაამტყუნებდა?  ვინ  ეტყოდა: "რას  ჩადიხარ?"  -ვერც  ვერავინ.!  ყველაზე  ძლიერი  ადამიანიც  კი,  ყველაზე  უშიშარი  და  შეუპოვარი,  ვინც  კი  ოდესმე  არსებობდა  დედამიწაზე, სუსტი  და  დაუცველია  მის  წინაშე.  იცით,  ღმერთს  რომ  სურდეს  ჩვენი  დაღუპვა  (როგორც ამას ბევრი ამბობს)  ის  ამას  თავისუფლად  გააკეთებდა.  ჩვენ  არც   ერთი  არ  ვაკმაყოფილებს  მის  სტანდარტებს.  ჩვენი  ხელები  გამუდმებით  ამაოებას  ეპოტინება, ჩვენი  ფიქრების  70% სიბილწე  და  ამაოა, ჩვენი  სიტყვები  და  საქმეები  ისე  შორს  არის ერთმანეთისგან, როგორც  მზე  და  დედამიწა.  მერწმუნეთ  ღმერთს  რომ  ჩვენი  მოსპობა  სურდეს, ის  ერთ  წამში,  თვალის  დახამხამებაზე  იზავდა,  ყოვეგვარი  დაბრკოლების  გარეშე  და  ჩვენ  ყველანი, ისინიც  კი,  ჩვენთან  ერთად  ვისაც  ოდსმე  უცხოვრია  მიწაზე,  ვერაფერს  გავხდებოდით  მასთან.!  მაგრამ, ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი არა,  ჩვენი  გადარჩენა  სურს.  (იოანეს სახარება 3:16)  მას  სურს, რომ  უსინათლოებს  თვალი  აგვიხილოს, უგუნურნი  სიბრძეს  გვაზიაროს  და  სიძულვილით  სავსე  გულებს  სიყვარულის  ძალა  და  სიტკბოს   გემო  აგემოს.  ღმერთს  ჩვენი  დაღუპვა  კი  არა, გადარჩენა   სურს  და მთელი  ბიბლია  საუბრობს  ამის  შესახებ.  ჩვენ  ვწუწუნებთ,  ვტირით,  გული  სიბრაზით  გვევსება  ხოლმე,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ზეციდან  შობილი            ქრისტიანები  ვართ, შურისძიებისა  და  პაექრობის  სურვილი  ხშირად   გონებას  გვიმღვრევს.  ხშირად  ვხელმძღვანელობთ  ემოციებით  და  ვბრაზდებით,  როდესაც  საწადელს  ვერ  ვაღწევთ.  ეს  ყოველივე  ზუსტად დასაწყისში  ხსენებულიდან  გამმდინარე ხდება  - ჩვენი  მზერა  მოსწყდა  ღმერთს  და  გოლგოთის  ჯვარს  (მის ჩვენდამი სიყვარულს.).
სწორედ  ამიტომ  ჩვენი  ცხოვრება  გლოვის  ველს  დაემსგავსა.  როდესაც  ჩვენი  ყურადღების  ეპიცენტრში  იქნება  ღმერთი  და  ყველა  ჩვენი  ფიქრი  სათავეს  აიღებს  მისგან  და  ისევ  მისკენ  იქნება  მიმართული,  როდესაც  დავიწყებთ  მთელი  გულით  მის  ძიებას,  დავიწყებთ  ლოცვას  მის  წინაშე,  არა  იმიტომ   რომ   რაიმე   გვჭირდება,  არა  იმიტომ   რომ  ვიწუწუნოთ  და   ვიგლოვოთ,  არამედ  რათა  უფრო  ახლოს  მივიდეთ  მასთნ,  ვიგრძნოთ  მისი  გული, გავიგოთ  მისი  გეგმები  ჩვენზე,  ვითხოვოთ  სიბრძნე  მისი  სიტყვის  გასაგებად  და  უნარი   ამ  სიტყვაში საცხოვრებლად,  აი  მაშინ  ჩვენი  ცხოვრება  დაიწყებს  გარდაქმნას  და  ჩვენი გული  თავისუფალი  იქნება  ყოველი  ამაოებისგან.  წყენა, სიძულვილი, იმედგაცრუება  და  მსგავსი  განცდები  წავლენ  ჩვენგან.  ერთხელ  როდესაც  იესო  ქრისტე  (ჩვენი უფალი და ღმერთი) თავის  მოწაფეებს  ესაუბრებოდა,  უთხრა  მათ, რომ  პირველ  რიგში  ეძებნათ  ზეციური  სამეფო  და   მისი  სამართალი  და  დანარჩენი  ყოველივე  რაც დაჭირდებოდათ  მათ,  შემატებდა  ღმერთი.  ეს  იგივეა  დღესაც,  რადგან  ქრისტე  უცვლელია.  დავუბრუნდეთ  ღმერთს, რადგან  მხოლოდ  მასშია  ჩვენი  სიხარული  და  ბედნიერება.  თუმცა  ღმერთი  უნდა  გვუსრდეს  არა  იმიტომ, რომ  მას  ძალა  შესწევს  ჩვენი  კურთხევის, არამედ  იმიტომ  რომ, არაფერია  მასთან  ურთიერთობაზე  უფრო  მეტად  საინტერესო, არ  არსებობს  პიროვნება  მასზე  უფრო  ბრძენი.  უნდა  გვიყვარდეს  იგი, იმიტომ  ვუყვარვართ  მას.  მას  ის  კი  არ  სურს  რომ  მოგვსპოს,  არამედ  სურს, რომ  ახლოს  ვყვადეთ  თავისთან  და  მისი  დიდება  და  ძალა ავსებდნეს  ჩვენს  ცხოვრებას.  მას  სურს  განგვიცხადოს  თავისი  თავი, გვაცოდინოს  თავისი  გრძნობები  და  ფიქრები.  თუ  ჩემი  გონების  მთავარი  სამიზნე  ის  კი არა  მატერიალური  ყოფაა, მე  ვერ  შევძლებ  მისგან  მოცემული  სიხარულით  ავსებას.  პირველი  რაც  გვჭირდება  არის  გააზრება  იმის, რომ  ყოველივე  ამქვეყნიური  დროებითია, უფალი  კი  მარადიული  მეფეა, ის  ყველაზე  მნიშვნელოვანია  და  მას  ვუყვარვართ  ჩვენ.  ამ  სიყვარულის  გააზრება  დაამსხვრევს  ყველა  ბარიერსა  და  ბორკილს, სიძულვილსა  და  სევდას  რასაც  ადამიანი  განიცდის.  ჯვრიდან  მომდინარე  სიყვარული  კურნავს  გულებს.

понедельник, 7 июля 2014 г.

სულით ღარიბი


სულით  ღარიბნი

" ნეტარ  არიან  სულით  ღარიბნი, ვინაიდან  მათია  ცათა  სასუფეველი. "  
(მათე 5:3)
ვინ არიან ეს ადამიანები,ვისაც უფალი სულით  ღარიბებს ეძახის?  ნეტარი - ნიშნავს  ბედნიერს  და  როგორც  ვხედავთ  ამ  ბედნიერებისაკენ  მიმავალი  გზა  სულიერ  სიღარიბეზე" გადის.  როგორ  ადამიანს  უწოდებს  უფალი სულიერად  ღარიბს?  რათქმაუნდა  არა  ჩაგრულს  ან  მატერალურად  გაჭირვებულს.  რა  არის  სულის სიმდიდრე? - უფალი, მისი  თანდასწრება, მისი  სიტყვა.  სულიერად  ღარიბი  ადამიანი,  ეს  არის  ირემი, რომელიც ილტვის   წყლის  ნაკადულისკენ,  ცოცხალი   ღმერთისკენ  რომ   დალიოს   მისი   სიტყვა.   ეს   არის   ადამიანი,  ვინც  არასოდეს   კმაყოფილდება   მიღწეულით,  არამედ უფრო  მეტად   და   მეტად   სურს   ახლოს   იყოს   თავის  უფალთან,  უფრო   მეტად   ცხოვრობდეს   მის  სიტყვაში,  უფრო   მეტად   იყოს   მორჩილი.   ეს   არის  ადამიანი  ვინც  საზრდოობს  ღვთისგან,  ვისთვისაც  მთავარი  ღმერთია,  მისი  აზრი,  მისი   გრძნობები.  ასეთი   ადამიანი   ილტვის  უფლისკენ,  როგორც   უდაბნოში   მყოფი   მგზავრი   წყლის   ოაზისისკენ.   სულიერად   ღარიბია  ადამიანი,  რომელიც  არ  თვლის,  რომ  უკვე  ავიდა მწვერვალზე,  რომელიც   არასოდეს  კმაყოფილდება  საკუთარი თავით, არამედ   იცის, რომ  ღმერთის  გარეშე  ის  არავინ  არის  და  უფრო  მეტად   სურს   ახლოს   ყოფნა   ღმერთთან,  მისი   სიტყვის   უფრო   მეტად   შემეცნება,  უფრო  მეტი  დროის  გატარება   მის  თანდასწრებაში,უფრო ახლოს გაცნობა მისი,  მისი გულის ჩაწვდომა,  უფრო   მეტად  მსგავსება მასთან.  ასეთი  ხალხის  გული  ანთებულია  ღმერთთან  სიახლოვით,  ისინი  ყოველთვის  იწმიდებიან  და  ასხივებენ  ღმერთის   სიყვარულს.   ეს   ისინი  არიან,  რომელთაც  მუდამ  სწყურიათ,  ღმერთის  ცოცხალი წყალი-მისი  სიტყვა,  მისი  სულით  ავსება.   ეს  ის  ხალხია,  რომელნიც   ეძებენ   ღმერთის   ნებას   და  ასრულებენ  მას,  ძლევენ   ყველა   წინაღობას   და  დაბრკოლებას  სულიწმიდის   ძალით   და  უერთგულებენ  უფალს,  ისინი  ილტვიან  მიზნისკენ - ზეცისკენ.   ეს   ხალხი   არასოდეს  იტყვის:  "მე მდიდარი ვარ" - თვითკმაყოფილებით.   ისინი  როგორც  უქონელნი,  მუდამ  ეძებენ  უზენაესს, რათა   გამდიდრდნენ   მისით.  სწორედ  ამიტომ   ნეტარ   არიან  ისინი,  რადგან  ზეციური   სამეფო  სწორედ   რომ  მათია,  ხალხის,  რომლთათვისაც   ყველაზე ძვირფასი ღმერთია, რომელთა   ცხოვრებაც  უაზრო  და  ულამაზოა  ღმერთის გარეშე.  მათი გული უფლისთვის ცემს,  ისინი  მზად  არიან ყოველივე   გაიღონ  რათა  ქრისტე  შეიძინონ.  ძალიან მინდა მეც  და ყოველი  ჩემი და-ძმა   უფალი,  ვიყოთ ამ ხალხის  რიცხვში,  ვისაც  უფალი  ასეთი  სითბოთი  და  სიყვარულით, მტკიცედ უწოდებს  ნეტარს. მინდა  ვიყოთ  სულიერად  ღარიბნი,  რათა უფლის  სიყვარულს და მისკენ  სწრაფვას,  ვერავითარი  ცეცხლი   და  ქარიშხალი  ვერ აკრთობდეს  ჩვენში. დიდება  ჩვენს  მზრუნველ  და  მოსიყვარულე,  წმიდა  და  სამართლიან  ზეციერ  მამას.

понедельник, 23 июня 2014 г.

ყოველი ღვთისგან შობილი,სძლევს სოფელს

ყოველი ღვთისგან შობილი,სძლევს სოფელს
იოანე მოციქული თავის პირველ წერილში ამბობს,რომ მხოლოდ ზეციდან შობილ,ანუ ღვთისგან შობილ ადამიანს შეუძლია სძლიოს ქვეყნიერებას.მხოლოდ მას,ვისაც სწამს რომ იესო არის ძე ღმერთისა,აქვს ძალა გაიმარჯვოს ქვეყნიერებაზე. 
საქმე იმაშია,რომ მნიშვნელობა არ აქვს, მდიდარია ადამიანი თუ ღარიბი,ცნობილი,გათამამებული თუ შეუმჩნეველი და უიღბლო,თუ ადამიანის გულში არ არის რწმენა ქრისტესადმი,მასთან ურთიერთობის წყურვილი და სიყვარული,თუ ადამიანის გულში ღვთის სიტყვა არ მკვიდრობს,ასეთი ადამიანი ვერ შეძლებს შეეჭიდოს ქვეყნიერებას.
ვერ აღუდგები წინ სულიერ სიმარტოვეს,როდესაც ცდილობ ყველა ღონე იხმარო,რომ სულის ძახილი ჩაახშო შენში. სულიერი სიცარიელე,უსასრულო გარდერობივით არის,რამდნი ლამაზი და ახალი სამოსიც არ უნდა ჩადო მასში,ყოველთვის რჩება ცარიელი ადგილი,რომელიც ითხოვს შევსებას.
ვერ შეძლებ გატეხილი გულით სიარულს მუდამ. დაგტანჯავს და გძლევს დაჩირქებული იარები,რომლებიც უხმობენ მკურნალს.
ვერ შეძლებ შეეგუო ტკივილს,რომელიც ოჯახისგნ არის გამოწვეული,ადრე თუ გვიან მოგსპობს ეს ტკივილი.
ვერ შეძლებ იარო გაღიმებულმა,როდესაც იმ ერთადერთმა,ვის გამოც სიცოცხლეს არ დაიშურებდი,ხელი გკრა და უცებ მოგიძებნა შემცვლელი.
ვერ შეძლებ იმხიარულო,მაშინ,როდესაც დარჩები მის გარეშე,ვისშიც ყოველივე ჩადევი რაც გაგაჩნდა,მან კი გაგძარცვა.
ვერ შეძლებ უბრალოდ იარო რწმენით,იმ რწმენით რომელსაც გასწავლიდნენ და პირადად არაფერს გრძნობ.
შენი რწმენა რომელიც გადმოცემით გაქვს,უმალ დაიმსხვრევა როდესაც დაინახავ ახლობელთა სნეულებას და ტანჯვას.
ვერ შეძლებ მადლობელი იყო ყოველთვის,ყოველი დღის და ყოველივე იმისათვის რაც გაგაჩნია,თუკი შენს ირგვლივ მეგობრები ახალ სამოსს იცმევენ,შენ კი წლებია ერთი და იგივე გაცვია.
ვერ შეძლებ აპატიო,თუკი ყოველ შესაძლებლობაზე გაყუჩებული ტკივილი ასპარეზზე გამოდის და გონებაში გაბატონებული შეკითხვა "რატომ" მოსვენებას გიკარგავს.
ვერ შეძლებ სიძულვილის გარეშე შენი ძალებით ცხოვრებას,არადა სწორედ ეს სიძულვილი ჩაგიშხამებს ბედნიერ წამებს.
ჩვენი ცხოვრება დიდი არ არის. ის სავსეა მოულოდნელობებით. ზოგიერთი ადამიანი გეგმავს მთელს ცხოვრებას,მაგრამ ახალგაზრდა კვდება. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის ასაკს,მაშინ როდესაც მისი წასვლა ხდება ამ ქვეყნიდან.
იოანე მოციქული ამბობს,რომ ვერ ვძლევთ სოფელს ჩვენით. ვერ მოვერევით ჩვენი ძალებით ამდენ ტკივილს,იმ საშინელ მოგონებებს,რომლებიც არ გვაძინებენ ღამით,კოშმრად მოდიან და ფიქრებს გვირევენ,ვერ შევძლებთ წინ აღვუდგეთ გაბატონებულ სულიერ სიბინძურეს,რადგან ქრისტეს გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიხსნის ამ სიბინძურისგან,ცოცხლივ ხრწნილებისგან,რადგან სწორედ ამისკენ არის ჩვენი ბუნება მიდრეკილი. ქრისტეს გარეშე ყველანი ცოდვილები ვართ და არ მოიძებნმება დედამიწაზე ერთი ადამიანიც კი,რომელიც ნაკლებად ცოდვილია. ქრისტეს გარეშე ჩვენ ყველანი ცოდვის მონები ვართ და ჯოჯოხეთის ძენი. ჩვენ რომ ვძლიოთ საკუთარ თავს,ჩვენ გაუკუღმართებულ გზებს ზურგი ვაქციოთ და ვძლიოთ ყოველგვარ სიბნელს,საჭიროა,რომ ვიღაც ჩვენზე ძლიერმა და სარწმუნომ,მოგვცეს ძალა და გონება,რომ გავარჩიოთ ნათელი ბნელისგან. ეს პიროვნება ქრისტეა. მისი რწმენა თავის თავში მოიცავს ძალას,ომელიც იცავს ჩვენს გულებს,გვეხმარება ვიფხიზლოთ,მივმართოთ ჩვენი ყურადღება შედეგზე და არა მოქმდებაზე. ქრისტეს რწმენა მოდის მისი პიროვნების თანდასწებისგან. მისი სიტყვა ანთავისუფლებს ჩვნს ბორკილდადებულ სულს და ხელახლა შობს მას.ჩვენს გულში იღვრება სიყვარული მისდამი და ეს სიყვარლი დევნის ყოველგვარ შიშს ჩვენგან.
იოანე ამბობს,რომ სიყვარულში არ არის შიში და ეს სიმართლეა. ქრისტე ანთავისუფლებს შიშისგან. მის გარეშე შეუძლებელია გამარჯვება,რადგან ის ერთადერთია ვინც სძლია სოფელს. და იმარჯვებს მხოლოდ ის,ვინც იცნობს მას. გწამდეს მისი,ნიშნავს ენდობოდე მას,იცოდე რას ამბობს მისი სიტყვა და რაც არ უნდა მოხდეს ენდო მას და დარწმუნებული იყო,რომ რაც მან თქვა,დედამიწაც რომ დაიქცეს აუცილებლად აღსრულდება. გწამდეს ნიშნავს იცოდე,როგორი არის იგი,რადგან თუ არ გეცოდინება მისი ხასიათი,როგორ შეძლებ მიენდო მას? მისი ცოდნა მის ძიებაშია,ვინც ილტვის მისკენ,მასთან სიახლოვისკენ,ის უცხადებს ასეთებს თავს. რაც უფრო მეტად გაიცნობ და დაუახლოვდები მა,სმით უფრო მეტად ამაღლდები ქვეყნიერებაზე და ქვეყნიერების წესებზე.
 ქრისტეს მორწმუნეს დამარცხება შეუძლებელია. თუ შენი ძალა და სიხარული მასშია,შენ ვეღარ იგრძნობ სულიერ სიმარტოვეს,რადგან მისი სული დაივანებს შენში.არასოდეს იგრძნობ თავს ღარიბად და მიგდებულად,რადგან გეცოდინება,რომ მეფეთ-მეფე და უფალთ-უფალი შენი მამაა და მთელი მარადისობა მის დიდებაში იქნები.ამიტომ როდესაც ძვირფასი ადამიანები და თუნდაც მეორე ნახევარი გატკენს გულს,ამ ტკივილს აღარ ექნება უნარი და ძალაუფლბა მოგსპოს და გაგანადგუროს,რადგან მიუხედავად სევდისა და გულისტკივილისა,შენ შეძლებ აპატიო,დაივიწყო და კარი მიუჯახუნო წარსულს.
არ არის ძლევა ქრისტეს გარეშე. ადამიანები უამრავ ფულს ხარჯავენ ანტი დეპრესანტებსა და ფსიქოლოგებში,პლასტიკურ ოპერაციებსა და მოგზაურობებში,რათა როგორმე რაღაც გარღვევას მიაღწიონ,თუმცა ამაოდ,ეს ყოველიოვე უბრალო ტკივილგამაყუჩებელია,ქრისტე კი ამ ტკივილის ფესვს ამოძირკვავს გულიდან.
რათქმაუნდა ქვეყნიერების დაძლევაში,მისი საბოლოო ძლევაც იგულისხმება,მასზე გამარჯვება,ანუ ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. ძალაუფლება სატანაზე მხოლოდ მას აქვს და ადამიანის სატანის ძალაუფლბსგან გამოხსნაც მხოლოდ მას ძალუძს.
ის ერთადერთი ვინც დაამარცხა სიკვდილი აღდგომით და მოიპოვა სიკდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი. ყოველი მისი მორწმუნე თავისუფალია სიკვდილის და ჯოჯოხეთის ხუნდებისგან.
მე ბევრი ადამიანი მინახავს ბედნიერებისა და სრულყოფილების ძიებაში,ისინი ყოველ დღე ეძებდნენ და იგონებდნენ რაღაც ახალს და ილტოვდნენ ამ ახლის შემეცნებისკენ,რომ როგორმე ასულიყვნენ ერთი საფეხურით მაღლა,თავიანთ ყოფიერებაზე და ეს ადამიანები ამ "ზე"-ს ძებნაში დაიხოცნენ,ისე რომ ვერაფერს მიაღწიეს. მოკვდნენ უბედურები და მარტოსულები.
არ არსებობს ბედნიერება ქრისტეს გარეშე,არაფერი არ არსებობს მის გარეშე,არ არის ძლევა მის გარეშე. ამიტომ,თუ ჩვენს გულში ისო ქრისტესადმი ცოცხალი რწმენა არ ცოცხლობს,ჩვენ ვერ გავუძლებთ ამ ცოვრების ტალღებსა და ქარიშხლებს. თუ საძირკველი,რომელზეც ვშენდებით ქრისტეს სიტყვა არ არის,ვერავინ და ვერაფერი დაგვიცავს დაცემისგან.

четверг, 19 июня 2014 г.

რატომ ეცემიან ქრისტიანები?

რატომ ეცემიან ქრისტიანები? მიუხედავად იმისა,რომ ქვეყნიერებაზე მცხოვრებ ადამიანთა 70% ალბათ ქრისტიანებს კეთილ მეზღაპრეებად მიიჩნევს,ისინი მაინც დიდი ინტერესითა და ულმოდგინებით აკვირდებიან მათ თითოეულ ნაბიჯს. ეს ერთგვარი მოწმობაა იმის შესახებ,რომ ქვეყნიერება თვითონ მოწმობს ქრისტიანთა განსაკუთრებულობას. ძალიან ხშირად სწორედ რომ ურწმუნო ხდება ხოლმე,სამწუხაროდ ქრისტიანის მამხილებელი და ასეთ დროს ყველა ცოდვილი და უბედური ეშმაკთან ერთად ხარობს ქრისტიანის მარცხს.
რატომ ხდება დაცემა ქრისტიანის ცხოვრებაში,რატომ რჩებიან ქრისტიანები შერცხვენილნი და რატომ მიდიან ისინი სატანისკენ?
ამ კითხვაზე მრავალი სახის პასუხი შეგვიძლია გავცეთ,თუმცა ყველა ამ პასუხის ფუძე იქნება ერთი: –მათ აღარ აქვთ ურთიერთობა ღმერთთან. მათ შეწყვიტეს ცოცხალი წყაროდან სიცოცხლის წყლის სმა.
ერთხელ უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს:" არაფერია დაფარული,რომ არ გაცხადდეს"
დედამიწაზე უამრავი ქრისტიანი ცხოვრობს,ამ უამრავი ქრისტიანიდან ბევრი ღვთის მსახურია,და ამ ბევრი ღვთის მსახურიდან,გარკვეული ნაწილი ეცემა და ცოდვაში ვარდება.
სამწუხაროა ის ფაქტი,რომ,თავად ქრისტიანები იმედგაცუებულნი რჩებიან,როდესაც სხვა ქრისტიანის მარცხს უცქერენ და მათი რწმენაც ირყევა. ბევრი ადამიანი ამის შემყურვალე ამბობს,რომ ქრისტიანობა ილუზიაა,ამას ამბობს ბევრი მორწმუნე სამწუხაროდ,რადგან ქვეყნიერებას თუ შევხედავთ ის თავისი არსებობის დღიდან აჟღერებს
რატომ ეცემიან ქრისტიანები? ისინი იმიტომ ეცემიან რომ არ ათვითცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას რაც მათზეა. ისინი გარბიან,ამისგან. ასე ემართება მრავალ მქადაგებელს,მომღერალს და რიგით მორწმუნეს. და ეს ბუნებრივია. ქრისტიანობა იოლი არაა,და არც ღიმილის რელიგიაა.
ერთხელ უფალმა იგავი მოუყვა მოწაფეებს,რათა მათ დაენახათ რამხელა გონიერებას და წინდახედვას ითხოვს ქრისტიანად გახდომა. უფალმა თქვა,რომ როდესაც მეფე საომრად მიდის,ჯერ უნდა გათვალოს ლაშქრის რაოდენობა,შეხედოს მტრის ძალას და შემდეგ თავისას,რომ ბრძოლის ველზე დამარცხებული სხვისი დაცინვის ობიექტი არ გახდეს. უფალი ბრძენია და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მან იცოდა რა სიტუაციის გავლა მოუწევდა მრავალ ვითომ ქრისტიანს ამიტომაც გააფრთხილა ასეთები,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ჩვენ შევუდგებოდის ქრისტიანობას,მაგრამ წინდაუხედაობის გამო ბრძოლის ველზე დავეცემოდით,ხალხი დაგვცინებდა და იტყოდა :"დაიწყო და ვერ დაამთავრა."
სამწუხაროდ დღეს ისე როგორც არასდროს,უამრავი ქრისტიანი ხდება ამ სასაცილო მდგომარეობის ობიექტი. რახდება? ქრისტეშია პრობლემა? არა.
ჯერ კიდევ 21 საუკუნის წინათ მან გააფრთხილა ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ,ამიტომ თუ ადამიანები მაინც ყურთმძიმენი არიან,ეს მისი ბრალი სულაც არ არის.
ძალიან ხშირად ქრისტიანები ეცემიან იმიტომ,რომ ქრისტიანობა უბრალო რელიგია ჰგონიათ,მაგრამ როდესაც უღრმავდებიან ხვდებიან რომ ეს სიცოცხლეა და არა რელიგია,ამიტომ ისინი მიდიან. მოციქულები წერენ ასეთებზე რომ ისინი თავიდანვე არ ყოფილან ჩვენიანები და ამიტომ წავიდნენ.
სხვა მიზეზი,რის გამოც ქრისტიანები სასაცილონი ხდებაინ,სამკალში ძილია.
მათ სამკალში ძინავთ.
უფალი ქრისტიანს ადარებს მონას,რომელიც ელის თავისი ბატონის დაბუნებას. თუ მონა მღვიძარე იქნება,ბატონი მოსვლის დროს თავად მოემსახურება მას,მაგრამ თუ მონა ზარმაცია და მძინარეს ჰპოვებს მას ბატონი,ვერ გადაურჩება სასჯელს. ქრისტიანები ხშირად ვივიწყებთ ხოლმე,რა საშიში და მოქმედია უფალი. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ,სიყვარულის სახარებას,რომ ღვთის მოშიშება გაქრა ჩვენს გულებში. გვგონია ყველაფერი გვეპატიება,მაგრამ არა,ეს სიცრუეა. მძინარე ადამიანს,ძალიან კარგად აფხიზლებს ცივი წყალი. სწორედ ამიტომ ქრისტიანის ცხოვრებაში ღმერთი ააშკარავებს მის დაფარულს "მე–ს" და საქმეებს,სააშკარაოზე გამოაქვს ისინი,რომ მძინარე გამოაფხიზლოს. ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან კარგად მოქმედებს.
ჩემი გულის ტკივილი ტიმ ლამბესისია. ის ჩემი საყვარელი ჯგუფის სოლისტი გახლდათ. თავიდან ეს ადამიანი სამაგალითო იყო. მაგრამ რაღაც მოხდა და მისი რწმენის ხომალდი დაიმსხვრა. მსოფლიოში ცნობილი ქრისტიანი მეტალისტი ტიმ ლამბესისი,2013წლის მაისში ციხეში ჩასვეს ყოფილი მეუღლის მკვლელობის დაკვეთის გამო. მას ფაქზე წაუსწრეს,როდესაც მკვლელს ფულს აძლევდა,ამიტომ თავის მართლება უშედეგო აღმოჩნდა. ტიმიმ აღიარა რომ ბოდი ბილდინგით იმდენად დაკავდა,რომ ნელ–ნელა იწყო ჩამოშორება ოჯახისგან,მეუღლისგან.დაიწყო ღალატი, და პოპულარულობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ასევე განაცხადა,რომ ჯგუფის წევრები დიდი ხანია,რაც ქრისიანები აღარ არიან,უბრალოდ ხალხის თვალში რჩებიან ქრისტიანებად,რათა მეტი ფანი ყავდეთ. მარაზმია ხომ. თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა,როდესაც ტიმი დააპატიმრეს. ბევრი ადამიანი ამაზე აბათ იცინის და ამბობს,სად იყო მისი ღმერთი? რატომ არ დაისაჯა,აი ქრისტე რომ რეალური იყოს ბოლოს მოუღებდა უცებ,ასეთ თვითმარქვიას." ასეთ ადამიანებს მინდა მივმართო,თუ თქვენ გგონიათ რომ ასეთი კრიტიკის შემდეგ ტიმისგან რაიმეთი განსხვავდებით,ძალიან ცდებით. ისევე როგორც ტიმი,თქვენ ჯოჯოხეთისკენ მიდიხართ,და სწორედ რომ უფლის მოწყალე ხელია,რომელიც გაკავებთ ტქვენც და ტიმისაც. უფალი მოწყალეა,რადგან მადლის პერიოდია. ამიტომ ტიმის რეალური "მე–ს" ამ გამოაშკარავებაში,უფლის არ არსებობა კი არა სწორედ რომ უფლის არსებობა უნდა ჩავთვალოთ. ღმერთმა გამოიტანა სააშკარაოზე მისი ქმედება,რათა გამოაფხიზლოს იგი და ასევე ჩვენს,ვისაც გვგონია რომ ვდგავართ.
ქრისტე რომ მითოლოგიური გმირი იყოს,ასეთი ამბები არ გამოაშკარავდებოდა,დარჩებოდა ბნელში და as i lay dying დღესაც იქნებოდა მსოფლიოში ერთ–ერთი პოპულარული მეტალ ჯგუფი,მაგრამ უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები პირველ საუკუნეში დღესაც მოქმედია და ყოველივე დაფარული ღმერთს სააშკარაოზე გამოაქვს,რათა დაანახოს ურწმუნოებს რომ ის ცოცხალია და წმედს თავის ეკლესიას ყოველი ცრუსგან. ხშირად უშვებს სასჯელს ღმერთი დაცემულ ქრისტიანებზე,რათა მიხვდნენ ისინი და მოინანიონ და ასეთი მაგალითები ბევრია.
მე დიდი იმედი მაქვს,რომ ტიმ ლამბესისი ისწავლის ამ გაკვეთილისგან და მიხვდება უფლის შეტყობინებას,და მოინანიებს. ერთი რამ ვიცი,ღმერთს უყვარს იგი და სურს რომ ის გადარჩეს,ამიტომ ემ უფლება არ მაქვს დავცინო მას,ან განვიკითხო იგი. დაცემული ქრისტიანი სასაცილო კი არა,სატირალია,მაგრამ სამწუხაროა დღეს ასეთებზე აღარ ტირიან უფლის შვილები,არამედ დასცინიან და ხარობენ,თითქოს მეტოქე მოიშორეს,თუმცა ეს ყველა ქრისტიანს არ ეხება.
იმ ქრისტიანებზე,ვინც უყურებს სხვის დაცემას,სულიწმიდა ამბობს:"ვინც დგას იფრთხილოს რომ არ დაეცეს."

суббота, 14 июня 2014 г.

ქრისტიანი მუსიკოსები


 ძალიან ხშირად მომისმენია,როგორ დასცინიან ქრისტიანები სხვა ქრისტიანებს,რომლებიც მძიმე მუსიკით ადიდებენ უფალს და მღერიან მასზე. ეს ძალიან დიდი შეცდომაა,რაც სიამაყიდან გამომდინარეობს.  ესაიას 55ე თავში,უფალი ამბობს რომ მისი გზები მაღალია ჩვენ გზებზე,და მისი ფიქრები ჩვენს ფიქრებზე. 
გრძელთმიანობა ცოდვა არ არის,და არც მძიმე მუსიკა. მუსიკა ეს ნიჭია,ნიჭის ავტორი უფალია. ჩვენ უბრალო ადამიანებს,რომლებმაც ისიც კი არ ვიცით ხვალ ისევ გავიღვიძებთ თუ არა,არ გვაქვს უფლება ვთქვათ,რომ ვიღაც მოწონს ღმერთს და ვიღაც არ მოწონს გარეგნობის გამო. ღმერთს ამის უფლება ჩვენთვის არ მოუცია. ის შემოქმედია და მას არ აქვს ჩარჩოები. ის ცოცხლაია. როგორ ვფიქრობთ,იმას,რომელმაც შექმა ჭექა–ქუხილი და ელვა,რომლის ბაგისგან წამოსულ ქარზეც ირხევა დედამიწა,ეშინია ხმაურიანი მუსიკის?–არა. დედამიწაზე არის ბევრი ქრისტიანი მუსიკოსი,რომელიც მღერის უფალზე და სიმღერის სახით ყვება თავის ისტორიას და ღმერთის წყალობას მასზე. მე ასეთი ბევრი ადამიანი ვიცი,მათ უყვართ უფალი და შეიძლება ჩვენზე მეტსაც შრომობენ მისთვის. ჩვენ ყველანი,ვინც ვიშვით ზეციდან იესო ქრისტეს რწმენით უფლის შვილები ვართ. ესაია ამბობს,რომ უფლის სახლი ყველა ხალხის სამლოცველო სახლად იწოდება,ამიტომ თუ უფალი უარს არ ამბობს ადამიანზე,ჩვენ მითუმეტეს,ნაკლოვანებსა და არასრულფასოვან ხალხს,უფლება არ გვაქვს არ მივიღოთ ჩვენი და ან ძმა,მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული გემოვნება აქვს. ქრისტიანი მუსიკოსები გადიან დიდ ზეწოლას და ბრძოლას ქვეყნიერებაზე. მათ უწევთ სერიოზული დაბრკოლებების გადალახვა,რომ ხალხს როგორმე უფლის სიყვარული აცნობონ. ჩვენ გვიჭირს ხოლმე ერთ ადამიანთან მისვლა და მასთან იესოზე საუბარი,ისინი კი ასობით და ათასობით ხალხს უყვებიან უფალზე,ამიტომ მოდით მათი კრიტიკის ნაცვლად,შევიყვაროთ ისინი,ჩვენი ძვირფასი ძმები და დები და გავამხნევოთ ისი ჩვენი ლოცვებით. ვიშრომოთ უფლის სამკალში მათთან ერთად. ნუ დავხარჯავთ დროს მათ განკითვაში,ეს არ არის უფლისგან. გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ არ გვეყვარება ჩვენი და–ძმები,როგორ ვიტყვით რომ უფალი გვიყვარს? დაე ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ისინი,დაიცვას ყოველგვარი საფრთხისა და ზეწოლისგან,მისცეს ძალა ერთგულებისა და მის სიყვარულში დარჩენისა.


ჩვენ გვჭირდება ღმერთი


"ვინ ვარ და რისთვის ვარ შექმნილი?"–ეს კითხვა ებადება ყველა იმ ადამიანს,განურჩევლად ასაკისა,ვინც ჩაუფიქრდება თავის რაობას,მომავალს და აღსასრულს. ბავშობიდან მიყვარდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება,მიყვარდა მთვარის სინათლე,რომელიც ღამით ანათებდა ოთახს,მიყვარდა ფერადი ყვავილები,რომლებიც ადამიანებივით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაოცებდა სამყარო,ბუნება და მაინტერესებდა საიდან გაჩნდა ყოველივე ეს. არ შეიძლება უყურო მთებს,ვარსკვლავებს,ზღვებისა და ოკეანეების სიდიადეს,ცხოველთა სამყაროს და არ გაგიჩნდეს ინტერესი ამ ყველაფრის შემოქმედზე. 
თუ მართლაც არსებობს ღმერთი,რომლემაც ეს ყოველივე შექმნა,განა საოცარი არ იქნება იგი? თუ ქმნილება იმდენად მშვენიერია,რომ ადამიანი ამას სიტყვებით ვერ აღწერს,წარმოვიდგინოთ,რამდენად უფრო მშვენიერი და დიადი იქნება ამ ქმნილების ავტორი–ღმერთი.  ხშირად ადამიანებს ეცინებათ ღმერთზე საუბრის დროს და ამბობენ:–"არ არსებობს ღმერთი"
სიცრუეა. არ არსებობს მტკიცებულება,რომელიც ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს,რადგან ირგვლივ ყოველივე მოწმობს რომ ღმერთი არსებობს. 
მე ვერ ვხედავ ვერაფერ სასაცილოს ღმერთის გაცნობის სურვილში. 
მოდით წამით თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ღრუბლები,ოკეანეები,მთები,ყვავილები,ცხოველები,განა შესანშნავი არ იქნება ამ ყოველივეს ავტორის გაცნობა?
თუ კი მე,უბრალოდ მოკვდავს,რომელიც, როგორც დავითი ამბობს,დღეს არის და ხვალ აღარ იქნება,შემიძლია გავიცნო ის ვინც შემქმნა,მაშ რატომ არ უნდა მინდოდეს მისი გაცნობა?
დღეს ადამიანები ბევრს კითხულობენ,ბევრს სწავლობენ. ჩვენი ახალგაზრდები მოსიარულე ენციკლოპედიებად იქცნენ,მაგრამ მათი გულები ისეთი ნაღვლიანი და ცარიელია. ვესაუბრები მათ და მესმის ერთი პასუხი:"არ ვიცი ვინ ვარ და რისთვის ვარ აქ"
ამ კითხვაზე ვერანაირი საგანმანათლებო ორგანიზაცია და ვერანაირი მეცნიერული კლევა ვერ უპასუხებს ადამიანს,თუ შემოქმედმა არ აცნობა. რატომ არის საჭირო,რომ ახალგაზრდა იცნობდეს ღმერთს? დაბადებიდან სიკვდილამდე,ადამიანი ცხოვრებაში გადის გზას,ამ გზაზე კომპასის არქონის გამო,ის ხშირად იკარგება და ხვდება იმ ადგილებში,სადაც ბნელა,ეშინია,იტანჯება,გული სტკივა,იმედი უცრუვდება და ა.შ 
ნაადრევი ასაკიდან ჩვენი მოზარდები იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას,შემდეგ კი საკუთარი თავი სძულდებათ. მე მყავდა ამხანაგები სკოლაში,ისინი დადიოდნენ მრავალ კლუბსა და ბარში,სვავდნენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,მაგრამ ამით ბედნიერნი არ იყვნენ,მათ თვალებში ყოველ დღე ვხდევადი ენით აღუწერელ სევდასა და სიმარტოვეს. თინეიჯერობის ასაკიდან ბიჭები იწყებენ ჩხუბს,ცივი იარაღის ტარებას,რის გამოც მრავალი მათგანი ნაადრებად მიდის ამ ქვეყნიდან.გოგონები იშორებენ ჩვილებს და შემდეგ მთელი ცხოვრება სიმშვიდეს ეძებენ,სინდიდის ქეჯნით იტანჯებიან. მე ხშირად მსმენია მსგავსი ისტორიები.ინგრევა ოჯახები,ბავშვენი იტანჯებიან და იზრდებიან სიძულვილში. ყველგან სადაც არ უნდა გავიხედოთ,ვხედავთ უღმერთობის შედეგს. 
ადამიანები დადიან გზააბნეულნი,რადგან არ იციან,რომელ გზაზე უნდა იარონ. რატომ მჭირდება ღმერთი?–იმიტომ მჭირდება ღმერთი,რომ ის ხედავს ჩემს ბოლოს და შეუძლია მიხსნას დაღუპვისგან. არაფერია სასირცხვილო იმაში,რომ ადამიანს ჯოჯოხეთის ეშინოდეს,ეს სწორია და მართებულია თითოეული ადამიანი დაფიქრდეს იმ საშინელებაზე,რაც უღმერთობის შედეგია. ჯოჯოხეთი რომ არ არსებობდეს,არ იარსებებდა არც ქრისტეს ჯვარი,მაგრამ ჯვრის არსებობა მოწმობს,ჯოჯოხეთის საშინელებაზე და ღმერთს სურს ამ საშინელებისგან იხსნას ადამიანები. ღმერთი მჭირდება,იმიტომ რომ მეტყვის რა არის სწორი და რა არა,რა არის სასარგებლო და რა საზიანო. არაფერი არ ტანჯავს ადამიანს ისე,როგორც დაშვებული შეცდომა,ამიტომ თუკი ადამიანს ურთიერთობა ექნება ღმერთთან,ის დაცული იქნება ამ შეცდომებისგან. ღმეღთი გვჭირდება ყოველ წამს. ღმერთი იმდენად საჭირო იყო ადამიანებისთვის,რომ ის თავად მოვიდა ჩვენთან როგორც ადამიანი. არაფერია იმაზე მშვენიერი,რომ იცნობდე შენს შემოქმედს,შენს ავტორს და იცოდე მისგან,თუ რა მიზნით შეგქმნა,ვინ ხარ და რას წარმოადგენ. ჩენ ვინაობას ვიგებთ ღმერთში,რადგან მისი ქმნილებანი ვართ. მისმა თითებმა გამოგვძერწა ჩვენ. მის გარეშე ცხოვრება,უაზრო და საშინელია. 

ერთ დღეს...


ერთ დღეს მამამ წაიყვანა თავისი შვილი,რომ ენახებინა მისთვის,რამდენად ღარიბულად ცხოვრობს ხალხი მათ გარშემო.
ისინი მივიდნენ მისი ერთ–ერთი დაქირავებული მუშის სახლში და მთელი დღე დაჰყვეს იქ.
წამოსვლისას მამამ ჰკითხა თავის ძეს:
"ნახე როგორი ღარიბები არიან ისინი? რა გაკვეთილი ისწავლე მათგან?"
ვაჟმა მიუგო:
" ჩვენ გვაქვს აუზი საცურაოდ,მათ კი აქვთ მდინარე
ჩვენ გვყავს მცველები მათ კი მეგობრები
ღამით ჩვენ ნათურა გვინათებს,მათ კი ვარსკვლავებით მოჭედილი  ცა,
ჩვენ ენციკლოპედიებს ვსწავლობთ,მათ კი ბიბლია აქვთ
მადლობა მამა,რომ დამანახე,რამდენად ღარიბები ვართ"

სიყვარული

სიყვარული
რა არის სიყვარული? 
ამ კითხვაზე დღეს ბევრი პასუხია,მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც განიცდის ამ გრძნობას მკვიდრობს კი სიყვარულში? სიყვარული მიძღვნაა,თავგანწრვა. ეს მსხვეპლს ჰგავს,ოღონს მსხვერპლიც შენ ხარ. ამიტომ ვერ ვიტყვით რომ ყველა ადამიანს უყვარს,რადგან ყველა ადამიანს არ სურს ამ მსხვერპლის გაღება. სიყვარული ეს ღიმილია მაშინ,როდესაც ის ვიღაც სხვა,წესით უცხო, მაგრამ ტყუპისცალივით ახლობელი იღიმის. სიყვარული ეს სიგიჟეა,რომელიც მაშინ მჟღავნდება როდესაც ნაღვლიან სახეზე ღიმილის ჩუქება სურს იმ ვიღაც სხვისთვის. სიყვარული ეს მსახურია,რომელიც მზად არის უანგაროდ ემსახუროს. ის არ ბრაზდება,არ შურს,არც თავისას ეძებს და არც აყვედრის. და არც არასოდეს თმბოს. სიყვარული ყველაზე მძიმე და ღრმა გრძნობაა იმ გრძნობებს შორის რისი განცდაც შეუძლია ადამიანს. სიყვარული სანთელივითაა,რომელიც იწვის რათა სხვას გაუთანოს და აჩუქოს სითბო. იმისათვის რომ გავიგოთ როგორია სიყვარული,საჭიროა ვიცოდეთ საიდან იღებს იგი ფესვს. სიყვარული ადამიანისგან არ წარმოიშვა,ის იყო მანამდე და ამ სიყვარულის გამო შეიქმნა ადამიანი. სიყვარული საწყისს იღებს ღმერთში. ამიტომ იმისათვის რომ ვიცოდეთ როგორია სიყვარული,უნდა ვიცოდეთ როგორია ღმერთი,ამას კი გავიგებთ მაშინ როდესაც შევხედავთ ჯვარზე გაკრულ უფალს,რომელმაც თავი გაწირა ადამიანებისთვის. ჯვარზე ღმერთი ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდა. ქვეყნიერებას თავისებური სიყვარული აქვს,რომელსაც ეროსი ჰქვია,მაგრამ სიყვარული,რომელიც აქვს ქრისტეს და რომელიც უნდა ჰქონდეს მის მორწმუნეს,ეროსი არ გახლავთ,არამედ აგაპე.

ადამიანები

ადამიანები

ადამიანი ღვთის ქმნილების გვირგვინია,ასე აღწერს მას ბევრი მეცნიერი. და კარგად რომ დავაკვირდეთ ეს მართლაც ასეა. განვითარებული ინტელექტი ადამიანს საშუალებას აძლევს ჩაუღრმავდეს ცხოვრებას,მის სიმძიმეს და ფერად მხარეებს. ემოციები,აძლევენ ადამიანს საშუალებას გამოხატოს სიხარული,გულისტიკვილი,და სინანული. სიყვარული ბადებს ადამიანში თავგანწირვის სურვილს.ადამიანი ერთადერთია ვინც მიდრეკილია თვაგამოჩენის წყურვილისაკენ,რატომ? იმიტომ რომ ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული.დაინახონ მასში სული,რომელით თვალით არ ჩანს,მაგრამ თუკი დაუახლოვდები გაიცნობ. ეს სურვილი აქვს აბსოლიტურად ყველა ადამიანს და მაშინ,როდესაც ისინი გრძნობენ თავს უგულებელყოფილად და მიუღებლად,ისინი ხშირად ბოროტდებიან. ადამიანები ინდივიდები არიან,ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რაც ყველაზე საოცარია მათი დეენემი სხვადასხვაა. ეს მიუთითებს მათ პიროვნულობაზე. თუმცა სამწუხაროდ მათი ინდივიდობა ძალიან ირონიულად აღიქმება საზოგადოების მხრიდან. რატომ კარგავენ ადამიანები მეგობრებს? თუკი ყველა ადამიანს სურს იყოს შემჩნეული და დამეგობრებული,მაშ რაღატომ რჩებიან ისინი მარტონი? სამწუხაროდ,ძალიან ხშირად ადამიანებს უჩნდებათ შური იმ ადამიანების მიმართ,ვინც მათ დახმარების ხელი გაუწოდა ერთ დროს. ისინი იწყებენ განვითარებას მათ ხარჯზე მაგრამ ხდებიან მათი მტრები. რა არის მეგობრობა? ჩემთვის მეგობრობა ხელოვნებაა,რომელიც სამწუხაროდ დღეს უკვე აღარ არსებობს,ან არსებობს ერთეულებში. ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო. ეს არის ის ადგილი,სადაც ყოველი გამვლელი ვერ შეაღწევს. თავისი სამყაროს კარს,ინდივიდი უღებს მხოლოდ მას,ვისშიც მსგავსება ჰპოვა. მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც გამუდმებით ცდილობენ შეამტვრიონ ეს კარი,და ამისათვის ბევრ მტკივნეულ ხერხს იყენებენ,რის გამოც კარგავენ მეგობრებს. ადამიანი მეგობრობას წყვეტს სხვებთან მაშინ,როდესაც ამ სხვებმა თავიანთ უფლებებს გაადაჭარბეს და დააზიანეს სხვისი სამყარო..ურთიერთპატივისცემა,ეს მეგობრობას ჰაერივით სჭირდება,რადგან ვერ იმეგობრებ ადამიანთან ვინც პატივს არ გცემს. რას ნიშნავს პატივისცემა? პატივისცემა სხვა ადამიანის ხედვის,გემოვნების,ოცნებების,ნიჭის და თავისუფლების დაფასებაა.მეგობრობა ორი სულის საუბარივითაა,რომლებიც დუმილითაც აგრძელებ საუბარს. მაგრამ დღეს მეგობრობა ხალხს არასწორად ესმის,დღეს მეგობრებად ითვლებიან ისინი,ვინც ამბობს ყველაფერს რაც პირზე მოადგება და არც კი ფიქრობს,ამით რამხელა დისკომფორტს უქმნის ძვირფას მეგობარს. ამიტომ როდესაც ადამიანები ირჩევენ მარტო დარჩენას თავიანთ სამყაროში,ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ცუდები არიან,რომ პრობლემა ყოველთვის მათშია. ეს იმას ნიშნავს რომ ბევრ ჩვენგანს თავისი ქასციელის გაჩხრეკვა სჭირდება. გულის სიღრმეში ყველა ადამიანი რაღაც დონეზე სევდიანია,და ეს საშიში სულაც არ არის,რადგან ეს ეხმარება მას თანაუგრძნოს სხვებს და მიხვდეს რომ სხვასაც შეიძლება სტკიოდეს. თუმცა არიან ინდივიდები რომლებიც გამოირჩევიან სხვებისგან,ასეთები იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე,ნიკოლოზ ბარათაშვილი და კიდევ მრავალი სხვა. თუ ჩვენ გავათვიცნობიერებთ რამდენად ლამაზია ეს სამყარო რომლეშიც ამდენი სხვადასხვა სახის ყვავილია,სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სახელწოდების,მივხდებით რომ ადამიანებიც ასე არიან და ზუსტად ეს სიფერადე ამშვენებს მათ. ყოველი ინდივიდის ავტორი ღმერთია. მე ახლა რწმენაზე არ ვსაუბრობ. თუმცა მჯერა,რომ ყველა ადამიანს თავისი დრო აქვს და ღმერთი აუცილებლად მიიყვანს ადამიანს არჩევნამდე. მაგრამ რა გვევალება ჩვენ როგორც ადამიანებს? რომ ვაკრიტიკოთ ერთმანეთი,დავცინოთ,გშურდეს,გვძულდეს თუ გვიყვარდეს,პატივი ვცეთ,დავეხმაროთ,ვანუგეშოთ? ჩემი აზრით სიცოცხლე საკმაოდ ხანმოკლეა საიმისოდ რომ გაუთავებელ კამათსა და დავაში გავატაროთ გემოვნებასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი ძვირფასია,და ყველა ადამიანი საინტერესოა. ადამიანები წიგნებს გვანან,რომელის შეფასებაც მხოლოდ გარეკანით არ შეიძლება. მე ბევრი წიგნი ამიღია წასაკითხად,რომელსაც შესანიშნავად მოხატული ყდა ჰქონდა,მაგრამ მასში დაწერილი ისტორია არც თუ ისე მომხიბვლელი იყო,მაგრამ წამიკითხავს წიგნები გაცვეთილი ყდით,შავი ყდით და ამ წიგნებს ავუტირებივარ. ასევეა ადამიანიც,მხოლოდ ის რომ ის ისე არ გამოიყურება როგორც ეს ჩვენ მოგვწონს,იმას როდი ნიშნავს რომ მისი ისტორია ნაკლებად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ჩვენ რომ გვესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანნი ვართ,სულ სხვა თვალით დავუწყებდით ერთმანეთს ცქერას. ბიჭები დაკარგავდნენ წყურვილს ეცდუნებინათ გოგოები,გოგოები კი დაკარგავდნენ სურვილს დამსგავსებოდნენ ერთჯერადი გამოყენების საგნებს. ყოველი ადამიანი შემოქმედებითი უნარის მქონეა,ის ქმნის, პირველ რიგში კი თავის სიტორიას,ამიტომ მოდით თითოეული ჩვენგანის ისტოარია ამბობდეს ჩვენ რეალურ ვინაობას. ნუ იხედებით ერთმანეთის სამყაროში იმიტომ რომ სააშკარაოზე გამოიტანოთ ის რასაც ადამიანი სათუთად ინახავს,პატივი ეცით და იგივეს მოიმკით,გიყვარდეთ და ეყვარებით.მოუსმინეთ და მოგისმენენ,აჩუქეთ სითბო და იგივეს მიიღებთ,ნუ შეაწუხებთ და არ შეგაწუხებენ..

среда, 11 июня 2014 г.

იესო და კეთროვანი


იესო და კეთროვანი
იესოს გარშემო ხალხია შეჯგუფებული,ის ესაუბრება მათ.
უცებ უკანა რიგებში რაღაც ალიაქოთი ატყდა. ლაპარაკი,შეშფოთება... იესო წყვეტს საუბარს:"რა მოხდა?" მოხდა კი რაღაც საშინელება: მოვიდა ერთი კეთროვანი და იცით თქვენ რა არის კეთრი?ადამიანი ცოცხლივ იხრწნება. ეს შემზარავია: დაჩირქებული ყურები,ცხვირი,ტუჩები. კეთრი ისეთი გადამდებია,რომ შეიძლება ჰაერითაც გადაედოს ადამიანს. ამის გამო,კეთრით დაავადებულებს უდაბნოში უნდა ეცხოვრათ. მათ ეკრძალებოდათ ხალხში გამოსვლა. უცებ კი,კეთროვანი საზოგადოებაში აღმოჩნდა. მას ესმის იესოს შესახებ და სურვილი უბიძგებს მისკენ,მას სურს დაინახოს იესო. და აი,ის მოდის. ხალხი გზას უთმობს მას,ზოგიც თავს არიდებს და გაჰკივის:"ეი შენ წადი აქედან,თუ თავი არ მოგბეზრებია,მოშორდი"  მაგრამ იგი არ ტყდება.. მე თითქმის ვხედავ,როგორ მიიწ–მოიწია აღშფოთებული ხალხი, და როგორ უახლოვდება კეთროვანი იესოს. არა,ის არ დგას იესოს წინ,ის მტვერშია გართხმული მის ფეხებთან და თვალცრემლიანი უმხელს მაცხოვარს თავის უბედურებას.
"უფალო,თუ გსურს,შეგიძლია ჩემი განწმედა"
იცით,ადამიანი თავისი გაუბედურებული ცხოვრებით და მაცხოვარი,ძე ღმერთისა,უცილოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
შეიძლებოდა გვეფიქრა,რომ იესო ერთი ნაბიჯით უკან გადგებოდა ამ დანგრეული ადამიანისგან და იტყოდა:"ჰო კარგი,ადექი,განიწმიდე.!"მაგრა,არა იესო სხვანაირად იქცევა. იესო მიეახლა მას და ხელები მოავლო დასახიჩრებულ თავზე. ხალხმა შიშით ალბათ ყვირილი მორთო :"კეთროვანს რომ მიეკარო არ შეიძლება."
და იესომ უთხრა მას:"მინდა,განიწმიდე."
და მყესეულად გაიწმიდა კეთრისგან. 
არავითარი სისაძაგლე არ ეზიზღება იესოს. არავითარი უბედურება არ არის მისთვის ძლიერ დიდი. ის თავისი ხელებით ეხება კეთროვანს. მე რომ მხატვარი ვიყო,ასე დავხატავდი ამას: ხელებს კეთროვნის დაშლილ,ნახევრად გახრწნილ სახეზე."
ადამიანს,რომელსაც ყველა გაურბის,იესო ხელით ეხება მას და ბძანებს:"მე შეგინანე შენ,შენ ჩემი ხარ/"
ვილჰელმ ბუში

უფალზე დიდებული ვერავინ შემოაღებს შენს სამყაროში კარს


როდესაც ღმერთს ირწმუნებ და ის შემოვა შენს ცხოვრებაში,გაუღებ რა გულის კარს და დაიწყებ ურთიერთობას მასთან,მიხვდები რომ მანამდე მკვდარი იყავი. რომ,მასთან შეხვედრამდე არც გიცხოვრია.
უფლის სიყვარული აღემატება ყოველივეს,
ის მეტია ყოველგვარს ტკივილზე,იმედგაცრუებაზე,წყენასა და სიმარტოვეზე.
მის სიყვარული გულს კურნავს.
უფალზე ძვირფასი ვერავინ შემოაღებს შენს სამყაროში კარს.
მხოლოდ მასთან სიახლოვის დროს კვდება,ის სიმარტოვე და სიცარიელე,რომელიც მოსვენებას და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა შენს გულს. 
უფალზე დიდებული მეგობარი,ვერავინ გეყოლება.
მასსავით შეუპოვარი,მოსიყვარულე,თბილი,სამართლიანი,წმიდა,ერთგული,უანგარო და ძლევამოსილი. შემძლე გიპოვნოს ყველგან და დაგიცვას. 
მისებრ მშვენიერი და დიადი,არავინ არის არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.
უფლის სადარს ვერავის იპოვი,არარსებობს მისი მსგავსი და იმიტომ.
ის ერთადერთია.!
–ის ერთადერთია ვისაც ესმის,
შენი სნეული 
სულის
 კვნესა